• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, November 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საუფლო დღესასწაულები არ არის სტატიკური ისტორიული ფაქტები – დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი

10 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
საუფლო დღესასწაულები არ არის სტატიკური ისტორიული ფაქტები – დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი მოახლოებული ნათლისღების  შესახებ ტელევიზია „ერთსულოვნებას“ ესაუბრა. მისი თქმით, საუფლო დღესასწაულები არ არის სტატიკური ისტორიული ფაქტები, პირიქით, მათი მიზანია, რომ ადამიანი, აქ და ამჟამად, ამ პროცესების მონაწილე გახადოს. დაბადების წიგნში ღმერთის მიმართვა „სადა ხარ, ადამ“ თითოეული ადამიანისგან დღესაც მოითხოვს პასუხის გაცემას. დეკანოზი ადამიანებს თვითრეფლექსიისკენ მოუწოდებს, რომ მათ შეძლონ საკუთარ სულში, საკუთარ ფიქრებსა და გრძნობებში ჩაღრმავება და განსაზღვრონ, თუ რამდენად გულწრფელია მათი დამოკიდებულება ღვთის მიმართ.

გთავაზობთ ამონარიდს მისი სიტყვებიდან:

„აი, ნათლისღების დღესასწაულზე რა მოხდა. იოანე ნათლისმცემელი ნათლავს სინანულის ნათლობით და რა არის აქ მთავარი? – შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა.  თუ დავუკვირდებით ამ სიტყვებს, მონანიება ნიშნავს მენტალური აზროვნების ცვალებადობას. სადაც ღმერთია, იქ სასუფეველია. ამიტომ, მარტივად რომ ვთქვათ,  ნათლისმცემელი ეუბნება ადამიანს (და ეს ახლაც ხდება): შეიცვალეთ აზროვნება, თქვენი სიმართლე გახდეს ზეციური სიმართლე; ძველი კაცი დატოვეთ და ახალი შეიმოსეთ.“

დეკანოზმა  იოანე ნათლისმცემლის ის სიტყვებიც განმარტა სახარებიდან, სადაც მეუდაბნოე ადამიანებს მოუწოდებს, რომ უფალს გზანი განუმზადონ  და მისი ალაგნი წრფელყონ.

„სად უნდა მოვიდეს უფალი, სად უნდა იშვას, სად უნდა შეგვეხოს? ეს გზა გადის ჩვენს გულზე, ჩვენს აზრზე, ჩვენს ფიქრებზე. აი, ამ აზრებს, ამ ფიქრებს, ამ სურვილებს სარეველა ბალახივით ამძიმებს ყოველდღიურობა, ყოფიერება, რომელიც უნდა ვეცადოთ, რომ გამოვხშიროთ და მივუშვათ უფალი ჩვენს გულთან. თუ ეს გზა არ იქნა თავისუფალი, შეუძლებელია, რომ უფალი შეგვეხოს – შეუძლებელია ძალისხმევის გარეშე. ადამიანის ყველა მოქმედება (ყველანაირი ურთიერთობა) ეკლესიასთან უკავშირდება იმას, რომ გული წმინდა დაბადოს და ის სიტყვა, რომელიც მოდის უფლისგან, ის სიტყვა გაიგოს.“

ინტერვიუში ყურადღება გამახვილებული იყო ნათლისღებისა და აღსარების საიდუმლოზე,  ნათლიისა და ნათლულის ურთიერთობაზე, ასევე იმ ანგარებაზე, რაც ნათლიების მატერიალური ან სხვა ნიშნით შერჩევაში გამოიხატება. მამა გურამმა ისაუბრა იმაზეც, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ცოდნას, სიყვარულს და რწმენას, და კიდევ უფრო მეტად, საკუთარი ცხოვრების წესით სხვისთვის მაგალითის მიცემას.

„შეუძლებელია მე თქვენ რამე შეგაყვაროთ, თუ მე არ მიყვარს. სიყვარულს ვერ აუხსნი, სიყვარული უნდა აჩვენო. რწმენას ვერ გადასცემ, შენ უნდა იწამო და შენი ცხოვრებით იწამებს ის ადამიანი. თუ უფალი ოდნავ შეგვეხო, ეგრევე იგრძნობს სხვა ამას, რომ ჩვენთან არს ღმერთი!“

 მარიამ ქალებაშვილი

 

Share2Tweet1

ახალი ამბები

სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება
ახალი ამბები

სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

11/17/2026
შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს
ახალი ამბები

შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს

11/16/2026
პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას
ახალი ამბები

პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას

11/16/2026
შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და  ტაძრის საძირკველი ეკურთხა
ახალი ამბები

შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და ტაძრის საძირკველი ეკურთხა

11/11/2026
„ნუ ტირი და ნუ მწუხარებ, არამედ მიენდე ღმერთს“ – კათოლიკოს-პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

„ნუ ტირი და ნუ მწუხარებ, არამედ მიენდე ღმერთს“ – კათოლიკოს-პატრიარქი შიო III

11/04/2026
ადგილი, სადაც სასწაულების სჯერათ – ციხისჯვრის მონასტერი და მამა გაბრიელის სარტყლის საოცარი ისტორიები
ახალი ამბები

ადგილი, სადაც სასწაულების სჯერათ – ციხისჯვრის მონასტერი და მამა გაბრიელის სარტყლის საოცარი ისტორიები

11/04/2026

საინტერესო

ხორბლის ბაზრის 30 %-ს უკრაინა და რუსეთი წარმოადგენს – რა არის ალტერნატივა

ხორბლის ბაზრის 30 %-ს უკრაინა და რუსეთი წარმოადგენს – რა არის ალტერნატივა

5 years ago
უბილეთო მგზავრობაზე 5-ლარიანი ჯარიმა 20 ლარამდე გაიზარდა

უბილეთო მგზავრობაზე 5-ლარიანი ჯარიმა 20 ლარამდე გაიზარდა

7 years ago
სასწავლო წელი 2020 – რა აღმოჩნდა რთული პირველკლასელებისთვის

სასწავლო წელი 2020 – რა აღმოჩნდა რთული პირველკლასელებისთვის

6 years ago
ქორწინების სახლებში წყვილებს „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემას აჩუქებენ

ქორწინების სახლებში წყვილებს „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემას აჩუქებენ

8 years ago

ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს

11/17/2026

ვეკუას სკოლა მეტროში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. „42-ე საჯარო სკოლა უდიდეს მწუხარებას და გულისტკივილს გამოთქვამს წარმატებული კურსდამთავრებულის, ღირსეული,...

მეტის ნახვაDetails
სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

11/17/2026
„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

11/17/2026
„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

11/17/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს 11/17/2026
  • სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება 11/17/2026
  • „მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა 11/17/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by