პოლიტიკა ბინძური თამაშიაო ამბობენ და ალბათ, ამ ფრაზის სისწორეში კიდევ ერთხელ ბოლო დღეების განმავლობაში დავრწმუნდით. ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებას ისეთი ცეცხლი უკიდია, რომ საქართველოს მოსახლებობა მასზე ხელსაც კი ვერ მოითბობს. მიუახლოვდები დაგწვავს, შორს წახვალ შეგცივდება, მოკლედ თითქმის შეუძლებელია ოქროს შუალედის პოვნა. რა ხდება სინამდვილეში? ალბათ ეს ის კითხვაა, რომელიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას აწუხებს. ჩვენ შევეცადეთ, რომ ეს პოლიტიკასთან შედარებით ახლოს მგდომი პირებისაგან გაგვერკვია – როგორ მუშაობას „ქართული ოცნება“? ხომ არ ხდება ხელოვნური ოპოზიციის შექმნა? რა ელის ჩვენს მთავრობას? ამ და სხვა საინტერესო თემებზე „თბილისი თაიმსს“ პოლიტოლოგი ალექსანდრე დაუშვილი ესაუბრა.
- “ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლებაში მოსვლის 2 წლისთავზე თავისი საქმიანობა შეაჯამა. პრემიერის, მთავრობის სხვა წევრებისა და სხვა შემფასებელთა მიერ უამრავი შეფასება გაკეთდა. თქვენი დაკვირვებით, რამდენად ემთხვევა ერთმანეთს ხელისუფლების საქმიანობაზე საზოგადოებისა და თავად ხელისუფლების შეფასებები?
მე ქართული ოცნების მომხრე ვარ, მაგრამ ობიექტური პოზიციიდან გამომდინარე არ შემიძლია არ დავინახო მთელი რიგი შეცდომები, რომელიც მათ ამ ორი წლის განმავლობაში დაუშვეს. არაფერი, რომ არ ვთქვათ სოციალური საკითხებზე, მათი დამოკიდებულება მეცნირებისადმი, ინტელიგენციისადმი არაფრით განსხვავდბა წინა ხელისუფლების დამოკიდებულებისაგან. ისინი ვერ ხედავენ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ინტელიგენციას საქართველოსთვის. მიხეილ სააკაშვილმა ქართულ ინტელიგენციას “ წირვა გამოუყვანა“– ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ჩვენ ველოდებოდით, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში სიტუაცია შეიცვლებოდა, მაგრამ ეს არ მოხდა. არ ეგონოს საზოგადოებას, რომ ჩვენ ხელჩამოშვებულნი ვიყავით. ჩვენ გვქონდა ურთიერთობა ყველა რანგის მინისტრთან, ვიყავით უმღლეს ინსტანციებშიც. თითქოს არც წინა ხელისუფლებას და არც ახალს არ სურს, რომ საქართველო ინტელექტუალურად განვითარდეს. ისინი ფიქრობენ, რომ საქართველო უნდა დარჩეს განვითარებადი ქვეყნების დონეზე და მისი მოსახლეობა, რომელმაც უდიდეს მასშტაბებს მიაღწია თავისი მეცნიერებით, კულტურით, სპორტით დაკმაყოფილდეს იმ ნამცეცებით, რომელსაც დღეს ჩვენ ვადევნებთ თვალყურს. რაც შეეხება, სოციალურ თემებს, არ შეიძლება არ დავინახოთ გადადგმული ქმედითი ნაბიჯები, განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროში. მთავარი ნაკლი ის არის, რომ ახლანდელი მთავრობა განსხვავებით წინა