• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, July 5, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მიცვალებულთა მოხსენიების დღეები და მათი სიმბოლური მნიშვნელობა

10 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, რელიგია
A A
მიცვალებულთა მოხსენიების დღეები და მათი სიმბოლური მნიშვნელობა
37
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მართლმადიდებლური სწავლებით სულის გაყრა სხეულისგან არ ნიშნავს ცხოვრების დასრულებას, არამედ ესაა გადასვლა მარადისობაში. როგორი იქნება  ცხოვრება იმქვეყნად  დამოკიდებულია ჩვენ მიერ  ამქვეყნად აღსრულებულ  საქმეებზე, ასევე ლოცვაზე, ქველმოქმედებაზე, მოწყალებაზე, რომელიც მიცვალებულთა სახელზე სრულდება. ზრუნვა გარადაცვალებულთათვის  დიდი ნუგეშია, როგორც მათი სულების ასევე, მასზე მზრუნავი ადამიანებისთვის, ამიტომ ეკლესია აწესებს მიცვალებულთა საზოგადო და კერძო მოხსენიების დღეებს. კერძო მოხსენიება აღსრულება აუცილებელია  პირველ, მესამე, მეცხრე და მეორმოცე დღეს, ასევე ყოველ წლისთავზე, სასურველია მიცვალებულის დაბადებისა და ანგელოზის  დღეებშიც. საზოგადო მოხსენიების დღეებია: ხორციელის შაბათი; დიდი მარხვის მე-2, მე-3 და მე-4 შაბათი; კვირაცხოვლობის – თომას კვირის სამშაბათი; სულიწმინდის შაბათი (სულთმოფენობის დღესასწაულის წინა დღე) და დიმიტრის შაბათი. სასურველია მათ სახელზე შეკვეთილი წირვის, ან თუნდაც პანაშვიდის გადახდა. საეკლესიო მსახურებისას გარაცვალებულების მოხსენიება ხდება კვეთაში, ასევე წირვაში ჩართულ მიცვალებულთა კვერექსში და ბარძიმში. არსებობს ტრადიცია ორმოცდღიანი მოხსენიებისა. შეგვიძლია მათ სახელზე ღვთისმსახურს აღვავლენინოთ შეკვეთილი წირვა. გარდაცვალებულებისთვის ლოცვა განასაკუთრებულად ძლიერდება დიდი მარხვის პერიოდში, რომელიც არის გახსენება ქრისტეს ვნების, მისი  ჯვარზე აღსრულების და მოლოდინი აღდგომისა, როგორც სიკვდლის დათრგუნვის, მიცვალებულთა სულების ჯოჯოხეთიდან გამოხსნის.

გარადაცავლება, ზრუნვა მიცვალებულთა სულებისთვის, საკურთხის სუფრა, გლოვა, სულთა კავშირი, ეს ის საკითხებია, რომლებზეც “თბილისი თაიმსს” წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი ალექსანდრე გალდავა ესაუბრა.

დეკანოზ ალექსანდრე გალდავა

რა არის გარდაცვალება? სიკვდილი თუ გარდაცვალება? რა განსხვავებაა მათ შორის?

– სიტყვა “გარდაცვალება” ქართულია და  კარგად ასახავს ადამიანის მდგომარეობას, როცა ის ბიოლოგიურად აღარ ცოცხლობს, ანუ სიცოცხლე და ფიზიკური შესაძლებლობები შეუთავსებელია. სიტყვა “სიკვდილი” იგივე არსის მქონეა, მაგრამ გამოიყენება გარდაცვალების ნეგატიური მნიშვნელობის გადმოსაცემად, როცა ადამიანს დაღუპვასთან ერთად მარადიული სიცოცხლე აღარ გააჩნია. თავად “დაღუპვა” კიდევ უფრო მძიმე მნიშვნელობის მქონეა და  ნიშნავს, რომ ადამიანი მოკვდა, როგორც ხორციელად, ასევე სულიერადაც, ანუ ის ვერ იხილავს ღმერთს, მარადიულ სამყოფელს, რისთვისაც ადამიანი არის გაჩენილი.

სულის გაყოფა სხეულისგან არის უმტკივნეულესი რამ, იმიტომ რომ ყველაზე დიდი შედეგი რაც კაცობრიობამ მიიღო ცოდვისგან ეს იყო სწორედ სიკვდილი- მდგომარეობა, რომელიც არ შეუქმნია ღმერთს და რაც არ შეუქმნია ღმერთს ის არ არის ბუნებრივი ადამიანისთვის. გვახსოვს მაცხოვარის სიტყვები, რომელიც  სიკვდლის წინ  ჯვარზე გაკრულმა წარმოთქვა: “ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე მე?”… რატომ გავურბივართ ჩვენ სიკვდლს? რადგან ჩვენთვის  ის არ არის ბუნებრივი, არ გვინდა, გვეშინია მისი.

