კოლუმბიელი მონაზონი გლორია ნარვაესი, რომელიც, 4 წლის წინ, მალის ქალაქ კუტიალაში, მისიით ყოფნის დროს, ისლამისტებმა გაიტაცეს, თავისუფალია, - ამის შესახებ BBC წერს. მალის პრეზიდენტის ოფისმა გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ასიმი გოიტა და გლორია ნარვაესი არიანგამოსახულნი. ადმინისტრაციის ცნობით, მონაზონირამდენიმე სადაზვერვო სამსახურის ერთობლივიძალისხმევის შედეგად გათავისუფლდა. ამ წლის დასაწყისში მას ნება მისცეს, შეეტყობინებინა, რომ ცოცხალი იყო ხელზედაწერილი ცნობით, რომელშიც ადამიანებსსთხოვდა, რომ მისთვის ელოცათ. რამდენიმე დღისშემდეგ რომში ჩავიდა და წირვას დაესწრო წმ. პეტრეს ბაზილიკაში და პაპ ფრანცისკეს შეხვდა. თითქმის 10 წელია, მალიში, ისლამისტებიადამიანებს იტაცებენ. 2017 წლის შემდეგ, ათასამდეადამიანია გატაცებული. მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა