რას გულისხმობს თეატრის სცენაზე თამბაქოს გამოყენების აკრძალვა ან დაშვება, რამნიშვნელობისაა ეს მოცემულობა და არის თუ არაალტერნატივა - ცხადია, ალტერნატივა არის. სხვასაკითხია, ვის ინტერესებში შედის თამბაქოსმოხმარების მაქსიმალური პოპულარიზაცია. საინტერესოა, აქვს თუ არა არჩევანი ადამიანს, როცა ის თეატრის სცენაზე დგას? ყოველთვის ითვალისწინებს სცენარი თამბაქოს გამოყენებას? ამის შესახებ "თბილისი თაიმსს" თამბაქოს კონტროლის ალიანსის თავმჯდომარე, გიორგი ბახტურიძე ესაუბრა. "როდესაც ამ ცვლილებებზე ვმუშაობდით, 2017 წელს, თეატრებში, მთელს შენონებში მოწევა იყო აკრძალული. თუმცა, რამდენიმე რეჟისორის ახირებაიყო, რომ სცენაზე მაინც მოეხმარათ თამბაქო. მთავარი აქ გახლადათ შემდეგი - რატომ ლობირებდნენ თამბაქოს მოხმარებას ასე თავგამოდებით. მაგალითის სახით გეტყვით, ზოგიერთი სახელმწიფო თეატრი გარკვეულ თანხებს იღებდა თამბაქოს ინდუსტრიისგან. მიუხედავად იმისა, იყო თუ არა სცენარში საჭირო, ყველგან იყო ჩასმული მოწევის სცენა. ამაში თამბაქოს ინდუსტრია იხდიდა ფულს, რათა პოპულარული ყოფილიყო მოწევა. განსაკუთრებით, ახალგაზრდებში. იქედან გამომდინარე, რომ რეკლამის, სპონსორობისა და პოპულარიზაციის, ფაქტობრივად, ყველა სახე ...