• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, June 27, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

BBC: დაპირისპირება ბაიკერებს შორის და ორგანიზებული დანაშაულის ისტორია აშშ-ში

11 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, მსოფლიო
A A
BBC: დაპირისპირება ბაიკერებს  შორის  და ორგანიზებული დანაშაულის ისტორია აშშ-ში
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

აშშ-ს ტეხასის შტატში ბაიკერებს შორის მომხდარი ორმხრივი სროლა მსხვერპლით დამთავრდა. ცხრა ადამიანი დაიღუპა და 17 დაიჭრა. როგორც ტეხასის შტატის პოლიცია იუწყება, სროლა ბაიკერების ორმა დაპირისპირებულმა დაჯგუფებამ რესტორან „ტვინ პიქსის“ სიახლოვეს გააჩაღა. მათივე ინფორმაციით, ჩხუბი თავდაპირველად რესტორნის შიგნით დაიწყო,ხოლო შემდეგ მხარეებმა დანები და იარაღი გამოიყენა. ბრიტანული გამოცემის BBC-ის ცნობით, პოლიციელებმა შემთხვევის ადგილზე 100 ერთეული იარაღი აღმოაჩინეს.

ცნობილი გამოცემა აღნიშნულ შემთხვევას ეხმიანება და აშშ-ში ბაიკერთა ბანდების და სხვა კრიმინალური თუ პოლიტიკური ორგანიზებული დანაშაულის ისტორიის მოკლე მიმოხილვას გვთავაზობს.  

11253862_979704578727485_823726499_nტეხასი, შემთხვევის ადგილი

როგორც ცნობილია ტეხასის შტატში მომხდარ არეულობას საზოგადოება გამოეხმაურა, ჩატარდა საპროტესტო აქციები,რომელთა მთავარი მოთხოვნაც ხელისუფლების მხრიდან სწრაფი და ქმედითი ნაბიჯების განხორციელებაა. საზოგადოების ნაწილი მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან მოტოციკლეტისტთა ბანდებთან ბრძოლას და საუბრობს, ბანდებსა და პოლიტიკოსებს შორის არსებულ ფინანსურ გარიგებებზე.

მეორე ნაწილის განცხადებით, ასეთი მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია და ბანდების მოქმედებებთან შედარებით არანაკლებ აგრესიულია. მათი თქმით, ტეხასში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, სხვადასხვა შტატში რამდენიმე მოტოციკლეტისტს სასტიკად გაუსწორდნენ. „მოტოციკლეტის ტარება არ ნიშნავს, რომ კრიმინალი ხარ“ – სწორედ ამ სახელით დაიწყო ახალი კამპანია სოციალურ ქსელებში.

აშშ-ში ორგანიზებულ დანაშაულს დიდი ისტორია აქვს. კრიმინოოგიასა და სოციალოგიაში მისი განსაზღვრის მრავალი მეთოდი არსებობს, თუმცა მათ შორის პოლიტიკური ასპექტი არ ფიგურირებს,თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ ორგანიზებულ დამნაშავეებს მეტწილად ყოველთვის ჰქონდათ კავშირი პოლიტიკასთან.

11289656_979704565394153_1538473642_nტეხასი, შემთხვევის ადგილი

ფინანსური გარიგებების შედეგად მათი დანაშაული იფარებოდა,ხოლო შესაბამისი უწყების წარმომადგენლები მდიდრდებოდნენ. ძალიან ხშირად უკანონო დაჯგუფებები ნიღბავენ თავიანთ მოქმედებებს და მონაწილეობენ კანონიერ ბიზნესში,ზუსტად ისევე,როგორც მსხვილი კორპორაციები ლეგალურ ბიზნესში. 

სპეციფიკური ნიშნები, რითაც ის განსხვავდება კანონიერი ბიზნეს-კორპორაციებისაგან,არის მისი ფარულობა. ეს უკანასკნელი დაფუძნებულია ამ ბანდების, ე.წ „მოტოციკლეტისტთა კლუბების“ წევრებს შორის ვალდებულებითი დამოკიდებულების არსებობასა და ძალადობის შიშზე.

აშშ-ს მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ,რომ არცთუ მცირე მნიშვნელობა აქვს ორგანიზებული დამნაშავეობის ბუნების გაგებისთვის პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, გეოგრაფიულ და სამართლებრივ პირობებს, რომლებშიც ის აღმოცენდა. აშშ-ში მის ჩამოყალიბებას მიგრაციის დიდი ტალღებს, ირლანდიელებს, ებრაელებს, ჩინურ „ტრიადებს“ და სხვა ასპექტებს უკავშირებენ.

