• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, September 17, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„დღეს ჩინეთს აწყობს რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირება“ – მამუკა არეშიძე

13 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი
A A
„დღეს ჩინეთს აწყობს რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირება“ – მამუკა არეშიძე
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

304areshidze1მთელი მსოფლიოს ყურადღება კვლავ უკრაინისკენ არის მიპყრობილი, საერთაშორისო თანამეგობრობა შეშფოთებულია უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, ძალიან ბევრი შიშობს, რომ სამყარო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა. უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, სცენარის შესაძლო განვითარებასა და იმაზე, თუ როგორ აისახება ყირიმის კრიზისი საქართველოზე ,,თბილისი თაიმსს“ ექსპერტი მამუკა არეშიძე ესაუბრა.

როგორ შეაფასებდით ყირიმში და დანარჩენ უკრაინაში არსებულ ვითარებას?როგორ შეიძლება ვითარება განვითარდეს?

რა თქმა უნდა, ცუდად ვაფასებ. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ მე არ ვთვლი უკრაინელები არასწორად მოიქცნენ, როცა თავიდან პაუზა აიღეს და არ ჩაყვნენ ამ სამხედრო ავანტურაში რუსებს, მაგრამ ეხლა მოვიდა დრო, რომ ისინი უფრო აქტიურები გახდნენ, საკუთარი სამშობლო პირველ რიგში თვითონ უკრაინელებმა უნდა დაიცვან, მარტო საჩივრებითა და თხოვნით მსოფლიო თანამეგობრობასთან საქმე ვერ შეიცვლება, სანქციები სანქციებად, მოკლედ ახლა მთავარია დღევანდელი უკრაინის ხელისუფლებამ  მოახდინოს საზოგადოების  კონსოლიდირება და ამის რესურსი ნამდვილად არის, ეს აუცილებლად არის გასაკეთებელი, ეს არის ერთი საკითხი, მეორე საკითხი არის ის, რომ სამწუხაროდ დასავლეთმა ვერ მოახერხა ერთი პირის შენარჩუნება, ვერ მოახერხა ერთ პოზიციაზე დარჩენა და ვერ მოახერხა უფრო აგრესიული იყოს რუსეთის სამხედრო მოქმედებების მიმართ. საქმე ისაა, რომ რუსეთმა ახალი თამაშის წესები შემოიღო, დასავლთი ამისთვის მზად არ აღმოჩნდა და რეაგირებას ვერ ახერხებს, ამასობაში მსოფლიოს ახალი წესრიგის ჩამოყალიბების მომსწრენი აღმოვჩნდით, სიტუაციის გადაადგილების წინაშე აღმოვჩნდით, გადალაგება ყოველთვის მტკივნეულია, მე არ ვიცი ეს გადალაგება რით დამთავრდება ლოკალური ომით თუ ფართომაშტაბიანი ომით, მაგრამ ომით, რომ დამთავრდება ფაქტია.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ჩინეთმა თავი შეიკავა და არ მისცა ხმა რუსეთის საწინააღმდეგოდ მიღებულ რეზოლუციას. რას შეიძლება ნიშნავდეს რუსეთის მიმართ ჩინეთის ლოიალური დამოკიდებულების დემონსტრირება?

საქმე იმაშია,რომ ჩინეთმა თავი შეიკავა, თორემ წინააღმდეგ არ წასულა, ჩინეთმა დემონსტრაციულად განაცხადა, რომ ის არ ჩაერევა ამ სიტუაციაში. საქმე ისაა, რომ მოვა დრო რამდენიმე წლის შემდეგ, შეიძლება ეს იყოს ხუთი, ათი წლის შემდეგ ჩინეთი ზუსტად იგივე მეთოდით იმოქმედებს რუსეთის წინააღმდეგ. დღეს ჩინეთი და რუსეთი გარკვეულწილად პარტნიორები არიან დანარჩენი მსოფლიოს წინააღმდეგ, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს გაქრება ეს, რადგან დაახლოებით ათი მილიონი ჩინელი ცხოვრობს დღეს რუსეთის ტერიტორიაზე, შორეულ აღმოსავლეთში. აქედან სულ მცირე, შეგვიძლია ვივარაუდოთ,რომ სამი-მესამედი მაინც არის ჩინეთის მოქალაქე, შეიძლება უფრო მეტიც, ჩინეთს შეუძლია ზუსტად იგივე მეთოდოლოგია გამოიყენოს რუსეთის წინააღმდეგ, დაიცვას თავისი მოქალაქეების ინტერესები, მითუმეტეს, რომ ისტორიულად ეს ტერიტორიები იყო ჩინური ცინის დინასტიის კუთვნილება, აქედან გამომდინარე, დღეს ჩინეთს აწყობს რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირება, სადაც ის ეკონომიკურ და პოლიტიკურ სარგებელს ნახავს, ამიტომ იკავებს თავს და არ ერევა ასეთ ღონისძიებებში.

