“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალთან დაღუპულთახსოვნისადმი მიძღვნილი აქცია გამართეს.
ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მსვლელობა პარტიის ცენტრალური ოფისიდან დაიწყეს და პარლამენტის წინ 9 აპრილის მემორიალთან დაასრულეს.
მათ პარლამენტის წინ სანთლებით “გვახსოვს 9 აპრილი” დაწერეს. 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა საქართველოს ყველა რეგიონში გამართეს.