• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, July 5, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მალაკნები – რუსეთიდან დევნილი რელიგიური ჯგუფის ქართული ისტორია

9 years ago
კატეგორია: კატეგორიის გარეშე, რელიგია
A A
42
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

XIX საუკუნის თბილისის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო ცენტრი რკინიგზის ხიდის გადმოღმა, ფიროსმანისა და „საბჭოს ქუჩის” შესაყართან მდებარეობდა, რომელსაც „მალაკნების ბაზარი“ ერქვა. მიუხედავ იმის, რომ XX საუკუნის შუა პერიოდში იგი დაიხურა, ეს სახელი ამ ადგილს დღემდე შემორჩა და ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ეს საკოლმეურნეო ბაზარი 1860 წელს რუსეთიდან გადმოსახლებულმა  რელიგიური და ეთნოგრაფიული ჯგუფის წარმომადგენლებმა, მალაკანთა საზოგადოებამ  დააარსა. ძველ თბილისში მათ დასახლება და თავიანთი  სასაფლაოც ჰქონდათ. ისინი თავდაპირველად რიყეზე, მოგვიანებით კი  ახალი კუკიის ტერიტორიაზე, რკინიგზის გაღმა სახლობდნენ.

რუსეთის ხელისუფლების მიერ 1830 წელს გამოცემული  სამთავრობო განკარგულებით „მალაკნები“ ამიერკავკასიაში გადაასახლეს, საქართველოში ისინი გარდა თბილისისა  სიღნაღის რაიონის სოფელ ულიანოვკასა (ილიაწმინდა) და საგარეჯოს რაიონის სოფელ კრასნოგორკაში (სათაფლე) დასახლდნენ. დღეს მათი რიცხვი საქართველოში საკმაოდ შემცირებულია, უმეტესი მათგანი  საცხოვრებლად რუსეთში, სარატოვის ოლქში გადავიდნენ, იქ საიდანაც მათი წინაპრები 1876-78 წლებში რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე II  გამოაძევა.

დევნის ერთ–ერთი ძირითადი მიზეზი  ის იყო, რომ მალაკნები იმპერატორს ღვთისგან ცხებულ მეფედ არ აღიარებდნენ, თუმცა მას მორჩილებას უცხადებდნენ და მის მიმართ ლოცვებსაც აღავლენდნენ. ამას თან დაერთო ცნობილი საეკლესიო განხეთქილება. მე-17 საუკუნეში რუსეთის პატრიარქმა ნიკონმა საეკლესიო რეფორმა გაატარა, შედეგად დადგინდა, რომ მორწმუნეებს პირჯვარი უნდა გადაეწერათ მარჯვენა ხელის პირველი სამი თითით. მალაკნები რუსეთის პატრიარქს არ დემორჩილენ და საერთოდ შეწყვიტეს პირჯვრის გამოსახვა.  „ჩვენს წიანპრებს არც ხატი და არც ჯავრი აღარ სწამდათ, ამის გამოც მალაკნებს დედოფალი ეკატერინა მეორე რუსეთიდან ასახლებდა,“– ამბობს გალინა კორობკოვა  „რუსთავი 2“  რეპორტაჟში (http://rustavi2.com/ka/video/9113?v=2).

ამ რელიგიური მიმდინარობის წინამორბედად „დუხობორებს“ მიიჩნევენ, რადგან ის  XVIII ს-ის 60-იან წლებში  დააარსა თერძმა სემიონ უკლეინმა, რომელიც „დუხობორთა“ ერთ-ერთი დამაარსებლის სიძე იყო. მან თავისი სწავლება  დუხობორების რწმენასა და ტრადიციებს შეუხამა. მათში  გავრცელებული იყო წინასწარმეტყველაბა 1836 წელს იესო ქრისტეს მეორედ მოსვლისა და არარატის მახლობლად „ათასწლოვანი სამეფოს“ ჩამოყალიბების  შესახებ. ამიტომ თავდაპირველად ისინი საკუთარი ნებითა და დიდი ენთუზიაზმით სახლდებოდნენ ყარაბაღის მხარეში.

მათი ძალდატანებითი და მასობრივი გადმოსახლება კავკასიაში 1841-50 წლებში მოხდა. ჩამოდიოდნენ ჯგუფ-ჯგუფად და  იმ ტერიტორიებზე სახლდებოდნენ, რომლებიც ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობისაგან დაცარიელებული იყო. მათი სოფლები რუსეთის ცენტრალური გუბერნიებისათვის დამახასიათებელი სოფლებისა და დაბების ასლს წარმოადგენდა.

თბილისელი მალაკნები, ძირითადად, ხელოსნობას, განსაკუთრებით – მეეტლეობას მისდევდნენ, რაიონში დასახლებულები კი – სოფლის მეურნეობას, განსაკუთრებით მეფუტკრეობას.

სიტყვა „მალაკანს“ სხვადასხვანაირად განმარტავენ. ერთი თვალსაზრისით, უკლეინის მიმდევრებს ასე იმიტომ ეწოდათ, რომ ისინი მარხვის დროს რძეს სვამდნენ. ე.ი. „მალაკანი“ მომდინარეობს სიტყვისაგან „მოლოკო“. მეორენი ამ სახელს მდინარე მოლოჩნაიასთან აკავშირებენ, რომლის ნაპირებზე მალაკნების დიდი ნაწილი სახლობდა.  სხვა ეტიმოლოგიის თანახმად, ასეთი სახელდების მიზეზი მალაკანთა მცირერიცხოვნებაა.

