დიდი ხანი არ არის რაც საქართველო დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოა. ჩვენი ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას და რაც მთავარაია საზოგადოების ცნობიერების გადასვლას ტოტალიტარული რეჟიმიდან დემოკრატიულ ფასეულობებზე. ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიასა და დემოკრატიულ ღირებულებებზე, სიტყვის თავისუფლებაზე „თბილისი თაიმს“ სოხუმის სახელწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ვეფხვია გვარამია ესაუბრა.
უკვე წელიწადნახევარია, საქართველოს ახალიხელისუფლება ჰყავს. რა შეიცვალა ამ ხნის განმავლობაში სიტყვის თავისუფლების მხრივ რა არის დადებითი, რა არის უარყოფითი ცვლილება, თუ მდგომარეობა დაახლოებით ისეთივეა, როგორიც წინა ხელისუფლების დროს იყო ?
დიდი ხანი არ არის რაც საქართველომ სახელმწიფოებრივობა აღიდგინა და სახელმწიფო ინსტიტუების ჩამოყალიბებას და განვითარებას დრო სჭირდება. საქართველოს არ ქონდა უკანასკნელი საუკუნეების მანძილზე გამოცდილება არჩევნების ჩატრების. საბჭოთა რეჟიმის პერიოდში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვამ და შემდეგ უცებ სრულმა თავისუფლებამ სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობაში და გამოხატვის თავისუფლების ლეგალიზაციაში ქაოსური და ზოგჯერ პარადქსალური სიტუაციები შექმნა, რაც არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან იმ ეტაპების გავლას, რასაც სხვა ქვეყნები ათეულობით წლებს ანდომებდნენ უცებ ვერ მოხდებოდა. საქართველო ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას 2000 წელს შუერთდა და ამთ იკისრა ვალდებულება ცივილიზებული ევროპის წინაშე, შიდა კანონმდებლობის მეშვეობით დაეცვა გამოხატვის თავისუფლება და სხვა დემოკრატიული ღირებულებები. საქართველოში დემოკრატია ნელი ტემპით ყოველწლიურად ვითარდება და მკვიდრდება საერთაშორისო სატნდარტები, როგორც კანონმდებლობაში ისე პრაქტიკაში ამ მხრივ მნიშვნელოვანია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონი. გამოხატვის თავისუფლება სიტყვის თავისუფლების გარდა სხვა ასპექტრებსაც მოიცავს, როგორიაცაა პრესის თავისუფლება და სხვა გამოხტვის ფორმები. ვერ ვიტყვით იმას, რომ წინა ხელისუფლებასთან შედარებით ახალი ხელისუფლების პირობებში ამ მხრივ რამე უარესობისაკენ შეიცვალა, პირიქით ქვეყანაში ყოველწლიურად ნელი ტემპებით მაღლდება სიტყვის თავისუფლების ხარისხი, თუმც სასურველია აღნიშნული უფრო სწრაფად განვითარდეს, ვფიქრობ ამას ხშირად ხელს საბჭოთა წარსული, პრაქტიკის არასათანადო ანალიზი და ხშირად დაბალი სამართლებრივი კულურა უშლის ხელს.
რას ნიშნავს თქვენთვის დემოკრატიული ღირებულებები?
ჩემთვის დემოკრატიული ღირებულებები ნიშნავს მოქალაქეების მაღალ სამართლებრივ კულურას და საზოგადოების აქტიურ ჩართულობას ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში. ევროპის ქვეყნებში მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ სამართლიანია ისეთი ქცევა, რაც ზოგადად კანონებითაა დადგენილი და არა კონკრეული ადამიანის სუბიექტურ ინტრესებს მორგებული. განვითარებულ ქვეყნებში მოქალაქეებს ესმით, რომ მათი ხმა გადამწყვეტია არჩევნებში და ქვეყნის მმართვაში. საქართველოს მოქალაქეები ცალცაკე აღებული თითქოს სამართლიანნი და დემოკრატები არიან თუმცა საერთო ინტერესებში ეს ხშირად არ ჩანს.
დემოკრატიის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია ხელისუფლების დაყოფა საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას შორის, რაც გულისხმობს არა ფორმალურ დაყოფას, არამედ ძალთა სწორ ბალანსს ხელისუფლებებს შორის და მათ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლობს. საქართველოში ეს პრინციპი ხშირად ირღვევა, ერთმანეთში ირევა ხელისუფლების ორგანოების მოვალეობები. ევროპის ქვეყნებში კი მკაცრად არის გამიჯნული ისინი ერთმანეთისგან. სწორედ ეს ორგანოები არიან პასუხისმგებელი სიტყვის თავისუფლებაზე. სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს ადამიანის სრულ უფლებას თქვას ყველაფერი რაც მას მისი მიზნებისათვის სურს, არსებობს ადამიანის სხვა უფლებებიც, როგორიცაა ღირსება, პაიტვი და სხვა. უფლება აქვს ადამიანს იჩივლოს ცილისწამებისთვის, ღირსების და პატივის შელახვისთვის, ცრუ მონაჭორის გავრცელებისთვის, დანაშაულის დაბრალებისთვის და სხვა. ადამიანის თავისუფლება მთავრდება იქ სადაც სხვისი უფლებების დარღვევა იწყება თუმცა ეს საქრთველოში ჯერ კიდევ სათნადოდ არ დგას.
