• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

განათლების რეფორმამ რა ჰქმნა ….

8 years ago
კატეგორია: განათლება და მეცნიერება
A A
განათლების რეფორმამ რა ჰქმნა ….
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

დიდი რეზონანსი მოჰყვა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებას მე-11 კლასელების სააატესტატო გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ ეტაპობრივად გაუქმდა დამამათავრებელ კლასებში გამოსაშვები გამოცდები, ხოლო ეროვნულ გამოცდებზე უნარები გახდა არჩევითი საგანი.

როგორც უწყების ხელმძღვანელი განმარტავს ეს მოულოდნელი გადაწყვეტილება, რამაც ბევრი მოსწავლე გაახარა, გამოცდების ახალი მოდელის ნაწილია. ბატიაშვილის განმარტებით, რომელიც მან პრეზენტაციაზე გააკეთა, განათლების რეფორმა მიზნად ისახავს სკოლის როლის გაძლიერებას; ორიენტირებას  შედეგზე და არა გამოცდაზე, უნივერსიტეტების ავტონომიის ეტაპობრივი გაზრდასა და მშობელთა დანახარჯის შემცირებას.

ისევე როგორც ყველა ცვლილებას, გამოცდების ახალ მოდელსაც გამოუჩნდნენ კრიტიკოსები და მომხრეები. საზოგადოების იმ ნაწილის შეფასებით, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება სასკოლო გამოცდების გაუქმებას, არსებობს რისკი, რომ ეს ცვლილება უარყოფითად აისახება ახალგაზრდების განათლების დონეზე, ასევე აკადემიური მოსწრებით  ატესტატის გაცემის წესიც ბუნდოვანი და გაურკვეველია.

ყველაზე მეტი კითხვის ნიშანი სწორედ ამ კუთხით არსებობს. გასაგებია გამოსაშვები გამოცდების გაუქმება, თუმცა რას სთავაზობს ამის სანაცვლოს სახელმწიფო მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და სკოლას ? როგორ მოხდება მოსწავლის აკადემიური მოსწრების შეფასება და ამის მიხედვით სკოლის დამთავრების მოწმობის გაცემა ? არსებობს თუ არა წარსული მწარე გამოცდილების განმეორების საფრთხე, როდესაც ატესტატის თუ სხვა მოწმობების გაცემა კონკრეტული პირების ინტერესებსა და გაცემული ძღვენზე იყო დამოკიდებული?

მოსწავლეები განაგრძობენ ზეიმს და სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსებით ეხმიანებიან გამოცდების მოულოდნელად გაუქმების სიახლეს, ექსპერტები არსებულ რისკებსა და სამომავლო საფრთხეებზე საუბრობენ, მთავრობა კი გადადგმული ნაბიჯების ეფექტურობასა და რეფორმის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. საკითხავი ისაა რა შედეგს მოიტანს განათლების რეფორმა, რომელიც სასკოლო გამოცდების გაუქმებითა და ეროვნული გამოცდის ფორმატის ცვლილებით დაიწყო.

სწორედ ამ კითხვებს უპასუხა განათლების ექსპერტმა ნათია გორგაძემ, რომელმაც თბილისი თაიმსთან შეაფასა ახალი საგამოცდო მოდელი და რეფორმის თანმხლებ რისკებსა და საფრთხეებზეც ისაუბრა.

–როგორ შეაფასებთ ბოლო პერიოდში მიმდინარე განათლების რეფორმას, რომლის ფარგლებშიც გაუქმდა სასკოლო გამოცდები მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასელებისთვის ?

ეს არის ნაბიჯები, რომლებიც მოითხოვს შემდგომ, აუცილებელ და დაუყოვნებელ ქმედებებს, რომლებიც გამოცდების გაუქმების გადაწყვეტილებას ეფექტური ალტერნატივებით ჩაანაცვლებს  და არა მხოლოდ „ზედმეტი“ და „არაფრისმომცემი“ ქმედებებისგან გათავისუფლებას და პასუხისგმებლობებისგან თავის არიდების ხასიათს ატარებდეს.

გამოცდების გაუქმებით კვლავაც უპასუხოდ რჩება სასკოლო განათლების უმთავრესი ფუნქციის მოშლილობის, განათლების დაბალი ხარისხისა და ადეკვატურობის, თანასწორობისა და თანაბარი შესაძლებლობების, სკოლის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის და შესაბამისად მისი პასუხისმებლობების, სასკოლო განათლების შემდგომ ეტაპებთან კავშირების არარსებობისა და კიდევ სხვა მრავალი არსებული გამოწვევა. არაინარი ინფორმაცია არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, როგორია განათლების პოლიტიკის მესვეურების მიერ სკოლის, საგანმანათლებლო ინსტიტუციის, როლის ხედვა და მის გაუმჯობესებისათვის გადადგმული ნაბიჯები.

