• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, August 17, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რამდენად გადარჩებიან პენსიონერები თუ მათი პენსიების ინდექსაცია არ მოხდება?

11 years ago
კატეგორია: ეკონომიკა, მთავარი მოვლენები
A A
რამდენად გადარჩებიან პენსიონერები თუ მათი პენსიების ინდექსაცია არ მოხდება?
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე წინა წლის შემოდგომაზე, 2015 წლის ბიუჯეტის განხილვისას საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ პენსიები გაიზრდება, როგორც მიმდინარე 2015, ისე შემდეგ 2016 წელს. იმ სხდომაზე პენსიის ზრდის თანხობრივი მაჩვენებელი არ დაფიქსირებულა, თუმცა შემდგომში გაირკვა რომ, ლაპარაკია 10 ლარზე.

იმ სხდომის შემდეგ როგორც იტყვიან მრავალმა წყალმა ჩაიარა და ლარმაც კინაღამ ჩაილურის წყალი დალია, მაგრამ გადავრჩით, თუმცა რამდენად გადარჩებიან პენსიონერები ლარის 30%-იანი ვარდნის პირობებში, თუ მათი პენსიების ინდექსაცია არ მოხდება ძნელი სათქმელია.

მივყვეთ თანმიმდევრულად და პირველი რასაც გავაკეთებთ საპენსიო ასაკს განვიხილავთ, რადგან-საქართველოში 35 წლის ასაკის ზევით დასაქმება ფაქტიურად შეუძლებელია, მრავალ ყოველგვარი შემოსავლების გარეშე დარჩენილ მოქალაქეს ერთი სული აქვს, როდის მიაღწევს საპენსიო ასაკს და მიიღებს თუნდაც იმ მიზერულ თანხას რასაც სახელმწიფო იმეტებს (ან ახერხებს რომ გასცეს).

საქართველოში ქალბატონებისთვის საპენსიო ასაკის ზღვარი-60 წელია, მამაკაცებისთვის 65 წელი.

აქვე მინდა სურათის უფრო ნათლად წარმოსადგენად რამოდენიმე ქვეყნის საპენსიო ზღვარის სტატისტიკური ცხრილი წარმოგიდგინოთ.

11072270_669770873127408_827233184_n

როგორც ცხრილიდან ჩანს საქართველო ამ თვალსაზრისით სავსებით ცივილიზირებულად გამოიყურება, თუმცა აქ აუცილებლად გასათვალისწინებელია სიცოცხლის ხანგრძლივობა და აქედან გამომდინარე ის თუ რამდენ წელს იღებს პენსიას პენსიონერი.

საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მამაკაცებისათვის 70 წელს შეადგენს, ხოლო ქალებისათვის 78 წელს, რაც საშუალოდ 74 წელია.

გამოდის რომ მამკაცები საქართველოში პენსიას საშუალოდ 5 წლის განმავლობაში იღებენ, ხოლო ქალბატონები 18 წლის განმავლობაში.

ცნობისთვის იაპონიაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა: 83,91 წელია.

ეხლა კი მთავარზე გადავიდეთ რამდენია პენსია საქართველოში და ევროპის რიგ ქვეყნებში, თვალსაჩინოებისთვის სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ ცხრილის სახით.

11086994_669770893127406_1276029717_n

როგორც ცხრილიდან ჩანს ჩვენი სახელმწიფო, ამ მონაცემებით ძალიან ჩამორჩება მინიმალურ ევროპულ დონეს.

როდესაც ეს საკითხი ისმება ამ თუ იმ დონეზე (უნდა ითქვას რომ, ეს ძირითადად პოლიტიკური სპეკულაციებისთვის ხდება), ხშირად ისმის ფრაზა ერთგვარი გამამრთლებელი პათოსით რომ, ეს პენსია კი არა შემწეობა.

თითქოს ვამადლით ამ მიზერულ თანხას.

არაფერი ამ პატივსაცემ ხალხს დასამადლებელი არ სჭირს და რატომ ეხლა მოგახსენებთ:

ა) პენსიონერთა უმრავლესობას ანაბრებზე საკმაოდ გვარიანი თანხა ჰქონდათ სიბერის უზრუნველსაყოფად, ეს თანხები გაქრა და მათი ბრალი არ არის თუ სახელმწიფოს არ შეუძლია დანაკარგის ანაზღაურება.

