• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, February 1, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„რუსეთმა ქართულ მწვანილზე უარი თქვა, ხოლო ხილ-ბოსტნეულის შეტანს დათანხმდა“ – ზურაბ ლიპარტია

12 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი
A A
„რუსეთმა ქართულ მწვანილზე უარი თქვა, ხოლო ხილ-ბოსტნეულის შეტანს დათანხმდა“ – ზურაბ ლიპარტია
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamedრუსეთმა ქართული პროდუქციის რუსეთში შეტანა 2006 წელს აკრძალა, ამის მიზეზად  რუსეთის მხარემ  ქართული პროდუქცის უხარისხობა დაასახელა. 2013 წლის 28 ივნისიდან რუსეთში  დაშვებულ იქნა  დაბალი რისკის შემცველი პროდუქცის შეტანა, მიმდინარე წლის 26 მაისიდან კი რუსული ბაზარი მაღალი ფიტოსანიტარული რისკის მქონე პროდუქციისთვის ღია გახდა.

კონკრეტულად რა პროდუქცია გავა, რას ნიშავს ფიტოსანიტარული კონტროლი, როგორი მოლოდინი აქვს ქართულ მხარეს, იგეგმება თუ არა კიდევ სხვა პროდუქციის გატანა და მოსალოდნელია თუ არა საქართველოში გარკვეულ პროდუქტზე ფასის ზრდა, ამ და სხვა თემებზე ,,თბილისი თაიმსს“ ეროვნული სამსახურის მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე ზურაბ ლიპარტია ესაუბრა.

პირველ რიგში იქნებ აგვიხსნათ, რას ნიშნავს მაღალი ფიტოსანიტარიული რისკის მქონე მცენარეული წარმოშობის პროდუქტი?

მაღალი ფოტოსანიტარული რისკის პროდუქციაა, რომელიც საჭიროებს ფიტოსანიტარულ კონტროლს და შესაბამისად სერტიფიცირებას. არსებობს მცენარეთა დაცვის კონვენცია, რომელიც მიღებულია 1951 წელს, საქართველო მიუერთდა 2007 წელს, ამ კონვენციის თანახმად, ყველა ქვეყანა, რომელიც მონაწილეობს კონვენციაში ვალდებულია შექმნას მცენარეთა დაცვის ეროვნული ორგანიაცია, რომლის ფუნქციებია ქვეყნის საზღვრების დაცვა მავნე ორგანიზმებისაგან, ისეთი ღინისძიებების გატარება, რომელიც ხელს შეუწყობს მავნე ორგანიზმების ქვეყანაში ლიკვიდაციას და სხვა ქვეყნებში შეჭრის რისკის თავიდან აცილებას და ა.შ. ამ კონვენციის თანახმად,საერთაშორისო ვაჭრობაში ყველა ტვირთი, მცენარეული წარმოშობის, რომელიც მოძრაობს ერთი ქვენიდან მეორეში, მას თან უნდა ახლდეს ფიტოსანიტარული სერთიფიკატი,რომელიც გაიცემა გარკვეული პროცედურების შემდეგ, ეს პროცედურები მოიცავს ტვირთის დახედვას, ადგილზე შემოწმებას, ეჭვის შემთხვევაში ნიმუშების აღებას და ლაბორატორიულ შემოწმებას, ამ პროცედურების შემდეგ ხდება ფიტოსანიტარული სერთიფიკატის გაცემა. რუსეთმა გასული წლის ივნისში გახსნა ბაზარი საქართველოდან დაბალი ფიტოსანიტარული რისკის მქონე პროდუქციაზე, როგორიც არის გამხმარი ხილი, ჩირი, ჩაი, ყავა, ხის ნაკეთობები, რომელიც დამუშავებულია თერმულად და არ არის მავნებლების გადამტანი. ფიტოსანიტარული შეთანხმება რუსეთთან გულისხმობს, რომ რუსეთში არ გავიდეს საქართველოდან ის მავნებლები, დაავადებები, რომელიც იქ არ არის რეგისტრირებული, ესე ვართ ჩვენც, ვაკონტროლებთ, რომ არ შემოვიდეს სხვა ქვეყნებიდან ისეთი მავნე ორგანიზმები, რომლებიც ჩვენთან დარეგისტრირებული არ არის. ამისათვის უნდა შევისწავლოთ ჩვენი ტერიტორია, უნდა იყოს სამეცნიერო პოტენციალი, ლაბორატორიები, რომელიც ჯერჯერობით ძალიან სუსტად არის წარმოდგენილი ჩვენთან, სოფლის მეურნეობის სამინისტრო გეგმავს ამ მიმართულებით ღონისძიებების გატარებას, ინტენსიურად მუშაობს, რომ გაიზარდოს ეს პოტენციალი, რაღაც დაავადებას თუ ნახავ უნდა გამოიკვლიო რა სახეობაა, ამის პოტენციალი უნდა ქონდეს ქვეყანას თუ სოფლის მეურნეობის განვითარება უნდა.

