• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, December 18, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რა სიახლეები დაიგეგმა 2015 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

11 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი
A A
რა სიახლეები დაიგეგმა 2015 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

iva minda dze (1)ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები დაახლოებით ერთი თვის წინ გამოცხადდა. გამოცდების ეროვნული ცენტრი კი უკვე 2015 წლის გამოცდებისთვის იწყებს მზადებას, „თბილისი თაიმსი“ შეეცადა გაერკვია თუ რა სიახლეები იგეგმება ეროვნულ გამოცდებზე, რა იცვლება უცხო ენის ტესტსა და მასწავლებლების სასერთიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესში, რომელი ფაკულტეტი იყო წელს ყველაზე პოპულარული, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე  „თბილისი თაიმსს“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე ესაუბრა.

  • როგორ ჩაიარა 2014 წლის ეროვნულმა გამოცდებმა, რაიმე სახის ექსესს ხომ არ ქონია ადგილი?

ვფიქრობ ეროვნულმა გამოცდებმა კარგად ჩაიარა, სერიოზული სახის ექსესს არ ქონია ადგილი, იყო რაღაც უმნიშვნელო მცირე დარღვევა, როგორიც შესაძლებელია ყოველ წელს მოხდეს, თუმცა მნიშვნელოვანი არაფერი.

  • რომელი ფაკულტეტი და უნივერსიტეტი იყო წელს ყველაზე მოთხოვნადი და როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ამა თუ იმ ფაკულტეტის პოპულარულობა?

ისევ და ისევ პოპულარულია ეკონომიკური მიმართულება, ბიზნესის ადმინისტრირება, მისი მოთხოვნადობა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, თუმცა შეგვიძლია ვიფვარაუდოთ, რომ ალბათ აქ უფრო ხედავენ სამომავლო პერსპექტივას ის ახალგაზრდები, რომლებიც ამ პროფესიას ირჩევენ და ფიქრობენ, რომ უფრო მარტივად შეძლებენ სამუშაო ადგილის პოვნას ამ პროფესიით.

  • როგორია ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი სურათი, წინა წლებთან შედარებით ცოდნის რა დონე გამოავლინეს აბიტურიენტებმა, გამოცდების ეროვნული ცენტრი რამდენად კმაყოფილია შედეგებით?

წლევანდელ ეროვნულ გამოცდებზე იყო დაახლოებით 35 ათასი აბიტურიენტი, აქიდან დაახლოებით 26 000 გახდა სტუდენტი, რაც ძალიან კარგი შედეგია, შარშანდელ შედეგებს თუ შევადარებთ. შარშან 42 ათასი აბიტურიენტიდან მხოლოდ 28 000 გახდა სტუდენტი. პროცენტულად თუ შევხედავთ წელს ყველაზე მეტმა აბიტურიეტმა შეძლო მოეპოვებინა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება. რაც ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია არის ის, რომ არ იყო რაიმე ტიპის  ხარვეზი, რომელიც გამოცდების ჩატარებას ხელს შეუშლიდა. ის მოვალეობები რაც გამოცდების ეროვნულ ცენტრს ქონდა ძალიან კარგად შესრულდა. რაც შეეხება სტუდენტთა დონეს, ეს გამოცდა არ არის იქითკენ მიმართული, რომ სტუდენტთა სწავლის დონე გამოავლინოს, ეს არის ტიპიური სასელექციო ტიპის ტესტი, რომლის მიხედვითაც დგინდება ვინ უფრო მეტად იცის ესა თუ ის საგანი და ვინ უფრო ნაკლებად, თუმცა ეს არ  ნიშნავს, იმას რომ ეს საგანი ვინმემ კარგად იცის ან ცუდად. მაგალითად თუ მოსწავლემ 100 ქულიან ტესტში 50 ქულა მიიღო, ეს არ ნიშნავს, რომ მან ეს საგანი კარგად იცის, ეს ნიშნავს, რომ მან ამ ნაკადში საშუალო ქულა მიიღო. გამოცდების ეროვნული ცენტრი კმაყოფილია, რომ გამოცდებმა კარგად ჩაიარა, კმაყოფილი ვართ იმით, რომ საშუალო სირთულის ტესტი შევთავაზეთ აბიტურიენტებს, შესაძლებელია ითქვას, რომ მთლიანად პროცესმა წარმატებით ჩაიარა. ეს ეხება არა მარტო ეროვნულ, არამედ ყველა გამოცდას, რომელიც გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა.

  • 2015 წლისთვის ხომ არ არის დაგეგმილი რაიმე სახის სიახლე ეროვნული გამოცდების ჩატარების წესში?

2014 წელს იყო ერთი დიდი სიახლე ეროვულ გამოცდებში, ეს იყო უცხო ენის ტესტში მოსმენის დავალების დამატება, ასეთი ტიპის მნიშვნელოვანი ცვლილება 2015 წლის ეროვნული გამოცდებისთვის არ არის დაგეგმილი, მოსმენის დავალების შედეგების ანალიზი გვიჩვენებს იმას, რომ ამ დავალების სირთულეზე მოგვიწევს მუშაობა. შესაძლებელია  შეკითხვების რაოდენობა გაიზარდოს, მაგალითად თუ იყო 8 შეკითხვა გახდეს 10, მაგრამ ეს ჯერჯერობით განსჯის საგანია. სხვა პრინციპულად მნიშვნელოვანი სიახლე ჯერჯერობით არ იგეგმება.

