• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, May 20, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„სახელმწიფო ბანკი იქნება დიდი ტვირთი ქვეყნისთვის, რადგან ფაქტობრივად სესხით შექმნილი ბანკი იქნება“ – რომან გოცირიძე

12 years ago
in ექსკლუზივი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamed (1)საქართველოში არსებულ ფინანსურ მდგომარეობაზე, ეკონომიკური გუნდისა და ეროვნული ბანკის მუშაობაზე  ”თბილისი თაიმსს”  ”საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის” დამფუძნებელი რომან გოცირიძე ესაუბრა. ბატონო რომან, თქვენი აზრით რამდენად თავისუფალია დღეს ბიზნეს–სექტორი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში უფრო ადვილი იყო ბიზნესის კეთება თუ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში?

ოპოზიცია ყოველთვის ამბობდა, რომ ეკონომიკა ინგრევა და ხელისუფლება კი საპირისპიროს ამტკიცებდა. ახლა როლები შეივალა და პირიქით ხდება, ხელისუფლება (ყოფილი ოპოზიოცია) ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში ეკონომიკის კარგი ზრდა იქნება და ოპოზიცია  (ყოფილი ხელისუფლება) კიდევ აკრიტიკებს, ეს არის პოლიტიკური პროცესის ბუნება. ხელისუფლება თავს იცავს. ოპოზიცია მუდამ თავს ესხმის, კარგის დანახვა არ უყვარს და ცუდს აზვიადებს. რა თქმა უნდა წინა ხელისუფლების დროს ქვეყანაში უზარმაზარი კაპიტალი შემოვიდა და სოკოებივით აღმოცენდა ბათუმი და სიღნაღი, მაგრამ მეორეა, ის რაც ამას თან სდევდა: იგივე ბიზნესის შევიწროება, იგივე რაღაცა კატეგორიების, ადამიანების გამდიდრება. როცა ვამბობთ, რომ კოპრუფცია არ იყო, რა თამა უნდა, არ იყო ადმინისტრაციული კორუფცია ქვედა დონეზე და ძალიან ბევრი უცხოელი ჩამოდის, რომ ისწავლოს, რას ნიშნავს არაელიტარული კორუფციის აღმოფხვრა, ბევრი საჩვენებელი პროექტია, მაგრამ ამავე დროს აღმოჩნდა, რომ საკმაოდ დიდი ელიტარული კორუფცია ყოფილა; ამდენად, შეცდომები იყო. დღესაც რა თქმა უნდა, არის შეცდომა. ეს არის იმ ლიბერალური კურსის გადახედვა, რომელიც არის ყველაზე მთავარი მონაპოვარი. ნელ-ნელა მივდივართ სოციალურად ორიენტირებული კურსისკენ, რომელიც სულაც არ არის კარგი, ოღონდ ლამაზად ხვდება ყურს. ლაპარაკი მიდის რაღაც რეგულაციებზე, რაღაც ტიპის სახელმწიფო დაწესებულებების ისევ აღდგენაზე, რაც არასწორია, რა თქმა უნდა, იმ ხელისუფლების დროს იგივე მკვდარი პროექტების (როგორიც არის პარლამენტის შენობა და ა.შ.) აშენებას სჯობდა სოციალური ხარჯებისთვის ყოფილიყო მეტი ტანხა გამოყოფილი, მაგრამ არც ის შეიძლება, რომ მთლიანად გაერთო სოციალურ პროექტებზე.

თქვენი შეფასებით დღეს როგორია ეკონომიკური გუნდის მუშაობა, მათი დადებითი და უარყოფითიმხარეები მათი წინ გადადაგმული ნაბიჯები რაში მდგომარეობს?

