• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, February 2, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“რელიგიის საბჭოს მთავარი გამოწვევა სახელმწიფოს მხრიდან კონსტიტუციური სეკულარიზმის დაუცველობაა” – ნინო კუხიანიძე

10 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
“რელიგიის საბჭოს მთავარი გამოწვევა სახელმწიფოს მხრიდან კონსტიტუციური სეკულარიზმის დაუცველობაა” – ნინო კუხიანიძე
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო უკვე წლებია აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა კონფესიის წარმოამდეგენლებთან.  საბჭოში წევრთა რაოდენობა მუდმივად იზრდება და დღეს ის 32 რელიგიურ მიმდინარეობას აერთიანებს. გადაწყვეტილებებს კონსესუსის საფუძველზე იღებენ. როგორც საბჭოში მიაჩნიათ ტოლერანტული და თანასწორუფლებიანი, მშვიდობიანი  გარემოს დამკვიდრება, რელიგიის თავისუფლების დაცვა მათი მუშაობის ამოსავალი პრინციპია. “თბილისი თაიმსი” გთავაზობთ ინტერვიუს “სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მხარდაჭერის” პროექტის ხელმძღვანელ ნინო კუხიანიძესთან, რომელიც გვესაუბრა რელიგიის საბჭოს მიზნებზე, მიღწევებზე,  სამომავლო გეგემებსა და იმ პრობლემებზე, რომელსაც ყველაზე ხშირად  აწყდებიან რელიგიურ დენომინაციებთან მუშაობის პროცესში.

ნინო კუხიანიძეუკვე წლებია სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა კონფესიებთან. გვიამბეთ რის საფუძველზე შეიქმნა რელიგიის საბჭო, რა  მიზანი აქვს და  როგორია მისი  მუშაობის ფორმატი?

– სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო 2005 წელს დაარსდა. მის საქმიანობას კოორდინირებას უწევს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი. საბჭო საქართველოში რელიგიური გაერთიანებების ყველაზე ფართო ფორუმს წარმოადგენს. საბჭოს საქმიანობის მთავარი მიზნებია: რელიგიის თავისუფლების დაცვა, რელიგიურ ჯგუფებს შორის მრავალმხრივი დიალოგის წახალისება, ტოლერანტული, თანასწორუფლებიანი, მშვიდობიანი გარემოს დამკვიდრებაზე ზრუნვა, სოციალური პასუხისმგებლობის ერთობლივი გაზიარება, სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში ჩართვა.

რელიგიათა საბჭო, ერთი მხრივ, სახალხო დამცველის საკონსულტაციო ორგანოა, ხოლო, მეორე მხრივ, თანამშრომლობს და დიალოგსა და კონსულტაციებს აწარმოებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან, მედიასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

რელიგიათა საბჭო რეგულარულად მართავს სხდომებს, სადაც რელიგიური გაერთიანებების წინაშე არსებული სირთულეები და მათი გადალახვის გზები განიხილება. გარდა ამისა, საბჭო ერთობლივი განცხადებებით მუდმივად ეხმაურება ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს და საკანონმდებლო ინიციატივებს; ახორციელებს ერთობლივ სოციალურ-ჰუმანიტარული ხასიათის ღონისძიებებს.

საქმიანობის შინაარსი საბჭოს წევრების მიერ კონსენსუსის საფუძველზე განისაზღვრება. საბჭოში წელიწადში ერთხელ ირჩევა 5 წევრიანი ანალიტიკური ჯგუფი, რომელიც რელიგიური უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობის პერიოდულ მონიტორინგს ახორციელებს და საბჭოს განსახილველად სთავაზობს წინადადებებს სხვადასხვა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით.

რის საფუძველზე ხდება სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოში სხვადსახვა დენომინაციების გაწევრიანება. რა მოთხოვნებს უნდა  აკმაყოფილებდნენ თქვენთან თანამშრომლობის მსურველები და დღევანდელი მონაცემებით რამდენი წევრისგან შედგება საბჭო?

– რელიგიათა საბჭოში გაწევრიანების მსურველმა რელიგიურმა გაერთიანებამ განცხადებით უნდა მიმართოს სახალხო დამცველს. გადაწყვეტილებას იღებს სახალხო დამცველი. ნებისმიერ რელიგიურ გაერთიანებას შეუძლია გახდეს საბჭოს წევრი, თუკი მისი, როგორც ორგანიზაციის საქმიანობა, არ ეწენიააღმდეგება კანონმდებლობას.

რელიგიათა საბჭოში შემავალი რელიგიური გაერთიანებების რაოდენობა მუდმივად იზრდება და დღეისათვის მასში 32 ორგანიზაციაა წარმოდგენილი.

იგეგმება თუ არა უახლოეს მომავალში ახალი წევრებით შევსება რელიგიათა საბჭოსი? 

– როგორც აღვნიშნეთ, რელიგიათა საბჭოში შემავალი გაერთიანებების რაოდენობა მუდმივად იზრდება და გვაქვს მოლოდინი, რომ მომავალშიც საბჭოს წევრთა რაოდენობა გაიზრდება.

ძირითადად პრობლემები აქვთ საბჭოს წევრ რელიგიურ დენომინაციებს, რა სახის თანამშრომლობა გაქვთ მათთან და რა საკითხებზე მუშაობთ ამჟამად?

– ამჟამად საბჭო მუშაობს რეკომენდაციების ტექსტზე, რომელიც მიმართული იქნება სახელმწიფო უწყებებისადმი და შეეხება რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა შეუწყნარებლობით მოტივირებული ძალადობის არაეფექტური გამოძიება, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა, საგადასახაო უთანასწორობა, ტოლერანტობის კულტურის დაბალი ხარისხი განათლების სისტემაში, საკულტო ნაგებობების დაბრუნებისა და მოვლა-პატრონობის საკითხი, მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული ბარიერები, მედიასთან დაკავშირებული საკითხები და სხვა.

რა არის რელიგიის სფეროში დღეს არსებული ყველაზე მწვავე პრობლემა? რა  პრობლემებს აწყდება რელიგიი საბჭო საქმიანობის პროცესში?

– საქართველოში ტოლერანტობის, თანასწორუფლებიანობის, რელიგიის თავისუფლებით სარგებლობის კუთხით არსებულ ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ შეუწყნარებლობისა და სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ სამართალდარღვევევბზე დროული, ადეკვატური და ეფექტური რეაგირება. რელიგიური დისკრიმინაციის და ძალადობის შემცველი ფაქტები ძირითადად იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ ხდება. გარდა ამისა, ბოლო წლებში მუსლიმი თემის მიმართ განხორციელებული ქმედებები კვლავ გადაუჭრელია სახელმწიფოს მხრიდან.

პრობლემურია საჯარო სკოლებში ზოგადი განათლების შესახებ კანონის მოთხოვნების – რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვა, ინდოქტრინაციის და პროზელიტიზმის აკრძალვა –  შესრულება. გადაუჭრელი რჩება რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული საკულტო ნაგებობების დაბრუნების საკითხი. სახელმწიფოს მხრიდან ზოგიერთი რელიგიური გაერთიანების დაფინანსების პრაქტიკა არის დისკრიმინაციული. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა დისკრიმინაციული რელიგიურ უმცირესობების გაერთიანებებისადმი: მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო სარგებლობს გარკვეული საგადასახადო შეღავათებით. პრობლემურია საჯარო მოხელეების მხრიდან რელიგიური ნეიტრალიტეტის და სეკულარიზმის დაცვის საკითხი.

როგორ შეაფასებდით  თქვენს მუშაობას დაარსებიდან დღემდე? რა არის ის, რასაც ყველაზე დიდ მიღწევად თვლით ქვეყანაში რელიგიის თავისუფელბისა და ტოლერანტული გარემოს გაუმჯობესებისთვის თქვენს მიერ გაწეულ საქმიანობიდან?

– რელიგიათა საბჭოს საქმიანობის მნიშვნელოვანი შედეგებიდან აღსანიშნავია რელიგიურ უმცირესობათა ჯგუფებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება; რელიგიათა საბჭოს აქტიური მუშაობის შედეგად არაერთი საკითხი გადაიჭრა, მათ შორის რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაცია, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული დისკრიმინაციული პრაქტიკა და რელიგიის თავისუფლების დაცვის უზრუნველყოფა, ალტერნატიულ სამხედრო სამსახურში რელიგიური ნიშნით კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის საკითხი და სხვა. ასევე, რელიგიათა საბჭოს მკაფიო პოზიციის შედეგად, შეჩერდა ე.წ. რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კანონმდებლობაში ასახვის მცდელობა, რამდენადაც ამ ინიციატივას შესაძლოა შეეზღუდა რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხების კრიტიკულ და ობიექტურ კონტექსტში განხილვა.