„ჯოჯოხეთის ანგელოზები“, ეს მოტოციკლეტისტთა კლუბი  აშშ-ში  ჩამოყალიბდა. ის 1948 წელს შეიქმნა და დანაშაულ სინდიკატად ჩამოყალიბებისთანავე იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა კრიმინალურ საქმიანობაში. ის დღემდე ჩართულია ნარკოტიკებით ვაჭრობაში, ტრეფიკინგსა და პროსტიტუციაში. პოლიციას მათი წევრების დაკავება მხოლოდ შემთხვევის ადგილზე თუ შეუძლიათ,სხვა შემთხვევაში რთულია ამ კრიმინალურ დაჯგუფებასთან ბრძოლა და დანაშაულის დამტკიცება.

ოფიციალური მონაცემებით კლუბი მსოფლიოს 50 ქვეყანაში არსებობს, თითოეულ დაჯგუფების რიცხვი მთლიანობაში 450-ს აღწევს. ამ ორგანიზებულ დაჯგუფებასთან ერთად ცნობილია “BANDIDOS”-ი, რომელიც 1966 წელს შეიქმნა დონ ჩამბერსის მიერ ტეხასში, ამ დაჯგუფების წევრთა რიცხვი 2,400 ადამიანს ითვლის, ისინი განაწილებულები არიან 22 ქვეყანაში. ფიქრობენ, რომ აშშ-ში მომხდარი ტრაგედიის მიზეზი სწორედ ამ ორ დაპირისპირებულ ბაიკერთა კლუბს შორის არსებული კონფლიქტია. არაოფიციალური წყაროები იტყობინებიან,რომ ტეხასში სწორედ მათ წევრებს შორის მოხდა ურთიერთშელაპრაკება. თუმცა, ამ ორი კლუბის გარდა, აშშ-ში სხვა დანარჩენებიც ემტერებიან ერთმანეთს, მაგალითად, Black Pistons, Mongols, “წარმართები“ და ა.შ.

 11292872_979704572060819_1688415957_nკანადა, ერთ-ერთი დაპირისპირების ადგილი, 1995 წელი.

შესაბამისი სამართალდამცავი უწყებების განცხადებით, ასეთი დიდი რაოდენობის მსხვერპლი ბაიკერთა კლუბებს შორის დაპირისპირების შედეგად ბოლო 7 წელია არ ყოფილა. მიზეზი განსხვავებულია, ძირითადად ბიზნესი და „ბაზარზე“ ადგილის დამკვიდრება. Bbc-ის სტატიაში ამასთანავე, საუბარია წარსულში არსებულ დაპირისპირებებზეც. მაგალითად, კანადაში 1992 წლიდან 2009 წლამდე „კვებეკელ ბაიკერთა ომმა“ ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამ „ომის“ მიზეზი ნარკოტიკებით არალეგალური ვაჭრობა და ახალი საშუალებების „ბაზარზე“ გატანა გახლდათ.

11289870_979704575394152_335125407_nსიდნეი, 2012 წელი

ავსტრალიაში,სადაც ასეთი 35-ამდე კლუბი არსებობს თავისი ოფიციალური 3500 წევრით, დღეში ერთი ადამიანი მაინც იჭრება ამ დაპირისპირებების შედეგად. 1980 წლიდან დღემდე 100 მოტოციკლეტისტია მოკლული და ათასობით დაჭრილი. 2012 წელს, სიდნეიში ორმხრივი სროლის შედეგად 6 მოტოციკლეტისტი და 14 წლის გოგონა დაიღუპა.  

დიდ ბრიტანეთში, 1998 წელს მომხდარი ერთ-ერთი შეტაკების შედეგად, ორი ადამიანი დაიჭრა, დამნაშავე  „ჯოჯოხეთის ანგელოზების” წევრი რონალდ ვეიტი პოლიციამ ადგილზე დააკავა, მას 15 წელი მიესაჯა.

11281805_979704625394147_362064364_nმოტოციკლეტისტთა ფესტივალი დიდ ბრიტანეთში

ამ ორგანიზებული დაჯგუფებების წევრები გამოირჩევიან სისასტიკით, მოწმეების თქმით, რონალდ ვეიტი მსხვერპლს ნაჯახით დაესხა თავს. უნდა ითქვას,რომ ბაიკერთა კლუბები არსებულ ქვეყნებში ჩამოყალიბებულია,როგორც ორგანიზაციები,ხოლო ბელგია იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც „ჯოჯოხეთის ანგელოზები“ არალეგალურ ორგანიზაციად გამოაცხადა.  