ხელისუფლებისაგან. არ აწვდის ინფორმაციას მოსახლეობას იმის შესახებ, თუ რას აკეთებენ. თითქოს დღევანდელ მთავრობას არ აინტერესებს მხარდამჭერები. თუ მიხეილ სააკაშვილი ყველა საშუალებით ცდილობდა ასეთი ადამიანები თავის გარშემო შემოეკრიბა, დღეს ჩვენი ხელსუფლება უანგარო თანამშრომლობაზეც კი ხელს კრავს ინტელიგენციას, იმ ადამიანებს ვისაც შეუძლიათ, რომ ქვეყანაში არსებულ სიტუაცია ობიექტურად შეაფასონ. რა თქმა უნდა, მოლოდინი უფო მეტი იყო და მე როგორც პოლტოლოგმა ვიცი, რომ ეს ყოველთვის ასეა. არის რაღაც, რაც უნდა გაკეთებულიყო 2 წელიწადში. დიდი მშენებლობების დაწყება, პატარა ფაბრიკებისა და პატარა ქარხნების გახსნა, სადაც 50–100–მდე კაცია დასაქმებული – ამას არ აქვს არავითარი წონა. მსოფლიოს ისტორიამ, იცის თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს გრანდიოზულ სამრეწველო პროექტებს, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ეკონომიკური ზრდა შეფერხებულია. მიუხედავდ იმისა, რომ რაღაც ნაბიჯები გადაიდგა უმუშევრობა კვლავ სერიოზული პრობლემაა. ასევე განათლების სისტემა სერიოზულ დაფიქრებასა და ახალი მიმართულებიით წასვლას მოითხოვს. იმას რასაც, დღეს განათლების სამინისტრო აკეთებს, არ არის ის რაც საქართველოს სჭირდება. რადიკალური ცვლილებეია განსახორციელებელი. არა მხოლოდ მასწავლების სოციალური უზრუნველყოფის მხრივ, არამედ უბრალოდ განათლების შინაარსის გაუმჯობესების მხრივ. არ არის აუცილებელი ყველაფერი ბრმად გადმოვიღთ დასავლეთიდან, ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა ჭირდება ჩვენს ახალგაზრდობას და მათ უნდა გავუღვივოთ მოტივაცია, სწავლის სურვილი.
- რა გახსენდებათ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ქართულმა ოცნებამ ამ 2 წლის განმავლობაში გააკეთა?
მათ მიხედეს სოფელს, დაიბარა მიწები, შეისყიდეს ყურძენი…სოფელი არის საქართველოს ფუძე. ქართული სოფლის სტიქიაზე მიშვება ძალიან დიდი დანაშაულია. არ შეიძლება გულგრილად მოვეპყროთ სოფელს და მხოლოდ მაშინ გაგვახსენდეს გლეხი, როდესაც მოსავალია ასაღები. გლეხს მუდამ სჭირდება ყურადღება, არა მხოლოდ ფინანსურად არამედ ორგანიზაციულადაც. ქართულ სოფელს სჭირდება კოოპერაციის ის ფორმები, რომელიც წარმატებული იქნება. დღეს XXI საუკენეში ინდივიდუალური გლეხური მეურნეობის საფუძვლბზე დარჩენა არ შეიძლება. ეს ფორმა არ შეესაბამება იმ გამოწვევებს, რომელსაც დღეს აყენებს მსოფლიო ბაზარი. აგრარული სექტორი საქართველოსთვის უნდა იქცეს პრიორიტეტად, არა მარტო სიტყვით არამედ საქმითაც. მე მესმის, რომ 2 წელიწადში ვერ გამოსწორდება 20 წელიწადში არ შესრულებული საქმე, მაგრამ უნდა იქნეს კონკრეტული გეგმა დასახული. ამ მიმართულებით ნაბიჯები გადადმულია, მაგრამ არასაკმარისი, რადგან ჩვენ ვერ ვხედავთ შედეგს. ბოლო 25 წლის განმავლობაში მე არ გამიგია როგორია შრომის ნაყოფიერება ქართულ სოფელში, წარმოებაში. 