• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ევროპის ქვეყნების მასშტაბით, საქართველოში დაფიქსირებული ბენზინის ფასი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია“ – ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი

12 years ago
კატეგორია: ეკონომიკა, მთავარი მოვლენები
A A
„ევროპის ქვეყნების მასშტაბით, საქართველოში დაფიქსირებული ბენზინის ფასი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია“ –  ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ახალგაზრდა ანალტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზმა „დოქტრინა“ და თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრმა ეკონომიკური ფორუმი გამართა. ფორუმის მთავარი თემა იყო ნავთობის საერთაშორისო ფასები და მისი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე. შეხვედრაზე განიხილეს ნავთობზე და ნავთობპროდუქტებზე მსოფლიო ფასების შემცირების ბოლოდროინდელი ტენდენციების ეკონომიკური ასპექტები და მისი გავლენა საქართველოსა და რეგიონის ეკონომიკის ზრდაზე.

ნავთობზე დაბალმა ფასებმა საქართველოში ბენიზინის გაიაფების შემთხვევაში შესაძლოა დადებითი ეფექტი მოიტანოს ქართული ეკონომიკისთვის, თუმცა იგივე საკითხი საქართველოს მეზობელი რუსეთის და აზერბაიჯანისთვის კონტრპროდუქტიული იქნება. აღნიშნული ქვეყნების ეკონომიკის შესუსტებამ კი, ირიბი გზით შესაძლოა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკასაც ავნოს. მაგალითისთვის, აზერბაიჯანი და რუსეთი საქართველოს პირველი და მესამე საექსპორტო ბაზრებია, შესაბამისად ეკონომიკური ვითარების გაუარესებამ ამ ქვეყნებში შესაძლოა ნეგატიური ასახვა ჰპოვოს საქართველოს ექსპორტზე. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში ნავთობის მოპოვების ბოლოდროინდელი მონაცემები. ქვეყანას ნავთოის მოპოვების საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. წინა საუკუნის 80-იან წლებში ნავთობის მოპოვება საქართველოში 3 მილიონი ტონას შეადგენდა, თუმცა ფორუმზე მონაცემების შედარებისას აღმოჩნდა, რომ ბოლო წლების განმავლობაში მისი მოპოვება 60-140 ათას ტონას არ სცილდება. ამასთანავე, საქართველოში ნავთობის მოპოვება შეწყვეტილია 2005 წლიდან. ფორუმზე განიხილეს ის თუ, რამდენად ადეკვატურია საქართველოში საავტომობილო საწვავის მიმდინარე ფასი გლობალური კონტექსის გათვალისწინებით და რა უშლის ხელს მის ნორმალიზირებას. აღნიშნულ საკითხზე  22 დეკემბრის მონაცემების მიხედვით ისაუბრეს. 22 დეკემბრის მდგომარეობით კი მსოფლიოში ბენზინის ყველაზე დაბალი ფასი დაფიქსირდა ვენესუელაში, სადაც ის 2 აშშ ცენტად იყო ხელმისაწვდომი, ხოლო ყველაზე ძვირი იტალიაში –  2 აშშ დოლარი. საქართველო ამ მონაცემებით კი მსოფლიოში საშუალო ადგილს იკავებს. ფასი კი 1,12 აშშ დოლარს შეადგენს. საინტერესოა, ასევე ისიც რომ ევროპის ქვეყნების მასშტაბით საქართველოში დაფიქსირებული ბენზინის ფასი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია და უკრაინაში და მოდლოვაში დაფიქსირებული ფასის ანალოგია. საქართველოში ბენიზნის ფასი ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე კლების პარალელურად კლებულობს, თუმცა არა იგივე პროპორციით. საინტერესოა ისიც, რომ ნავთობის ფასების თითქმის ორჯერად კლებას ქართული ნავთობის ბაზარი ბენზინზე ფასების მხოლოდ 10-15%-ით გამოეხმაურა. პრეზენტაციის წარდგენის შემდეგ დისკუსია გაიმართა.  ფორუმს ესწრებოდნენ ექსპერტები ეკონომიკის დარგში, სხვადასხვა არასამთავრიბო ორგანიზაციის წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები. ფორუმის დასრულების შემდეგ  „თბილისი თაიმსთან” – შეხვედრის მონაწილეებმა თემასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს.

