ჩატარდება თუ არა „თბილისი პრაიდი“ ორგანიზატორები გადაწყვეტილებას დღეს მიიღებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი თაბაგარმა განუცხადა, ორგანიზატორებს შეხვედრა დღეს ექნებათ და ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული.
გიორგი თაბაგარის თქმით, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები დღის განმავლობაში განცხადებას გაავრცელებენ.
ამასთან, სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლგბტ აქტივისტებს პრაიდის ჩატარებაზე უარი უთხრა.













