გუშინ „თიბისი ბანკში“ ორი ახალი პროექტის „აწარმოე საქართველოში“ და „სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების“ პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტი ინიცირებულ იქნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, პროგრამის კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მასში ჩართულია სამინისტროს სისტემაში შემავალი შემდეგი სსიპ–ები: „მეწარმეობის განვითარების სააგენტო“, „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ და „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო“.
პროექტების ამოქმედება 2014 წლის პიველი ივნისიდან დაიწყო.
პრეზენტაცია “თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგლემ არჩილ მამათელაშვილმა გახსნა, რომელმაც მოკლედ ისაუბრა არსებული პროექტების მიზნებზე და აღნიშნა, რომ ეს პროექტები მცირე და საშუალო ტიპის მეწარმეებზეა გათვლილი, რადგან მათ განავითარონ საწარმოები და შეძლონ კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა.
პროექტი „აწარმოე საქართველოში“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მისნისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა წარმოგვიდგინა.
„პროექტის მიზანია ქვეყანაში მეწარმეობის განვითარება და მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა და ამასთანავე კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდა. პროექტი ორი მიმართულებით ხორცილელდება: პირველი ეს არის ინდუსტრიული, ხოლო მეორე სოფლის მეურნეობის მიმართულება, პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 46 მილიონ ლარს, აქედან – 30 მილიონი ლარი მიდის სოფლის მეურნეობის, ხოლო 16 მილიონი ლარი ინდუსტრიალიზაციის ხელშეწყობაში. არსებული პროგრამა შედგება სამი კომპონენტისაგან, პირველი ესაა – ფინანსური ხელშეწყობა, რაშიც იგულისხმება კრედიტის პროცენტის თანადაფინანსება პირველი ორი წლის განვმავლობაში 10%-ის მოცულობით, მეორე – ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა. ანუ სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების გადაცემა უსასყიდლოდ,ასევე შესაძლებელია აპლიკანტის მიერ იდენტიფიცირებული ქონების გადაცემაც და მესამე – საკონსულტაციო მომსახურება, რაშიც იგულისხმება ტრეინინგები სამეწარმეო უნარებში, წარმოებაში ხარისხის მენეჯმენტში და სხვა. შესაბამისი სტანდარტების დანერგვა ინოვაციების და თანამედროვე ტექნოლოგიების მოძიება/დანერგვის ხელშეწყობა. პროგრამა იყოფა ორი მიმართულებით, პირველი – ინდუსტრიული სადაც შედის: სამშენებლო მასალების, ქაღალდისა და მუყაოს, საფეიქრო წარმოება, მანქანათმშენებობა, ფარმაცევტული წარმოება და სხვ. მეორე – სოფლის მეურნეობის მიმართულება: ბოსტნეულის, კენკროვანი კულტურების და მწვანილის მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობა მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მესაქონლეობის ფერმა, ხილის, კენკროვნების, ბოსტნეულის, ციტრუსის გადამუშავება, კაკლის, თხილის, მიწის თხილის და სხვა კაკლოვნების გადამუშავება და სხვა,“ – განმარტა ბოჭორიშვილმა
მისივე განცხადებით, მეწარმემ, რომ შეძლოს თანადაფინასების მოპოვება მან რამდენიმე მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს: ინდუსტრიული მიმართულებით დაფინანსებული სესხით აუცილებელია შეიქმნას მხოლოდ ახალი საწარმო. საწარმო უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უსაფრთხოებას და გარემოს დაცვის მოთხოვნებს.
რაც შეეხება ფინანსურ დახმარებას სესხზე მოთხოვნილი გირაოს თანადაფინანსება სესხის 30%-ის მოცულობით, სესხის გაცემიდან პირველი 2-4 წლის განმავლობაში (არაუმეტეს 600 ათასი აშშ დოლარისა) სესხის მოცულობა არ უნდა იყოს 150, 000 აშშ დოლარზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 2,000,000 აშშ დოლარს სესხის მოცულობის არანაკლებ 80% განკუთვნილი უნდა იყოს ძირითადი საშუალებების შესაძენად საშეღვათო პერიოდი: 24 თვე – ძირითადი საშუალებებისთვის განკუთვნილ სესხის ნაწილზე 18 თვე – საბრუნავი საშუალებებისთვის განკუთვნილ სესხის ნაწილზე.
რაც შეეხება სესხის მოცულობას 150 000 აშშ დოლარიდან – 500 000 აშშ დოლარამდე 13% საბანკო განაკვეთია, რომლის 10% სახელმწიფო ანაზღაურებს, 500 001 აშშ დოლარიდან – 1 000 000 აშშ დოლარამდე 12% საბანკო განაკვეთია, რომლოს ასევე 10% ანაზღაურებს სახელმწიფო და 1 000 001 აშშ დოლარიდან – 2 000 000 აშშ დოლარამდე 11% საბანკო განკვეთია და სახელწიფო კვლავ 10% ანაზრაურებს.
რაც ჩეეხება სოფლის მეურნების მიმართულებას, აქც მოთხოვნები თითქმის უცვლელი რჩება, თუმცა არის ერთი ფინანსური განსხვავებაც სესხის მოცულობა არ უნდა იყოს 600,000 აშშ დოლარზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 2,000,000 აშშ დოლარს. ხოლო რაც შეეხება სესხის მოცულობას 600 000 აშშ დოლარიდან – 1 000 000 აშშ დოლარამდე 12% არის საბანკო განაკვეთი, ხოლო1 000 001 აშშ დოლარიდან – 2 000 000 აშშ დოლარამდე 11% საბანკო განაკვეთი.