CAT-ის გამოცდების გაუქმების შესახებ ინფორმაციას მინიმუმ თან უნდა ახლდეს უახლოეს მომავალში დაგეგმილი ნაბიჯების კონცეფცია თუნდაც სისტემურ, ცენტრალურ დონეზე, რომ სკოლის განათლების ამ გამარტივებულ მოდელს –  რეფორმა, ანუ გაუმჯობესებისაკენ მიმართული მკაფიო ცვლილებები ვუწოდოთ.

 –თქვენი აზრით, როგორ აისახება სასკოლო გამოცდების გაუქმება მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებასა და მათ განათლების დონეზე და არსებობს თუ არა ალტერნატივა, რომლის საშუალებითაც გაიცემა ატესტატი ?

არანაირად არ იმოქმედებს, იმდენად, რამდენადაც გამოცდებს აკადემიურ მოსწრებასთან და განათლების ხარისხთან კავშირი ნაკლებად ჰქონდა და  ხარისხობრივ და ფუნქციურ დატვირთვას ნაკლებად ატარებდა. ერთადერთი, რასაც 8 გამოცდის მეშვეობით მოსწავლეები აღწევდნენ ან ვერ აღწევდნენ, უმაღლესში ჩაბარების მანდატის მიღება იყო. ატესტატის მიღებას უნდა გააჩნდეს შინაარსობრივი და ხარისხობრივი დატვირთვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ატესტატი უნდა ადასტურებდეს მოსწავლის მიერ სწავლის მნიშვნელოვანი ეტაპის დასრულებას და მის მზაობას ცხოვრების და განათლების შემდგომი საფეხურებისათვის, რომელიც სხვადასხვა მოსწავლისათვის რეალურად განსხვავებულია.

 –გაუქმდება მომავალი წლიდან ასევე ზოგადი უნარების გამოცდა ეროვნულ გამოცდებზე. რას ფიქრობთ ამ სიახლეზე, რამდენად ემხრობით უნარების, როგორც ერთერთი ძირითადი საგნის, გაუქმებას ?

არ უქმდება, არამედ გადადის არჩევით საგნად უნივერსიტეტებისათვის და აღარ იქნება სავალდებულო მისაღები ეროვნული გამოცდების ბადეში. რეფორმა, რომელიც ანონსდება, უნდა მოიცავდეს უნარების გამოცდისათვის იმ ერთერთი, ალტერნატიურლი ინსტრუმენტის ფუნქციის მინიჭებას, რომელიც შეძლებს მოსწავლის/აბიტურიენტის ინტერდისციპლინარული ცოდნის და მისი პრაქტიკაში  გარდაქმნის უნარების დადასტურებას. თუმცა, ასეთი დამატებითი მოთხოვნა თავისი შინაარსით, ფუნქციით და ფორმით შეიძლება სხვადასხვა იყოს და არა მხოლოდ უნარების გამოცდა. უნარების გამოცდა ოღონდ განსხავებული /ფორმით, ფორმატით და სიხშირით, სასკოლო შეფასების ერთერთი ინსტრუმენტადაც შეიძლება იქნეს მოაზრებული.

–მიდის საუბარი იმაზე, რომ არსებობს რისკები კორუფციის და შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების შემთხვევაში წარსულის მწარე გამოცდილების გამეორების. თქვენ რას ფიქრობთ, რამდენად რეალურია ეს რისკები და საფრთხეები, რაზეც კრიტიკოსები საუბრობენ?

საფრთხეები თან ახლავს ნებისმიერ ცვლილებას, თუმცა ყველა ცვლილება უნდა მოიცავდეს რისკ-ფაქტორების შეფასების და მათი აღმოფხვრის მექანიზმებს. იმ ფორმით, რა ფორმითაც ამ წუთას ცვლილებებია წარმოადგენილი, კორუფციის საფრთხეს  ნაკლებად ვხედავ.  თუმცა არსებობს საფრთხე, რომ ცვლილებას განსაკუთრებული დადებითი ეფექტი არ ექნება და არსებობს საფრთხე, რომ უნივერსიტეტებს არანაირი სტიმული არ ექნებათ ინსტიტუციურ დონეზე მინიჭებული კონკურეტული უპირატესობის დემოსტრირების შანსი გამოიყენონ. უფრო მარტივად კი, შიდა საგამოცდო სისტემის შემუშავება ამ მოცემულობაში უნივერსიტეტების ინტერესებში ნაკლებად არის და ზედმეტი „თავის ტკივილია“.

