• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, August 20, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სასმელი წყლის რესურსებით საქართველო 2,5-ჯერ აღემატება მსოფლიოს, 2,4-ჯერ ევროპის და 1,7-ჯერ აზიის საშუალო მაჩვენებელს ერთ სულ მოსახლეზე

10 years ago
კატეგორია: განათლება და მეცნიერება, საზოგადოება
A A
სასმელი წყლის რესურსებით საქართველო 2,5-ჯერ აღემატება მსოფლიოს, 2,4-ჯერ ევროპის და 1,7-ჯერ აზიის საშუალო მაჩვენებელს ერთ სულ მოსახლეზე
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოში ეროვნული კონკურენტუნარიანობის ამაღლების ეკონომიკური პოლიტიკისათვის საჭირო ინსტრუმენტები და საშუალებები მნიშვნელოვან საკვლევ საკითხს წარმოადგენს. თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი გულნაზ ერქომაიშვილი ეკონომიკური პოლიტიკის კათედრაზე აღნიშნულ საკითხს 2009 წლიდან იკვლევს. კვლევის ავტორი გვთავაზობს  შედეგების მოკლე ანალიზს.

მკვლევარი„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (World Economic Forum) 2015 წლის ანგარიშის მიხედვით საქართველო კონკურენტუნარიანობის რეიტინგით 140 ქვეყნიდან 66-ე ადგილზეა. უკვე მეხუთე წელია საქართველოს დადებითი ტენდენცია აქვს აღნიშნულ ინდექსში. იგი წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა – სლოვაკეთი, მონტენეგრო, ხორვატია, უკრაინა, საბერძნეთი, სომხეთი, მოლდოვა, ალბანეთი, სერბეთი.

კონკურენტუნარიანი ეკონომიკის ფორმირებისთვის სახელმწიფომ უნდა განახორციელოს აქტიური სამეწარმეო, საწარმოო სტრუქტურების დინამიურად გარდაქმნაზე ორიენტირებული პოლიტიკა, განსაკუთრებით ექსპორტზე ორიენტირებული სექტორების განვითარების მიმართულებით.

საქართველოში ექსპორტის ბოლო პერიოდის სტრუქტურა გარკვეულწილად ასახავს ქვეყანაში ფარდობითი უპირატესობის მქონე სფეროებს. 2015 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით, უმსხვილესი საექსპორტო პროდუქციის წილი მთლიან ექსპორტში ასეთი იყო: სპილენძის მადნები – 11%, ფეროშენადნობები – 9%, მსუბუქი ავტომობილები – 9%, რომელიც მკვეთრად შემცირდა 2012 წელთან შედარებით (24,7%), თხილი 8%, სამკურნალო საშუალებები – 6%, დანარჩენი -57%.

მკვლევარის შეფასებით, ექსპორტის თვალსაზრისით, საქართველოში ყველაზე მეტი შანსი შემდეგ ხუთ სექტორს აქვს: სოფლის მეურნეობას და დამამუშავებელ მრეწველობას, ჰიდროენერგეტიკას, ტრანსპორტს, ტურიზმს და ფინანსურ ინსტიტუტებს.

მტკნარი და მინერალური წყლების წარმოება უპირველეს პოზიციას იკავებს საქართველოს ეკონომიკაში ისეთი უპირატესობების გამო როგორიცაა: ნედლეულის ბუნებრიობა, სიუხვე, სიიაფე, სტაბილურობა, განახლებადობა, არასეზონურობა, მაღალი ხარისხი და, რაც მთავარია დაბანდებული კაპიტალის უკუგების მოკლე პერიოდი.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველო სასმელი წყლის მწვავე დეფიციტის მქონე ქვეყნების შუაგულში მდებარეობს და წყალზე მოთხოვნილება განუხრელად იზრდება. სასმელი წყლის რესურსებით საქართველო 2,5-ჯერ აღემატება მსოფლიოს, 2,4-ჯერ ევროპის და 1,7-ჯერ აზიის საშუალო მაჩვენებელს ერთ სულ მოსახლეზე. ამასთანავე საქართველოს წყლის რესურსების 30% უმაღლესი ხარისხის მიწისქვეშა სასმელ წყალს წარმოადგენს.

საქართველოში საკურორტო-ტურისტული სფეროს წარმატებული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის სრულყოფა.

დღეისათვის მოქმედებს საქართველოს კანონი „ტურიზმის და კურორტების შესახებ“ (1997 წელი, დამატებითი ცვლილებები 1999-2000 წწ.) და საქართველოს კანონი „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარული დაცვის ზონების შესახებ“, რომელიც უზრუნველყოფს სანიტარული მომსახურებისა და შესაბამისი პირობების დაცვას. შექმნილი კანონები ვერ პასუხობენ დღევანდელ მოთხოვნებს. ბოლო ათწლეულის მანძილზე აქტუალური გახდა ტურიზმის ახალი მიმართულებები, ახალი ტექნოლოგიები, ახალი მოთხოვნები, ამიტომ საქართველოში ტურიზმის განვითარებისათვის აუცილებელია არსებულ კანონებში ცვლილებების შეტანა, მათი შესაბამისობა საერთაშორისო მოთხოვნებთან.

კვლევებმა გვიჩვენა, რომ საქართველოში ინსტიტუციონარული რეფორმები ქვეყნის კონკურენტუნარიანობის მკვეთრად გასაუმჯობესებლად არასაკმარისია. მთავარ პრობლემებად პოლიტიკური არასტაბილურობა და კონფლიქტური ზონების არსებობა, კრედიტებზე მაღალი საბანკო განაკვეთები, საგადასახადო კანონმდებლობასთან დაკავშირებული ხარვეზები, სათანადო ინფრასტრუქტურის არარსებობა, კვალიფიკაციის შეუსაბამობა და ინფლაცია მიიჩნევა.

მიუხედავად ამისა, „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი“ ინსტიტუციების, მაკროეკონომიკური მაჩვენებლების, უმაღლესი განათლების, შრომითი ბაზრის ეფექტიანობის და სხვა მიმართულებით საქართველოს პროგრესსაც აღიარებს“. – გულნაზ ერქომაიშვილი

წყარო: ჟურნალი „თსუ მეცნიერება“ N7

ნათია კეკენაძე

Share1Tweet1

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

10 ქართველი მხატვარი, რომლის შესახებაც მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს

10 ქართველი მხატვარი, რომლის შესახებაც მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს

3 years ago
საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით დაკავებულია სამი პირი

საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით დაკავებულია სამი პირი

8 years ago
დონალდ ტრამპი: საქართველოს დამოუკიდებლობა და დემოკრატია მსოფლიოსათვის კვლავ შთამაგონებელია

დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა

9 years ago
„ყველაზე მეტად გამიმართლა, როცა სცენა აღმოვაჩინე და მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი საქმე“ – გიორგი ცხადაძე

„ყველაზე მეტად გამიმართლა, როცა სცენა აღმოვაჩინე და მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი საქმე“ – გიორგი ცხადაძე

8 years ago

ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის „ფეისბუქის“ გვერდზე, დღეს, 18 აგვისტოს, 21:54 საათზე, ოსურ დიალექტზე პოსტი გამოქვეყნდა „Арцыд рæстæг“, რომელიც...

მეტის ნახვაDetails
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026
  • „ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა 08/18/2026
  • კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი 08/18/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by