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს მნიშვნელოვანი როლი ხაზგასმულია არაერთ საერთაშორისო ანაგირშში. მათ შორის, 2016 წელს გამოქვეყნებულ ევროპის საბჭოს ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის მრჩეველთა კომიტეტის და რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპის კომისიის (ECRI)  ანგარიშებში, სადაც საქართველოს მთავრობისადმი გაცემულია რეკომენდაცია, რომ რელიგიასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისას მჭიდროდ ითანამშრომლოს სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოსთან.

ქვეყანაში არსებობს სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც რელიგიურ საკითხებზე  მუშაობენ, მათ შორის რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო. როგორ შეაფასებდით მათ პოლიტიკას, საქმიანობას, რამდენად ღია, სამართლიანი და ოპერატიულები არიან ისინი გამოავლინონ და აღმოფხვრან ჩვენ ქყვენაში რელიგიის თავისუფლების ხელყოფის ფაქტები?

– რელიგიათა საბჭო მჭიდროდ თანამშრომლობს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც ბოლო წლებში აქტიურად მუშაობენ რელიგიის თავისუფლების საკითხებზე და კრიტიკულად აფასებენ საქართველოში ამ კუთხით არსებულ გამოწვევებს. ასევე, რელიგიათა საბჭო ღიაა თანამშრომლობისთვის ყველა ორგანიზაციასთან, რომლებიც თანასწორუფლებიანობის საფუძველზე განიხილავს რელიგიური გაერთიანებების არსებობას და საქმიანობას.

საქართველოს მთავრობის დაქვემდებარებაში 2014 წელს შექმნილი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო რელიგიათა საბჭოს წევრთა შორის იწვევს აზრთა სხვადასხვაობას. რელიგიური გაერთიანებების ნაწილი სკეპტიკურად აფასებს სააგენტოს საქმიანობას;

მიიჩნევა, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო არ არის გამჭვირვალე, რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორუფლებიანობის დაცვაზე ორიენტირებული.

ამ უწყების  მიმართ არსებობს განსხვავებული შეხედულებები და მთელი რიგი კრიტიკული შეკითხვები.

როგორ ფიქრობთ რა იქნება სახელმწიფოს მხრიდან ყველაზე წინ გადაგმული ნაბიჯი, რომ გაუმჯობესდეს და გარკვეულწილად დასტაბილურდეს საქართველოში რელიგიის თავისუფლების სფერში არსებული სიტუაცია?

– უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფომ უნდა გაატაროს მკაცრი პოლიტიკა რელიგიური სიძულვილის ნიშნით ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით; ადეკვატურად და ეფექტურად გამოიძიონ ამგვარი ფაქტები და სამართალდამრღვევების მიმართ დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი. ასეთი მიდგომის შედეგად, სახლმწიფო უზრუნველყოფს არამხოლოდ კანონის უზენაესობის დაცვას, არამედ დანაშაულის პრევენციასაც. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მასშტაბური რეფორმების გატარება საჯარო განათლების სისტემაში ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრების და რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვის მიზნით. აუცილებელია საჯარო მოხელეების და სამართალდამცველი უწყების თანამშრომლების ცნობიერების ამაღლება თანასწორუფლებიანობის საკითხებზე.

საზოგადოებაში ძალიან დიდი მღელვარება გამოიწვია სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმა, სადაც აღნიშნულია რომ სკოლებში რელიგიის თავისუფლების ხელყოფა ხდება. ერთ-ერთ ფაქტად დასახელებულია, პედაგოგების მიერ მოსწავლეების ექსკურსიაზე ტაძრების მოსალოცად წაყვანა. იქნებ უფრო დეტალურად განგვიმარტოთ, რა პრობლემას უქმნის აღნიშნული შემთხვევა რელიგიის თავისუფლებას ჩვენ ქვეყანაში? როგორ უპასუხებდით თქვენს ოპონენტებს?

