“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში დღეს დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს.
“მე არ ვენდობი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტროს, არ ვენდობი იმ სამინისტროს, რომელიც აყალბებს ექსპერტიზის მონაცემებს. ვიყენებ საქართველოს კანონმდებლობით მონიჭებულ უფლებას და ვითხოვ სასამართლოს მეშვეობით დაკითხვას. თუ სასამართლო ამას ჩათვლსი საჭიროდ მე მზად ვარ მივცე ეს ჩვენება”,- განაცხადა გვარამიამ.
ნიკა გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში დღეს უნდა დაეიკითხათ გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით.