საქართველოს ეკლესიის სათავეები პირველისაუკუნიდან, ჩვენს სამშობლოში წმიდა მოციქულთაქადაგებიდან მომდინარეობს. მეოთხე საუკუნიდან, მოციქულთასწორ ნინოს ხანიდან იწყება მისისტრუქტურული ჩამოყალიბება, ხოლო ქართულიისტორიოგრაფიის თანახმად, მეხუთე საუკუნიდანივერიის ეკლესია ავტოკეფალურია. საქართველოსეკლესია თავისი არსებობის თითქმის ოცი საუკუნისგანმავლობაში არ იცნობდა ტერმინ "მოსაყდრეს" (ამჟამად მიღებული მნიშვნელობით) და მოსაყდრისსაეკლესიო თანამდებობას. მოსაყდრეობასაქართველოს ეკლესიაში უბრალოდ არ არსებობდა. შევნიშნავ, რომ დაახლოებით ამგვარი ფუნქციაჰქონდა ქუთათელ მიტროპოლიტ დოსითეოსს(წერეთელი), 1792-1814 წლებში, დასავლეთსაქართველოს საკათოლიკოსოში, თუმცა, ხსენებულიმღვდელმთავარი იწოდებოდა საკათოლიკოსოსგამგებლად (არა მოსაყდრედ) და რაც მთავარია - მიტროპოლიტი დოსითეოსი საკათოლიკოსოსგამგებელი იყო დასავლეთ საქართველოსკათოლიკოს-პატრიარქ მაქსიმე მეორის (აბაშიძე) ქვეყნიდან გამგზავრებისა (1792 წ.) დაგარდაცვალების (1795 წ.) შემდგომ ანუ კათოლიკოს-პატრიარქის არყოფნის ჟამს. ტერმინი "მოსაყდრე" (ამჟამად მიღებულიმნიშვნელობით) საქართველოს ეკლესიაშიოფიციალურად პირველად ჩნდება ავტოკეფალიისაღდგენის შემდგომ, 1917 წელს ანუ მეოცე საუკუნისდასაწყისში, მას შემდეგ, რაც ას ექვსწლოვანირუსული იმპერიალისტური მმართველობა განვლოსაქართველოს ეკლესიამ. საქართველოს ეკლესიაში თანამდებობა"კათალიკოსის მოსაყდრე" პირველად ოფიციალურადჩაიწერა 1917 წლის 12 (25) მარტის საქართველოსეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აქტში, რომელშიც ვკითხულობთ: "დროებით დაინიშნოსკათალიკოსის მოსაყდრედ ეპისკოპოსი ლეონიდე". ამდროიდან იღებს სათავეს საქართველოს ეკლესიაშიმოსაყდრის ინსტიტუტი, თუმცა, მკაფიოდხაზგასასმელია, რომ მისი დაარსება მოხდასაპატრიარქო ტახტის ქვრივობისა და კათოლიკოს-პატრიარქის არყოფნის პირობებში. საქართველოს ეკლესიაში მოქმედი კათოლიკოს-პატრიარქის პირობებში მოსაყდრის არსებობისშესახებ პირველად და უკანასკნელად ოფიციალურადჩაიწერა 1917 წლის 17 სექტემბერს მიღებულსაქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობისდებულებაში, მას შემდგომ, რაც კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, თბილელი მიტროპოლიტილეონიდე (ოქროპირიძე) ვერ გახდა კათოლიკოს-პატრიარქი და ეპისკოპოსი კირიონი (საძაგლიშვილი) აირჩიეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. ხსენებული დებულების მეორეპარაგრაფში, ნომერ მეორე შენიშვნად ჩაიწერა: "ტფილელი, როგორც კათოლიკოსის უახლოესიადგილობრივი მღვდელმთავარი, არის მოსაყდრეკათოლიკოზისა". აღნიშნული გადაწყვეტილებაემყარებოდა არა საეკლესიო სამართალსა დასაქართველოს ეკლესიის ტრადიციას (პირიქით, სრულიად უცხო იყო ეს ჩანაწერი საეკლესიოსამართლისა და ტრადიციისთვის), არამედ თბილელმიტროპოლიტ ლეონიდეს სურვილს, რომელიც 1917 წელს არ აირჩიეს კათოლიკოს-პატრიარქად და მასსურდა, რომ მოსაყდრეობა მაინც შეენარჩუნებინა, რაც დებულებაში ზემოთხსენებული შენიშვნისჩაწერის სახით შეძლო ანუ საქართველოს ეკლესიაშიმოქმედი კათოლიკოს-პატრიარქის მამამთავრობისჟამს, "მოქმედი" მოსაყდრის არსებობა უკავშირდებაარა წმიდა საეკლესიო კანონებს, არამედმიტროპოლიტ ლეონიდეს პიროვნულ სურვილსა დაჟინს საკუთარი სამოსაყდრეო პატივის შენარჩუნებისმიზნით. 1918 წელს მოკლეს სრულიად საქართველოსკათოლიკოს-პატრიარქი კირიონ მეორე. 1919 წელსმიტროპოლიტი ლეონიდე აღსაყდრდა სრულიადსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. 1920 წლის27 ივნისს მიღებული იქნა საქართველოს ეკლესიისმართვა-გამგეობის ახალი დებულება, რომლისმიხედვით მცხეთისა და თბილისისსამღვდელმთავროები ოფიციალურად გაერთიანდა, ეწოდა მას მცხეთისა და ტფილისის ეპარქია და ისუშუალოდ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაექვემდებარა, ხოლო მართვა-გამგეობის 1920 წლის დებულებაში მოქმედიკათოლიკოს-პატრიარქის პირობებში მოსაყდრისარსებობის შესახებ ჩანაწერი საერთოდ გაქრა დააღარ ჩაიწერა. აწ უკვე კათოლიკოს-პატრიარქმალეონიდემ აღარ ინება, რომ მას მოქმედი მოსაყდრეჰყოლოდა... 1920 წელს მიღებულ საქართველოსეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მეორეპარაგრაფის ა პუნქტის მეორე შენიშვნაშივკითხულობთ: "კათოლიკოზის გარდაცვალებისშემდეგ გამოიწვევა ერთ-ერთი მღვდელმთავარი დაიგი იწოდება კათოლიკოზის მოსაყდრედ, კათოლიკოზის არჩევამდე". ხსენებული ახალიჩანაწერით მოსაყდრის შესახებ, არა თუ მოქმედიკათოლიკოს-პატრიარქის პირობებში მოსაყდრისთანამდებობა გაუქმდა, არამედ პოტენციურადაც კიარ დაუშვეს მოქმედი პატრიარქის ჟამს შესაძლებელიყოფილიყო მოსაყდრის არსებობა და ამთანამდებობაზე მხოლოდ კათოლიკოსისგარდაცვალების შემდეგ დადგინდებოდა (დროებით) ერთ-ერთი მღვდელმთავარი და არა კათოლიკოს-პატრიარქის წინასწარი ბრძანებით ან ანდერძით, ე.ი. საკათოლიკოსო საბჭოს გადაწყვეტილებისსაფუძველზე. საქართველოს ეკლესიის 1927 წლის ივნისშიმიღებული მართვა-გამგეობის დებულება პირდაპირაცხადებს: "მოსაყდრეობა უქმდება, როდესაცკათოლიკოზ-პატრიარქი თავის ადგილზეა" ანუ ამდებულებით საქართველოს ეკლესიაშიფაქტობრივად აიკრძალა მოსაყდრის არსებობამოქმედი კათოლიკოს-პატრიარქისმამამთავრობისას. ...