• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, August 20, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რას წარმოადგენს კომპანია wehelp.ge და ვინ დგას მის უკან?!

12 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი
A A
რას წარმოადგენს კომპანია wehelp.ge და ვინ დგას მის უკან?!
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

Wehelp.ge საქველმოქმედო პლატფორმაა, რომელიც განსაკუთრებით მძიმე ავადმყოფობით დაავადებულ ბენეფიციარებს ეხმარება. ფონდი უკვე წელიწადზე მეტია, რაც არსებობს,  თუმცა ქართველი მოსახლეობის უმეტესობამ ორგანიზაციის შესახებ  მაშინ შეიტყო ,როდესაც საქველმოქმედო Youtube– მარათონს  – „ყინულიანი წყლის გამოწვევევას“ ფონდის დამფუძნებელი, ბორის კიკნაძე და IdeaGroup–ის დამფუძნებელი, ლევან პაიჭაძე შეუერთდნენ.

საქართველოში ვიდეომარათონი 18 აგვისტოს დაიწყო და დღემდე  ორგანიზაციაში ჩარიცხული თანხის რაოდენობამ  – 200 000 ლარი შეადგინა.  რით განხვავდება საქველმოქმედო ფონდი wehelp.ge  სხვა ფონდებისგან და რა ინოვაციური სიახლეები იგეგმება მომავალში. ამ საკითხებზე „თბილისი თაიმსთან“  ფონდის დამფუძნებელმა, ბორის კიკნაძემ ისაუბრა.

10656377_832041233493821_2109102824_n

  • როდის და ვის მიერ  დაარსდა ფონდი  „wehelp.ge”  და ვინ არიან ფონდის სპონსორები?

WeHelp-ი დაარსდა 2013 წლის სექტემბერში, სწორედ მაშინ ჩაეშვა საიტი. განთავსებული იყო პირველი ბენეფიციარი და მოხდა პროექტის პრეზენტაცია კრწანისის რეზიდენციაში. ფონდი დავარსე, მე  ბორის კიკნაძემ და თანადამფუძნებლები იყვნენ უჩა მაისურაძე და დავით ხოსროშვილი. პროექტის შექმნაში სპონსორები არ მონაწილეობდნენ და მთლიანი დანახარჯები დამფუძნებლებმა თავად დავფარეთ. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ საჭირო იყო ეს სტარტაპი ჩვენი სახსრებით გაგვენვითარებინა, არც გრანტი მიგვიღია და არც დაფინანსება რომელიმე კომპანიიდან. ჩვენი სპონსორები ისევ და ისევ ჩვენი მომხმარებლები არიან, ისინი გვირიცხავენ თანხას იმისთვის რომ ჩვენ ვიარსებოთ. თუკი მომხმარებელს უნდა, რომ არამხოლოდ კონკრეტულ ბენეფიციარს დაეხმაროს არამედ ფონდის საქმიანობასაც და მის განვითარებას ის აკეთებს შემოწირულობას.

  • მოქალაქეების  შემოწირულობის გარდა, თუ მიუღია ფონდს, რაიმე სხვა სახის დახმარება?

დიახ, რაღაც დროის შემდეგ  „საქპატენტის IT Incubator“  კონკურსში გავიმარჯვეთ და მათგან მივიღეთ დახმარება, ოფისის და ინვენტარის მხრივ, რისთვისაც საქპატენტს მადლობას ვუხდით. თუმცა უშუალო ფინანსური დახმარება კვლავაც არ გვაქვს, ამ ხნის განმავლობაში ფინანსური დანახარჯების გარეშე ვმუშაობდით და ვცდილობდით ჩვენი რესურსი ამ საქმეში უანგაროდ ჩაგვედო. ვიმედოვნებთ რომ, ახლო მომავალში კომპანიები და ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან, გაიზრდება კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის დონე და ერთად ვითანამშრომლებთ, რადგანაც იმისთვის რომ გავაგრძელოთ საქმიანობა ახლა უკვე ფინანსური თვალსაზრისით უშუალო მხარდაჭერა გვჭირდება .

