• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, August 17, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რთული გზა პროფესიონალ მეკარეობამდე – ლაზარე კუპატაძე

10 years ago
კატეგორია: პერსონა, სპორტი
A A
11
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ქართული ფეხბურთი, სპორტის მოყვარულთათვის კვლავ ძალიან სენსიტიურ საკითხად რჩება. ხშირად განიხილავენ იმ მიზეზებს, თუ რატომ ვერ ვითარდება ქართული ფეხბურთი. ამ დროს ჩვენ ვივიწყებთ იმ მოზარდებს, რომელთაც უთუოდ  დიდი  მომავალი აქვთ. მოზარდებს, რომლებიც პატარა ასაკიდანვე დაუღალავად შრომობენ იმისათვის, რომ გახდნენ წარმატებული ფეხბურთელები. სამწუხაროდ, საზოგადოება მათ ნაკლებად იცნობს. ლაზარე კუპატაძე ჯერ მხოლოდ 20 წლისაა. საფეხბურთო კარიერა ქალაქ ჭიათურაში დაიწყო. მიუხედავად  რთული პირობებისა, დიდი მონდომებითა და შრომისმოყვარეობით მან მოახერხა ფართო ასპარეზზე გასვლა. დღეს ის უკვე პროფესიონალი მეკარეა და არაერთი გუნდი ცდილობს მის „ხელში ჩაგდებას“.

The Tbilisi Times საფეხბურთო კლუბ “ლოკომოტივის” მეკარე, ლაზარე კუპატაძეს ესაუბრა.

12524164_1083392398366677_7859976249430798632_n

გვიამბეთ თქვენი ოჯახის შესახებ, რამდენად დიდი წვლილი მიუძღვით მათ თქვენს წარმატებაში?

– ოჯახს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს საფეხბურთო ცხოვრებაში. ყოველთვის ვგრძნობ მათ მხარდაჭერას და რასაც მივაღწევ ყველაფერს ჩემს ოჯახს ვუძღვნი, რადგან მათი აქტიურობა და მონდომება რომ არ ყოფილიყო, ალბათ მარტო მე ვერაფერს გავხდებოდი.

თქვენ ახალგაზრდული ნაკრების წევრი ხართ, რამდენად რთული იყო თქვენთვის ის გზა, რომელიც კარიერაში განვლეთ?

– ვერ ვიტყვი, რომ ადვილი გზა გავიარე, ძალიან ბევრი სირთულე შემხვდა, მაგრამ გამიმართლა, რომ ჩემს გვერდით იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც  მეხმარებოდნენ ამ სირთულეების გადალახვაში.

როდის და როგორ მოხდა თქვენი პირველი დაინტერესება ფეხბურთით?

– ჩემი ფეხბურთისადმი ინტერესი მიშიკო კიპაროიძემ გამოიწვია. რომ არა ეს ადამიანი, ალბათ დღეს მე ფეხბურთელი არ ვიქნებოდი. ქალაქ ჭიათურაში შეკრიბა ჩემი ასაკის ბავშვები. გარემოში, სადაც ძალიან რთულ პირობებში გვიწევდა ვარჯიში, მაგრამ თვითონ ძალიან უყვარს ფეხბურთი და ეს სიყვარული ჩვენზეც ახდენდა გავლენას. ყველაფრის მიუხედავად ყველა დიდი სიხარულით მივდიოდით და ვვარჯიშობდით. მას აქვს ძალიან მაღალი დონის საფეხბურთო განათლება და ასევე გამოირჩევა თავისი პიროვნული თვისებებით. ვფიქრობ გამიმართლა, რომ მასთან მომიწია საკმაოდ დიდი ხნით მუშაობა და სწორედ ამის მეშვეობით მოვიპოვეთ უმაღლესი ლიგის საგზური.

13445597_1133898836649366_1637439512904799412_n

როგორც ვიცი, თქვენი პირველი სერიოზული ნაბიჯები კლუბ „საბურთალოს“ უკავშირდება. გაიხსენეთ ეს პერიოდი, რა მოგცათ „საბურთალოში“ თამაშმა?

– თბილისის ,,საბურთალო’’ იყო ადგილი, სადაც ყველა პირობა იყო იმისთვის, რომ ფეხბურთი გეთამაშა. ყველაფერი მაღალ დონეზე იყო. სწორედ იქ დაიწყო ჩემი განვითარება. ძალიან კარგი ხელმძღვანელობა ჰყავდა და ჰყავს ,,საბურთალოს’’ ყველაფერს აკეთებენ ფეხბურთის განვითარებისთვის. უნდა აღვნიშნო მეკარეების მწვრთნელი, ლევან ჭულუხაძე, რომლის დამსახურებაცაა, რომ მე პროფესიონალ  მეკარედ ჩამოვყალიბდი. ასევე იქ იყვნენ მწვრთნელები, რომელთაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს განვითარებაში. ასევე თემურ შალამბერიძე, სწორედ მან მომცა პროფესიონალურ ფეხბურთში თავის გამოჩენის შანსი. ძალიან კარგად მახსოვს ჩემი დებიუტი პირველ ლიგაში ს.ტ.უ სთან გვქონდა თამაში, რის შემდეგაც უკვე დაიწყო ჩემი კარიერა. შემდეგ იყო გია ჭიაბრიშვილი, რომელიც, ვფიქრობ, სამაგალითო და მისაბაძი ადამიანია. აქვს ძალიან მაღალი დონის საფეხბურთო განათლება და ასევე გამოირჩევა თავისი პიროვნული თვისებებით. გამიმართლა, რომ მასთან მომიწია მუშაობა და სწორედ მასთან ერთად მოვიპოვეთ უმაღლესი ლიგის საგზური.

