• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, May 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ბავშვის უფლებათა დაცვის კოდექსი პარლამენტში განსახილველად დღეს შევა

7 years ago
in საზოგადოება
A A
ბავშვის უფლებათა დაცვის კოდექსი პარლამენტში განსახილველად დღეს შევა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სოფო კილაძის ინიციატივით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ფარგლებში შემუშავებული ბავშვის უფლებათა კოდექსი ხვალ განსახილველად საპარლამენტო კომიტეტებს გადაეცემა. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნული კოდექსი წარმოადგენს სახელმწიფოს ხედვას, კონკრეტული მექანიზმების საფუძველზე, თუ როგორ უნდა მოხდეს თითოეული ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

„პრევენცია არის კოდექსის მთავარი ქვაკუთხედი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში შეამცირებს სიღარიბეს, კრიმინალს, ძალადობას, ნარკო/ალკო/თამაშდამოკიდებულებას.”- აღნიშნავს სოფო კილაძე.

მისივე თქმით, კოდექსი მოიცავს ძირითად სიახლეებს, რომელთა შედეგადაც:

-ძლიერდება ოჯახი და იქმნება ოჯახის მატერიალური და არამატერიალური მხარდამჭერი პროგრამები, ბავშვი არ განცალკევდება ოჯახიდან მხოლოდ იმის გამო, რომ მშობელს არ აქვს სათანადო საცხოვრებელი პირობები ან ფინანსური სახსრები;

-ძლიერდება ბავშვთა ალტერნატიული ოჯახური ზრუნვა;

-იქმნება გარანტიები ბავშვის განათლების მიღების უფლების უზრუნველყოფისთვის;

-იქმნება გარანტიები ბავშვის ჯანმრთელობის დაცვის უფლების უზრუნველყოფისთვის;

-ძლიერდება ბავშვის სოციალური დაცვა და იქმნება გარანტიები ბავშვის ცხოვრების სათანადო სტანდარტით უზრუნველყოფისთვის;

-ძლიერდება ბავშვის სოციალური აქტივობა, რაც გულისხმობს იმგვარი პროგრამების ფუნქციონირებას, რომლებიც უზრუნველყოფს ბავშვის მიერ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარის და ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებას;

-ძლიერდება ბავშვის სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა, რაც გულისხმობს პროგრამებს, რომლებიც ითვალისწინებს ყველა ბავშვის თანაბარი მონაწილეობის მხარდაჭერას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მათ შორის, საგანმანათლებლო, საინფორმაციო, სპორტული, კულტურული და პროფესიული ორიენტაციის ღონისძიებების საშუალებით;

-ძლიერდება ბავშვის მოხალისეობის ხელშეწყობა;

-იქმნება ძალადობისგან ბავშვთა დაცვის ახალი სისტემა, მათ შორის, საგანმანათლებლო დაწესებულებებში იქმნება ბავშვთა მიმართ ძალადობის და ბავშვთა შორის ჩაგვრის (ე.წ. ბულინგის) პრევენციისა და რეაგირების სისტემა;

-იქმნება დანაშაულის შედეგად დაზარალებული, ძალადობის მსხვერპლი და მოწმე ბავშვების მხარდაჭერის ახალი სერვისები; ძლიერდება ბავშვის დაცვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური და სხვა მავნე ნივთიერებისგან;

-იქმნება მასობრივ გასართობ საცეკვაო ცენტრებში (ღამის კლუბებში) ღამის საათებში ბავშვთა დაშვების პრევენციის სისტემა;

-იქმნება მავნე ზეგავლენის შემცველი ინფორმაციისგან ბავშვის დაცვის სისტემა, რაც გულისხმობს როგორც მედიიდან, ასევე, ინტერნეტიდან მომდინარე მავნე ზეგავლენიდან (განსაკუთრებულად უხამსი, ძალადობის ან სხვაგვარი საფრთხის შემცველი შინაარსი) დაცვა;

-იქმნება საჯარო ღონისძიებებში ბავშვის უსაფრთხოების დაცვის სისტემა, მათ შორის ჯგუფური ტრანსპორტირების შემთხვევებში;

-იწყება ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების რეფორმა, რაც გულისხმობს მექანიზმებს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების უზრუნველყოფისთვის ადმინისტრაციულ და სამოქალაქო დავებში;

-იქმნება ბავშვთა და მშობლების/აღზრდაზე პასუხისმგებელი პირების ინფორმირებისა და კონსულტაციის მექანიზმები;

-ძლიერდება ბავშვის პერსონალური მონაცემების დაცვა;

-ინერგება მულტიდისციპლინური მიდგომა ადმინისტრაციულ წარმოებასა და სამოქალაქო/ადმინისტრაციულ მართლმსაჯულებაში;

-ინერგება ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალების ბავშვზე სპეციალიზებული მომსახურების სისტემა;

-ინერგება ბავშვთა საქმეების პრიორიტეტული განხილვა ადმინისტრაციულ წარმოებასა და სასამართლოში;

-ბავშვებთან დაკავშირებულ დანაშაულებზე იზრდება ხანდაზმულობის ვადა;

-ინერგება მექანიზმი მოსაზრების გამოხატვასა და სათანადოდ გათვალისწინებაზე ბავშვის უფლების რეალიზებისთვის;

-ბავშვს ეძლევა უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება;

-იქმნება ბავშვის გარანტია წარმომადგენლობაზე;

-განისაზღვრა გადაწყვეტილებების დასაბუთების საფუძვლები, რაც გულისხმობს ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეებზე გადაწყვეტილების მიღებისას და დასაბუთებისას ადმინისტრაციული ორგანო და სასამართლო უპირატესობას ანიჭებს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და ასაბუთებს გადაწყვეტილებას;

-იქმნება ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ზეგავლენის შეფასების სახელმწიფო მექანიზმი;

-იქმნება ანგარიშვალდებულების, კოორდინაციისა და მონიტორინგის მექანიზმი;

-იქმნება ბავშვთა საკითხების მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ერთიანი სახელმწიფო სისტემა;

-ინერგება ბავშვის მხარდაჭერის განმახორციელებელი პირების ახალი პროფესიული სტანდარტები;

-იქმნება ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო.

კომიტეტის თავმჯდომარემ, ასევე აღნიშნა, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსის შემუშავების პროცესი მიმდინარეობდა გამჭვირვალედ და მასში მონაწილეობას ღებულობდა სამთავრობო უწყებები, საერთაშორისო ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი, ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები.

კოდექსს მხარდაჭერას უწევს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში.​

Tags: ბავშვის უფლებათა დაცვის კოდექსიპარლამენტი
Share1Tweet1

ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025

საინტერესო

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი დაიწყო

9 years ago
ფეთქებადი ნივთიერების შემოტანის ფაქტზე რუსეთის მოქალაქე დააკავეს

შსს-მ თბილისში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

9 years ago

“მე პოლიტიკაში ვარ ბოლო 25 წლის განმავლობაში” – პაატა ბურჭულაძე

10 years ago
იუნესკომ ქართული ჭიდაობა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა

იუნესკომ ქართული ჭიდაობა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა

7 years ago

ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”
ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026

"ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში ინ­კა­სა­ტო­რე­ბის სა­ხე­ლით შე­სულ­მა ყა­ჩა­ღებ­მა, 3 ადა­მი­ანს ყუ­რე­ბი და თი­თე­ბი და­აჭ­რეს, რათა დიდი ფული...

Read moreDetails
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი” 05/10/2026
  • გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი 05/09/2026
  • ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი 05/08/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by