• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 21, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სასკოლო ასაკი, რომელსაც უამრავი რისკ-ფაქტორი ახლავს

11 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი, მთავარი მოვლენები
A A
სასკოლო ასაკი, რომელსაც უამრავი რისკ-ფაქტორი ახლავს
5
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ზოგადად ადამიანის ცხოვრებაში სკოლას განსაკუთრებული ადგილი უკავია. ბავშვობა და სკოლაში გატარებული პერიოდი ხომ სწორედ ის წლებია, რომლებსაც უკან ვერასდროს დავაბრუნებთ. პირველი ზარი ზოგისთვის სიხარულთან, ზოგისთვის კი ცრემლთან და შიშთან ასოცირდება. ხშირად მალე გაზრდასა და სკოლის დამთავრებას ვნატრობთ, თუმცა გადის წლები და  ვხვდებით, რომ  ყველაზე მეტად სწორედ სკოლაში გატარებული დღეები გვენატრება. პირველი ორიანი, პირველი ე.წ. „შატალო“, პირველი დასჯა და განცდები, რომლებსაც ვერასდროს დავივიწყებთ. კარგიც და ცუდიც დღეს უკვე სასიამოვნოდ გვახსენდება. როგორც სკოლის პირველი ზარია ჩვენთვის დასამახსოვრებელი, ისე ბოლო ზარია განსაკუთრებული, რადგან  ამ დროსაც ანალოგიური ხდება. ფერადი წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგებით კვლავ გახარებულები და თან თვალცრემლიანები ვართ. ახლა უკვე სკოლასა და მასწავლებლებს  ვემშვიდობებით.

ბავშვობა და სკოლა ეს ხომ ყველაზე ბედნიერი, ნათელი და უდარდელი წლებია თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. და რაც ყველაზე მთავარია ჟრიამულთან, ბედნიერებასთან და ხალისთან ერთად, სწორედ სკოლაში მიმდინარეობს, როგორც ჩვენი პიროვნების ჩამოყალიბება და აქტიური სოციალიზაცია, ისე აღზრდისა და სწავლის თორმეტწლიანი პროცესი.

ზოგადად სკოლა მოზარდისთვის ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყბაა. იგი ერთდროულად უამრავი სიახლის წინაშე დგება და მას მრავალი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვა უწევს. შესაბამისად საყურადღებოა, რომ ზუსტად იქნეს განსაზღვრული ბავშვის სასკოლო ასაკი და  მისი მზაობა. კონკრეტულად რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ბავშვი სკოლაში მისვლის დროს და რა ასაკით უნდა განისაზღვროს პირველკლასელთა სასკოლო მზაობა. რა არის ამის კრიტერიუმი. ვინ არის პასუხისმგებელი და ვინ უნდა განსაზღვროს მოზარდის  სასკოლო ასაკი. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე „თბილისი თაიმსი“ ფსიქოლოგ ნინო ახალაიას ესაუბრა.

11151035_893512287368657_3913046176987907886_n+

პირველკლასელთათვის ახალ გარემოსთან ადაპტაცია რთული პროცესია. კონკრეტულად რა პრობლემების წინაშე დგება 5 წლის მოზარდი სკოლაში მისვლის დროს და როგორ უნდა გავუადვილოთ მას ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება?

– პირველი სასწავლო წელი ბავშვის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი პერიოდია, რის გამოც მას  პირველი სასკოლო წლის კრიზისს უწოდებენ. იცვლება ბავშვის ცხოვრების სტილი, იცვლება  მისი ადგილი და პოზიცია გარშემომყოფების თვალში, მას უკვე ახალი-მოსწავლის როლი აქვს, რომელიც მთელ რიგ ვალდებულებებს აკისრებს და ზრდის მის პასუხისმგებლობას ოჯახის, მასწავლებლის, საკუთარი თავის წინაშე, ამიტომაც ძლიერდება მისი ფსიქოემოციური დატვირთვა. ცხოვრების თავისუფალი, დინამიური სტილი ნაცვლდება საგაკვეთილო სავალდებულო პროცესით, სადაც მას გარკვეული წესების დაცვა მოეთხოვება. 6-7 წლის ასაკის ბავშვისთვის ხშირად ეს ე.წ. სტატიკური დატვირთვა ძნელი ასატანია, 5 წლის ასაკის მოსწავლისთვის კი ერთი-ორად, რადგან სასკოლო მზაობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი კრიტერიუმი მისი მოტორული მზაობაა, თუ რამდენად შეუძლია საგაკვეთილო პროცესში მერხთან ჯდომა, კონცენტრირება და ყურადღების სწორად განაწილება.  მოძრაობის მოთხოვნილება ამ ასაკში ჯერ კიდევ მაღალია.

