კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” მონიტორინგის ახალ შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, კომპანიამ ურჩი მძღოლების ნაწილს გაფრთხილება მისცა, ნაწილს კი 2 კვირით მიკროავტობუსის მართვა აუკრძალა.
კომპანიის ცნობით, მგზავრობისას კონდიციონერი არ ჩართეს შემდეგმა მძღოლებმა: N17 სამარშრუტო მ/ავტობუსის მძღოლმა ი.შ.-მ, N75-ის მძღოლმა ი.რ.-მ, N128-ის მძღოლმა ზ.კ.-მ, N51-ის მძღოლმა ლ.ღ.-მ, N2-ის მძღოლმა რ.ქ.-მ და N34-ის მძღოლმა მ.მ.-მ.
მოძრაობისას სიგარეტს ეწეოდნენ N184 სამარშრუტო მ/ავტობუსის მძღოლი რ.მ. და N117-ის მძღოლი ზ.პ.
აღნიშნულ პირებს თითო თვით ხაზზე მუშაობა აეკრძალებათ.