25 წლის განმავლობაში საქართველოში არ ფუნქციონირებს საფონდო ბირჟა, რომელიც დაალეგულირებს ეკონომიურ ურთიერთობებს. ჩვენ ვაშენებთ საბაზრო ეკონომიკას, საბაზრო ეკონომიკა კი მთავრობისაგან მოითხოვს ხელის შეწყობას საბანკო კაპიტალი ძლეიერდება და ვითარდება, მაგრამ სამრეწველო ბაზარი არა. კვლავ მკვდარია ტყიბული, ქუთაისის ეკონომიკურ და სამრეწველო პოტენციალისაგან აღარაფერი დარჩა. მარტო ტურიზმი და სამშნებლო ბუმი, რომელიც დღეს საქართველოშია, ვერ მოგვცემს იმ სოციალურ შედეგებს რაც საჭიროა. ეს ყველაფგერი, ერთად თავს იყრის ბიუჯეტში, ბიუჯეტი კი არ არის მზად იმისთვის, რომ სოციალური პროგრამები გადაწყვიტოს. ის ბიუჯეტი რაც დღეს საქართველოს გააჩნია, ამერიკის ზოგიერთ სამრეწველო გაერთიანებას აქვს. ცალკეული მიღწევები არის მეტნაკლებად ყველა მიმართულებით. მე მივესალმები, იმ გრანდიოზულ პროექტს, რომელიც არის ანაკლიის პორტის მშენებლობა, მაგრამ ეს ყველაფერი ნელი ტემპით ხორციელდება. ვიცი, რომ ბევრი არ დამეთანმება, მაგრამ მე ასევე მივესლმები, გრანდიოზული ჰიდრომშენებლობების წარმოებას. მე მესმის, რომ რაღაც იტბორება, რაღაც არ მოსწონთ. მსოფლიოში ბევრი რამე არ მოსწონდათ, მაგრამ გააკეთეს რადგან მათი ეკონომიკური წინსვლისათვის ასე იყო საჭირო. საქართველო არც ოქროთია მდიდარი ქვეყანა არც სხვა მნიშვნელოვანი რესურსებია აქვს. თუ ჩვენ გვინდა ეკონომიკური წინსვლა უნდა გამოვიყენოთის რესურსები რაც გაგვაჩნია, ეკონომიკური წინსვლის გარეშე კი ვერც სოციალური ინფრანსრუქტურა ვერ განვითარდება.
- თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების გაფლანგვის ბრალდებით დაკავება, ირაკლი ალსანიას თანამდებობიდან გადაყენება, სხვადასხვა მინისტრის თანამდებობიდან წასვლა, თქვენი აზრით, რამდენად საფუძვლიანია ატეხილი აჟიოტაჟი? რა შეიძლება იყოს ამის საფუძველი? როგორც ამაზე ექსპერტები ხშირად საუბრობენ, რა შეიძლება იყოს ამის რეალურიმიზეზი?
მე პოლიტოლოგიც ვარ და ისტორიკოსც, ამიტომ ვიცი, რომ ყვლა პოლიტიკოსი ისტორიისათვის მუშაობს. მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს იყო გონებამახვილური, გააზრებული, ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი. საერთოდ, სამხედრო სფერო უნდა იყოს ნეიტრალური, აპოლიტიკური. სამხედრო სექტორს ევალება ერთადერთი, რომ მან საკუთარი სამშობლო დაიცვას. ყველა ქვეყანაში სადაც კი ასეთ რამ მოხდებოდა, თავდაცვის მინისტრს უდაოდ დასჯიდნენ, რადგან მას არ აქვს უფლება გააკეთოს პოლიტიკური განცხადებები. ერთ დღეში, ხომ არ მოხდა კურსის