  •  რა არის ფონდის ძირითადი მიზანი და მისია?

 ფონდის მისიაა გადაარჩინოს ადამიანების სიცოცხლე. WeHelp-ი აკავშირებს ბენეფიციარებს , ვისაც ესაჭიროებათ სამედიცინო დახმარება: ოპერაცია, მკურნალობა – საზოგადოების ფართო მასებთან. ჩვენი მიზანი იყო გამოგვესწორებინა ხარვეზები ქველმოქმედებაში და აემაღლებინა ფილანტროპიის დონე საქართველოში. გვსურდა გაგვემარტივებინა შემოწირულობა, გაგვეხადა საქმიანობა გამჭვირვალე, გაგვეზარდა სანდოობა,  გამოგვეყენებინა ახალი ტექნოლოგიები და ინოვაციურად მივდგომოდით ამ საკითს, რაც ნამდვილად შევძელით.

  •  იღებთ თუ არა სახელმწიფოს მხრიდან, რაიმე სახის დახმარებას?

სახელმწიფოს მხრიდან არანაირ დახმარებას არ ვიღებთ. სამწუხაროდ,  პირიქით, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად თუკი ჩვენ ბენეფიციარს ვურიცხავთ 1 000 ლარზე მეტს 1 წლის განმავლობაში, მაშინ ჩვენ ვიბეგრებით 20%-ით, რაც ადამიანური თვალსაზრისით არასწორია, რადგანაც ჩვენ ვცდილობთ გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე და ის თანხა, რაც უნდა მოხმარდეს კონკრეტულ ბენეფიციარს მცირდება. ჩვენ ვთვლით, რომ სახელმწიფოს მხრიდან უნდა მოხდეს საგადასახადო კოდექსის რეგულირება და დახვეწა,  ასევე უნდა დაიხვეწოს კონსტიტუციის ის მუხლი, რომელიც ეხება საქველმოქმედო საქმიანობას საქართველოში. სწორედ ეს იქნება საუკეთესო დახმარება სახელმწიფოს მხირდან. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ და გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით უფრო მეტ ადამიანს დავეხმარებით და გადავარჩენთ.

  • მოსახლეობა ეჭვისთვალით უყურებს მსგავს საქველმოქმედო აქციებს, უნდობლობას ხშირად  დასახმარებლად გახნილი ანგარიშის მფლობელის ვინაობა იწვევს, რამდენად სანდოა ამ მხრივ ფონდი “wehelp.ge”?

 როგორც უკვე ავღნიშნე, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი ხარვეზი ჩვენს რეალობაში. მე როგორც ქველმოქმედმა არ ვიცოდი, თუ ვის ვეხმარებოდი, სად მიდიოდა ჩემ მიერ შეწირული თანხა, და რამდენი იყო შეგროვებული ან დარჩენილი. WeHelp-მა მოახერხა ამ ყოველივეს შეცვლა. ამჟამად თითოეული ადამიანს შეუძლია შევიდეს ვებ-გვერდზე WeHelp.ge,  ნახოს სხვადასხვა ბენეფიციარი, წაიკითხოს მათი ისტორია, დაათვალიეროს ფოტოსურათები, გაეცნოს ფინანსურ და სამედიცინო დოკუმენტაციას, ასევე იხილოს ვიდეო სიუჟეტი და შემდგომ თავად გადაწყვიტოს თუ ვის და რამდენით დაეხმარება. ელექტრონული ბარათით გადარიცხვისას საიტზე მომენტალურად, ავტომატურად აისახება ის თანხა, და ჩანს თუ რამდენი არის შეგროვებული და დარჩენილი.

თუმცა ამაზე არ შევჩერდით, ჩვენ ასევე ვასაჯაროებთ ჩვენს მიერ განხორციელებულ ფინანსურ ტრანზაქციებს და ყველას შეუძლია იხილოს ინვოისები, რათა დარწმუნდეს საქმიანობის სისწორეში, ასევე ოპერაციის შემდგომ კვლავ მივდივართ ჩვენს ბენეფიციართან და ვიღებთ ვიდეოს,  რათა მომხმარებელმა თავისი შემოწირულობის  შედეგი იხილოს.