თქვენი აზრით რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნის განვითარებისათვის დემოკრატიულ ფასეულობებს?
შეიძლება გარკვეული დროის განმავლობაში ტოტალიტარულმა ან ავტორიტარულმა სახელმწიფომ განვითარების გარკვეულ დონეს მიაღწიოს, როგორიცაა მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა, დასაქმება და სხვა. მაგრამ მსგავსი მართველობა დროებითია რადგან ადამიანის ბუნება დიდხანს ვერ ძლებს შეზღუდული უფლებების გარემოში, იწყება ბრძოლა უფლებებისათვის ან მას მოსდევს ანარქია, ამის გამო ხელისუფლებები ინგრევა. საზოგადოება ვითარდება მაშინ როდესაც მას აქვს ფართო უფლებების შესაძლებლობა როგორც სოციალური ისე პოლიტიკური. საზოგადოების განვითარება კი ეს ქვეყნის განვითარებაა რაც მიიღწევა დემოკრატიული ფასეულლობების პირობებში.
როგორ ფიქრობთ რამდენად აქვთ გააზრებული ქართველებს დემოკრატიის მნიშვნელობა?
საქართველოში ადამიანები წინა პლანზე კერძო ინტერესებს აყენებენ, ზოგჯერ ხელისუფლებაში მიდიან იმიტომ, რომ დაიკმაყოფილონ კერძო მოთხოვნები, დანარჩენს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. იმას კი არ ფიქრობენ, რომ როდესაც ისინი აღარ იქნებიან ხელისუფლებაში მათ კერძო ინტერესებს აღარავინ არ დაიცავს. ზოგიერთ ქართველს გონია, რომ თუ მხოლოდ მათი კერძო ინტერესები დაცული იქნება მაშინ იქნება ქვეყანა ძლიერი, რაც არაა მართებული, იმისთვის რომ კერძო ინტერესები იყოს დაცული ქვეყანაში ორგანიზებული სახელმწიფო მართვის სატბილური სისტემა უნდა ჩამოყალოიბდეს, რასაც კონკრეტული დაინტერესებული ადამიანები ვერ შეცვლიან. ძლიერ ქვეყანას შესწევს დაიცვას თავისი მოსახლეობის კერძო ინტერესები სატბილურად. ევროპაში ეს კარგად ესმით განსაკუთრებით გერმანიაში სადაც მოქალაქეებისათვის მათი ქვეყანა ნიშნავს მათ მფარველს და ისინი ზრუნავენ ქვეყნისთვის რათა იყვნენ შემდეგ დაცული და უზრუნველყოფილნი. ევროპის ქვეყნებში ხელისუფლებაში მოდიან იმისთვის, რომ თავისი მოვალეობა შეაასრულონ ქვეყნის და ხალის წინაშე, აი ეს არის დემოკრატიის მაღალი დონე. საქართველოში ეს ყველას სათანადოდ არ ააქვს გააზრებული. ამიტომაც შიძლება ითქვას დროა დემოკრატიული ღირებულებები სრულყოფილად იქნეს გააზრებული საზოგადოების მიერ.
თქვენი აზრით რომელი ფასეულობები არ ჯდება დღეს დემოკრატიის ჩარჩოებში? რა არის შესაცვლელი ქართულ ცნობიერებაში?
როგორც ზემოთ ავღნიშნე, საქართველოში ხშირად საზოგადოების უარყოფითითი მხარეა ის, რომ პირად ინტერესებს ყველაფერზე მაღლა აყენებენ და მათი განხორციელების გზაზე, სახელმწიფო ინტერესების სხვა ადამიანების წინაშე იშვიათად მიდიან დათმობაზე, უგულვებელყოფენ დემოკრატიულ ღირებულებას როგორიცაა სამართლიანობა. რაც უფრო მკაცრად იქნება მოთხოვნილი კანონების ანუ მოქმედი სამართლის შესრულების უზრუნყოფა, საზოგადოების ცნობიერება დროთა განმავლობაში შეიცვლება.
ქართული პრესა და ტელევიზია რამდენად ობიექტური და ანალიტიკურია? თქვენი აზრისთ რომელი ტელევიზიაა ყველაზე ობიექტური?
