• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, October 6, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საქართველო რაგბიში ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს

10 years ago
კატეგორია: სპორტი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მსოფლიო რაგბის წარმომადგენელი ინგლისელი სპეციალისტები საქართველოში
2-დღიანი ვიზიტით იმყოფებიან. ჩამოსვლის მთავარი მიზანი კი 2017 წლის 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისათვის მიმდინარე სამზადისის და საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებული პროცესის გაცნობაა.

„მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე უნდა ჩავატაროთ. სპორტისა და რაგბის მოყვარულებს მართლად დიდი ზეიმი ელით. ჩვენ, საქართველოს რაგბის კავშირთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ზეიმი შედგეს და საქართველო კიდევ უფრო ღირსეულად წარმოჩინდეს მთელი მსოფლიოს თვალწინ.“ – განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა მსოფლიო რაგბის ტურნირების ინპექტირების ჯგუფის წევრებთან შეხვედრისას.

სამინისტროში გამართულ შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი ლოდია,  საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე და დირექტორთა საბჭოს წევრი ლაშა ხურციძე ესწრებოდნენ.

20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატი 2017 წლის 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით თბილისსა და ქუთაისში გაიმართება მსოფლიოს 12 უძლიერესი ნაკრების მონაწილეობით. ახალგაზრდა ქართველ ბორჯღალოსნებს C ჯგუფში არგენტინის, საფრანგეთისა და სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ მოუწევთ ბრძოლა, A ჯგუფში ითამაშებენ ავსტრალია, ინგლისი, სამოა და უელსი, ხოლო B ჯგუფში ირლანდია, იტალია, ახალი ზელანდია და შოტლანდია.

ჯგუფური ეტაპის მატჩები თბილისში ავჭალის სტადიონზე და ქუთაისში, აია არენაზე შედგება, ხოლო საპლეიოფო ეტაპი და ფინალები ავჭალასა და მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება.

ტარიელ ხეჩიკაშვილი: „როგორც ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა აღნიშნეს, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატისათვის მოსამზადებლად გაწეული სამუშაოთი კმაყოფილნი არიან. რაც უფრო მეტად გვიახლოვდება ეს უმნიშვნელოვანესი სპორტული ღონისძიება, მსგავსი შეხვედრები კიდევ უფრო ხშირად გაიმართება იმისათვის, რომ ყველანაირი დეტალი გავითვალისწინოთ და მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე ჩავატაროთ“.
გოჩა სვანიძე (საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი):  „მსოფლიო რაგბის ინსპექტირების ჯგუფის წევრები მორიგი ვიზით იმყოფებიან საქართველოში. დიდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, 20-წლამდელთა პირველობა მეორეა თავისი მნიშვნელობით და ამიტომაც მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ძალიან დიდ ინტერესს იწვევს. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო პირველობა პირველად ტარდება ისეთ ქვეყანაში, რომელიც არ შედის ელიტარული სარაგბო ქვეყნების რიცხვში, თუმცა ეს გადაწყვეტილება თავის დროზე მსოფლიო რაგბმა იმ  მიზეზით მიიღო, რომ საქართველოში რაგბი ძალზე პოპულარულია, ძალზე სწრაფი  ნაბიჯებით ვითარდება და პროგრესირებს. გამორჩეულები ვართ ამ მხრივ და სამომავლოდ მსოფლიო რაგბმა მთავარ ამოცანად დაგვისახა კიდეც ელიტაში შესვლა უახლოესი 10 წლის განმავლობაში. მსოფლიო რაგბისთან საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს, მათ კარგად ესმით პრობლემებიც და განვითარების პერსპექტივებიც“.

საიმონ ქიბლი ( მსოფლიო რაგბის ტურნირების ტექნიკურ დირექტორი): „საქართველოში რამდენიმე დღიანი ვიზიტით ვიმყოფებით, მოვინახულეთ ქუთაისის სარაგბო ბაზა და შევამოწმეთ თუ როგორ მიმდინარეობს მოედნების კეთილმოწყობის სამზადისი. რაგბის კავშირის წარმომადგენლებთან ერთად გვქონდა შეხვედრა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან, სადაც ძირითადად საუბარი იყო სარაგბო ინფრასტრუქტურაზე, მოედნების რაოდენობაზე ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე უმაღლესი კლასის ნაკრებებისათის.

საქართველოს რაგბის კავშირი მართლაც განსაკუთრებული მონდომებით მუშაობს და ბრწყინვალედ ართმევს თავს დაკისრებულ ამოცანებს. რა თქმა უნდა, სამინისტროს მხარდაჭერა იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ ჩემპიონატი ძალზე წარმატებული იქნება და ყველაფერი უმაღლეს დონეზე ჩაივლის, დასახულ მიზნებს გეგმაზომიერად მივყვებით და გვჯერა, რომ საუკეთესო ჩემპიონატი გველის, რომელიც 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით გაიმართება“.

ShareTweet

ახალი ამბები

„ოქროს ბურთი“ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელ კვარაცხელიას ეკუთვნის“ – დემბელე
ახალი ამბები

„ოქროს ბურთი“ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელ კვარაცხელიას ეკუთვნის“ – დემბელე

09/20/2026
ძიუდოისტი თენგო ზირაქაშვილი „ევროპის თასის“ გამარჯვებულია
ახალი ამბები

ძიუდოისტი თენგო ზირაქაშვილი „ევროპის თასის“ გამარჯვებულია

09/20/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია
ახალი ამბები

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026
დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია
ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026
“ნიცა არც მოდელია, არც კინოვარსკვლავი, მაგრამ…” – უცხოურმა გამოცემამ კვარას მეუღლეს ვრცელი სტატია მიუძღვნა
ახალი ამბები

“ნიცა არც მოდელია, არც კინოვარსკვლავი, მაგრამ…” – უცხოურმა გამოცემამ კვარას მეუღლეს ვრცელი სტატია მიუძღვნა

01/02/2026
„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა
ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა

12/02/2025

საინტერესო

21 მაისის გაზის მიწოდება 3500-მდე აბონენტს შეუწყდება

21 მაისის გაზის მიწოდება 3500-მდე აბონენტს შეუწყდება

5 years ago
აგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ ჯანელიძე დაინიშნა

მიხეილ ჯანელიძე – ეკონომიკურ რეფორმებს კონკრეტული შედეგები მოაქვს

8 years ago
დიდი დიღმიდან სარაჯიშვილისკენ, შემდგომ კი სადგურის მოედნისკენ ტრამვაის ხაზის გაყვანა განიხილება – Ramboll-ის რეკომენდაცია

დიდი დიღმიდან სარაჯიშვილისკენ, შემდგომ კი სადგურის მოედნისკენ ტრამვაის ხაზის გაყვანა განიხილება – Ramboll-ის რეკომენდაცია

3 years ago
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილმა დააფიქსირა პოზიცია, რომ მსჯელობა უნდა დაიწყოს მოსამართლეთა უვადოდ განმწესების საკითხთან დაკავშირებით

ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილმა დააფიქსირა პოზიცია, რომ მსჯელობა უნდა დაიწყოს მოსამართლეთა უვადოდ განმწესების საკითხთან დაკავშირებით

8 years ago

ახალი ამბები

„დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა
ახალი ამბები

„დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა

10/05/2026

ლოტკინის დასახლებაში 10 სექტემბერს გამთენიისას მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „დღეს ჩემი შვილის დავით...

მეტის ნახვაDetails
მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

10/04/2026
საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა 10/05/2026
  • მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს 10/04/2026
  • საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა 10/02/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by