„შემოთავაზებული პროფილის საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის გამოცემიდან არაუგვიანეს 2 (ორი) წლისა; საწარმოს შექმნისა და წარმოების დაწყების ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად თბილისში – შესაბამისი უძრავი ქონების საბაზროღირებულების არანაკლებ ექვსმაგი, ხოლო საქართველოს სხვა ტერიტორიაზე – არანაკლებ ოთხმაგი ოდენობის. უკვე არსებობს სახელმწიფოს მიერ 100 საწარმო, რომელშიც მეწარმეებს შეუძლიათ წარმოების დაწყება, თუმცა მეწარმეს სეუძლია სახელწიფოს შესთავაზოს თვაისივე არჩეული საწარმო,“ – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
რაც შეეხება „სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების“ პრეზენტაციას, ის სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხლმძღვანელმა ლევან ასათიანმა წარმოადგინა.
მისი განცხადებით, პროექტის მიზანია რეგიონულად დივერსიფიცირებული, ახალი გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა.
„ახლი საწარმოების გახსნისათვის კი პროექტით გათვალისწინებულია დაფინანსების 3 წყარო: 1-შეღავათიანი გრძელვადიანი საბანკო კრედიტი ან ლიზინგი-საწარმოო ღირებულებების არაუმეტეს 50%-სა. სააგენტოს მიერ სესხის წლიური საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსება შეადგენს 12%. 2-კრედიტის თანმხვედრი სააგენტოს თანადაფინანსება, რომელიც შეადგენს საწარმოს ღირებულების არაუმეტეს 40%-სა, 3-ბენეფიციარის თანამონაწილეობა საწარმოს ღირებულების მინიმუმ 10%-სა. წარმოდგებილი პროეტქის ღირებულება უნდა შეადგენდეს 200 ათასი აშშ დოლარიდან 1 მილიონ აშშ დოლარამდე. თოთოეულ მიზნობრივ რაიონში გათვალისწიებულია არაუმეტეს 3 გადამამუშავებელი საწარმოს დაფინანსება,“ – ავცადებს ლევან ასათიანი.
მისივე განმარტებით, ფინანსურ დახმარებასთან ერთად მსგავს საწრმოებს გაეწევათ ტექნიკური დახმარებაც რაც გულისმობს ბიზნეს გეგმის შედგენას, დანადგარების მოძიებასა და შერჩევას, პერსონალის მომზადებას, ნედლეულის პოტენციურ მომწოდებლებთან კომუნიკაციას და ა.შ.
„თბილისი თაიმსი“ გაესაუბრა პრეზენტაციაზე მყოფ მეწარმეებს, რომელთა მხრიდანაც იყო გარკვეული შენიშვნები.
არსებობდა პრეტენზია იმის შესახებ, რომ შერჩეული საწარმოები არ არის უზრინველყოფილი წყლით, დენით და მსგავსი კომუნიკაციებით, ამის შესახებ კი ჟურნალისტებს ქეთევან ბოჭორიშვილმა განუცხადა, რომ ისინი მაქსიმალურად შეეცადნენ საწარმოთა უმეტესობა უზრუნველეყოთ კომუნიკაციის სისტემებით, ხოლო ზოგიერთი საწარმოს ტერიტორიასთან ახლოს მაინც მოეყვანათ ეს სისტემები.
მან ასევე, ისაუბრა რისკების შესახებ და აღნიშნა, რომ რა თქმა უნდა არსებობს რისკები, მაგრამ ეს რისკები არ იქნება ხელოვნურად შექმნილი, რადგან ამ შემთხევაში დაზარალდება, ბანკიც, სახელმწიფოც და მეწარმეც.
მან განაცხადა, რომ პირველ რიგში ბანკი წყვეტს დაფინანსდება თუ არა, ესა თუ ის პროექტი, მხოლოდ ამის შემდეგ შემოდის სახელმწიფო თანადაფინანსებაში. მისი განცხადებით დღეს უკვე 2 მეწარმეს მიეცა საშუალება დაიწყოს ადგილობრივი წარმოება. კასპის რაიონში შპს „ჯი–ემ–პლასტიკის“ სამედიცინო ნარჩენებისთვის განკუთვნილი კონტეინერების წარმოებისთვის მინიმალური ინვესტიცია 204 ათასი ლარი იქნება და 30 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება. რუსთავში საფეიქრო საწარმო შპს „შაქრო“ კი 104 ათასი ლარის მინიმალურ ინვესტიციას განახორციელებს და საწყის ეტაპზე 45 ადამიანს დაასაქმებს.
ჟურნალისტებს ასევე ესაუბრა „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე არჩილ მამათელაშვილი, მან განაცხადა რომ ბანკს არ აქვს დაწესებული, მინიმუმ ან მაქსიმუმ რამდენი თანხა უნდა დახარჯოს მსგავს პროექტებში.
„რა თქმა უნდა, მათ შემთხევაშიც არსებობს რისკები, რომ მეწარმე დაკისრებულ ვალდებულებას ვერ შეასრულებს და სახელმწიფო ბანკს თანხას აღარ გადაუხდის, მაგრამ ბანკში არსებობს რისკების დეპარტამენტი, და ამას ის შეაფასებს,“ – განაცხადა მამათაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბანკისათვის მსგავსი ტიპის პროექტების მხარდაჭერა სასარგებლოა, რადგან ის ზრდის საკუთარი მომხმარებლების ბაზას და ეს ხელს უწყობს კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალებებას.
სულ აღნიშნულ პროექტების განხორციელებაში 14 ბანკი მონაწილეობს.
10.06.14
ანო მუქათარიძე