თავად მალაკნები თავიანთ თავს და მოძღვრებას „სუფთა სულიერ რძეს“ ადარებენ და თვლიან, რომ ეს მათი თვითსახელწოდებაა, დაფუძნებული პეტრე მოციქულის სიტყვებზე: თქვენ, „როგორც ახალშობილმა ყრმებმა, ინატრეთ სულიერი სუფთა რძე, რათა იმით გაიზარდოთ ხსნისათვის“ (1 კორ. 3:2; ებრ. 5:12; 1 პეტრე 2:2).

მალაკანთა სარწმუნოება დაფუძნებულია ქრისტეს სიტყვებზე: „ღმერთი არის სული და მისი თაყვანისმცემელნი თაყვანს უნდა სცემდნენ სულითა და ჭეშმარიტებით“ (იოანე 4:24).

თავისებურად ესმით ქრისტეს განკაცების ფაქტი: ქრისტე მოევლინა ქვეყანას, რათა ეხსნა იგი მოძღვრებით და არა თავისი თავის ნებაყოფლობითი შეწირვით.

მათი სულიერი ცხოვრებისა და ღვთისმსახურების ბირთვი ბიბლიაა. ბიბლიის მათმიერი ინტერპრეტაცია, მოძღვრება და წეს-ჩვეულებები მოცემულია წიგნებში, რომლებსაც „ობრიადნიკი“ ეწოდება.

წმინდა სამებას შემდეგნაირად განმარტავენ:  მამა ღმერთი – მეხსიერება, ძე ღმერთი – ჭკუა, ხოლო სულიწმინდა – ნებისყოფა.

მალაკნები არ ცნობენ წმინდანებს, ხატებს, ჯვარს, მონაზვნობას, საღმრთო გარდამოცემას და ა.შ. მათთვის მიუღებელია სამხედრო სამსახურიც.

მათი პირველი სპეციფიკური ნიშანი, რითაც თავიდანვე  საზოგადოების ყურადღება მიიპყრეს და მძაფრი რეაქცია გამოიწვიეს, ნათლისღების რიტუალზე (წყლით ნათლობაზე) უარის თქმა იყო. აღიარებენ მხოლოდ ამ საიდუმლოს სულიერ მხარეს. ისინი ნათლობას უწოდებენ მოძღვრების აღქმას, ზიარებას – უფლის სიტყვის შთანერგვას.

მალაკნები ერთად კვირა დღეს სამლოცველო სახლში იკრიბებიან, რომელსაც „საბრანიას“ ეძახიან. ღვთისმსახურებისთვის დამახასიათებელია მხოლოდ წმინდა წერილის კითხვა და ფსალმუნთა გალობა.  საგალობლები ძველ რუსულ ხალხურ მოტივებზეა აგებული.

ამ რელიგიურ მიმდინარეობას ასევე მოიხსენიებენ „სულიერი ქრისტიანების საზოგადოებათა კავშირის“, ანდა – „სულიერი ქრისტიანების“ სახელითაც.

თბილისში მცხოვრები მალაკნები იყო ის ჯგუფი, სადაც 1867 წელს გერმანიიდან ჩამოსულმა ბაპტისტმა მ. კოლვეიტიმ იქადაგა, შედეგად მალაკანთა ნაწილმა წყლით ნათლობო აღიარეს და სარწმუნეობა შეიცვალეს. ამ ფაქტის გამო თბილისელი მალაკნების რიცხვი შემცირდა. ქვეყნის მასშტაბითი მათი რაოდენობა ორასამდეა.

აღსანიშნავია, რომ სიღნაღის მუზეუმში დაცულია  1905 წელს ნიკო ფიროსმანის მიერ შესრულებული ნახატი  „მალაკნების ქეიფი“.

მასალა მომზადებულია ინტერნეტ რესურსების გამოყენებით: www.nplg.gov.ge, www.youtube.com, ick.ge

სოფიკო ნინიკაშვილი

Share17Tweet11

ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება

07/01/2026
შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026
პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად. უფალმა გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული
ახალი ამბები

პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად. უფალმა გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული

05/25/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

სამი ფსიქიურად დაავადებული ერთ სახლში, დედა და ორი შვილი..მომეხმარეთ, ოდნავ ნორმალური პირობები შევუქმნათ – რას წერს აკა სინჯიკაშვილი

სამი ფსიქიურად დაავადებული ერთ სახლში, დედა და ორი შვილი..მომეხმარეთ, ოდნავ ნორმალური პირობები შევუქმნათ – რას წერს აკა სინჯიკაშვილი

2 years ago

ირაკლი ღარიბაშვილი: “ვინც ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ გეგმავს პროვოკაციას, უმკაცრესად დაისჯება”

11 years ago
„ამ არჩევნებით მოხდება  ბორდის და ხელისუფლების დიდი ლუსტრაცია“ – ნინო ზაუტაშვილი

„ამ არჩევნებით მოხდება ბორდის და ხელისუფლების დიდი ლუსტრაცია“ – ნინო ზაუტაშვილი

9 years ago
აშურა- გლოვისა და თანაგრძნობის დღესასწაული

აშურა- გლოვისა და თანაგრძნობის დღესასწაული

5 years ago

ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა
ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026

კაცი რომელსაც ახალციხეში სამშენებლო ბლოკი დაეცა ერთ თვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, კაცი ახალციხის რეფერალურ...

მეტის ნახვაDetails
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026
  • „ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს 07/03/2026
  • დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა 07/02/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by