10886304_919652264712768_1953509802_o

ვახტანგ ჭარაია, თსუს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრი:

„ნავთობი, მსოფლიო ეკონომიკის ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი მამოძრავებელი ძალაა. მისი დაბალი ფასი, როგორც წესი ეკონომიკის სტიმულირებას განაპირობებს, თუმცა ნავთობის დაბალმა ფასებმა საქართველოზე შესაძლოა არაერთმნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს. საქმე იმაში გახლავთ, რომ ერთი მხრივ ნავთობზე, შესაბამისად ბენზინზეც ფასების გაიაფება ცალსახად პოზიტიური იქნება ქართული ეკონომიკის სხვადასხვა აქტორებისთვის. თუმცა, მეორე მხრივ, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თავის მეზობელ, ნავთობმომპოვებელ ქვეყნებზე – რუსეთსა და აზერბაიჯანზე, შესაძლოა ფასების შემცირებით გამოწვეული პოზიტიური ეფექტები განეიტრალდეს. კერძოდ, საქართველო დამოკიდებული აზერბაჯანსა და რუსეთზე შემდეგი მიმართულებით:

  1. პირდაპირ უცხოური ინვესტიციები – 2014 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემების თანახმად აზერბაიჯანსა ($219 მლნ ან/და 24%) და რუსეთზე ($55 მლნ ან/და 6%) ჯამურად პუი–ს 30% მოდის.
  2. ფულადი გზავნილები – 2013 წელს რუსეთიდან ფულადმა გზავნილებმა მთლიანი გზავნილების 54% ან/და $800 მლნ შეადგინა; 2014 წლის 11 თვის მონაცემებით კი რუსეთიდან გზავნილები შემცირებულია და ის შეადგენს მთლიანი გზავნილების 50% ან/და $662 მლნ–ს. აზერბაიჯანის წილი ფაქტობრივად უმნიშვნელოა და 1%-ის ფარგლებში მერყეობს.
  3. ექსპორტი – 2013 წლის მონაცემებით ქართული საექსპორტო ბაზრის ნომერ პირველი და ნომერ მესამე მოთამაშეები სწორებ აზერბაიჯანი (25%) და რუსეთი (7%) იყვნენ. 2014 წელს კი 11 თვის მონაცემებით აზერბაიჯანში ექსპორტი 20%-მდეა შემცირებული, რუსეთში კი 10%-მდე გაზრდილი.

2015 წელს ნავთობზე ფასების დაბალმა ფასებმა შესაძლოა საქართველოს ორ მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორს დიდი ზიანი მიაყენოს და შედეგად საქართველოც დაზარალდეს, ზემო ხსენებული მიზეზების გამო. ამიტომ, ორმაგი დარტყმის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია ბენზინის ფასების ქართულ ბაზარზე გაიაფების ხელშეწყობა, რათა ეკონომიკის პროგრესირებას შეეწყოს ხელი. ქართულ ბაზარზე დღეს დამყარებული ფასები საკმაოდ მაღალია, ამაზე მიგვანიშნებს თუნდაც ნავთობიმპორტიორების მიერ (ლუკოილი, სოკარი, გალფი, ვისოლი და სხვები) ბენზინის ფასის საშუალოდ 10-15 თეთრით გაიაფება და დამატებით ე.წ. საახალწლო ფასდაკლებების შემოღება – პრემიერ მინისტრის ერთი განცხადების საფუძველზე. აგრეთვე საინტერესოა, რომ ბენზინის საშუალო ფასი კონსოლიდირებულ ტენდერზე დაახლოებით 50 თეთრით უფრო დაბალია ვიდრე საცალო გაყიდვაში, ნავთობკომპანიები კი არცერთ შემთხვევაში არ იმუშავებენ მათი ინტერესების საზიანოდ და მაგ.: თუ კონსოლიდირებულ ტენდერზე სუპერის ტიპის ბენზინს ისინი მთავრობას აწვდიან 1.57 თეთრად, ეს იმას ნიშნავს რომ ამ ფასის პირობებშიც ისინი მოგებაზე გადიან, საცალო გაყოდვის ფასზე ხომ საუბარიც ზედმეტია. ჩვენი გაანგარიშებით, ბენზინის თვითღირებულების საშუალო ფასი დღეს ბაზარზე 1.2 ლარს არ აღემატება!“

10901510_919652001379461_1851413173_o (1)

რამაზ გერლიანი, ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი:

