• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, May 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ეტიკეტირება ხორცპროდუქტების ფასებზე დიდად არ იმოქმედებს” – ნინო ზამბახიძე

9 years ago
in ეკონომიკა
A A
“ეტიკეტირება ხორცპროდუქტების ფასებზე დიდად არ იმოქმედებს” – ნინო ზამბახიძე
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

2017 წლის იანვრიდან საქონლის ხორცისა და ხორცპროდუქტების ეტიკეტირების ახალი წესები ამოქმედდება-შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტი მთავრობამ უკვე დაამტკიცა.

რეგლამენტი საქონლის ხორცპროდუქტების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე ვრცელდება, მათ შორის საცალო ვაჭრობაზეც (მოიცავს საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, საწარმოებში არსებულ სასადილოებს, სადისტრიბუციო ობიექტებს, საბითუმო მაღაზიებსა და სუპერმარკეტებს).

ექსპერტთა და საზოგადოების დიდი ნაწილი თანხმდება რეგულაციის მართებულობაზე და საჭიროებაზე. თუმცა ერთია, რამდენად მისაღები და სასარგებლოა არსებული რეგულაცია და მეორე რამდენად შეძლებს მწარმოებელი არსებული რეგულაციის დაკმაყოფილებას. „თბილისი თაიმსი“ ესაუბრა  სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანა გემაზაშვილს იმ მოთხოვნების შესახებ, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებისმიერი მწარმოებელი.

„საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად საქართველოს ბაზარზე  განთავსებული სურსათი უნდა იყოს ეტიკეტირებული. ეტიკეტზე  სავალდებულო ინფორმაცია უნდა იყოს განთავსებული აუცილებლად ქართულ ენაზე.  გარდა ამისა, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სურსათის დასახელების, მწარმოებლის შესახებ.  ასევე უნდა იყოს მითითებული  სურსათის შემადგენლობა, ენერგეტიკული ღირებულება, წარმოების თარიღი,  ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები.“

რაც შეეხება უშუალოდ ხორცპროდუქტების ეტიკეტირებას, აღნიშნული რეგულაცია ჯერჯერობით მხოლოდ მსხვილფეხა საქონელზე ვრცელდება და მწარმოებელი ვალდებულია გაითვალისწინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი მოთხოვნები.

ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაცია მომხმარებლისათვის უნდა იყოს სრული, გასაგები და ადვილად წასაკითხი.

ანა გემაზაშვილის განმარტებით, ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს ხორცის წარმოებასა და რეალიზაციას, ვალდებულია, დანერგილი ჰქონდეს მიკვლევადობის სისტემა, რითაც უზრუნველყოფილი იქნება კავშირის დადგენა ხორცსა და ცალკეულ ცხოველს ან/და ცხოველებს შორის.

„ტექნიკური რეგლამენტით სავალდებულოა ხორცის, ხორცის პარტიის შემადგენლობის, გატარებული ხორცის, ხორცის ანაჭერის, ასევე დაჭრილი შეფუთული და შეუფუთავი ხორცის ეტიკეტირება.  ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს საცნობარო ნომერი ან საცნობარო კოდი, რომელიც ენიჭება ცხოველს ან ცხოველთა ჯგუფს სასაკლაოზე შესვლისას ბიზნესოპერატორის მიერ. ეს შესაძლებელია იყოს ცალკეული ცხოველის საყურე ნიშანზე განთავსებული საიდენტიფიკაციო ნომერი, ან ბიზნესოპერატორის მიერ სასაკლაოზე ცხოველთა ჯგუფისათვის მინიჭებული ნომერი, რომლისგანაც მიღებულია ხორცი.”

ანა გემაზაშვილის თქმით, სურსათის ეროვნული საააგენტოს მიერ მუდმივად მოხდება შემოწმება, რამდენად არის დაცული ეტიკეტირების წესი. ხოლო ეტიკეტირების დარღვევის შემთხვევაში იმოქმედებს შესაბამისი სანქციები.

„სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის, კერძოდ მონიტორინგის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ,  განხორციელდება ადგილობრივ ბაზარზე განთავსებული სურსათის   ეტიკეტირების შემოწმება, რამდენად შეესაბამება ეტიკეტი და მასზე განთავსებული ინფორმაცია  საქართველოს დადაგენილებით შესაბამის მოთხოვნებს. დარღვევის შემთხვევაში ოპერატორი ჯარიმდება კანონმდებლობის  შასაბამისად, თუ პირველი შემთხვევა 400 ლარით, ხოლო თუ ერთი წლის განმავლობაში მსგავსი შემთხევა კიდევ დაფიქსირდა 1200 ლარით“.

ხორცის ეტიკეტირება, მომსახურების და ხორცპროდუქტების ხარისხის გაზრდასთან ერთად გაზრდის ხორცის ფასებსაც.გაზრდილი ფასები კი, მძიმე ტვირთად დააწვება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას,  „თბილისი თაიმსი“ მოქალაქეების პოზიციიტ დაინტერესდა.  რას ფიქრობენ ხორცის ეტიკეტირებასთან დაკავშირებით:

თამარი (25 წლის, იურისტი): „ჩემი აზრით, კანონმდებლობაში ეს ცვლილება კარგად გააკონტროლებს ხორცის ვარგისიანობას. ჩვენ გვექნება იმის შესაძლებლობა გავიგოთ თუ რამდენად ხარისხიან საკვებს მივირთმევთ.“

გიორგი (65 წლის, პენსიონერი): „მართლია კარგია, თუ გვეცოდინება სად დაიკლა საქონელი და ეტიკეტირებაზე იქნება მითითებული ნებისმიერი ინფორმაცია, თუმცა ამას აქვს მეორე უარყოფითი მხარეც. ეს ყველაფერი გააძვირებს ისედაც გაზრდილი სურსათის ფასებს. ჩვენი გაჭირვებული მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მისი შეძენა საკმაოდ დიდი ფუფუნება იქნება.“

მანანა (45 წლის, პედაგოგი): „რა თქმა უნდა, მივესალმები აღნიშნულ ცვლილებას, თუმცა ვფიქრობ, საკმაოდ ძნელი იქნება ამ ყველაფრის მასშტაბური გაკონტროლება. პატარა სუპერმარკეტებსა თუ ბაზრებში ისევ იქნება ხორცი, ეტიკეტირების გარეშე და ამას ვერ გააკონტროლებს სურსათის სააგენტო.“

ანა (20 წლის, სტუდენტი): „ მარალია ხორცის ეტიკეტირება გაზრდის ფასებს,თუმცა ჩემთვის მთავარია ვიცოდე რას  და როგორს ვჭამ და გადავიხადო ცოტათი უფრო მეტი. ვფიქრობ, ეს ყოველი ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანი იქნება, რადგან აქამდე არ ხდებოდა ამ ყველაფრის კონტროლი და არ ვიცოდით რამდენად ხარისხიან ხორცს მივირთმევდით.“

რაც შეეხება იმას, მართლაც მოიმატებს თუ არა ფასები და რამდენად შეძლებენ მწარმოებლები არსებული მოთხოვნების დაცვას, „თბილისი თაიმსი“ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძეს ესაუბრა.

 „ვფიქრობ, რომ  ყველა იმ მოთხოვნის დაცვა, რასაც მათ კანონმდებლობა ავალდებულებს, ერთი მხრივ, ძნელი იქნება, თუმცა მისი დაცვა ყველას მოუწევს. იქიდან გამომდინარე, რომ  ხორცის პროდუქტები არის ძალიან მაღალრისკიანი, შესაბამისად მიკვლევადობა  უნდა არსებობდეს.  შეიძლება იყო თანდაყოლილი ფურცლები და ნიშნულები, რომლის საშუალებითაც შეიძლება მოხდეს იდენტიფიცირება, რომელ სასაკლაოზე დაიკლა  პირუტყვი და  რა მდგომარეობაში.   შესაძლოა თავიდან სირთულეებს წარმოადგენდეს ეს ყველაფერი  მათვის, სანამ ცნობადობა გაიზრდება, როგორ და  რა უნდა გააკეთონ. ვფიქრობ, შემდეგ უკვე ეს პრობლება აღარ იქნება.“

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ იმ მეწარმები, რომელთაც უკვე აქვთ შესაბამისი სტანდარტები ფასებს მხოლოდ რამდენიმე თეთრით გაძვირებენ, იმათგან განსხვავებით, ვისაც სტანდარტები ჯერ არ დაუნერგავს.