გამრუდება, როგორც ამას თავად აღნიშნავენ. მაშინ სად იყო საგარეო საქმეთა მინისტრი? მსგავსი აჟიოტაჟი უნდა აეტეხა არა თავდაცვის მინისტრს, არამედ საგარეო საქმეთა მინისტრს. საგარეო საქმეთა მინისტრი ყველაზე უფრო ინფორმირებულია, მას უნდა სცოდნოდა, რომ მიმდინარეობს სადღაც საიდუმლო მოლაპარაკებები. მე მიმაჩნია, რომ ეს არის ინფანტილიზმის გამოვლენა ქართულ პოლიტიკაში, რაც დამახასაითებელია ბოლო 25 წლის განვმალობაში. მაია ფანჯიკიძე ამ სიტუაციაში ყველაზე უფრო კომიკურად გამოიყურება, ის მოიქცა არა როგორც საგარეო საქმეთა მინისრტი არამედ, როგორც ცოლის და, რაც წარმოუდგენელია დიპლომატიაში. მან ამით წერტილი დაუსვა თავის პოლიტიკურ კარიერას. ის რაც მოხდა, რომ თითქოს ჯერ თამარ ბერუჩაშვილი თანამდებობიდან წავიდა და ამის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრად მოგვევლინა, არის სრული უპასუხისმგებლობა. ეს ყველაფერი კი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სერიოზული პრობლემების წინაშეა და მას კადრებით გაძლიერება ჭირდება. ამ შემთხვევეაში მათ სერიოზული შეცდომა დაუშვეს და შეიძლება ხვებიან კიდეც. თუ ყველაფერი მართლაც ისეა, როგორც ამას ირაკლი ალასანია ამტკიცებს, მაშინ ეს საიდუმლო შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან სრულიად წამოუდგენელია. ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის, ის რომ ბრალდების დროს, რომ საქართველოს საგარეო კურსი იცვლება მე არც ერთი არგუმენტი არ მომისმენია. ყველაფერი აქედან გამომდინარე კიდევ უფრო დიდ პრობლებამდე მივდივართ – ეს არის პოლიტიკური ელიტის სისუსტე საქართველოში.
- ხომ არ ნიშნავს არსებული სიტუაცია ხელოვნული ოპოზიციის შექმნას? ხომ არ მოხდება ნაციონალური მოძრაობის უფრო ძლიერი ოპოზიციური ძალით ჩანაცვლება?
არაფერს გამოვრიცხავ. თუ ეს მართლაც ასეა ძალიან სერიოზულად შეეკვეცება ფრთები პარლამენტში ნაციონალურ მოძრაობას. ეს ჩანაფიქრი შეიძლება სხვანაერადაც განხორციელებულიყო. ის ოპოზიციური ძალა, რომელიც ახლა “თავისუფალმა დემოკრატებმა“ შეიერთეს, შეიძლება გამხდარიყო ძლიერი ოპოზიციური ძალა. თუმცა აქ არის სუბიექტორი ფაქტორები, პირადი შეუთავსებლობები, პირადი ამბიციები, პირადი განდიდების მანია, რაც ყოველთვის იყო საქართველოში. ერთი რამის ნამდვილად მჯერა, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ „ერთიან ნაცინალურ მოძრაობასთან“ ალიანსში არ შევლენ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არაფერს გამოვრიცხავ, რა მოხდება ამას მალე გავიგებთ.
- დღეს ჩვენს ქვეყანაში რეალურად ვინ მართავს სიტუაციას? რას ნიშნავს პრეზიდენტ–გიორგი მარგველაშვილიც განცხადება რომელმც აღნიშნა, რომ ქვეყანა კულვარებიდან იმართება?