„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ „დოქტრინა“ და თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრი-ს ფორუმი „ნავთობის საერთაშორისო ფასები და მათი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე” საკმაოდ საინტერესო და  ინფორმაციული იყო. საინტერესო მონაცემები გაგავაცნეს სტუმრებს  როგორც საერთაშორისო დონეზე ასევე  უამრავი მონაცემი იყო წარმოდეგენილი ადგილობრივაი  ნავთობ პროდუქტებისა და ამ სფეროში მოქმედი კომპანიების შესახებ,  მათ შორის  მთავარ მომწოდებელ ქვეყნებს ადა კომპანიებზეც.  საკითხთან მიმართებაში  აღსანიშნავია, რომ ნავთობის და ნავთობ  პროდუქტების ფასებს   მსოფლო ბაზარზე კლებას,  დიდად ზეგავლენა არ მოუხდენია  საქართველოში ნავთობ პროდუქტების ბაზარზე, რაც წინამღდეგობაში მოდის საბაზრო კანონზომიერებებთან.  შესაბამისად ჩნდება მოსაზრება,  რომ მოცემულ სეგმენტში მთლად თავისუფალი  კონკურენცტული გარემო არაა. აღნიშნულთან დაკავშირებით ისაუბრა  ბ-ნ პრემიერ მინისტრმაც, რასაც გარკვეულწილად ფასების კლება მოყვა საწვავზე,  შესაძლო ეს  ერთი შეხედვით კარგი იყოს  თუმცა  ეს კონკურენტული ბაზრის მეშვეობით უნდა ხდებოდეს და არა თავრობის ხელმძრვანელის  განცხადების საფუძველზე.   ვინაიდან რაოდენ კეტილშობილურიც არ უნდა იყოს ასეთი განცახადებები მას მაინც ბიზნესზე  ზეგავლენის ნიშნები აქვს.  – მისაღებია რომ მოცემული სფერო კონკურენციის სააგენტომ უნდა შეისწავლოს.  როგორც ცნობილია,  ეს სეგმენტი კონკურენციის სააგენტომ უნდა შეისწავლოს და ჩვენც ინტერესით ველოდებით, რა დასკვანას დადებს ეს უწყება, დაუმუშავებელი ნედლი ნავთობის ფასმა ბოლო პერიოდში ისტორიულ მინიმუმს მიაღწია, თუმცა საქართველოში ფასების შემცირება ნაკლებად იგრძნობა. ერთადერთი სიახლე, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს, ის არის, რომ კონკურენციის სააგენტომ ნავთობის ბიზნესი ერთ-ერთ სფეროდ დაასახელა, რომელიც უნდა შეისწავლონ, რადგან აქ ოლიგოპოლიურ წარმონაქმნის ნიშნები იკვეთება, (მხოლოდ რამოდენიმე მსხვილი კომპანია ოპერირებს  და ნელნელა თითქმის გაქრნენ თუნდაც ბენზო გასამათები სადგურების დონეზე სხვა მცირე სუბიექტები) კონკურენციის პირობებში საწვავის ფასი უნდა დაწეულიყო იმაზე მეტად, ვიდრე ახლა ღირს, კომპანიებმა კი, სულ რამდენიმე თეთრით შეამცირეს, ისისც  ძირითადში პრემიერეის განცახადების შემდგომ , რაც წმინდა ეკონომიკური  ფაქტორით არა გამოწვეული. თუ ნედლი ნავთობის ფასი მთელ მსოფლიოში შემცირდა და მცირდება, ეს ჩვენებურ ფასებსაც  უნდა შეეხოს – ეს ერთგვარი დილემაა, რომელიც ამდენი ხანია ვერ გადაწყდა და ბადებს საფუძვლიან ეჭვს კონკურენციის სისუსტის თვალსაზრისით. ვფიქრობ, სრული კონკურენციის პირობებში საწვავის ფასი საქართველოში გაცილებით ნაკლები იქნებოდა: ის შემცირება, რაც აქ ხდება, მიზერულია და შეუსაბამოა მსოფლიოში არსებულ ტენდენციასთან, მით უმეტეს, რომ ევროპაში სარეალიზაციოდ გამოტანილი საწვავის ხარისხი აბსოლუტურად განსხვავდება ჩვენში არსებული საწვავის ხარისხისაგან (თუმცა რეგულარის ტიპის  საწვავის რომელძეც არის ძირითადად აქცენტირებყლი ბაზარი, სტანდერტი თეორიულად ყველგან  თანაბარი უნდა იყოს) – საქართველოს ბაზარზე გაცილებით მდარე ხარისხის საწვავი იყიდება, თანაც აქაური ფასები საკმაოდ მაღალია – ეს არის პარადოქსული მოვლენა, რომელზეც ამდენი ხანია ვლაპარაკობთ.  სხვადასხვა მოსაზრებაა  იმაზე,  რომ  კომპანიები ძალიან მაღალი მოგების მარჟაზე მუშაობენ,  თუმცა მე ვფიქრობ აქ მაინც გაწონასწორებული კონკურენტული ბაზარია  მათვარი, თუ კონკურენტული ბაზრის პირობებში  ესა თუ ის კომპანია მოახერხებს და მიიღებს მღალ მოგებას ეს მხოლოდ მისასალმებელია. ნავთობის და ნავთობ პროდუქტების სფეროში არსებული ვითარება, ბაზრის მდგომერეობა და ა.შ  ყველა საკითხი კონკურენციის სააგენტომ უნდა შეისწავლოს და ყველა გადაწყვეტილება მათ შორის სამთავრობო დონეზე უნდა იყოს კონკურენციის სასარგებლოდ მირებული რაც თავისთავად ბიზნესის  ხელშეწყობას ნიშნავს. დანამდვილებით შეიძლება ვთქვთ ის რომ ფასების შემცირების და ხარისხის  გაზრდის  მთავარი ფაქტორი მსოფლიოში მხოლოდ კონკურენტული გარემოა, რაც საწვავის ქართულ ბაზარზე მოცემულ პერიოდში ნაკლებად შეინიშნება. ვფიქრობ,  მოცემული მიმართულებით მომავალში ვრცელი და სიღრმისეული კვლევა საინტერესო და საჭიროა, რასაც დღევანდელი ფორუმის სახის  შეხვედრები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.“