მამაო თქვით “სიკვდილი ღმერთს არ შეუქმნია”. რას გულისხმობთ?

– წარმოიდგინეთ, “სიკვდილი” თავისთავად არ არსებობს. ის უკვე შექმნილის “სიცოცხლის” დამახინჯებული, დეგრადირებული ფორმაა.  არსებობს ნიშნავს ცოცხლობს, სიკვდილს “არსება” არ აქვს. ის გულისხმობს სიცოცხლის არ არსებობას, მის დასრულებას. ასე განიხილება ბიოლოგიურად, მეცნიერები არ აღიარებენ სულს, ემპირიულ სამყაროში უყურებენ ადანმიანს და ამბობენ, რომ სიცოცხლე თუ არა აქვს არის მკვდარი და აქედან გამომდინარე მორჩა, დასრულდა სიცოცხლე, ხოლო რელიგიურად ადამიანი არა მარტო “სხეული” და “გონებაა”, არამედ არის “პიროვნება” და “სული”, რომელიც განაგრძობს სიცოცხლეს სიკვდილის შემდეგ. იმქვეყნიური ცხოვრებისთვის კი  საჭიროა ამქვეყნიური ცხოვრება გაიარო. თუ წმინდად და სუფთად იცხოვრებ, სიკვდილით არ მოხდება ღმერთთან შენი დაშორება.

რა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს ახალგარდაცვლილისთვის მესამე, მეცხრე დღეს პანაშვიდის გადახდას და ა.შ.?

– საეკლესიო სწავლებით არსებობს მნიშვნელოვანი დღეები ახალგარდაცვლილისათვის, რომლის დროსაც აუცილებელია ოჯახის წევრებისა და ეკლესიის გაერთიანება ლოცვით. ესენია გარდაცვალების პირველი, მესამე, მეცხრე და მეორემოცე დღეები. სხვადასხვა ეპოქაში ეს დღეები იცვლებოდა, მაგალითად სირიაში  მეშვიდე დღე იყო და არა მეცხრე დღე. თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან იქ სადაც გარდაცვლილი მიდის დრო არ არსებობს, მარადიულობაა. ეკლესიის მიერ დაწესებული გარადცვალებულთა მოხსენიების დღეები  საეკლესიო სწავლებით მოიცავს შემდეგს: პირველ დღეს ადამიანი გადის ამ სამყაროდან და მისთვის მძიმეა ახალ რეალობაში გადასვლა; მესამე დღეს ის ადის პირველად ღმერთთან და  მეცხრე დღემდე იმყოფება სამოთხეში, უყურებს მის დიდებას; ხოლო მეორმოცე დღემდე ის ხედავს ჯოჯოხეთს და 40-ე დღეს ხდება საშინელი განკითხვა, მისი სულის განწესება თავისი საქმეებისამებრ,  ან მარადიულ სამყოფელში ან მარადიულ წარწყმედაში. ამიტომაც ამ დღეებში განსაკუთრებით საჭიროა ლოცვა მიცვალებულთა სულებისთვის. როგორც მაცხოვარი ბრძნებს:” სადაც ორი და სამი ჩემი სახელით შეიკრიბება, მეც თქვენთან ვარ”. ერთად ლოცვას  დიდი ძალა აქვს.  მნშვნელოვანი აქ სწორედ ხალხის ლოცვისთვის შეკრებაა.

მამა ალექსანდრე რა არის საკურთხი, მისი არსი? სხვადასხვა კუთხეში განსხვავებული ტრადიცები აქვთ საკურთხის სუფრის მომზადებისა, რამდენად არის განსაზღვრული თუ რა უნდა გაკეთთეს მიცვალებულთა სახელზე?

– საკურთხი ნიშნავს მატერიალურ ფასეულობას, რომელსაც ადამიანი გამოიყენებს მიცვალებულისთვის გაჩუქების, გასხვისების სახით. ეს მატერიალური შეიძლება იყოს საკვები, მისი ტანსაცმელი, საათი, სახლი, ფეხსაცმელი, მანქანა, ყველაფერი. ანუ საკურთხის არსი გულისხმობს გაცემას. ხოლო რას მოამზადებენ საკურთხის სუფრისთვის,  ეს არის ჩვეულებრივი ფოლკლორი, ცუდი არ არის. ზოგან ტკბილი იციან, ზოგან მწარე, ყველა კუთხეში რაც მოსწონთ იმას აკეთებენ, აქ მთავარი მიზანია, რისთვის კეთდება ეს ყველაფერი. საკურთხისთვის მომზადებული საკვები მიაქვთ ეკლესიაში, სადაც სასულიერო პირის მიერ  იკურთხება, შემდეგ კი უნაწილებენ გაჭირვებულ ადამიანებს; ან გაუმანსპინძლდებიან მეზობლებს, ახლობლებს და სთხოვენ უფალს გარდაცვლილის  სულის შეწყნარებას.