–რაც შეეხება მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებს. რა ხდება ამ კუთხით, თუა რამე სიახლეები და როგორ უნდა ხდებოდეს თქვენი შეფასებით პედაგოგთა კომპეტენციის შემოწმება და ამაღლება ?

ჩვენი რეალობის გათვალისწინებით, პედაგოგი პირველ რიგში უნდა ადასტურებდეს საგნობრივ კომპეტენციას. ის პედაგოგები, რომლებიც ვერ ადასტურებენ საგნის სათანადო ცოდნას, უპირობოდ უნდა ტოვებდნენ სისტემას. მასწავლებლის კვალიფიკაციის განსაზღვრა კი, მრავალი და მრავალფეროვანი კომპონენტებით უნდა ხდებოდეს, რომელთაგან ერთერთი მნიშვნელოვანი,  პედაგოგის მთავარ სამიზნეს, მოსწავლეებს  და მოსწავლეებთან მიმართებით მისაღწევ და მიღწეულ შედეგებს და პერსპექტივებს უნდა უკავშირდებოდეს.

მასწავლებლების პროფესიული ზრდის გეგმა არა ცენტრალიზებულად, არამედ ინდივიდუალურად, მისი, და სკოლის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იგეგმებოდეს და ხორციელდებოდეს. პედაგოგებთან მიმართებით ნებისმიერი ქმედება, ნაბიჯი და აქტივობა სკოლის ადმინისტრაციის ხარისხის გაუმჯობესებასთან მიმართებით უნდა მოიაზრებოდეს.

ავტორი: ანა ურუშაძე

Tags: გამოცდებიგანათლების რეფორმანათია გორგაძეშეფასება
Share1Tweet1

ახალი ამბები

მოსწავლეზე ძალადობისთვის კანონი მკაცრდება
ახალი ამბები

მოსწავლეზე ძალადობისთვის კანონი მკაცრდება

02/06/2026
ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში
ახალი ამბები

ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში

12/02/2025
საჯარო სკოლებში,1-ელიდან  მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება
ახალი ამბები

საჯარო სკოლებში,1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება

12/02/2025
მობილურების აკრძალვა, სასკოლო ფორმები, სახელმძღვანელოების ცვლილება, ნებაყოფლობითი მე-12 კლასი – რა ცვლილებებს აანონსებს სკოლებში მომდევნო სასწავლო წლიდან განათლების სამინისტრო
ახალი ამბები

მობილურების აკრძალვა, სასკოლო ფორმები, სახელმძღვანელოების ცვლილება, ნებაყოფლობითი მე-12 კლასი – რა ცვლილებებს აანონსებს სკოლებში მომდევნო სასწავლო წლიდან განათლების სამინისტრო

12/02/2025
ქუთაისი მასპინძლობს მნიშვნელოვან სამედიცინო კონფერენციას — „XXI საუკუნის გამოწვევები მედიცინაში“
ახალი ამბები

ქუთაისი მასპინძლობს მნიშვნელოვან სამედიცინო კონფერენციას — „XXI საუკუნის გამოწვევები მედიცინაში“

11/22/2025
“ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია, მასწავლებლის პროფესია იყოს დაფასებული, პრესტიჟული და თითოეული პედაგოგი სათანადოდ უზრუნველყოფილი“ – პრემიერი
ახალი ამბები

“ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია, მასწავლებლის პროფესია იყოს დაფასებული, პრესტიჟული და თითოეული პედაგოგი სათანადოდ უზრუნველყოფილი“ – პრემიერი

10/27/2025

საინტერესო

გერმანიის ბუნდესტაგი დღეს ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციას მოახდენს

გერმანიის ბუნდესტაგი დღეს ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციას მოახდენს

11 years ago
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა დაკარგული მცირეწლოვანი ბავშვი იპოვა

შსს-მ ბოლო 7 თვეში 98 ნარკორეალიზატორი დააკავა და 15 კილოგრამამდე „ჰეროინი” ამოიღო

8 years ago

ირაკლი ალასანია: “აბსოლუტურად მზად არიან ჩვენი ბიჭები მისიის შესასრულებლად”

12 years ago

შსს-ს მოლდოვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეწვია

12 years ago

ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად - ამის შესახებ ადვოკატი ტარიელ კაკაბაძესოციალურ ქსელში წერს. ცნობისთვის, 90-იან წლებში, სვანეთში, 9 წლის...

მეტის ნახვაDetails
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე 08/12/2026
  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by