 როდიდან მოხდება ახალი პროდუქციის ექსპორტი რუსეთში, კონკრეტულად რისი გატანა იგეგმება და რა რაოდენობით?

დაგისახელებთ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც დაშვებულია რუსულ ბაზარზე, ესაა: კარტოფილი, პომიდორი, კომბოსტო, კიტრი, ბადრიჯანი, თხილი, კაკალი, ციტრუსები, ყურძენი, ვაშლი, მსხალი, კომში, ბალი, ალუბალი, გარგარი, ატამი, ქლიავი და სუბტროპიკული კულტურა, ეს არის ხურმა, კივი და კენკროვნები. მიმდინარე წლის 26 მაისიდან ამ პროდუქტების ოფიციალურად შეტანა შეიძლება რუსეთის ბაზარზე, მაგრამ ჯერჯერობით, მოგეხსენებათ გზა არ არის, მეორეც შევთანხმებაა, რომ თვითონ ჩამოვლენ აქ, ხუთი სპეციალისტი, როგორც ეს იყო აჭარაში გასულ წელს და რუსეთში გასაგზავნ ტვირთებზე, წინასაექსპორტო შემოწმებებს ჩვენთან ერთად გააკეთებენ. რა რაოდენობის საქონელი გავა ეს არაა ცნობილი, კარები ღიაა და ეს უკვე, რა რაოდენობით და როგორ გავა ბიზნესის აქტივობაზეა დამოკიდებული, ადამიანებზე, რომლებიც ამ სფეროში არიან ანუ გადამზიდავი კომპანიები, როგორ დაამყარებენ კავშირს რუსეთის ბიზნესს სექტორთან, უნდა მოინახოს პარტნიორი, რომელიც დაინტერესდება საქართველოდან ამ პროდუქციის რეალიზებით.

როგორ მოხდება საექსპორტო პროდუქტის შერჩევა? უშუალოდ ვისგან მოხდება აღნიშნული პროდუქტების ჩაბარება?

ეს ისეთი კითხვაა შეიძლება სწორი პასუხი ვერ გითხრათ, არსებობს რამდენიმე კომპანია, რომელიც დაინტერესებულია, რომ პროდუქცია გაიტანოს, შეისყიდოს მოსახლეობისგან და შემდეგ გაიტანოს. მაგალითისთვის, გურჯაანში ერთი აშენებულია და მეორე შენდება სამაცივრე მეურნეობა, რომელიც პროდუქციას შეისყიდის, დააფასოებს, დაახარისხებს, დააკალიბრებს, გაუკეთებს შეფუთვას ევროსტანდარტების მიხედვით და ჩატვირთავს ავტომანქანებში, ესეთი კომპანია ორია ჯერჯერობით, გორის რეგიონში რამოდენიმე კომპანიამ სურვილი გამოთქვა,უბრალოდ ელოდებიან სპეციალისტების ჩამოსვლას და კონკრეტულ შეკითხვებს მათი მხრიდან.