ამ დაჯგუფებებთან ბრძოლა სამართალდამცავებისთვის ძალიან რთულია, აშშ-ს კრიმინალისტების თქმით, კლუბის წევრები თითქმის ყველგან არიან, ყველა დანაშაულში ისინი მონაწილეობენ,თუმცა ადგილზე,რომ მიდის პოლიცია ან სხვა რჩება ხელთ, ან საერთოდ არავინ. ამ სინდიკატის „გაშიფვრა“ თითქმის შეუძლებელია,როგორც ავღნიშნეთ მას ათასობით წევრი ჰყავს და თითოეული მათგანი  რამდენიმე ათეულ კაციან ჯგუფშია გაწევრიანებული,რომელთაც 1 მეთაური ჰყავს. არსებობს მეთაურთა ჯგუფებიც, რომლებიც ემორჩილებიან ლიდერებს და ა.შ. შესაბამისად, კლუბის წევრებს ამ სტრუქტურის ელემენტებზე ბევრი ინფორმაცია არ აქვთ და მათი გამოტეხვაც „ომერტის კანონის“ (დუმილის აღთქმა) საშუალებით იშვიათია.

11349100_979704568727486_1704465978_nაშშ-ში არსებული მოტოციკლეტისტთა ბანდების დასახელებები

დაჯგუფებების კრიმინალურ საქმიანობაში ხშირად ჩართულნი არიან სამართალდამცავი თუ სხვა სტრუქტურები, რომლებიც ფინანსური მოგების სანაცვლოდ დანაშაულს ხელს აფარებენ. გამოდის, რომ ამ „საქმეში“ ერთვება პოლიტიკაც და ეს კრიმინალური დანაშაული პოლიტიკურ ორგანიზებულ დანაშაულად გადაიქცევა. ეს უკანასკნელი კი საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის უფრო მეტად დამღუპველია, ვიდრე კრიმინალური დანაშაული.

და ბოლოს, თუ ამერიკის განვითარებულ დემოკრატიას შეუძლია თანაარსებობა ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან, მაშინ ალბათ ეს შესაძლებელია სხვა ქვეყნებშიც. ამერიკის მაგალითით ვხედავთ, რომ  ამა თუ იმ სახის ეკონომიკური საქმიანობის ყოველი აკრძალვა ხელს უწყობს ორგანიზებული დამნაშავეობის შეღწევას ლეგალურ ეკონომიკაში.

ეს გამოჩნდა, „მშრალი კანონის“ დროს, რომელიც აშშ–ში მოქმედებდა 1920-1930-იან წლებში. თუ 1920 წლამდე მაფიოზური ჯგუფები შეზღუდულად აკონტროლებდნენ პროსტიტუციას, აზარტულ თამაშებს, ქურდობას, ძარცვას, „მშრალი კანონის“ მიღების შემდეგ მათ თავიანთი კონტროლის ქვეშ მოაქციეს ალკოჰოლის იატაკქვეშა ბიზნესი, აყვავდა კორუფცია ამერიკის სამართალდამცავ ორგანოებში. თავისთავად, ალკოჰოლური პროდუქციის აკრძალვამ შექმნა ძლიერი ფინანსური ბაზა აშშ–ში ორგანიზებული დამნაშავეობის გაძლიერებისთვის.

თემაზე მუშაობდნენ:

ნათია კეკენაძე

გიორგი მიქანაძე

10846574_10204251539387137_685949634_n

Share2Tweet1

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა
ახალი ამბები

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია
ახალი ამბები

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026
საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026
„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა
ახალი ამბები

„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

06/18/2026

საინტერესო

პოლონეთი ქვეყნიდან რუს დიპლომატებს აძევებს

8 years ago
სსმ-ის მეურვეობის 5 კანდიდატი უკვე შერჩეულია

პარლამენტში მინიმალური ხელფასის თაობაზე კანონპროექტი დარეგისტრირდა

7 years ago
დღეიდან პლასტიკის პარკების წარმოება აიკრძალა

დღეიდან პლასტიკის პარკების წარმოება აიკრძალა

7 years ago

მიხეილ ჯანელიძე: “საქართველო რეგიონალურ მოდელად იქცა ინსტიტუციური რეფორმების გატარების თვალსაზრისით”

10 years ago

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026

პარლამენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისმიტროპოლიტი შიო III მივიდა. პატრიარქი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას...

მეტის ნახვაDetails
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა 06/26/2026
  • ვრცელდება პატრიარქის მიმართვა 06/26/2026
  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by