• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, February 1, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ეკონომიკურ გუნდში არის კომუნისტურ-კორუფციული მენტალობის მქონე ხალხი“ – გია მაისაშვილი

12 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი
A A
„ეკონომიკურ გუნდში არის კომუნისტურ-კორუფციული მენტალობის მქონე ხალხი“ – გია მაისაშვილი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamed (3)საქართველო ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას, როგორც საგარეო ასევე საშინაო ასპარეზზე, დაულაგებელი ურთიერთობები ჩრდილოელ მეზობელთან, დაანონსებული ხელმოწერა ასოცირების ხელშეკრულებაზე თუ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრობა დიდ კითხის ნიშნებს ტოვებს საზოგადოებაში. საქართველოს საგარეო ურთიერთობებზე, ჩვენს შესაძლო ადგილზე გეოპოლიტიკაში თუ ქვეყანასი არსებულ ეკონომიკურ პრობლემებზე  ”თბილისი თაიმსს” ესაუბრა ექსპერტი გიორგი მაისაშვილი.

როგორ შეაფასებდით საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსს? რამდენად სწორი სტრატეგია აქვს საგარეო უწყებას რუსეთთან მიმართებაში არჩეული?

ვფიქრობ სწორი სტრატეგია აქვს არჩეული საგარეო უწყებას. ქვეყნის კურსი გამოკვეთილია სხვა გზა გამორიცხულია, ამ  ქვეყანას სხვა კურსი არ გააჩნია. სხვა კურსი იქნება დანებება, ჩაბარება და დამოუკიდებლობაზე უარის თქმა. რუსეთთან აქტიური ურთიერთობაა საჭირო მაგრამ არა ერთი ერთზე საუბარი, მოლაპარაკებები უნდა მოხდეს ჟენევის ფორმატით. ევროკავშირისა და ამერიკის მხარდაჭერით.

რა ადგილი უჭირავს საქართველოს მსოფლიო პოლიტიკაში?

ქვეყანას ძალიან ხელსაყრელი მდებარეობა აქვს, საქართველო შორეულ აღმოსავლეთს აკავშირებს აღმოსავლეთ ევროპასთან. ჩვენ ვართ მნიშვნელოვანი კულტურულად ახლობელი პარტნიორები ევროპისა და ეს უნდა გამოვიყენით, სხვა მომავალი საქართველოს არ აქვს, გარდა იმისა, რომ იყოს შავი ზღვის რეგიონის კორიდორი ევროპაში, ეს არის ჩვენი ნიშა. ახლა კი, ეკოლოგიური დეგრადაციის პირობებში, როდესაც ეკოლოგია ხდება ნომერ პირველი პრობლემა მსოფლიოში, ახალი შანსი მოგვცა უფალმა, რომ საქართველო იყოს ეკოლოგიური ცენტრი. ამ ახალ პირობებში ხდება ხელახალი გადანაწილება როლებისა ქვეყნებს შორის, სხვა ქვეყანას ჩვენს ახლომახლო ამის პოტენციალი გეოგრაფიულად არ გააჩნია.

როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს ევროპული მომავალი? შეძლებს საქართველო 2014 წლის აგვისტოში, როგორც ეს დაანონსებულია, მოაწეროს ხელი ასოცირების ხელშეკრულებას?

ჩვენზეა დამოკიდებული მოვახერხებთ თუ არა ხელის მოწერას დოკუმენტზე, ევროკავშირს აქვს სასიცოცხლო ინტერესი შექმნას ახლო აღმოსავლეთში წარმატებული პროექტი. ევროკავშირისა და საქართველოს ორმხრივი სურვილია ამ ორგანიზაციის წევრობა და მხოლოდ მთავრობის მუშაობაზეა დამოკიდებული შევძლებთ ამას თუ არა.

ნატო-საქართველოს ურთიერთობა როგორ წარმოგიდგენიათ მომავალში, რამდენად აქვს ქვეყანას ალიანსის წევრობის შანსი?

შანსი გვაქვს მაგრამ ძალიან მძიმე შანსი. ამას ჭირდება კულტივირება, ჩვენ უნდა ვიყოთ საზოგადოება სადაც კანონი კანონობს, სადაც ეკონომიკა ფუნქციონირებს და სადაც საზოგადოება დინამიურად ვითარდება, შიგნიდან უნდა იყოს სანდოობის დონე მაღალი, თუ ამ ყველაფერს ვერ შევძლებთ მაშინ ამ ორგანიზაციაშიც არ შეგვწყვანენ. ჩვენი  უსაფრთხოების გარანტიაა ქვეყნის განვითარების გზაზე დაყენება და ისეთი პოლიტიკური სისტემის შექმნა სადაც ყველა პირი დაინტერესებულია სტაბილურობით და არა ისე როგორც დღეს არის,  მხოლოდამხოლოდ მარგინალური მეთოდებით მოქმედებენ პოლიტიკაში და ეს ქვეყანას ანგრევს, თანამედროვე სამყაროსი პოლიტიკა უნდა იყოს მექანიზმი  საზოგადოების ყველა პრობლემების გადაჭრისა. ეს სისტება დღეს საქართველოში არის დანგრეული და ეს არის ავადმყოფობა, შესაბამისად ავადმყოფი ავადმყოფურ გადაწყვეტილებებს იღებს და ამიტომაც არის, რომ ამდენი ხანია ციყვივით ერთ ბორბალის შიგნით ვტრიალებთ.