როგორია თქვენი მოლოდინი, რამდენად შეუწყობს ეს ექსპორტი ხელს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას?

ჩვენ 8 წელია არ ვყოფილვართ რუსეთის ბაზარზე, ამიტომ იმ ადგილის დაბრუნება, რომელიც ჩვენ დავკარგეთ ცოტა ძნელია იმიტომ, რომ დღეისათვის და ალბათ დამეთანხმება მკითხველი, რომელიც ბოლო პერიოდში იყო რუსეთის ქალაქებში, იქ წარმოდგენილია მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან პროდუქცია, ყველა კონტინენტიდან არის პროდუქცია. ე.ი. მთელი წლის გამნავლობაში იყიდება როგორც სუბტროპიკული ხილი, ასევე სხვა ხილი,ზამთარში მარწყვი იყიდება და კენკროვნები, ანუ ძალიან ძნელია იქ შეღწევა, მაგრამ ვიმედოვნებთ ეს მოხდება, რადგან ქართულ პროდუქციას განსაკუთრებული გემო აქვს, რომელიც ახსოვს ძველი თაობის ადამიანებს და დღესაც პოპულარობით სარგებლობს რუსეთში.

როგორც ვიცით, 2013 წლის 28 ივნისიდან რუსეთში უკვე დაშვებულია  დაბალი რისკის შემცველი პროდუქცია, ასევე ციტრუსი, ზოგიერთი სახეობის ხილი არის თუ  არა დამაკმაყოფილებელი ამ ექსპორტირებული პროდუქტის რაოდენობა? რამდენად დიდია სანდოობა რუსეთში ქართულ პროდუქტზე?

ყველაფერი დამოკიდებულია ფასებზე, შარშან მაგალითად ვაშლი გავიდა 40 ტონა, და რატომ მოხდა ეს?! იმიტომ, რომ რუსეთში უფრო იაფი ღირდა ვაშლი, ვიდრე საქართველოში, იქ ღირდა 70 თეთრი ასაღები ფასი, აქ იყო 85 თეთრი ანუ თუ ფასების სხვაობა არ არის დიდი. შარშან ციტრუსი 20 ათასი ტონა გავიდა. სანდოობის მხრივ, ზოგადად სანდო ამ ქვეყანაში ბოლომდე არაფერია, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობაც, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწონოთ, რომ ახლა სხვა გარემოებაა, პოლიტიკური მიმართულებები სხვაა, და ესე რადიკალურ ცვილლებებს არ მიმართავენ.

საინტერესოა, გვაქვს თუ არა ჩვენ იმდენი მარაგი იმ პროდუქტებისა, რომელთა ექსპორტირებაც იგეგმება, ხომ არ არის საფრთხე იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის საკმარსი აღარ იყოს, ან გაძვირება მოყვეს ამა თუ იმ პროიდუქტს დეფიციტის მიზეზით?

რა თქმა უნდა ყველაფერში არ გვაქვს საკმარისი მარაგი,ზოგიერთი პროდუქცია ადგილობრივ ბაზარსაც ვერ აკმაყოფილებს, გატანა კი არა. არამგონია ყველა პროდუქცია გავიდეს, რაც აქ მოდის, ფასები ჩვენთანაც საკმაოდ მაღალია,ზოგიერთ პროდუქციაზე ფასი ჩვენთან უფრო მაღალია ვიდრე რუსეთში. პროდუქტების, როგორიცაა ატამი, ვაშლატამი მათი გატანა ალბათ მოხდება და დიდი რაოდენობითაც გავა. ფასების გაზრდა არამგონია ამან გამოიწვიოს.