საფინანსო სექტორის ახალი კონფიგურაცია ყალიბდება. გვაქვს აბსოლიტურად სხვა ყაიდის ბიუჯეტი, რომელიც მორგებულია ახალი მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკაზე. ამ შემთხვევაში თავს შერვიკავებ ეკონომიკური პოლიტიკის შეფასებისგან, თუმცა, ამ მიმართულებით ბევრი კითხვაა. თუ პირველი წელი პოლიტიკური თუ სხვა სუბიექტურ-ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე რაღაც რბილ მიდგომას იწვევდა ეკონომიკური გუნდის შესაფასებლად, მეორე წელს ვერაფრით გაამართლებ. ტენდენცია მაინც არის ასეთი: ცოცხალი იდეების არ ქონა, პრობლემის გადაჭრის ლამის ერთადერთ გზად ახალი უწყების დაფუძნებაა. შეიმჩნევა პრობლემები კომპეტენციის კუთხითაც, ვნახოთ როგორ იქნება წლის ბოლოს შედეგები. საბიუჭეტო პოილიტიკაში მნიშვნელოვანი ხარვეზები შეინიშნება. ჩვენ ვიცით, რომ ბიუჯეტი არის გეგმა, მაგრამ ხდება თუ არა ამ გეგმის შემუშავება რეალისტურად? როგორც აღმოჩნდა 2013 წლის ბიუჯეტი იყო აბსოლიტურად არარეალისტური, მაგრამ მაინცდამაინც დიდი კრიტიკა და ნეგატიური რეაქცია ამ ფაქტს არ მოყოლია ექსპერტებისა და ოპოზიციის მხრიდან. მაგრამ შარშან მარტივი იყო ბიუჯეტის ჩავარდნის გადაბრალება სხვადასხვა ფაქტორებზე, მათ შორის წინამთავრობისგან მიღებულ მემკვიდრეობაზე. რამდენიმე წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ბრძანდებოდით, ამიტომ საინტერესო იქნება როგორ შეაფასებთ ამ სტრუქტურის მუშაობას დღეს, რა ხარვეზებია მის მუშაობაში? როგორ ართმევს გიორგი ქადაგიძე თავს დაკისრებულ მოვალეობას?   ბოლო პერიოდში ვიხილეთ სახიფათო პროცესი – ლარის მაქსიმალური დაცემა და შემდგომ აღზევება, ჩვენთან მოქმედებს კურსის ფორმირების რეგულირებადი მეთოდი, როდესაც დიდ წილად მისი ზომა დამოკიდებულია ეროვნული ბანკის ინტერვენციებზე. რა იყო ის მიზეზები, რომლის გამო, მიუხედავად ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ჩარევისა, ვითარების გამწვავება ვერ იქნა აცილებული თავიდან. ლარის გაუფასურების ძირითადი მიზეზი იყო ბიუჯეტის შესრულების არარიტმულობა და ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვა ნაშთებიდან, რამაც გამოიწვია ფულის მასის ზრდა ნოემბერ-დეკემბრის თვეში. ყოველთვიურად ბიუჯეტიდან იხარჯებოდა დაახლოებით იმდენი რამდენიც შემოდიოდა. დეკემბერში კი ჭარბად მოხდა ბიუჯეტიდან ფულის გაშვება მიმოქცევაში. ამ პროცესში ეროვნული ბანკის გარკვეული უპასუხისმგებლობაც იკვეთება. ფულის მასის ზრდის ორი წყარო იყო, ერთი – საბიუჯეტო ინექცია და მეორე, ასე ვთქვათ საბანკო. რატომღაც, ეროვნულმა ბანკმა დაიწყო დიდი ოდენობის იაფი რეფინანსირების სესხის გაცემა კომერციულ ბანკებზე. ეროვნულმა ბანკმა მკაცრი ფულადი საკრედიტო პოილიტიკა შეცვალა რბილი პოლიტიკით, რომელიც გამოიხატებოდა ორ მიმართულებით, ერთი –  ფინანსირების განაკვეთის დაწევა და მეორე – სესხის მოცულობის ზრდაში. ორივე ეს მექანიზმი ხელს უწყობს  მიმოქცევაში ფულის მასის ზრდას. როდესაც ეროვნულმა ბანკმა იცის, რომ ფინასთა სამინისტროს უჭირს შემოსავლების მობილიზება და მას მოუწევს ისეთი ხარჯების გაწევა, რომელიც ფულის მასას გაზრდის, ამ სემთხვევაში მაქსიმალურად უნდა შეამციროს კომერციული ბანკების დაკრედიტება. თუ ამას ვერ აკეთებს, ესეიგი სერიოზული პრობლემა აქვთ ბანკების ლიკვიდობის მხრივ. ალბათ იმიტომაც, რომ დიდი სახაზინო ვალდებულება აქვთ ბანკებს შეძენილი და სანამ მისი დაბრუინების ვადა დადგებოდეს, ეროვნული ბანკის ინექციებით ჭრიან მოკლევადიან დეფიციტს. მათთვის ეს ხელსაყრელია, თუ ეროვნული ბანკი ორჯერ და უფრო იაფათ გაძლევს სესხს (3.75 პროცენტი), ვიდრე გაასესხებ მთავრობაზე, რომ არა ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხები, ბანკებს მიმდინარე ვალდებულებების გასტუმრება გაუჭირდებოდათ. ბანკები, ნარკომანებიოვით შეჯდნენ რეფინანსირების ინექციებზე. საკმარეისია ეროვნულმა ბანკმა ერთ-ერთ ხუთშაბათს არ ჩაატაროს აუქციონი, ანუ არ გასცეს სესხები, საბანკო სექტორში შეიქმნება პრობლემები. ამაში დამნაშავე ისევ მთავრობაა. ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა ბიუჯეტის დეფიციტის შესავსებად მთავრობის მიერ ბანკებისაგან სესხის აღებამ. ციფრმა 1.5 მილიარდ ლარს გადააჭარბა და წლის ბოლომდე კიდევ გაიზრდება 200 მილიონით. მიმდინარე წლის მხოლოდ სამ თვეში ფინასთა სამინისტრომ 179 მილიონი ლარის ღირებულების სახაზინო ვალდებულებები გაყიდა, მაშინ როცა შარშან მთელი წლის განმავლობაში, მხოლოდ 140 მილიონი ლარი ისესხა ამ გზით. წლის ბოლომდე კიდევ იგეგმება 420 მილიონი მლარის სესხება ბანკებიდან. ბანკებს ფული არ რჩებათ ბიზნესის დასაფინანსებლად. იზრდება პროცენტებიც. ერთი ხელით ფულს ართმევს მთავრობა ბანკებს და მეორე ხელით უკან აძლევს სხვადასხვა სააგენტოებისა და ფონდების მეშვეობით, თუნდაც იგივე სესხების ხელმისაწვდომობისმან გაიაფების მიზნით. მოკლედ, მთავრობა ფულად ბაზარზე ბიზნესის პირდაპირი კონკურენტი გახდა. ბანკების მიერ გაცემული კრედიტები უფრო ცოცხალ ორგანიზმს ქმნიან, ვიდრე მთავრობის მიერ ჩამორიგებული ფული.