ყირიმში განვითარებულმა პროცესებმა გვაჩვენა, რომ “ცივი ომის” შემდეგ ჩამოყალიბებული მსოფლიო წესრიგი რეალურად არ მუშაობს, ახალი კი ჯერ არ ჩამოყალიბებულა. თქვენი აზრით, უკრაინის კრიზისის შემდეგ რა კონტურებს შეიძენს ჩამოყალიბების სტადიაში მყოფი მხოფლიოს ახალი წესრიგი და როგორი იქნება დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები?

ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარება იწყება, ბუნებრივია, წინააღმდეგობა შეხვდება ამ ახალ მსოფლიო წესრიგს, ამ წინააღმდეგობის გამოვლენის ფორმა არის ომი, როგორი ომი იქნება ეკონომიკური, პოლიტიკური თუ იარაღი იქნება ამოქმედებული ამას მე ვერ გეტყვით. როცა დამთავრდება ეს წინააღმდეგობა და დაპირისპირება გამარჯვებული ვინც იქნება შემდეგ შეგვეძლება ახალი მსოფლიო წესრიგის ახალ კონფიგურაციაზე ვისაუბროთ.

რჩება შთაბეჭდილება, რომ იანუკოვიჩი და მისი ძალოვანი უწყებების მინისტრები კრემლისთვის მუშაობდნენ და ის, რაც ახლა ხდება, ამისათვის რუსეთი კარგა ხანია, ემზადებოდა,რას ფიქრობთ ამის შესახებ?

ამას არ გამოვრიცხავ, რადგან არის ინფორმაცია, რომ კრემლი ამისთვის 2008 წლიდან ემზადებოდა, რამდენად ასეა მე ვერ გეტყვით, დოკუმენტები არ მინახავს, ლოგიკა, რომ ასეთია, ფაქტია. 2008 წლამდეც რიგდებოდა რუსული პასპორტები ყირიმში, იქმნებოდა სხვადასხვა ტიპის რუსული ორგანიზაციები, მაგალითად როგორიცაა – ,,ყირიმელ რუსთა კავშირი“, ,,რუსული სათვისტომო“ და ა.შ. ასეთი ტიპის ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებოდა მოსკოვიდან, რასაკვირველია ამისთვის ემზადებოდნენ, მაგრამ რამდენად იყო იანუკოვიჩი ამაში ჩართული მაგას ვერ გეტყვით იმიტომ, რომ პრინციპში იანუკოვიჩისთვის ჯერ ერთი მომგებიანი არ იქნებოდა ამ საქმეში რუსეთის მხარდაჭერა, მეორეც იანუკოვიჩი იმ ტიპის კაცი იყო, რომელიც ცდილობდა ორ ფრონტზე ეთამაშა დასავლეთთანაც და რუსეთთანაც, საბოლოო ჯამში ამან დაღუპა და კიდევ პლიუს იმან, რომ კორუმპირებული იყო სულით-ხორცამდე, ასე,რომ მე ვერ გეტყვით იანიკოვიჩის ჩართულობის თაობაზე ვერაფერს, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ  მისი სპეცსამსახურის წევრები ამაში ჩართულები რომ იყვნენ ფაქტია, ისე ამას ვერ გააკეთებდნენ, ისევე როგორც საქართველოში მეხუთე კოლონის არსებობის გარეშე საქართველოს ხელისუფლებაში რუსეთი ვერ მიიღებდა იმ შედეგს, რომელიც მიიღო.

თუ რუსეთმა აქტიური სამხედრო მოქმედებები მაინც დაიწყო რუსეთ–უკრაინის საზღვარზე, თქვენი აზრით, რა ნაბიჯებს გადადგამს და რამდენად ეფექტურად შეძლებს უკრაინის ხელისუფლება აგრესორისთვის წინააღმდეგობის გაწევას?