საქართველოს ამჟამინდელ ეკონომიკურ მდგომარეობას როგორ შეაფასებდით?

სიტუაცია ძალიან ქაოსურია, მთავარი ამოცანა არ არის დასახული. ჩემი აზრით, მთავარი ამოცანაა ერთ სულ მოსახლეზე 12 წელში შემოსავლის ხუთჯერ გაზრდა და ამ მაჩვენებლით აღმოსავლეთ  ევროპის ქვეყნებთან გათანაბრება. ჩვენი ნიშა არის ლოჯისტიკაში, ბუნებრივ რესურსებში, შერჩევით სოფლის მეურნეობასა და ტურიზმში, ძალიან ბევრი გამორჩეული და ჯანსაღი ადგილებია საქართველოში, ამიტომ ჩვენ გვაქვს პოტენციალი ლურჯი ზონა ვიყოთ, ამ შემთხვევასი კი ინვესტირება უფრო მაღალხარისხიანი იქნება და ეკონომიკის ფეხზე დაყენებაც შესაძლებელია.

თქვენი აზრით რამდენად თავისუფალია დღეს ბიზნეს-სექტორი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში უფრო ადვილი იყო ბიზნესის კეთება თუ ახლა?

ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ყველაფერი რთული იყო, მე არ მახსენდება საქაართველოში დაფუძნებული, დამოუკიდებელი, მაღალი ავტორიტეტის მქონე უცხოელი ინვესტორი სააკაშვილის პირობებში.  ახლა მემგონი უფრო ადვილია ბიზნესის კეთება, თუმცა ხარისხიანი უცხოური ინვესტიცია ახლაც არ ჩანს, რადგანაც ჯერ კიდევ გაურკვეველი ვითარებაა ქვეყანაში. მთავრობამ უნდა შეიმუშაოს სტრატეგია უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად, ეს არის ერთადერთი საშუალება ეკონომიკისა და ბიზნესის განსავითარებლად.

თქვენი შეფასებით რომელია ყველაზე წარმატებული და წარუმატებელი ნაბიჯი ძველი და   ახალი ხელისუფლების?

ძველი ხელისუფლების წარმატებული ნაბიჯი რაც მახსენდება ეს არის კორუპციის გარკვეულწილად დამარცხება სამოქალაქო და ზედა ეშელონებშიც, ასევე იუსტიციის სახლებიც, რომელიც არის ძალიან კარგი პროექტი. უარყოფითი კი ძალიან ბევრი ქონდათ, კრიტიკას ვერ გაუძლებს წინა ხელისუფლება. საქართველოს ქონდა უნიკალური შანსი გეოპოლიტიკაში ადგილის დამკვიდრებისა, ასეთი რამ რამდენიმე საუკუნეში ერთხელ ხდება, რომელიც წინა ხელისუფლებამ ხელიდან გაუშვა, ეს უზარმაზარი შესაძლებლობა ასე სამარცხვინოდ იქნა ხელიდან გაშვებული. თუმცა ახლანდელი უსუსური ხელისუფლების ფონზე იქმნება შთაბეჭდილება, რომ  წინა ხელისუფლება რაღაცას აკეთებდა. ასეთი აყვავებული ნეპოტიზმი შევარდნაძის დროსაც კი არ იყო.

თქვენ მუშაობდით ენერგეტიკულ კომპანიაში, კემბრიჯის ენერგეტიკული ასოციაციის კასპიის აუზის ენერგეტიკული შემცველების დეპარტამენტის უფროსიც ბრძანდებოდით, საკმაო გამოცდილება გაქვთ ენერგეტიკული კუთხით, ამიტომ ხუდონჰესის საკითხზე გვაინტერესებს თქვენი მოსაზრება, ამ თემასთან დაკავშირებიტ სრულიად სხვადასხვა მოსაზრებები ვრცელდება,თვენი აზრით რამდენად საჭიროებს საქართველო ამ ჰესს და რა შედეგებს მოუტანს ქვეყანას მისი აშენება?