ამასთან, მოსწავლე ახალ ურთერთობებს იწყებს თანატოლებთან, კლასში კარგად  უნდა ადაპტირდეს და დაიმკვიდროს თავისი ადგილი. დაიცვას სასკოლო დისციპლინა, შეასრულოს სასკოლო მუშაობასთან დაკავშირებული ახალი მოვალეობები. კვლევების მიხედვით ყველა ბავშვი არ არის მზად ამ პროცესისთვის,  უჭირს ზოგიერთი 6 -7 წლის პირველკლასელს, რაც არ უნდა მაღალი ინტელექტუალური განვითრება ჰქონდეს,  არათუ 5 წლის მოსწავლეს.

მშობელებს ყოველთვის შეუძლიათ დახმარება. მშობლის არასწორმა პოზიციამ  ყველაზე ადეკვატური ასაკის და მონაცემების ბავშვსაც შეუძლია გაურთულოს სკოლასთან და სწავლასთან დაკავშირებული საადაპტაციო პერიოდი და პირიქით, ხელშეწყობამ და სწორმა დამოკიდებულებამ გაუადვილოს პირველი სასწავლო კრიზისის დაძლევა 5 წლის მოსწავლეს.

აქვს თუ არა სათანადო სასკოლო მზაობა 5 წლის მოზარდს და ზოგადად რა ფაქტორები განაპირობებს ბავშვის მზაობას?

– ხშირად მშობლებს მიაჩნიათ რომ მათი ბავშვი საკმარისად განვითარებულია სწავლის დასაწყებად: ცნობს ასოებს, ზოგიერთმა სკოლაში მიყვანამდე უკვე იცის წერაც, იცის თვლა და ბევრი ლექსი. სასკოლო მზაობა სრულიად განსხვავებული ცნებაა და გულისხმობს გარდა ინტელექტუალური მონაცემებისა მოტორულ, ემოციურ, ნებელობით, კომუნიკაციურ და ცხადია, იმუნურ მზაობასაც.  მოტორული მზაობა ნიშნავს, რომ უნდა იყოს მზად ცხოვრების შედარებით სტატიკური რეჟიმისთვის-იჯდეს მერხთან, შესძლოს მოსმენა, კონცენტრირება, საგაკვეთილო პროცესში ჩართვა – პირველკლასელისთვის, განსაკუთრებით 5 წლის ასაკის ბავშვისთვის, რთულია 30-35 წუთის მანძილზე მოძრაობის მაღალი მოთხოვნილების ჩახშობა. ამიტომ რეკომენდირებულია პირველკასლელების საგაკვეთილო პროცესი გარკვეული წესების დაცვით წარიმართოს. ემოციური თვალსაზრისით ბავშვი უნდა იყოს შედარებით სტაბილური, რომ შესძლოს მშობლის გარეშე ახალ სიტუაციაში ადაპტირება და გამკლავება აღმოცენებული სირთულეების. ამასთან წარმატება-წარუმატებლობის ადეკვატური განცდის უნარიც მნიშვნელოვანია. მშობლების და მასწავლებლის დამსახურებით ბავშვის სწვალა ხშირად მარათონს, კონკურსს ემსგავსება, სადაც მხოლოდ ერთი უნდა იყოს გამარჯვებული. კომუნიკაციური უნარ-ჩვევები მნიშვნელობით არ ჩამოუვარდება ინტელექტუალურ შესაძლებლობებს – სკოლა მხოლოდ სასწავლო პროცესი არ არის, ეს არის ბავშვის ცხოვრების შემდაგენელი ნაწილი, სადაც უნდა განვითარდეს როგორც ფიზიკურად, ისე პიროვნულად. მიუხედავად იმისა, რომ გამონაკლის შემთხვევებში 5 წლის ბავშვი მართლაც შეიძლება ავლენდეს სკოლისთვის მზაობას, მიჩნეულია, რომ ქრონოლოგიური ასაკი საყურადღებო ფაქტორია და არ ღირს აჩქარება. განვითარებას თავისი ეტაპები აქვს. პირველი სირთულეები შეიძლება  პირველი ორი-სამი წლის მანძილზე დაიძლიოს, თუმცა მ-5, მე-6 კლასში თავს იჩენს სხვადასხვა ფორმით. ამასთან, ვფიქრობ არ ღირს ბავშვს ბავშვობის თავისუფალი წლები შეუმცირდეს – იყოს თავისუფალი, ითამაშოს ბევრი, იყოს ბავშვი – სტატუსების,  როლების, მოვალეობების მთელი რიგი ისედაც ელოდება წინ.