არის თუ არა ქვეყნის ეკონომიკის ზრდისთვის უმთავრესი – სოფლის მეურნეობა?

ხდება სოფლის მეურნეობაში ერთბაშად დიდი რაოდენობის სუბსიდიის შემოჭრა. შეცდომად მიმაჩნია ასევე ბიზნესის საბანკო სახსრებით წახალისების მექანიზმის შემოღება, იმ ფორმით და იმ მოცულობით, რომელიც ბიუჯეტითაა გათვალისწინებული. ჩვენს საშემოსავლო ბაზას, რომლითაც ივსება ბიუჯეტი, არ აქვს იმის ფუფუნება, რომ სუფსიდირება და სოციალურად ორიენტირებული პროექტები ამ მასშტაბით დააფინასოს. თან ყველაზე არაეფექტური ხვნა-თესვის სახით. უნდა დავეხმაროთ გლეხს, ფერმერს და არა სოფლის მაცხოვრებელს.

თქვენ შექმენით არასამთავრობო ორგანიზაცია  ”ეკონომიკური განვითარების ცენტრი”, სადაც გაერთიანებული არიან ეკონომისტები და ფინანსისტები, რა გეგმები აქვს ცენტრს და რას  მოიცავს მისი საქმიანობა? ხომ არ არის მოსალოდნელი ცენტრის გაფართოვება?