რომელი იყო თქვენთვის ყველაზე წარმატებული თამაში და რატომ?

– ბევრი წარმატებული თამაში მქონია, ესე ვერ გამოვარჩევ, თუმცა ერთი მახსოვს განსაკუთრებით, როდესაც საბურთალომ ატლეტიკო მადრიდს მოვუგეთ სალერის თასის ფინალში.

13606516_1144704785568771_8891617245260800763_n

როგორ წარმოგიდგენიათ, რომ არ ყოფილიყავით ფეხბურთელი ვინ იქნებოდით? სხვა პროფესიაზე არასოდეს გიფიქრიათ?

– ჩემი ცხოვრება ფეხბურთის გარეშე ვერ წარმომიდგენია, სიმართლე გითხრათ, არც მიფიქრია იმაზე, რომ ოდესმე სხვა პროფესიას ავირჩევდი.

ფეხბურთელი რომელიც თქვენთვის მისაბაძია….

– ჩემთვის მისაბაძი ფეხბურთელი ჯიჯი ბუფონია, რომელიც ძალიან მაღალი დონის მეკარეა და ასევე აქვს ძალიან კარგი პიროვნული თვისებები.

სპორტსმენი ხართ, ალბათ წონის კონტროლი მნიშვნელოვანია…რას აკეთებთ თავისუფალ დროს და საერთოდ გრჩებათ თუ არა დრო პირადი ცხოვრებისათვის?

– რა თქმა უნდა, სპორტსმენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწორი კვება და წონის კონტროლი. საბედნიეროდ, წონის პრობლემა არასოდეს მქონია და შესაბამისად მივირთმევ ყველაფერს რისი სურვილიც მაქვს. თავისუფალი დრო იშვიათად მაქვს, თუმცა, როდესაც არის ამის საშუალება ძირითადად მეგობრებთან ერთად ვატარებ.

ხართ თუ არა ამბიციური? რამდენად ჯანსაღად იღებთ კრიტიკას და თავად თუ ხართ კრიტიკული საკუთარი თავის მიმართ?

– ამბიციური ვარ, თუმცა ზომიერების ფარგლებში. არ მიყვარს კრიტიკის მიღება, თუმცა ჩემს თავს ძალიან ვაკრიტიკებ. არასდროს არ ვარ ჩემი თავით კმაყოფილი.

13590231_1140992029273380_1014952416211688779_n

რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ  სხვდასხვა მატჩზე გულშემატკივრის დასწრებას და რა შეგრძნება გეუფლებათ, როდესაც უამრავი ადამიანი გამხნევებთ?

– დიდი მნიშვნელობა აქვს გულშემატკივარს, ფეხბურთელზე ძალიან დადებითად მოქმედებს ის ფაქტი, რომ ხედავს ბევრი ადამიანი ქომაგობს და უფრო მეტი მოტივაცია და პასუხისმგებლობა აქვს, თუმცა საქართველოში ცარიელ ტრიბუნებში გვიწევს თამაში, რაც ძალიან რთულია, მაგრამ იმედი მაქვს გამოსწორდება.

 რა არის თქვენი სამომავლო გეგემები? რის გაკეთებას აპირებთ უახლოეს მომავალში?

– რაც შეეხება ჩემს სამომავლო გეგმებს, ახლა ავსტრიაში ვარ ლოკომოტივთან ერთად მოსამზადებელ პერიოდს გავდივართ, 7 აგვისტოს იწყება საქართველოს უმაღლესი ლიგა და ჩემი გეგმები სწორედ მას უკავშირდება. ჯერჯერობით ლოკომოტივის გარდა არაფერზე ვფიქრობ და მჯერა, რომ ჩვენ ერთად დიდი წარმატებას მივაღწევთ.

მარიამ ფანჩულიძე

Share4Tweet3

ახალი ამბები

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია
ახალი ამბები

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026
დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია
ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026
“ნიცა არც მოდელია, არც კინოვარსკვლავი, მაგრამ…” – უცხოურმა გამოცემამ კვარას მეუღლეს ვრცელი სტატია მიუძღვნა
ახალი ამბები

“ნიცა არც მოდელია, არც კინოვარსკვლავი, მაგრამ…” – უცხოურმა გამოცემამ კვარას მეუღლეს ვრცელი სტატია მიუძღვნა

01/02/2026
„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა
ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა

12/02/2025
,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს

11/08/2025
დაკავებულია 28 წლის კაცი, რომელიც 16 წლის გოგოს თბილისის საროსკიპოში მეძავად ამუშავებდა
ახალი ამბები

დაკავებულია 28 წლის კაცი, რომელიც 16 წლის გოგოს თბილისის საროსკიპოში მეძავად ამუშავებდა

10/29/2025

საინტერესო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და თელავში ვადაგასული სურსათის მორიგი პარტია ამოიღო

12 years ago
ერთი საათია, რაც აქცია დაიწყო და უკვე დაიწყეს ძალადობრივი ქმედებები, 2 პირია დაკავებული – ვაჟა სირაძე

ერთი საათია, რაც აქცია დაიწყო და უკვე დაიწყეს ძალადობრივი ქმედებები, 2 პირია დაკავებული – ვაჟა სირაძე

2 years ago
“ისეთი ნამუშევრის შექმნა მაქვს გადაწყვეტილი, რომელიც  სამყაროს გააოცებს” – ეკა ფერაძე

“ისეთი ნამუშევრის შექმნა მაქვს გადაწყვეტილი, რომელიც სამყაროს გააოცებს” – ეკა ფერაძე

9 years ago

ირანი შეიძლება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან გავიდეს

13 years ago

ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ჩაქვის ტერიტორიაზე სატვირთო მატარებელი ადამიანს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების...

მეტის ნახვაDetails
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 08/16/2026
  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by