  • სულ რამდენი სტუდენტი შეძლებს წელს სწავლა გააგრძელოს მაგისტრატურაზე და როგორ შეძლებენ ისინი მოიპოვონ სახელმწიფო დაფინანსება?

სწავლის გაგრძელება დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად წარმატებულად შეძლებს სტუდენტი ჩააბაროს ერთიანი სამაგისტრო გამოცდები და შემდეგ უკვე პროფესიული გამოცდა უშუალოდ უნივერსიტეტში. ამ ორი გამოცდის ჯამი მისცემს საშუალებას სტუდენტს ისწავლოს უფრო მაღალ საფეხურზე. სხვადასხვა უნივერსიტეტი თუ ფაკულტეტი სხვადასხვა წონას ანიჭებს ამა თუ იმ გამოცდას, სწორედ უნივერსიტეტების პრეროგატივაა,რომ ჩარიცხონ ადამიანები ამ ორი გამოცდის ჯამის გათვალისწინებით. რამდენი იქნება სტუდენტთა ჯამი ჯერ არ ვიცით, ეს დმაოკიდებულია უნივერსიტეტში გასამართ პროფესიულ გამოცდის შედეგზე, თუმცა ვფიქრობ, რომ 6 ათასზე ცოტა მეტი სტდენტი შეძლებს მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელებას, სახელმწიფო გრანტზე საუბარი ჯერ ადრეა. მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტები მოგვაწვდიან გამოცდების შედეგებს განაწილდება გრანტი, სახელლმწიფომ გამოყო რამდნეიმე პრიორიტეტული მიმართულება და ამ პრიორიტეტების მიხედვით განაწილდება გრანტი. სამწუხაროდ ამ ეტაპზე არ ვიცით სტუდენტთა რა რაოდენობა მიიღებს დაფინანსებას.

  • რა სიახლეებია პედაგოგთა სასერთიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებით, როდის და რა სახით ჩატარდება ის?

მასწავლებლების სერთიფიცირებას რაც შეეხება, თვითონ პროცესში იგეგმება ცვლილებები, რომლის პრეზენტაციაც ერთ თვეში შედგება. ვფიქრობ რომ მასწავლებლების სასერთიფიკაციო გამოცდები იქნება მაგრამ ჯერ არ ვიცით რა წონასა და ადგილს დაიკავებს ის.

  • გამოსაშვებ გამოცდებზე რას გვეტყვით, 2014-2015 სასწავლო წლის გამოსაშვები გამოცდებიც იგივე სახით ჩატარდება, რაც წინა წლებში იყო თუ სიახლეებს უნდა ველოდოთ ?

გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესში ცვლილებები არ იგეგმება და ჩატარდება იგივე წესით, როგორც შარშან იყო. ის მოსწავლეები, რომლებიც ახლა მეთერთმეტე კლასში არიან 4 გამოცდას ჩააბარებენ მაისში და დარჩენილ ოთხს ერთი წლის შემდეგ, ანუ უკვე მეთორმეთე კლასის ბოლოს.

  • როდის ჩატარდება 2014-2015 სასწავლო წლის ოლიმპიადა და თუ არის დადგენილი ამჯერად რა პრიზები ელოდებათ სასწავლო ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს?

ოლიმპიადა ტარდება სამ ტურად, ეს ტურები სხვადასხვა დღეს ტარდება და დამოკიედბულია მოსწავლეების რაოდენობაზე. ტურები, როგორც წესი შაბათ-კვირას ტარდება და დაახლოებით თვე ნახევრი გრძელდებ. ძალიან ხანგრძლივი პროცესია და დამოკიდებულია მსურველთა რაოდენობასა და რეგისტრაციაზე, ამის შემდეგ იწყება სკოლების შერჩევა, სადაც ეს ტურები უნდა გაიმართოს. პირველი ტური, როგორც წესი, მოსწავლეებს თავიანთ სკოლებში უტარდებათ, მეორე ტური რაიონულ ცენტრებში ან იმ ქალაქებში სადაც ოლიმპიადის მეორე ტურში გამსვლელთა რაოდენობა ძალიან დიდია, მესამე ტური კი დედაქალაქში ჩატარდება. პრიზებს რაც შეეხება, ჯერ ესეც არ არის ცნობილი, თუმცა იმედი მაქვს წელსაც ისეთივე კარგი პრიზები ელოდებათ ოლიმპიელებს, როგორც წინა წლებში.

22.09.14

ნინა პირტახია

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 
ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 

02/16/2022
“ექსპერიმენტორიუმი” –  ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში
ახალი ამბები

“ექსპერიმენტორიუმი” – ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში

01/28/2022
სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე
ახალი ამბები

სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე

01/19/2022
„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება

01/14/2022
მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი
ახალი ამბები

მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი

12/11/2021
ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია
ახალი ამბები

ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია

11/16/2021

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “ალისკას ძმებთან აქვს ურთიერთობა, ძირითადად უფროს ძმასთან… ედუარდი რამდენჯერმე იყო ჩვენთან” – სოფო ნიჟარაძე საუბრობს მიხეილ სააკაშვილის შვილებთან და დედასთან ურთიერთობაზე 12/15/2025
  • პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში 12/15/2025
  • ზუგდიდში, დენის დარტყმის შედეგად მუშა დაიღუპა 12/15/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In