რუსეთმა ქართული პროდუქციის რუსეთში შეტანა 2006 წელს აკრძალა,რამ განაპირობა 8 წლის შემდეგ პროდუქციის ისევ შეტანა? როგორ ფიქრობთ,რამდენად საიმედო პატნიორია რუსეთი და შესაძლებელია თუ არა მან ისევ გამოიყენოს ეს ბერკეტი პოლიტიკური მიზნით?

მე არ ვარ კომპეტენტური ეს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში განვიხილო. რა თქმა უნდა პოლიტიკური ვითარება შეიცვალა, სხვათაშორის ჩვენი სამინისტრო და ჩვენი სამსახური ერთადერთი სამსახურია, რომელიც ურთიერთობს ამ პირობებში რუსეთის შესაბამის სამსახურებთან.

საქართველო იმიტომ მოვიდა აქამდე, ამდენი საუკუნე იმიტომ გამოირა, რომ ქართველი მეფეები, ქყვეყნის ხელმღვანელები აკეთებდნენ იმას, რაც გარკვეულ პირობებში ქვეყანისთვის, საქართველოსთვის იყო მომგებიანი და ამიტომ გამოიარა საქართველომ საუკუნეების განმავლობაში ამდენ ქარტეხილში, ყოველ, გარკვეულ პერიოდში უნდა კეთდებოდეს ის, რაც არგებს ხალხს, ეს უნდა იყოს ამოსავალი წერტილი ქვეყნისთვის. ჩემი აზრით, კარგი საქმე კეთდება, შარშან დიდი რაოდენობით პროდუქცია გაფუჭდა იმის გამო, რომ არ ყავდა მომხმარებელი, ეს იყო ციტრუსებში,ე ს იყო ატმის შემთხვევაში და ალბათ ეს ხელს შეუწყობს დარგების აღორძინებას, მთავარია გასაღების ბაზარი და შემდეგ უკვე იზრდება ამ დარგის განვითარების პერსპექტივები. ეს მთელ მსოფლიოში ასეაა, განვითარებული და განვითარებადი ქვეყნები ეძებენ გასაღების ბაზარს, რომელიც შემდეგ ბიძგს აძლევს ამა თუ იმ სექტორის განვითარებას. ასეც მოხდება საქართველოში, მევენახეობა ძალიან ინტენსიურად ვითარდება იმის გამო, რომ ღვინო დიდი რაოდენობით გავიდა.

 და ბოლოს, იგეგმება თუ არა ახლომომავალში კიდევ რომელიმე სხვა ქართული პროდუქტის გატანა ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან?

არ ვიცი, ძირითადად ჩვენ მწვანილზე გვქონდა საუბარი წლის დასაწყისში, მაგრამ მწვანილზე ვერ შევთანხმდით იმის გამო, რომ ჯერ ერთი რუსეთის ბაზარი გაჯერებულია სხვადასხვა ქვეყნის მწვანილებით, მეორეც მწვანილი, შეიძლება სხვა ქვეყნის პროდუქციას შეერიოს და იქ ვერ განასხვავო და ამის გამო კითხვები დაისვას შემდეგ. ჩვენ გვინდოდა ძალიან, მაგრამ ამ ეტაპზე მათმა მხარემ თავი შეიკავა.

02.06.14

ლანა წურწუმია

 

 

 

 

 

 

 

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 
ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 

02/16/2022
“ექსპერიმენტორიუმი” –  ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში
ახალი ამბები

“ექსპერიმენტორიუმი” – ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში

01/28/2022
სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე
ახალი ამბები

სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე

01/19/2022
„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება

01/14/2022
მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი
ახალი ამბები

მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი

12/11/2021
ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია
ახალი ამბები

ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია

11/16/2021

კალენდარი

February 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« Jan    

სიახლეები

  • იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება 01/30/2026
  • „19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა 01/30/2026
  • ორი დაღუპული და ერთი დაშავებული – უმძიმესი ავარია თბილისი-კახეთის ავტობანზე 01/30/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In