როგორც თვითონ უკრაინელი ექსპერტები ამბობენ, მათი სამხედრო პოტენციალი მიუხედავად იმისა,რომ თავდაცვის სამინისტრო სტრუქტურაში მუშაობს 150 000 კაცამდე, აქედან სამხედრო პოტენციალი გაწვრთნილი ჯარის თვალსაზრისით ძალიან დაბალია, დაახლოებით  სულ – 6-10 ათასია.  მეორეს მხრივ, ტექნიკის ნაკლებობას  უკრაინის არმია არასოდეს უჩიოდა, თუმცა რა მდგომარეობაშია ეს ტექნიკა მე ვერ გეტყვით, არ ვიცი, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ არსებობს დაახლოებით 20-30 000 კაციანი ფორმირებები, დაახლოებით მხედრიონის ტიპის, რომელთა მორალური სული საკმაოდ მაღალია, მაგრამ რამდენად სპეციალისტები არიან სამხედრო საქმისა ვერ გეტყვით. ყოველ შემთხვევაში, უკრაინაში  საქართველოსგან განსხვავებით ძალიან ბევრი მაღალი დონის პროფესიონალია სამხედრო რეზერვში, მათ შორის  რუსული სპეცნაზის ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც უბრალოდ გასულნი არიან თადარიგში, მათი ნაწილი, ვიცი, რომ გამოცხადდა სამხედრო გასაწვევ პუნქტებში, რამდენად გამოიყენებს ამ რესურსს უკრაინის ხელისუფლება ვერ გეტყვით. უნდა გითხრათ,რომ მე ვერ ვხედავ უკრაინის სათავეში ადამიანებს, როლებსაც აქვთ ძლიერი ნებისყოფა, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების სურვილი, ძლიერ პიროვნებებს ვერ ვხედავ, ღონიერი სხვა არის, კლიჩკო რომ არის ისეთი, იაცენიუკი კი ჩემთვის არ არის ფიგურა, რომელსაც შეუძლია რადიკალური ნაბიჯის გადადგმა, ეტყობა კიდეც, იაცენიუკიმა უცებ შეაჩერა ასოცირების ხელშეკურელბის ხელმოწერა, ესეც მანიშნებელია იმისა, რომ მანევრირებს და როდესაც მტერი კარს არის მომდგარი მანევრირება ყოველთვის მომგებიანი არ არის, ამის მაგალითი ჩვენ გვქონდა სქართველოს ისტორიაში თუნდაც 1919-21 წლებში, ამიტომ თუ მტერია მტერია, თუ გინდა რაღაცა საქმე გაარჩიო მასთან ჩუმად, კულვარებში მანამდე უნდა მოგეხერხებინა ეგ ამბავი.

ექსპერტების ვარაუდით რამოდენომე თვეში ვიგრძნობთ რუსული  ე.წ. “რბილი ძალის” შემოჭრას საქართველოში“.  ანუ, სავარაუდოდ, ბრძოლის რა ფორმებს შეარჩევს ამჯერად კრემლი საქართველოსთან მიმარებაში? შესაძლოა, ამაზე პასუხი მიგვეღო კარასინ–აბაშიძის 14 მარტისათვის დაგეგმილ შეხვედრაზე, მაგრამ ეს შეხვედრა უკვე მეორედ გადაიდო. . .

მე დარწმუნებული ვარ, გადადება ამ შეხვედრისა განპირობებულია იმით, რომ კრემლი თვითონ არჩევს კვლავ  პოლიტიკას სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს მიმართ. კრემლს არ სჭირდება ამ ფორმატის შეხვედრები, კრემლს სჭირდება უკრაინულ-მოლდოვურ სივრცესთან ურთიერთობის გარკვევა. თუ დღევანდელი სტატუს ქვო შენარჩუნდა, რისი ტემპიც  აქვს აღებული რუსეთს, მაშინ იცოდეთ, რომ დნესთისპირეთის, უკრაინისა და მოლდავეთის შემდეგ დადეგბა ამიერკავკასიის დრო, სამხრეთ კავკასიის დრო. მეთოდს არა აქვს მნიშვნელობა, მეთოდი აგრესიული იქნება ყოველ შემთხვევაში, ეს იქნება საქართველოს ტერიტორიაზე კორიდორის გაჭრა, ეს იქნება ჯავახეთში იგივე სცენარის გამეორება, რაც ყირიმში . პირველი მთავარი დარტყმის ობიექტი იქნება აზერბაიჯანი და არა საქართველო, მაგრამ საქართველო ჩათრეულ იქნება.

ანუ ვარაუდობთ, რომ ჯავახეთში შეიძლება მოხდეს იგივე რაც ყირიმში?