იგივე მიზანს ემსახურება ზეთის, ღვინის მიტანა ეკლესიაში. ზეთს გამოიყენებენ კანდელისთვის; ღვინით წირვა-ლოცვას დააყენებენ გარადცვალებულის სახელზე.

მამაო, საკურთხზე ყოველთვის მზადდება კოლიო ანუ წანდილი. რა უდევს საფუძვლად ამ ტრადიციას?

– ამ ტრადიციას ისტორიული  ფაქტი უდევს საფუძვლად. მეოთხე საუკუნეში, კონსტანტინოპოლის მეფემ იულიანე განდგომილმა  აღადგინა წარმართული რელიგიები, დაიწყო დევნა  ქრისტიანების. მან იცოდა, რომ დიდმარხვის პირველ კვირას მორწმუნენი განსაკუთრებით წმინდად ინახავდნენ და ცოდვებს ინანიებდნენ. იულიანემ უბრძანა ქალაქის თავს, მთელი კვირის მანძილზე ყოველდღე შეებღალა ბაზარში გასაყიდი სანოვაგე სამსხვერპლო ცხოველთა სისხლით. რადგან მათ უნდოდათ წაებილწათ ქრისტიანები. მაშინ კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოს ევდოქსის გამოეცხადა წმინდა თეოდორე ტირონი და უთხრა, რომ საზრდელი ნაკერპალის სისხლით იყო შებილწული, გარდა ხორბლისა და ურჩია  მოეხარშათ და  ეჭამათ ის. ასე გადაურჩნენ ქრისტიანები წაბილწვას. შემდეგ გაალამაზეს,  შეკაზმეს  და მიუძღვნეს მიცაველბულებს, როგორც წმინდა საკვები.

როგორ ვიზრუნოთ  მიცვალებულებითვის?

– მიცვალებულისათვის ზრუნვა გამოიხატება ორ მოქმედებაში ლოცვა და ქველმოქმედება. ლოცა არის ადამიანის მიერ გამოვლენილი უმაღლესი სულიერი მოქმედება, რომლითაც ის უკავშირდება ღმერთს. განკითხვის ჟამს, როგორც მაცხოვარი ამბობს: “დავაყენებ კაცობრიობას პირველი დღიდან მოყოლებული უკანასკნელ დღემდე.  გავყოფ მათ ორად, მარჯვნივ დავაყენებ ცხვრებს, მარცხნივ თიკანს და ვეტყვი წადით თქვენი სიკეთის გამო სამოთხეში, იმიტომ რომ მშიერი ვიყავი და მაჭამეთ, მწყუროდა და მასვით, შიშველი ვიყავი და შემმოსეთ, ციხეში ვიყავი და მოხვედით სანახავად, ავად ვიყავი და მომიარეთ, უცხო ვიყავი და შემიფარეთ; ხოლო სხვებს ეტყვის წადით თქვენ მარადიულ წყვდიადში ვინაიდან ეს ყველფერი არ გამიკეთეთ მე”. აი, სწორედ სადაც არის “არ გამიკეთეთ მე” იქ არის ჩვენი ლოცვა.  ამიტომ ქრისტიანები ერთიანდებიან და ლოცულობენ მიცვალბულებისათვის.

ლოცვითი მოქმედება, მისი რაოდენობა დაკავშირებულია ადამიანის სულიერ მდგომარეობაზე. რაც უნდა აღასრულოს თავის მოძღვართან შეთანხმებულად, მის გარეშე არაფერი არ უნდა გააკეთოს, რადგან მხოლოდ ტექსტის წაკითხვა კი არ არის ლოცვა, არამედ ეს არის ყურადღებით, გულისხმიერად, გულის შემმუსვრელი და მოწესრიგებულად წარმოთქმული ღვთის სიტვები, რომელსაც გონებაში გაატარებ,  გულიდან ამოიღებ და მიუძღვნი ღმერთს. ქველმოქმედების მიცვალებულის სახელზე აღსრულებას, ასევე უდიდესი მადლი აქვს.