„ვფიქრობ, ეტიკეტირება ხორცპროდუქტების ფასებზე დიდად არ იმოქმედებს, თუ მწარმოებელს აქვს შესაბამისი სტანდარტი. მხოლოდ  ეტიკეტირებაზე თუ იქნება  საუბარი, შეიძლება რამდენიმე თეთრით მოიმატოს ფასმა. გააჩნია რომელ საწარმოს რა მდგომარეობა აქვს. თუ მას  თავიდან ბოლომდე სტანდარტი აქვს დასანერგი, ეს დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.“

ნინო ზამბახიძემ ისაუბრა იმ სირთულეების შესახებ, რომლებმაც შესაძლოა პრობლემა შეუქმნას სურსათის ეროვნულ სააგენტოს და გაართულოს მონიტორინგი.

„პირველ ეტაპზე, ეტიკეტირების მასშტაბური გაკონტროლება, ვფიქრობ, რომ  სერიოზული პრობლემა იქნება ადამიანური რესურსიდან გამომდინარე.  დღესდღეობით  ძალიან ბევრი ობიექტია და  სამწუხაროდ მაღალკვალიფიციური თანამშრომელის ნაკლებობა. პირველ ჯერზე,  ეს ნამდვილად გამოწვევა იქნება.“  

მართალია, ხორცპროდუქტების ეტიკეტირების მნიშვნელობას ყველა საჭირო და დროულ რეგულაციად მიიჩნევს, თუმცა მეორე საკითხია რამდენად  ეფექტურად მოხდება მათი გაკონტროლება.  ხორცპროდუქტეების  დიდი მწარმოებლების გვერდით, რამდენად შეძლებენ მცირე მეწარმეები არსებობას და სტანდარტების დაკმაყოფილებას. ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევა კვლავ პრობლემად  რჩება-რამდენად შეძლებს და გააკონტროლებს სურსათის ეროვნული სააგენტო ეტიკეტირების პროცესს და რამდენად ეფექტური იქნება არსებული ცვლილება.

მარიამ ლეკიაშვილი

Share1Tweet1

ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025

საინტერესო

გიორგი მარგველაშვილი შობის დღესასწაულს დუშეთში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში შეხვდა

გიორგი მარგველაშვილი შობის დღესასწაულს დუშეთში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში შეხვდა

10 years ago
რიტორიკული კითხვა მაქვს – 5 000 ინფიცირებული გვყავს და აცრა რატომ შეგვიმცირდა? – ლადო კახაძე

რიტორიკული კითხვა მაქვს – 5 000 ინფიცირებული გვყავს და აცრა რატომ შეგვიმცირდა? – ლადო კახაძე

5 years ago
მევლუდ მელაძე: მოპედების მართვისთვის საჭირო იქნება M  კატეგორიის მართვის მოწმობა

მევლუდ მელაძე: მოპედების მართვისთვის საჭირო იქნება M კატეგორიის მართვის მოწმობა

5 years ago
გრიგოლ ვაშაძე: „სააკაშვილში პერსონიფიცირებულია რევოლუცია, რომელიც საქართველოშიც გაგრძელდება“

ათმა ოპოზიციურმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე ოფიციალურად დაასახელა

8 years ago

ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”
ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026

"ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში ინ­კა­სა­ტო­რე­ბის სა­ხე­ლით შე­სულ­მა ყა­ჩა­ღებ­მა, 3 ადა­მი­ანს ყუ­რე­ბი და თი­თე­ბი და­აჭ­რეს, რათა დიდი ფული...

Read moreDetails
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი” 05/10/2026
  • გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი 05/09/2026
  • ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი 05/08/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by