რასაკვირველია, ვვარაუდობ. ეს იმიტომ არა, რომ ჯავახეთში სომხები ცხოვრობენ, ასე არიან განწყობილნი, არამედ იმიტომ რომ რუსეთს ასე სჭირდება. ზუსტად ამის გამო, გვმართებს ფრთხილად ყოფნა, მოზომილად ყოფნა, გააზრებული ნაბიჯების გადადგმა, რაც ყველაზე მთავარია ზუსტად უნდა ვფლობდეთ სიტუაციას, მე ვერ ვხედავ, რომ დღევანდელი სიტუაციის ფლობა აბსოლიტურია ხელისუფლების მხრიდან და აქედან გამომდინარე, არც საზოგადოება მინდა იყოს ბალიშზე მიძინებული, რომ სადღაც უკრაინაში ხდება და ჩვენთან არ მოხდება, არ არის ეს ასე, ჩვენ უკვე არაერთხელ გავიარეთ ეს ამბავი, ხიფათი არის ძალიან მაღალი ხარისხის და საზოგადოება უნდა იყოს მობილიზებული ამ გამოწვევისადმი. მინდა გავაფრთხილო  ზოგიერთი პოლიტიკუტი პარტია აქით-იქით ზედმეტ ხტუნაობას შედეგი არ მოაქვს, პირიქით სიტუაციას ამძიმებს,  რატომ უნდა იყოს მაინცდამაინც საქართველოში ის ლაბორატორია, რომელიც ასე ვთქვათ ქვეყანას დაანგრევს და მერე სხვები ისწავლიან ჩვენს მაგალითზე, არ არის ეს საჭირო.

21.03.14

ლანა წურწუმია

ShareTweet

ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 
ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 

02/16/2022
“ექსპერიმენტორიუმი” –  ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში
ახალი ამბები

“ექსპერიმენტორიუმი” – ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში

01/28/2022
სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე
ახალი ამბები

სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე

01/19/2022
„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება

01/14/2022
მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი
ახალი ამბები

მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი

12/11/2021
ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია
ახალი ამბები

ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია

11/16/2021

საინტერესო

“აფხაზეთთან ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერა სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზებას”

“აფხაზეთთან ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერა სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზებას”

12 years ago
საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქ. ლიონში საქართველო ყველაზე მასშტაბურ გასტრონომიულ გამოფენაში Sirha პირველად მონაწილეობს

საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქ. ლიონში საქართველო ყველაზე მასშტაბურ გასტრონომიულ გამოფენაში Sirha პირველად მონაწილეობს

8 years ago
“ქვეყანაში პედოფილიის ეპიდემია მძვინვარებს…” – თამარ ჩერგოლეიშვილი

“ქვეყანაში პედოფილიის ეპიდემია მძვინვარებს…” – თამარ ჩერგოლეიშვილი

3 years ago
“გრიპის ეპიდემიის არანაირი საშიშროება არ არსებობს”

დავით სერგეენკო – ყველა დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფას 1.9 მილიარდ ლარამდე ესაჭიროება

8 years ago

ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის ცნობილი იყო –  ორგანიზაციებმა თუ კერძო პირებმა, სხვადასხვა მომსახურებაში უმეტესად უარი თქვეს ჰონორარსა თუ ხელფასზე
ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის ცნობილი იყო – ორგანიზაციებმა თუ კერძო პირებმა, სხვადასხვა მომსახურებაში უმეტესად უარი თქვეს ჰონორარსა თუ ხელფასზე

09/16/2026

პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის ცნობილი იყო იმთავითვე, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის...

მეტის ნახვაDetails
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
რას ამბობენ კლინიკაში, სადაც გურამ დადიანიძის მამიდა, ნინო დადიანიძე მუშაობდა

რას ამბობენ კლინიკაში, სადაც გურამ დადიანიძის მამიდა, ნინო დადიანიძე მუშაობდა

09/15/2026
“კაცმა 15 წლის ბიჭი რუსთავში, სახლში, სადილზე დაპატიჟა, ბინაში ჩაკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა…”- მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ბრალი შეუმსუბუქდა

“კაცმა 15 წლის ბიჭი რუსთავში, სახლში, სადილზე დაპატიჟა, ბინაში ჩაკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა…”- მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ბრალი შეუმსუბუქდა

09/15/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის ცნობილი იყო – ორგანიზაციებმა თუ კერძო პირებმა, სხვადასხვა მომსახურებაში უმეტესად უარი თქვეს ჰონორარსა თუ ხელფასზე 09/16/2026
  • დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება 09/16/2026
  • რას ამბობენ კლინიკაში, სადაც გურამ დადიანიძის მამიდა, ნინო დადიანიძე მუშაობდა 09/15/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by