Archive for მაისი 11th, 2020

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რვა კი, გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რვა კი, გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 638 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ რვა პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 317-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ათი პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 4896 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 444.[სრულად…]

საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილია 11 პაციენტი. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 638 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 317 პაციენტი. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კარანტინის რეჟიმში 4769 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –414. Please follow and like us:

გიორგი კეკელიძე ბიბლიოთეკების ეტაპობრივი გახსნის გეგმას ავრცელებს

გიორგი კეკელიძე ბიბლიოთეკების ეტაპობრივი გახსნის გეგმას ავრცელებს

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და ქვეყნის სხვა ბიბლიოთეკები ფუნქციონირებას ეტაპობრივად დაიწყებენ. ბიბლიოთეკების გახსნის გეგმას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე აქვეყნებს: “ეროვნული ბიბლიოთეკა ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ იწყებს მუშაობას. სამკითხველოები, შესაბამისი წესებით, ივლისიდან ამუშავდება. ღონისძიებები, საგანგებო გამონაკლისების გარდა, სექტემბრიდან განახლდება. მაისის მიწურულიდან, გრაფიკის დაცვით, განახლდება წიგნების მიღება, დამუშავება, დიგიტალიზაცია, ციფრული ბაზების შევსება. პერსონალი, რისკ-ჯგუფების[სრულად…]

დღეიდან იხსნება ყველა სახის წარმოება და ყველა მაღაზია, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა

დღეიდან იხსნება ყველა სახის წარმოება და ყველა მაღაზია, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა

დღეიდან იხსნება ყველა სახის წარმოება და ყველა მაღაზია, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა. როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განმარტა, ეს არ ეხება სავაჭრო მოლებს. „11 მაისიდან ჩვენ გავხსნით ყველა სახის წარმოებას. თუ აქამდე საუბარი იყო მხოლოდ სამშენებლო მასალების წარმოებაზე, ახლა ჩვენ გავხსნით ყველა სახის წარმოებას“-აღნიშნა პრემიერმა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ეს ეხება ყველა სახის[სრულად…]