• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, August 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სამშობიაროების დონეებად დაყოფის რეფორმა სიკვდილიანობას შეამცირებს – მარინე დარახველიძე

9 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი
A A
სამშობიაროების დონეებად დაყოფის რეფორმა სიკვდილიანობას შეამცირებს – მარინე დარახველიძე
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული სამშობიარო დაწესებულებების დონეებად დაყოფის რეფორმა თითქმის დასრულებულია. 2017 წლიდან პროგრამა მთელ საქართველოს მოიცავს.  ცვლილებები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშიც იგეგმება. აღნიშნულ საკითხებზე „თბილისი თაიმსს“ ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი, მარინე დარახველიძე ესაუბრა.

სამინისტრო სამშობიარო დაწესებულებების დონეებად დაყოფის რეფორმას ახორციელებს? უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რას მოიცავს ეს რეფორმა, მსგავსი ღონისძიების განხორციელება დღის წესრიგში რატომ დადგა? რეფორმა მთელ საქართველოს მოიცავს?

– დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს მიერ განხილული შემთხვევების ანალიზისა და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, საქართველოში პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის პროცესი დაიწყო, რომელსაც USAID/JSI -ის მიერ მომზადებული დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სამსახურის რეგიონალიზაციის კონცეფცია დაედო საფუძვლად. აღნიშნული რეფორმის მიზანია მაღალი ხარისხის პერინატალური სერვისების მიწოდება და დედათა და ჩვილ ბავშვთა ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირება.

„პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეების და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებით რეგიონალიზაციის პროცესის მარეგულირებელი მექანიზმი განისაზღვრა.

2015 წლის განმავლობაში აღნიშნული პროცესი  იმერეთისა და რაჭა ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის პილოტურ რეგიონებში განხორციელდა. შემდგომ პროცესმა  სამეგრელოს, გურიის, აჭარის, ქვემო და შიდა ქართლის რეგიონები მოიცვა. პროექტის ადმინისტრირება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილი „პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეების შეფასებისა და  პილოტური პროექტის განხორციელების საკოორდინაციო ჯგუფის“ მიერ ხორციელდება. 2017 წლის განმავლობაში პროექტი  კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში გავრცელდება  და მთელ საქართველოს მოიცავს.

რა კრიტერიუმებით ირჩევა და რამდენი კლინიკა გამოეთიშა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას?

– 1 მარტიდან თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის სამეანო–ნეონატალური დაწესებულებებისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მშობიარობისა და საკეისრო კვეთის კომპონენტში მონაწილეობისთვის ახალი კრიტერიუმები ამოქმედდა.  ცვლილება პირველ ეტაპზე სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებს შეეხო.  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილეა ყველა ის კლინიკა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი პერინატალური დონე აქვს მინიჭებული და კლინიკა სადაც წელიწადში მინიმუმ 500 მშობიარეა. პროგრამაში დარჩნენ მხოლოდ ის სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებები, რომლებიც ამ ორ კრიტერიუმს აკმაყოფელებენ. პირველ ეტაპზე ცვლილებები სამ ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში განხორციელდა. სელექტიურ კონტრაქტირებაში მონაწილე პერინატალური სერვისების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებების სია იხილეთ ბმულზე: old.moh.gov.ge/files//2017/Failebi/01.03.2017.pdf.

რა მოლოდინი გაქვთ, სამშობიარო დაწესებულებების დონეებად დაყოფის რეფორმა როგორ შედეგს გამოიღებს?

– პერინატალური სამსახურების დონეებად დაყოფის მიზანია ორსული ქალების, დედებისა და ახალშობილებისათვის სათანადო დონის, მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და დროული მოვლის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მშობიარობამდე, მშობიარობის დროს და მშობიარობის შემდგომ პერიოდში. პროცესი პერინატალური სერვისების დონეების განსაზღვრას და უზრუნველყოფს სხვადასხვა დონეებს შორის ფუნქციური კავშირების დადგენას ეფუძნება, რაც გართულებული მდგომარეობების დროს შესაბამის დაწესებულებაში პაციენტების დროული და ადეკვატური რეფერალის საფუძველია. რეგიონალიზაციის კონცეფციაში ცენტრალური ადგილი  რისკების შეფასებას და მომსახურების შესაბამის დონეზე გადაყვანის შესაძლებლობას უჭირავს.