დღეისათვის საქართველოში ახალი და ამავედროულად რთული ეკონომიკური ვითარებაა, იცვლება არამარტო მიდგომები, არამედ თავად ეკონომიკა, განსაკუთრებით საფიონასო სექტორი. ამ რთულ სიტუაციაში მნიშვნელოვანია ახალი საექსპერტო, საკონსულტაციო ჯგუფის გამოჩენა, რომელთაც აქვთ სხვადსხვა სახელმწიფო თუ სამეცნიერო სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება. მე ვერ ვიტყვი, რომ ეკონომიკური პროფილის ექსპერტების და ანალიტიკოსების დეფიციტია ქვეყანაში, მაგრამ მთლიანობაში ეს სექტორი სუსტია. ახალი ორგანიზაცია, რომელიც თანოაზრეებთან ერთად დაფუძნდა, საექსპერტო-საკონსულტაციო ცენტრი იქნება, სადაც ჩვენს რეალობაში არსებული მწვავე და აქტუალური ეკონომიკური საკითხები მოიყრის თავს. ფაქტობრივად, ეკონომიკის ექსპერტთა სამყაროში ვბრუნდები, იქ საიდანაც დაახლოებით 20 წლის წინ მოღვაწეობა დავიწყე. ახლა კი დიდი პოლიტიკიდან, ექსპერტთა წრეში დავბრუნდი, არადა, ბოლო დროს, როგორც წესი, ექსპერტები პირიქით – დიდ პოლიტიკაში მიდიან.

ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობა ქმნის ახალ საფინანსო ინსტიტუტს, სადაც გაერთიანდება  სხვადასხვა სახელმწიფო-საინვესტიციო ფონდები. მინისტრის განცხადებით ამ ინსტიტუტმა უნდა დააფინანსოს განვითარების გრძელვადიანი პროექტები, სადაც გრძლევადიანი კაპიტალია საჭირო, რა ტიპის პროქტებსაც არსებული კომერციული საბანკო სისტემა, როგორც წესი, არ აფინანსებს, თქვენი შეფასება როგორია მსგავსი ინსტიტუტის შექმნა რამდენად არის საჭირო დღეს?