  • თუ შეგიძლიათ, რომ დაგვისახელოთ ზუსტი რიცხი პროექტების, მომხარებლისა და გადარიცხული თანხის რაოდენობის შესახებ?

მას შემდეგ , რაც WeHelp-ი დავაფუძნეთ:  28 პროექტი  (ბენეფიციარის ისტორია) იყო განთავსებული ვებ-გვერდზე, გადარიცხული თანხა შეადგენს 240 000 ლარს, საიტზე დარეგისტრირებულია 2 900 მომხმარებელი, ჩვენ გვყავს 127 000 –ზე მეტი უნიკალური ვიზიტორი და 12 000-ზე მეტი აქტიური ფეისბუქ მომხმარებელი.

  • გაქვთ თუ არა სამომავლოდ გეგმები და ხომ არ გეგმავთ სხვა ინოვაციური პროექტებს?

მე და ჩემი გუნდი ყოველთვის ვცდილობთ სიახლეების დანარგვას და შეთავაზებას, ამიტომაც ამ მიმართულებით მუშაობა სამომავლოდაც გაგრძელდება. ზოგიერთი იდეის განცხორციელებისთვის ფინანსური სახსრებია საჭირო და ამიტომ თავდაპირველად თანხის მოზიდვაზე ვმუშაობთ, თუმცა ასევე პარალელურად უკვე ახლო მომავალში განვახორციელებთ სხვადასხვა პროექტებს, მაგალითად: საქველმოქმედო მარათონს საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან ერთად, საქვლემოქმედო კონცერტს ფილარმონიაში, ქუჩის ივენთებს და მრავალი სხვა.

  •  რა არის თქვენთვის ქველმოქმედება?

მე და ჩემი გუნდი ვცხოვრობთ დევიზით: თუ შენ სხვა ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისკენ არ ცვლი, მაშინ შენ უაზროდ კარგავ დროს. ქველმოქმედება ჩვენთვის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, არ არის აუცილებელი ეს ყოველივე მხოლოდ ფულად დახმარებაზე აისახოს. ადამიანს გააჩნია საკუთარი რესურსები, რომელიც სასიკეთოდ შეუძლია გამოიყენოს და პოზიტიური ცვლილებები განახორციელოს სამყაროში.

03.09.14

ნათია კეკენაძე

Share1Tweet1

ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 
ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 

02/16/2022
“ექსპერიმენტორიუმი” –  ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში
ახალი ამბები

“ექსპერიმენტორიუმი” – ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში

01/28/2022
სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე
ახალი ამბები

სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე

01/19/2022
„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება

01/14/2022
მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი
ახალი ამბები

მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი

12/11/2021
ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია
ახალი ამბები

ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია

11/16/2021

საინტერესო

“დღეს ჩვენ გვყავს უკვე დაფინანსებული და ქონების კომპონენტით მოსარგებლე ჯამურად 160-ზე მეტი საწარმო”

“დღეს ჩვენ გვყავს უკვე დაფინანსებული და ქონების კომპონენტით მოსარგებლე ჯამურად 160-ზე მეტი საწარმო”

10 years ago
ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცე-მერი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს

8 years ago
პანელზე ტყის კოდექსი და დაცული ტერიტორიების მნიშვნელობა განიხილეს

პანელზე ტყის კოდექსი და დაცული ტერიტორიების მნიშვნელობა განიხილეს

8 years ago

საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრს ზაზა ფერაძის სახელი მიენიჭა

11 years ago

ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის „ფეისბუქის“ გვერდზე, დღეს, 18 აგვისტოს, 21:54 საათზე, ოსურ დიალექტზე პოსტი გამოქვეყნდა „Арцыд рæстæг“, რომელიც...

მეტის ნახვაDetails
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026
  • „ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა 08/18/2026
  • კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი 08/18/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by