10901458_919652311379430_1699801551_o

კობა კიკვიძე, სტრატერგიული ინიციატივების სააგენტოს მკვლევარი:

 „უმნიშვნელოვანეს თემაზე გვქონდა დღეს საუბარი, ახალგაზრდებმა წინასწარ ისაუბრესა და განჭვრიტეს ის თემატიკა, რაც დღესდღეობით  ქვეყანაში აქტუალურია, რა თქმა უნდა,  ლარის კურსის პარალელურად. ამიტომ ანალიზი იყო საკმაოდ სიღრმისეული და დამაფიქრებელი იყო. მე ვთხოვე ორგანიზატორებს, რომ  არ გაჩერდნენ  რადგან აუციელებელია ანალიზი დინამიკაში და ახალი სტრატერგიული ხედვების შემუშავება, რომელიც უნდა გახდეს სახელმწიფო სტრუქტურების დღის წესრიგის საფუძველი. რაც შეეხება აღნიშნულ თემას, ვფიქრობ რომ იგი მნიშვნელოვანია და ამ საკითხზე კითხვები იმიტომ ჩნდება, რომ არ მუშაობს ანტიმონოპოლიური სააგენტო. მასზე პასუხისმგებლობა  სწორედ ეკისრება ანტიმონოპოლიურ სააგენტოს, რომელიც მხოლოდ ფორმალურად მუშაობს. ჯერ მის შექმნამდე 2 წლის განმავლობაში იყო დავა და ახლა შეიქმნა და  სამწუხაროდ, შედეგი არ ჩანს.“

28 12 14

ნათია კეკენაძე

ShareTweet

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა
ახალი ამბები

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026
13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

09/24/2026
20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

09/24/2026

საინტერესო

ექიმი – დეკანოზ გიორგი მამალაძეს ინსულტი არ დაუდასტურდა, ზუსტი დიაგნოზის დასადგენად დამატებითი კვლევები ჩაუტარდება

ექიმი – დეკანოზ გიორგი მამალაძეს ინსულტი არ დაუდასტურდა, ზუსტი დიაგნოზის დასადგენად დამატებითი კვლევები ჩაუტარდება

8 years ago
“ბიბლიოთეკების, მუზეუმების და სახელოვნებო სკოლებში მომუშავე 2000-მდე თანამშრომელი მე-13 ხელფასს მიიღებს”

“ბიბლიოთეკების, მუზეუმების და სახელოვნებო სკოლებში მომუშავე 2000-მდე თანამშრომელი მე-13 ხელფასს მიიღებს”

12 years ago
ონში $330 მლნ ამერიკულ დოლარის მოცულობის პროექტი განხორციელდება

ონში $330 მლნ ამერიკულ დოლარის მოცულობის პროექტი განხორციელდება

11 years ago

“საქართველოს ენერგეტიკის სექტორში, მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტები განხორციელების პროცესშია”

10 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by