– რელიგიათა საბჭოს წევრები წლებია საუბრობენ საჯარო სკოლებში არსებულ არატოლერანტულ, დისკრიმინაციულ გარემოსა და ზოგადი განათლების შესახებ კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობაზე. აღნიშნული კანონით საჯარო სკოლაში დაუშვებელია პროზელიტიზმი, ინდოქტრინაცია და რელიგიური სიმბოლოების არააკადემიური მიზნით განთავსება; კანონის თანახმად ზოგადი განათლების სფეროში საჯარო სკოლის დამოუკიდებლობა რელიგიური გაერთიანებებისგან სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენს.

სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშის „აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების“ თავში საუბარია საჯარო სკოლებში რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. ამ საკითხს, გარკვეული ჯგუფების მხრიდან, ჩვენი აზრით მიზანმიმართულად მიეცა არასწორი ინტერპრეტაცია. ანგარიშში არ არის საუბარი მოსწავლეების ექსკურსიებზე, მათ შორის ტაძრებში სიარულზე, რომელშიც მათ ნებაყოფლობით შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა. ჩვენ ყურადრებას ვამახვილებთ აკადემიურ დროს მოსწავლეების, მათ შორის არამართლმადიდებელი მოსწავლეების, მართლმადიდებლურ ტაძრებში წაყვანასა და მოსწავლეების დალოცვის პრაქტიკაზე. კერძოდ, 2015 წელს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა თბილისის 158-ე საჯარო სკოლაში რელიგიური ნეიტრალიტეტის დარღვევისა და მუსლიმი მოსწავლეების მიმართ სავარაუდო დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნების არსებობის შესახებ. განცხადებაში ნათქვამია, რომ პირველკლასელი მოსწავლეები, რომელთა შორის იყვნენ მუსლიმი მოსწავლეებიც, სკოლიდან დასალოცად წაიყვანეს ეკლესიაში.

რელიგიათა საბჭოს წევრები ხშირად აღნიშნავენ, რომ უმცირესობებს მიკუთვნებული მოსწავლეები, რომელთა რწმენას ეწინააღმდეგება სხვა რელიგიის რიტუალებში მონაწილეობა, ხშირად იძულებულნი ხდებიან არ გაამჟღავნონ აღმსარებლობა და ნების წინააღმდეგ ჩაებან მსგავს ღონისძიებებში იმ მოტივაციით, რომ ამით უმრავლესობისგან უფრო მეტად გარიყვასა და დისკრიმინაციას აირიდებენ თავიდან. იმავე მიზეზით, რელიგიური უმცირესობები, როგორც წესი, ერიდებიან ღიად აღნიშნულ პრობლემაზე საუბარს.

და ბოლოს, გაგვაცანით თქვენი სამომავლო გეგემები?

– რელიგიათა საბჭოს მთავარი გამოწვევა დღეისათვის არის სახელმწიფოს მხრიდან კონსტიტუციური სეკულარიზმის დაუცველობა; ამასთანავე, არასაკმარისი შეიძლება იყოს სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ქვეყანაში ტოლერანტობის კულტურისა და თანასწორუფლებიანი გარემოს დამკვიდრებისთვის.  ასევე,  სამწუხაროდ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო, სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოს საქმიანობაში არ მონაწილეობს.

სოფიკო ნინიკაშვილი

სოფიკო ნინიკაშვილი

 

 

fb-share-icon
Tweet
Share2Tweet1

ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება

01/30/2026
მარხვა სიცოცხლეს ახანგრძლივებს – იაპონელი მკვლევრების დასკვნა
ახალი ამბები

მარხვა სიცოცხლეს ახანგრძლივებს – იაპონელი მკვლევრების დასკვნა

01/27/2026
რომელი ლოცვა უნდა წავიკითხოთ შობის ღამეს
ახალი ამბები

რომელი ლოცვა უნდა წავიკითხოთ შობის ღამეს

01/06/2026
ფსალმუნები, რომელიც პატრიარქის კურთხევით შობის მარხვაში უნდა ვიკითხოთ
ახალი ამბები

ფსალმუნები, რომელიც პატრიარქის კურთხევით შობის მარხვაში უნდა ვიკითხოთ

01/02/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025
21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

11/21/2025

კალენდარი

February 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« Jan    

სიახლეები

  • იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება 01/30/2026
  • „19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა 01/30/2026
  • ორი დაღუპული და ერთი დაშავებული – უმძიმესი ავარია თბილისი-კახეთის ავტობანზე 01/30/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In