ეს არის ძალიან რთული და დინამიური პროცესი, რომელიც სწორი დაგეგმვისა და განხორციელების პირობებში, მოკლე დროის პერიოდში რადიკალურად ცვლის სურათს და იძლევა დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირების შესაძლებლობას.

მინდა, საყოველთაო ჯანდაცვის რეფომის ცვილებებსაც შევეხო, რომელიც ძალაში მარტიდან შევიდა. კონკრეტულად რას შეიცვალა და მომხმარებლებისთვის ეს ცვლილებები რამდენად ხელსაყრელი იქნება?

– საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებისთანავე, ლოგიკა, რომ კერძო დაზღვევის მქონე პირი ვერ მოხვდებოდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, დაწესდა 2013 წელს და გაგრძელდება 2017 წელსაც.

პროგრამის ამოქმედების შემდეგ, კერძო დაზღვევით მოსარგებლეების მონაცემთა ბაზების განახლება პერიოდულად და პერმანენტულად უნდა მომხდარიყო, რათა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიღმა არ დარჩენილიყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც 2013 წლის 1 ივლისის შემდეგ სხვადასხვა მიზეზით დაკარგეს კერძო დაზღვევა, ან პირიქით არ გამხდარიყვნენ ორმაგი დაზღვევით მოსარგებლეები – კერძო სადაზღვევო პაკეტთან ერთად დარჩნენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის საბაზისო პაკეტის მოსარგებლეებად.

სწორედ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა 2017 წლის თებერვალში „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში“ ცვლილების შეტანა, რომლითაც სადაზღვევო კომპანიებს 2017 წლის 22 თებერვლით განესაზღვრათ განახლებული მონაცემთა ბაზების წარმოდგენის ვადა. მათგან მიღებული მონაცემების საფუძველზე კი განახლდა საყოველთაო ჯანდაცვის მოსარგებლეთა ბაზები და კერძო სადაზღვევო პაკეტის მქონე მოქალაქეები პირველი მარტიდან  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ.  ცვლილების შედეგად, ყველა ის მოქალაქე, რომელიც არ სარგებლობს კერძო სადაზღვევო მომსახურებით (115 ათასი ადამიანი), გახდება „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის“ საბაზისო პაკეტის მოსარგებლე, რომელიც  გეგმიურ ამბულატორიულ მომსახურებას, გადაუდებელ ამბულატორიულ და სტაციონარულ დახმარებას, გეგმიურ ოპერაციებს (მათ შორის კარდიოქირურგიულ ოპერაციებს), ქიმიო-, ჰორმონო და სხივურ თერაპიას, მშობიარობასა და საკესრო კვეთას მოიცავს.

ნინო ზარიძე

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 
ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 

02/16/2022
“ექსპერიმენტორიუმი” –  ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში
ახალი ამბები

“ექსპერიმენტორიუმი” – ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში

01/28/2022
სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე
ახალი ამბები

სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე

01/19/2022
„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება

01/14/2022
მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი
ახალი ამბები

მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი

12/11/2021
ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია
ახალი ამბები

ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია

11/16/2021

საინტერესო

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 108-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 9-ით გაიზარდა

6 years ago
ონლაინ სესხები – ინფორმაცია ერთ ვებგვერდზე

ონლაინ სესხები – ინფორმაცია ერთ ვებგვერდზე

10 years ago
საშინელი გაბრაზება ვიცი, შურისძიება კი უკონტროლო – რამზან კადიროვი ბორის ჯონსონს ემუქრება

საშინელი გაბრაზება ვიცი, შურისძიება კი უკონტროლო – რამზან კადიროვი ბორის ჯონსონს ემუქრება

4 years ago

ბაშარ ალ ასადმა საარტილერიო დარტყმები ქრისტიანულ დასახლებაზე განახორციელა

13 years ago

ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად - ამის შესახებ ადვოკატი ტარიელ კაკაბაძესოციალურ ქსელში წერს. ცნობისთვის, 90-იან წლებში, სვანეთში, 9 წლის...

მეტის ნახვაDetails
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე 08/12/2026
  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by