რამდენიმე წლის წინ საქართველოში გაუქმდა ბოლო სახელმწიფო ბანკი ანუ ჩვენ ვუბრუნდებით 20 წლის წინანდელ დონეს,  20 წლის წინანდელ  წარმოდგენებს ეკონომიკის განვითარების შესახებ.  იმ ბანკს  „ინდუსტრიბანკი“ ერქვა.  მისი პრივატიზება ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს განხორციელდა. მთავარი უარყოფითი, რაც ამ ბანკის შექმნის იდეაშია, არის ის, რომ სახელმწიფო ბანკი არის დიდი ტვირთი იმ ქვეყნისთვის, რომელსაც დეფიციტური ბიუჯეტი აქვს და რომლის ბიუჯეტის  დიდი ნაწილი ფორმირდება ვალებისგან.  ესაა ფაქტობრივად, სესხით შექმნილი ბანკი. საქართველოს ბიუჯეტის შემოსავლების 18% ფორმირდება საშინაო და საგარეო ვალებით, დღეს მარტო საშინაო ვალმა ანუ მოსახლეობისგან, ბანკებისგან, ბიზნესისგან ნასესხებმა ფულმა მიაღწია მილიარდნახევარ ლარს და წლის ბოლომდე კიდევ გაიზრდება 200 მილიონი ლარით, ამის სხვა უარყოფითი მხარე ისიცაა, რომ ბანკებს მნიშვნელოცნად უმცირდებათ საკრედითო რესურსები, ბიზნესს უძვირდებათ სესხებიდა და მცირე ბიზნესისათვის უარესდება სესხებზე ხელმისაწვდომობა. ამდენად, გამოდის, რომ ჩვენი ბიუჯეტი, რომ დავაბალანსოთ ანუ, რომ გავცეთ პენსიები, თუნდაც იგივე ხვნა–თესვის პროგრამები განვახორციელოთ, რომელიც ასევე არაეფექტური მიმაჩნია, ამისთვის ვსესხულობთ ფულს. ახლა ასევე ნასესხები ფულით ვქმნით ბანკს. არის საუბარი იმაზე, რომ ეს ბიუჯეტიდან კი არ დაფინანსდება, არამედ საგარეო წყაროებს მოვიზიდავთ. რა განსხვავებაა მსოფლიო ბანკისგან ავიღებთ ვალს თუ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან? ეს მაინც ჩვენი  დასაფარი იქნება. საუბარია იმაზე, რომ ბანკი დააფინანსებს იმ პროექტებს, რასაც კომერციული ბანკი არ აფინანსებს. კომერციული ბანკი კი არ აფინანსებს ისეთ პროექტებს, რომლის პერსპექტივა არის ცუდი. ბანკს ჰყავს თავისი აქციონერები და მეპატრონე არასდროს დაუშვებს არაეფექტური პროექტების დაფინანსებას.ვის მისცემს განვითარების ბანკი სესხს?  კომერციული ბანკს კერძო აქციონერ ჰყავს და გამადიდებელი შუშით აკვირდება თავის ბანკს. საერთაშორისო აუდიტს იწვევს და დიდძალ ფულს ხარჯავს, რომ შეაფასოს მენეჯმენტის მუშაობა და ბანკის ფინანსური მდგომარეობა. ვის ანაღვლებს სახელმწიფოს მიერ გაცემული გრანტები თუ კრედიტები? რა თქმა უნდა, ამ სესხში ძალიან დიდი იქნება პოლიტიკური კომპონენტი, ნაცნობობითი კომპონეტი. ყველა ფონდის ბედი, რომელიც საქართველოში კომერციული მიზნით დაფუძნდა, წარუმატებლად დასრულდა. საქართველო არის ვალებით დატვირთული ქვეყანა. საგარეო ვალი 5,2 მილიარდი დოლარია.  ყოველ თეთრს გაფრთხილება უნდა. ამიტომ მიმაჩნია, რომ  სახელმწიფოს მიერ ყველაფრის დახმარება და ყველა პრობლემის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაჭრა, მართებული არაა. ბიუჯეტს ისედაც აქვს მრავალი სოციალური ვალდებულება აღებული და უკეთესია მისი ხარისხიანი უზრუნველყოფა. საუკეთესო გამოსავალი კი ის იქნებოდა, თუ ქვეყანაში იარსებებდა  ერთადერთი სახელმწიფო „ფონდი“: ეს არის ბიუჯეტი. ყველა დანარჩენი უნდა გაუქმდეს. ყველა სახელმწიფო ფინანსურმა რესურსმა, მათ შორის ზემოთ ნახსენებმა დივიდენდებმა, ბიუჯეტში უნდა მოიყაროს თავი,  ხოლო აუცილებელი სახელმწიფოებრივი პროექტები უნდა დაფინანსდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ბატონო რომან, როგორ შეაფასებდით ფინანსთა სამინისტროს მიერ დაწყებულ პროცესს დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების შესახებ?