ბიძინა ივანიშვილის ფენომენი, ქართულ რეალობაში არსებობს. ეს კაცი მოვიდა პოლიტიკაში უდიდესი სიკეთით. მე ნაკლად და შეცდომად ვუთვლი ბიძინა ივანიშვილს, რომ პოლიტიკიდან 1 წლის შემდეგ წავიდა. ის, რომ პოლიტიკაში დარჩენილიყო, შეიძლება ბევრი რამ არ მომხდარიყო. ის კადრების დანიშვნაშიც შეცდა, დღევანდელი მისი შეფასაბები კი ამ საკითხთან დაკავშირებით მიმაჩნია, რომ სწორია. ბიძინა ივანიშვილი არის ამ კოალიციის შემქმნელი, სულის ჩამდგმელი და მას რჩევის მიცემის უფლება აქვს. თუმცა არ არსებობს ამის საბუთი, რომ ის კულვარებიდან მართავს სიტუაციას, ამ ბრალდებას უნდა მოყვეს ფაქტი. შეხვედრაში და დარიგებაში კი არაფერი გასაკვირი არაა. გუშინ ჩიორა თაქთაქიშვილმა დასვა ეკითხვა: „რამდენი დაამატა ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფო ბიუჯეტს“? ჩიორა თაქთაქიშვილი ამ კითხვას არ სვავდა 2004 წელს და შემდგომ, მაშინ როდესაც მიხეილ სააკაშვილის სპონსორი იყო ბიძინა ივანიშვილი. იმ დროს არავის უთქვამს, რომ ისინი იმართებოდნენ. ისე გამოდის, რომ ჩვენ გვინდა ადამიანის მხოლოდ ფული და მისი აზრი არ გვაინტერესებს, ეს კი ასე არ მოხდება. ჩვენ ახლა ვიმართებით ევროპიდან, ამერიკიდან, მაგრამ პროტესტის გრძნობა არ გვიჩნდება და ვამბობთ, რომ ისინი ჩვენი სტრატეგიული მეგობრები არიან. ბიძინა ივანიშვილიც ჩვენი სტრატეგიული მეგობარია, ასე ჩავთვალოთ. ჩვენთან ბევრი რამ შეუსაბამობაში მოდის. ჩვენ ევროპისაკენ მივდივართ, როდესაც ეზო არ გვაქვს დასუფთავებული, ქუჩები ნაგავი ყრია. განა შეიძლება გერმანელი და ქართველი ევროკავშირში ერთად იყვნენ? დემოკრატიზმი არის კულტურა და არა ფრაზა და სანამ ჩვენ არ გავხდებით დემოკრატები ჩვენი სულისკვეთებით მანამდე ბევრი რამ უცვლელი დარჩება.
- რამდენად დიდია ალბათობა იმისა,რომ კოალიცია „ქართული ოცნება „დაიშალოს? რა ელის საქართველოს მთავრობას?
„ქართული ოცნების“ დაშლაც არ არის დიდი ტრგედია, კოალიციები გამუდმებით იშლება. ეს კოალიცია შეიქმნა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ. მე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩავები 2007 წლიდან, როდესაც მოვიწამლე 7 ნოემბრის აქციის დროს. ვთვლი, რომ აუცილებელი და საჭირო იყო ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლა. სანამ ბიძინა ჩაუდგებოდა ამ მოძრაობას სათავეში მანამდეც ბევრჯერ უცდიათ ხელისუფლების გადაყენება, მაგრამ ყველა მცდელობა ამაო იყო. სანამ მიხეილ სააკაშვილის საფრთხე იარსებეს, როგორც მოვლენის მანამდე ეს კოალიციაც იარსებებს. რამ წარმოშვა ის პრობლემები რაც დღეს არსებობს? 2 წელიწადში „ქართულ ოცნებას“, რომ ეკონომიური წინსვლა ქონოდა და არა 10 ლარით არამედ გაცილებით მეტით მოემატებინა პენსია და ა.შ ეს არ მოხდებოდა. ამ კოალიციის დაშლა, სერიოზულ პრობლემებს აღარ გამოიწვევს ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი ორიენტაცია უკვე ევროპისაკენ არის, ჩვენ როგორც ჯიუტი ბავშვი მივდივართ დასავლეთისაკენ. უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს ამოსავალი წერტილი მუდამ იყო დაბალანსებული პოლიტიკა. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი თვითმიზანი კი არ არის ევროპა, არამედ საშუალება საქართველოს ბედნიერებისთვის. ზოგჯერ მგონია, რომ ეს პოლიტიკოსებს ავიწყდებათ. დემოკრატიაც საშუალებაა იმისათვის, რომ ქართველი ხალხი იყოს ბედნიერი. ქართველი ხალხი XXI საუკუნემდე მოვიდა და ის კიდევ დიდხანს იცოცხლებს. იმდენი აპატია ქართველმა ხალხმა 25 წლის განმავლობაში საკუთარ პოლიტიკოსებს, იგი ღირსია უკვე ბედნიერად იცხოვროს.
17.11 14
ანო მუქათარიძე