ხუდონჰესი მეოცე საუკუნის პროექტია ,ჩამორჩენილი ტექნოლოგიების მატარებელი. ასეთი დიდი ჰესი პატარა ქვეყანას არ ჭირდება, საშიშია, არარენტაბელურია, წამგებიანია, ტექნოლოგიურად ჩამორჩენილი პროექტია, დიდი ჰესების დრო წარსულს ჩაბარდა, ევროპაში ენერგიის გამომუშავება ხდება პატარ-პატარა ჰესებით. მეორე საკითხია ის თუ რა დამანგრეველი შედეგები შეიძლება მოუტანოს სვნაეთსა და მთელს ქვეყანას, ის მთლიანად შეცვლის ლანდშაფტს.

 თქვენ საქართველოში ვარდების რევოლუციის პერიოდში დაბრუნდით და მიხეილ სააკაშვილის ეკონომიკური კონსულტანტი გახდით, მისივე თხოვნით დაწერეთ საქართველოს სახელმწიფოებრივი მშენებლობის პროგრამა. სარგებლლობდა თუ არა სააკაშვილი თქვენი დაწერილი პროგრამით ქვეყნის მმართველობისას?

ეს პროგრამა შეიცავდა, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ ასპექტებს, თუმცა ის სააკაშვილს არ გამოუყენებია და მხოლოდ ბრჭყვიალა და გარე ეფექტის მოსახდენად  სჭირდებოდა. მას სჭირდებოდა ხლისუფლების კონსოლიდაცია, თუკი ის ამას მოახერხებდა ამის შემდეგ მას ვეღარავინ შეაჩერებდა. ჩემთან ასოცირება მას მხოლოდ ეფექტის მოსახდენად სჭირდებოდა.

თქვენი შეფასებით დღეს როგორია ეკონომიკური გუნდის მუსაობა, მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები?

შეფასება ძნელია, რადგანაც ძალიან სუსტია დღეს ეკონომიკურ გუნდში, ელემენტარულად მათ ვერ შეძლეს ვალუტის სტაბილიზაცია, ვერ შექმნეს მიმზიდველი გარემო ინვესტორებისთვის, მათ არ შეუძლიათ რესურსების მობილიზება, ანუ საერთოდ ეკონომიკური აზროვნება არ არსებობს, აზროვნება არის საბჭოთა სტილში.  დღეს ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრები არიან შევარდნაძისტული რეჟიმის გამოხატულება,  პიროვნულად არც ერთთან პრობლემა არ მაქვს, უბრალოდ ტიპაჟი, ასეთი აზროვნება, ასეთი მმართვა არის პირდაპირ შევარდნაძის პერიოდში დაბრუნება. სამწუხაროდ იქმნება შთბეჭდილება, რომ ეკონომიკურ გუნდში არის კომუნისტურ-კორუფციული მენტალობის მქონე ხალხი და ეს ძალიან საშიშია ამ ეტაპზე. ის კეთილი ნება რაც მოყვა ხელისუფლებას ჩვენგან, ამომრჩევლისგან თითქმის გამქრალია. ეკონომიკა გეგმავს ყველაფერს, ეკონომიკის გარეშე არაფერი არ იქმნება და ყველაზე ნაკლები ყურადღება ჩვენთან ეკონომიკას ექცევა. მთლიანად მთავრობა ძალიან სუსტია, განსაკუთრებით სუსტი კი ეკონომიკური გუნდია. ხადური საერთოდ ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას, ეკონომიკის მინისტრი კი საერთოდ არ ერევა პროცესებში, მე ვერც ერთ წარმატებულ ქვეყანას ვერ დაგისახელებთ სადაც მთავრობა მთავარ ყურადღებას არ აქცევდეს ეკონომიკას, არ აყალიბებდეს ეკონომიკურ პოლიტიკას და არ ქმნიდეს გარემოს ეკონომიკური განვითარებისთვის. ეს არის ბენდუქიძისეული აზღოვნება და არ შეიძლება ასეთი არაკომპედენტური ადამიანები ასეთ მგრძნობიარე სფეროში, როგორიც ეკონომიკაა ფუნქციონირებდნენ.

19.02.14

ნინა პირტახია

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 
ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 

02/16/2022
“ექსპერიმენტორიუმი” –  ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში
ახალი ამბები

“ექსპერიმენტორიუმი” – ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში

01/28/2022
სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე
ახალი ამბები

სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე

01/19/2022
„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება

01/14/2022
მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი
ახალი ამბები

მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი

12/11/2021
ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია
ახალი ამბები

ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია

11/16/2021

კალენდარი

February 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« Jan    

სიახლეები

  • იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება 01/30/2026
  • „19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა 01/30/2026
  • ორი დაღუპული და ერთი დაშავებული – უმძიმესი ავარია თბილისი-კახეთის ავტობანზე 01/30/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In