თანხის უკან დაბრუნების მექანიზმი   არის ტექნიკურად ძნელი,  აღსარიცხად რთული და  ბიუროკრატიული. საჭიროებს გარკვეულ დამატებით ხარჯებსაც. მეორეც, ხელს უწყობს ხელფასების შეგნებულად შემცირებას დამქირავებლების მხრიდან და ხელზე, ე.წ. კონვერტით ანგარიშსწორების ძველი მახინჯი წესის წახალისებას. მომავლში გამოიწვევს დაუსაქმებელი ნაცნობ-მეგობრების და ე.წ.  მკვდარი სულების ფიქტიურ გაფორმებას დაუბეგრავი შემოსავლის მიღების მიზნით, ძირითადად საშუალო და მცირე საწარმოებში. დამქირავებელი ამ გზით მოახდენს ხელფასის ირიბ ზრდას ბიუჯეტის ხარჯზე. უბრალოდ, ხდება საგადასახადო ხვრელის გაჩენა და დანაშაულის წახალისება, რომელსაც ზოგიერთებისათვის ცუდი შედეგი შეიძლება მოჰყვეს. ეს ცდუნებისთის მექანიზმის შექმნას ჰგავს. დამქირავებელს ექნება სურვილ ასევე არ გაზარდოს დაბალშემოსავლიანი მუშაკების შრომის ანაზღაურება და 500 ლარი სტანდარტულ ხელფასად იქცევა. აღნიშნული ცვლილება ნიშნავს ასევე ერთიანი გადასახადის განაკვეთიდან დიფერენცირებულზე გადასვლას, რაც არ არის სამართლიანი. სოციალური საკითხების ერთადერთი მომგვარებელი არის ბიუჯეტი და არა საგადასახადო, საბაჟო თუ სხვა სახის შეღავათები. დახმარება უნდა იყოს მიზნობრივი, უნდა შეიქმნას სიღარიბეში მყოფთა დადგენის გამართული სისტემა. სწორედ ასეთი მექანიზმების არქონის ბრალია ის, რომ ვჩუქნით მაგალითად, შუქის და კომუნალური მომსახურების ვაუჩერებს იმათ, რომელთაც ძალიან უჭირთ და იმათაც, ვისაც ეს არაფერში სჭირდება.  უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, როცა გვინდა დავეხმაროთ ღარიბს, შედეგს კი იმკიან მდიდრები. წელს 180-200 მილიონს თუ აბრუნებენ, მომავალში იგი მეტი იქნება, რადგან იმ კატეგორიის ადამიანებიც დაემატრბიან, რომლებიც დღესაც იხდიან გადასახადებს, მაგრამ ხელფასს არ ღებულობენ ბანკების მევეობით. ბიუჯეტში ეს თანხები, ერთად თავმოყრილი ერთი-ორი მნიშვნელოვანი პრობლემის სამიდამო გადაწყვეტას ეყოფოდა, მაგალითად ჯანთაცვის ხარისხიან უზრუნველყოფას. საქართველოს ეკონომიკის განვითარებისათვის ყოველთვის მნიშვნელოვან კომპონენტად სახელდება ინვესტიციების მოზიდვა ქვეყანაში. 2007-2008 წლის მერე ფაქტია, რომ ქვეყანამ სხვადასხვა მიზეზთა გამო დაკარგა საინვესტიციო მიმზიდველობა. შესაბამისად, საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის არა ზოგადი განვითარებისათვის, არამედ სოლიდური გარღვევისათვის მეტი სიახლე ესაჭირობა, მთავარი სტიმული ამ მიმართულებისთვის რა იქნება და როგორ ხედავთ მის  განვითარებას? პირველ რიგში აუცილებელია  ქვეყნის იმიჯის განმტკიცება და არა მისი დევალვირება უცხოელი ინვესტორის თვალში. იმაში, რასაც შევარდნაძის დროს ერთ დოლარად არავის უნდოდა, მის შემდგომ პერიოდში მილიონს იხდიდნენ. არავის უნდოდა ფერო, ჭიათურა,  ჰესები, ნავსადგურებიც კი. ფულს ჩადებდი და დაბრუნების შანში მინიმალურიც არ იყო. ანუ პროექტები კი არ არის პირველადი, მთავარია ზოგადი პოლიტიკური, სამართლებრივი და მაკროეკონომიკური კლიმატი. მერე რა თქმა უნდა კარგი პროექტები და იდეები. ამის შემდეგ მოხდება ინვესტორის დაბრუნება.  საჭიროა ძლიერი და საგარეო ავტორიტეტის მქონე ხელისუფლება. შიდა მუდმივი დაპირისპირება ქვეყანას იმიჯს ულახავს. ხელისუფლება სუსტდება შიგნითაც და კარგავს ავტორიტეტს, ნდობას, პატივისცემას. ესენი მარტო კორალური კატეგორია კი არ არის, არამედ ეკონომიკური. ადამიანის ტვინში უნდა მოხდეს გადართვა პოლიტიკიდან ბიზნესისაკენ, საქმის კეთებისაკენ, გამდიდრების სურვილისაკენ. არა და პირიქითაა. დათბება ახლა, დაიწყება მიტინგები და კვლვ გაგრძელდება ურთიერთბრალდებები, წარსულის ქექვა, მუდამ დამნაშავის ძებნა. ამას წერტილი არ დაესმევა! „ასე იყო, ასე არის, და მარადჟამ ასე იქნება“? როგორც ერთ სიმღერაშია. თუ ასე იქნება არც სიმდიდრე იქნება და არც ინვესტიცია. პოლიტიკური დაძაბულობა ზოგიერთებისათვის შემოსავლის წყაროა. ყოველთვის  არიან მოგებულები და წაგებულები! ცოტაა, ხალხი კი არასდროს.