რა როლი აკისრია სკოლას და როგორ უნდა გაუადვილოს  მოზარდს სრულიად უცნობ გარემოსთან შეგუების პროცესი?

– სკოლას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ბავშვის ცხოვრებაში. აუცილებელია საკოლო სისტემა იყოს გამართული და ორიენტირებული ბავშვზე – ბავშვის ფიზიკური და პიროვნული ჯანმრთელობის განვითარებაზე. განსაკუთრებული როლი აქვს დაწყებითი კლასის პედაგოგს, რომელზედაც დამოკიდებულია პატარა მოსწავლე, რამდენად ადაპტირდება ახალ სასკოლო გარემოსთან, რამდენად ჩაერთვება სასკოლო ცხოვრებაში და რამდენად ჯანმრთელი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდება სასწავლო პროცესის მიმართ. პირველი კლასის მოსწავლეები  მიდრეკილნი არიან, რომ დედისეული განცდების პროვოცირება თავიანთ მასწავლებელზე მოახდინონ. მასწავლებლისთვის ეს დიდი პასუხისმგებლობაა, რომელსაც კარგად უნდა გაართვას თავი. თუ ის აღმოცენებული სირთულის გადალახვას მარტო ვერ ახერხებს, დროულად უნდა ჩართოს მშობელი და სკოლის ფსიქოლოგიური სამსახური.

ხშირად მშობლები უკმაყოფილოები არიან „ზოგადი განათლების შესახებ კანონით“. რას ფიქრობთ, რამდენად ადეკვატურია მათი დამოკიდებულება და ვინ უნდა განსაზღვროს ბავშვის სკოლაში მიყვანის ასაკი?  სახელმწიფომ თუ მშობელმა?

– სასკოლო ასაკს  ვერ განსაზღვრავს მშობელი და სახელწიფო. ამ საკითხზე უნდა მუშაობდეს კვალიფიციური სპეციალისტთა გუნდი, რომელსაც მხარი უნდა დაუჭიროს შესაბამისმა სახელმწიფოებრივმა სტურქტურებმა. ზოგადად მივიჩნევ, რომ 5 წლის ბავშვის სკოლაში შეყვანა რისკია და როდესაც ბავშვს ეხება საქმე, რისკ-ფაქტორები მაქსიმალურად უნდა შემცირდეს.

ესაუბრა

ლაკო ბიტ-ბაბიკოვი

Share2Tweet1

ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა
ახალი ამბები

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია
ახალი ამბები

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026

საინტერესო

თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს

10 years ago
მსოფლიო მაშტაბით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 296-მდე გაიზარდა, მათგან 68 გამოჯანმრთელდა

6 years ago
ჯოან როულინგი ,,ევროვიზიაზე” საქართველოს ქულების გადანაწილებას გამოეხმაურა

ჯოან როულინგი ,,ევროვიზიაზე” საქართველოს ქულების გადანაწილებას გამოეხმაურა

10 years ago
ალეკო ელისაშვილი – საპენსიო რეფორმა თაღლითური და მძარცველური სქემაა

ალეკო ელისაშვილი – საპენსიო რეფორმა თაღლითური და მძარცველური სქემაა

8 years ago

ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის „ფეისბუქის“ გვერდზე, დღეს, 18 აგვისტოს, 21:54 საათზე, ოსურ დიალექტზე პოსტი გამოქვეყნდა „Арцыд рæстæг“, რომელიც...

მეტის ნახვაDetails
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026
  • „ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა 08/18/2026
  • კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი 08/18/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by