ბ) მათ მიერ აშენებული და შექმნილი სახელმწიფო ქონების პრივატიზირების შედეგადაა, მეტწილად შექმნილი ქვეყნის დღევანდელი ეკონომიკა და მათი ბრალი არ არის თუ პრივატიზირებიდან უმეტეს მათგანს არაფერი ერგო.

დ) მათი ბრალი არ არის ის რომ, სახელმწიფო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ვერ გაატარა საპენსიო რეფორმა.

როგორ უნდა იარსებოს ადამიანმა 150 ლარით ?

2014 წლის ივლისის მდგომარეობით, საარსებო მინიმუმი საქართველოში 144,7 ლარს გაუტოლდა – ასეთია ოფიციალური მაჩვენებელი, რომელიც “საქსტატმა” გამოაქვეყნა. “საქსტატის” პარალელურად, კვლევა ჩაატარა “ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრმაც”, ოღონდ სულ სხვა – ალტერნატიული მეთოდოლოგიით და სრულიად განსხვავებული შედეგი მიიღო.

მათი მონაცემებით, საარსებო მინიმუმი ივლისის თვეში 315,4 ლარი გახლდათ, რაც ოფიციალურ მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.

როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ქეთევან კრიალაშვილი მაშინ თქვა, ”საქსტატი” საარსებო მინიმუმს სასურსათო და არასასურსათო კალათების 70/30 პროპორციის მიხედვით ადგენს, სასურსათო კალათის ფულად ღირებულებას კი 40 დასახელების პროდუქტის ჯგუფის მიხედვით ანგარიშობს.“

”ამ პროდუქტების დღიური კვებითი ღირებულება ერთ შრომისუნარიან მამაკაცზე 2 300 კილოკალორიაა. თავდაპირველად საარსებო მინიმუმი სწორედ სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ფასების მიხედვით დავთვალეთ და 385 ლარი გამოგვივიდა. საიდან მოვიტანეთ 315,4 ლარი? – ჩვენ თვითონ გავედით ბაზრებზე და მინიმალური ფასების მიხედვით დავიანგარიშეთ, რადგან ადამიანები, რომლებიც საარსებო მინიმუმის ტოლფას შემოსავალზე ცხოვრობენ, ფეშენებლურ სუპერმარკეტებში არ დადიან. ბუნებრივია, ისინი პროდუქტის შესაძენად იაფ ბაზრებში მიდიან. ამიტომ, ჩვენ უშუალოდ მოვახდინეთ ბაზრების კვლევა და დათვლის დროს შევაჭრების კოეფიციენტიც გავითვალისწინეთ“

როგორც ვხედავთ “ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის” 2014 წლის ივლისის მონაცემებით, ადამიანის საარსებოდ არსებულ პენსიაზე მინიმუმ 2 ჯერ მეტი თანხა იყო საჭირო.

2014 წლის ივლისის შემდეგ კი საქართველოში ფასები გაიზარდა.

დასასრულ მინდა გავიმეორო დასაწისში დასმული კითხვა:

რამდენად გადარჩებიან პენსიონერები ლარის 30%-იანი ვარდნის პირობებში, თუ მათი პენსიების ინდექსაცია არ მოხდება?

 მალხაზ ხაზარბეგიშვილი

ShareTweet

ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა
ახალი ამბები

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა
ახალი ამბები

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026
ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026

საინტერესო

„ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილს!“ – მეფე ვახტანგ გორგასლის ანდერძი

„ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილს!“ – მეფე ვახტანგ გორგასლის ანდერძი

6 years ago

საქართველოს გავლით რეგიონულ პროექტებს შეუძლია დადებითი გავლენა იქონიოს ევროპის ენერგოუსაფრთხოებაზე – მიხეილ ჯანელიძე

9 years ago
მაია ცქიტიშვილი: აღარ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ საავადმყოფოებში უსიმპტომო პაციენტები გვყავდეს

მაია ცქიტიშვილი: აღარ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ საავადმყოფოებში უსიმპტომო პაციენტები გვყავდეს

6 years ago
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

სამცხე-ჯავახეთში მოქალაქემ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარა

9 years ago

ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ჩაქვის ტერიტორიაზე სატვირთო მატარებელი ადამიანს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების...

მეტის ნახვაDetails
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 08/16/2026
  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by