მაშინ როცა ქვეყანის ხელისუფლებაში გარდამავალი პერიოდია ტელევიზია ბევრს ვერაფერს გვაძლევს. ტელევიზიაც ხშირად კერძო ინტერესებს ემსახურება, ტელევიზიებს ზოგჯერ მართავენ პოლიტიკური ინტერესების მქონე პირთა ჯგუფები. ვფიქრობ, ყველაზე ობიექტური ისეთი ტელევიზიაა, რომელსაც განსხვავებული აზრის მქონე კოლექტივი ხელმძღვანელობს, ასეთი ტელევიზია ერთი პირის ინტერესებს არ ემსახურება. ჩემთვის შედარებით ობიექტური პირველი არხია. რაც შეხება პრესას, იბეჭდება „მშრალი“ ან სკანდალური ინფორმაციები რომელიც ანალიტიზს მოკლებულია. ინფორმაცია რომელიც პრესაში ვრცელდება ხშირ შემთხვევაში გარკვეული იდეოლოგიის მატარებელია და რეალობას მოწყვეტილია.
რას იტყვით, როგორ ესმით დღეს საქართველოში სიტყვის თავისუფლება?
თითოეულ ადამიანს, რომ ვკითხოთ აღმოჩნდება, რომ მათ ესმით რა არის სიტყვის თავისუფლება, მაგრამ როცა საქმე შეეხება პირად ინტერესების განხორციელებას აქ ავიწყდებათ მისი მნიშვნელობა. შეუძლიათ ილაპარაკონ ყველაფერი ისე, რომ დაივიწყონ სხვისი უფლებები. სიტყვის თავისუფლების ბუნდოვანი გაგება იმის ბრალია, რომ ჯერ ახალია ჩვენთან დემოკრატია და არაა ამ მხრივ ჩამოყალიბებული სამართლებრივი კულტურა.
რომელ ქვეყანასთან გააიგივებდით საქართველოს სიტყვის თავისუფლბის, დემოკრატიის ხარისხის თვალსაზრისით?
იმის გათვალისწინებით, რომ დიდი ხანი არაა რაც საქართველო დამოუკიდებლად არსებობს, დემოკრატიაც აქ შედარებით ახალია, მას ვერ შვადარებთ ევრობის განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებს. ჩვენ არ უნდა გვიკვირდეს, რომ ჩვენში სუსტად არის განვითარებული დემოკრატიული ინსტიტუტები და ჯერ ადრეც არის გავაიგივოთ თავი ძველ ევროპულ ქვეყნებთან, ვინაიდან ისინი დიდი ხანია დამოუკიდებელ სახელწიფოებად არსებობდნენ, არც იქ დამკვიდრებულა დემოკრატია თავიდანვე სრულყოფილად, ამას წლები დასჭირდა, საქმე ისაა რომ ისინი ჩვენ დროში გვისწრებენ. ქვეყანას რომელსაც საქართველოს შევადარებდი უკრაინა და სხვა პოსტსოციალისტური ქვეყნებია. უკრაინაში დაახლოებით ისეთივე მდგომარეობაა დემოკრატიის თვალსაზრისით როგორიც საქართველოში. ჩვენც და უკრაინელებიც მეტნაკლებად განვიცდით რუსეთის პირდაპირ და ირიბ ზეწოლას რაც ჩვენი ქვეყნების განვითარების დონეზე აისახება. პოსტსოციალისური ქვეყნებიდან დემოკრტაია და სამართლებრივი კუტურა სწრაფად დამკვიდრდა ლიტვაში, ლატვიაში, ესტონეთში, პოლონეთში, რუმინეთში, ბულგარეთში ჩეხეთში და სლოვაკეთში.
რა არის გასაკეთებელი იმისათვის რომ მივუახლოვდეთ ევროპულ დემოკრატიულ ქვეყნებს?
იმისთვის, რომ მივუახლოვდეთ ევროპულ დემოკრატიულ ქვეყნებს, საჭიროა ქვეყანაში ამაღდეს პირველ რიგში სოციალური მდგომარეობა, დაინერგოს ისეთი საგანმანათლებლო სისტემა სადაც სკოლიდანვე შეასწავლიან დრმოკრატიულ ღირებულებებს, მათ შორის სამართლის ელემენტარულ ნორმებს. მოსახლეობა ბავშვობიდანვე უნდა ეცნობოდეს სამართლის ნორმებს რათა ჩამოუყალიბდეს სამართლიანობის დასაცავად სწორი ჩვევები, ხედვა, ის უნდა იზრდებოდეს გარემოში სადაც დაცულია ყველას უფლებები, ამასთან ერთად უნდა ამაღლდეს საზოგადოების ცნობიერება, რაც სამართლებრივი კულტურის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
13.05.14
თამარ გვირჯიშვილი