17.04.14        ნინა პირტახია

Share1Tweet1

ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 
ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 

02/16/2022
“ექსპერიმენტორიუმი” –  ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში
ახალი ამბები

“ექსპერიმენტორიუმი” – ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში

01/28/2022
სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე
ახალი ამბები

სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე

01/19/2022
„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება

01/14/2022
მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი
ახალი ამბები

მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი

12/11/2021
ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია
ახალი ამბები

ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია

11/16/2021

საინტერესო

თუ ვინმეს დედა ეკლესიის დასამარება სურს, მეგობრობა აღარ არსებობს – ედიშერ ქარჩავა

9 years ago
“წალდუნა” – ეკომეგობრული ბიზნესი ქართულ ბაზარზე

“წალდუნა” – ეკომეგობრული ბიზნესი ქართულ ბაზარზე

4 years ago

“სად დაირღვა სიტყვის თავისუფლება, სად ჩაერია ხელისუფლება რომელიმე ინსტიტუტის დამოუკიდებელ მუშაობაში?!”

11 years ago
„გთხოვთ, ჩვილ ტყუპებს გადაურჩინეთ დედა! იაშვილში ჩააბარეთ სისხლი“ – ახალგაზრდა ქალს საზოგადოების დახმარება სჭირდება

„გთხოვთ, ჩვილ ტყუპებს გადაურჩინეთ დედა! იაშვილში ჩააბარეთ სისხლი“ – ახალგაზრდა ქალს საზოგადოების დახმარება სჭირდება

2 years ago

ახალი ამბები

“ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე
ახალი ამბები

“ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე

05/19/2026

ზურა ყიფ­ში­ძის ოჯა­ხის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მსა­ხი­ო­ბის ქა­ლიშ­ვი­ლი, ლე­ნუ­კა ყიფ­ში­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. "ამ პოსტს დიდი...

Read moreDetails
როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“

როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“

05/19/2026
“დათომ “მეფედრონი“ თუ რაღაც შეიყნოსა, შინ წასულა, დაწოლილა… გული გაუსკდა… ბარიგები ეძებენ ისეთ ბავშვებს, ვინც მუშაობს,  ვისი დედაც ემიგრაციაშია” – რას ჰყვება თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა?

“დათომ “მეფედრონი“ თუ რაღაც შეიყნოსა, შინ წასულა, დაწოლილა… გული გაუსკდა… ბარიგები ეძებენ ისეთ ბავშვებს, ვინც მუშაობს, ვისი დედაც ემიგრაციაშია” – რას ჰყვება თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა?

05/19/2026
გადამარჩინეთ ორი შვილი მყავსო, ეხვეწებოდა ექიმებს… – რას წერს ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის მეუღლე

გადამარჩინეთ ორი შვილი მყავსო, ეხვეწებოდა ექიმებს… – რას წერს ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის მეუღლე

05/19/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • “ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე 05/19/2026
  • როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“ 05/19/2026
  • “დათომ “მეფედრონი“ თუ რაღაც შეიყნოსა, შინ წასულა, დაწოლილა… გული გაუსკდა… ბარიგები ეძებენ ისეთ ბავშვებს, ვინც მუშაობს, ვისი დედაც ემიგრაციაშია” – რას ჰყვება თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა? 05/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by