სულთა კავშირის შესახებ რას გვეტყვით  მამაო, გარადაცვლილს შეუძლია იზრუნოს ცოცხლისათვის და შესაძლებელია თუ არა გარდაცვლილის სული გამოეცხადოს ახლობელ ადამიანს, რაღაც ფორმით, მოქმედებით მიანიშნოს მისი არსებობა, აუწყოს რაიმე თუნდაც სიზმარში?

– ეს არის სუფთა მაგიური, წარმართული დამოკიდებულება სიცოცხლისა და სიკვდილის მიმართ და  სახიფათოა, რადგან ჩვენ არ ვიცით ხოლმე ადამიანის ხვედრი მარადიულ სამყოფელში. სულები შეიძლება ბოროტმა ძალამ გამოიყენოს,  მშობლის სახე მიიღოს, ახლობლის სახე მიიღოს, სიზმრებში დაგესიზმროს, რაღაცა დაგაჯეროს და ჩაგაგდოს ცრუ იმედებში, ცრუ წარმოდგენებში და შენც დაუწყო მას ლოდინი.  თუმცა სამოთხეში მოხვედრილ ადამიანს მართლაც შეუძლია იზრუნოს თავისი ახლობლებისთვის.

ჭირისუფლებს სჩვევიათ გადამეტებული გლოვა და მწუხარება, წლების განმავლობაში შავი სამოსის ტარება და სხვა. სწორია ამგავრი დამოკიდებულება, როგორ დაიცვას მწუხარე ადამიანმა ზომიერება?

– იცით გლოვა ეს დიდი შინაგანი ემოციის გამოხატულებაა და ყველას თავისი რაოდენობა, ზომა-წონა აქვს, თუმცა საქართველოში გლოვის მხრივ ძალიან გადაჭარბებული დამოკიდებულებაა. თუ ძალიან საყვარელ ადამიანს კარგავენ, მერე ფაქტიურად თავს ცოცხლად აღარ თვლიან, რის გამოც ასოციალურები ხდებიან. ქრისტიანსა და წარმართს შორის სხვაობა რა არის? წარმართს უნდა სულიერი სამყარო მოიხმაროს ისე, როგორც თავად დაგეგმავს, ქრისტიანი კი  ფიქრობს,  რომ დაგეგმოს ღმერთთან ერთად, ცხოვრებისაგან მიღებული შემოთავაზებების კორექცია მოახდინოს და ისევ გააგრძელოს გზა, კი არ გაჩერდეს არემედ  ყველფერში დაინახოს ღვთის ნება. რა არის ახლობლის გარდაცვალება? ეს არის ცხოვრების  ახალი გამოწვევა, როცა რაღაც კარდინალურად უნდა შეცვალო. ქრისტიანმა უნდა გამოიღოს ნაყოფი, ეს ნაყოფი არის სულიერი სრულყოფილება და ამ სრულყოფილების გზაზე არასწორი, გადაჭარბებული  გლოვა  აჩანაგებს ადამიანს. რამდენი წელი უნდა იგლოვო? რას აკეთებ ამით? ირგვლივ ყველას აწუხებ და ყველას ტანჯავ, მათ შორის გარდაცვლილის სულსაც.

სოფიკო ნინიკაშვილი

სოფიკო ნინიკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Share15Tweet9

ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა
ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს
ახალი ამბები

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად
ახალი ამბები

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026
არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს
ახალი ამბები

არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

07/01/2026
საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა
ახალი ამბები

საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

07/01/2026

საინტერესო

ჩინეთში ქართული ღვინის სახლი გაიხსნა

10 years ago
“საქართველო ეკუთვნის ევროპას, არა მხოლოდ გეოგრაფიულად, არამედ ღირებულებებით”

მიხეილ ჯანელიძე: “საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება იყო გზავნილი მსოფლიოსთვის”

9 years ago
Scope Ratings GmbH-მა „ლისი დეველოპმენტის“ საჯარო ობლიგაციებს BB რეიტინგი მიანიჭა

Scope Ratings GmbH-მა „ლისი დეველოპმენტის“ საჯარო ობლიგაციებს BB რეიტინგი მიანიჭა

7 years ago
2016 წელს ჯანდაცვის სამინისტრო ძუძუს კიბოთი დაავადებულ 130 პაციენტს დაფინანსებს

2016 წელს ჯანდაცვის სამინისტრო ძუძუს კიბოთი დაავადებულ 130 პაციენტს დაფინანსებს

10 years ago

ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა
ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026

კაცი რომელსაც ახალციხეში სამშენებლო ბლოკი დაეცა ერთ თვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, კაცი ახალციხის რეფერალურ...

მეტის ნახვაDetails
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026
  • „ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს 07/03/2026
  • დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა 07/02/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by