• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

დავით თევზაძე: აფხაზეთი შევარდნაძეს არ ჩაუბარებია

9 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
დავით თევზაძე: აფხაზეთი შევარდნაძეს არ ჩაუბარებია
11
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

დავით თევზაძე საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და საქართველოს უახლოესი ისტორიის ერთ-ერთი საინტერესო ფიგურაა. ამასთან ერთად, ფილოსოფოსი და კარატეს საბრძოლო ხელოვნების ოსტატი. ერთი სიტყვით, ეს ინტერვიუ ამ ყველა თემას შეეხება.

ბატონო დავით, როგორ აფასებთ დღეს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს?

– დრო გვჭირდება იმისთვის, რომ დავინახოთ რა შედეგს მოიტანს. ვინც აირჩიეს მათ უნდა გვაჩვენონ, რომ ჩვენ,  საზოგადოება, არჩევანში არ შევმცდარვართ.

თქვენი აზრით, როგორ უნდა შეიცვალოს საარჩევნო სისტემა?

– 25 წლის მანძილზე ჩამოყალიბდა გარკვეული სისტემა ,რომელიც არის ცუდი, ვინაიდან საზოგადოება წინ არ მიდის, – ეს ფაქტია. რაც შეეხება ცვლილებას, მე არ ვიცი ვინ იქნება ის პიროვნება, ვინც  შეძლებს იმდაგვარად შეცვლოს  სისტემა რომ ის ყველას მოაწყობს.

მსახიობები, სპორტსმენები ხშირად პარლამენტარები ხდებიან, აქედან პოლიტიკური სპექტრი სწორად კომპლექტდება?

– პოლიტიკოსობა არის პროფესია და რა ბეგრაუნდი გაქვს ამას არ აქვს მნიშვნელობა. თუკი ირჩევ პოლიტიკას, როგორც შენი არსებობის წესს, ბუნებრივია, გარკვეულ საფეხურზე აბსოლუტურად სხვა სივრცეში ხვდები და აზროვნებაც გეცვლება. დემოკრატიის ერთერთი სუსტი წერტილი სწორედაც არის ის, რომ ნებისმიერს შეუძლია მოიპოვოს მასის მხარდაჭერა და გახდეს მმართველი. თუმცა ფაქტია, რომ ამაზე უკეთესი წყობა ჯერ ვერავინ ვერ მოიგონა. საზოგადოებას კი  სჭირდება ცნობიერების ცვლილება. მე მაგალითად, ძალიან გული დამწყდა, როცა ვნახე, როგორ რიგდება ფული ხმებში.

იქნებ ამ ფულს აქტივისტებს უხდიდნენ?

– არა, დაქირავებულებისთვის გადახდის წესი სხვანაირია. ეს იყო ის ფული, რომელიც არ ჩანს.

ანუ „შავი ფული“ და როგორ უნდა მოევლოს ამ პრობლემას?

– კანონი უნდა იყოს ეფექტური და ისე შედგენილი, რომ საზოგადოებას ტვირთად არ დააწვეს, ანუ არავის  არ უნდა გაუჩნდეს ცდუნება, რომ მისი შემოვლის გზა ეძებოს, და მეორე – ყველა იცავდეს მას

 სამოქალაქო საზოგადოება როგორ უნდა აღიზარდოს საქართველოში?

– ვერანაირად ვერ აღიზრდება, თუკი ადამიანებისთვის 15 ლარი არის ის თანხა ,რომლითაც თავისი ხმის გაყიდვა უღირს. ამგვარ საზოგადოებაში ცვლილება არანაირად არ მოხდება.

თქვენი თავდაცვის მინისტრობის პერიოდს რომ შევეხოთ, მაშინ თუ რიგდებოდა საარჩევნოდ თანხები?

– მე არ ვიცი, შეიძლება რიგდებოდა. იმედი მაქვს ჯარში რომ არ იყო მსგავსი ფაქტები. ყოველ შემთხვევაში, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ჯარს დასარიგებელი ფული არ ქონდა.

ბევრ პროცესში არ ჩარეულხართ. მაგალითად რევულიციის დროს. ეს იმპულსები იყო თუ ლოგიკური დასკვნა?

– ეს იყო ელემენტარულად კანონის პატივისცემა. მე ვიყავი სამხედრო პირი, რომელსაც ყავდა უმაღლესი მთავარსარდალი.

ანუ შევარდნაძეს თქვენთვის არ დაუვალებია ძალის გამოყენება?

– არა. მსგავსი რამ იმ პერიოდში არ მომხდარა, ანუ არჩევნების და მისშემდგომ პერიოდში, 2003 წელს.

არალოგიკური ქმედება არ იყო მისნაირი გამოცდილი პოლიტიკოსისთვის?

– არანაირად. გავიხსენოთ თუნდაც 70იან წლებში რა გააკეთა დინამოს სტადიონზე: თამაშის დროს დაიწყო მასიური არეულობა, შესაბამისად შინაგანი ჯარის ნაწილები შემოეწყვნენ სტადიონს და ჯარი მზად იყო იმის გასაკეთებლად, რაც ცხრა აპრილს მოხდა. შევარადნაძე  მივიდა სტადიონზე, შევიდა მოქალაქთეებთან და ისე გამოიყვანა იქიდან, რომ ჯარი დატოვა თამაშს გარეთ. ამიტომ, არალოგიკურს ვერაფერს ვხედავ.

მისი შემცვლელებისგან განსხვავებით, რომლებიც იყენებდნენ ჯარს მოქალაქეების დასამორჩილებლად? რაში შჭირდებოდათ ეს მათ? თუნდაც სააკაშვილს…

– არამარტო მომდევნო, წინა ხელისუფლებაც, ზვიად გამსახურდიაც მაგალითად. ოფიციალურად ის ამბოხს აშობდა. უმაღლეს მთავარსარდალს საკუთარი მოსახლეობის წინაღმდეგ ჯარის გამოყენება არ უნდა სჭირდებოდეს.

თქვენ რომ ყოფილიყავით მიხეილ სააკაშვილის დროს თავდაცვის მინისტრი, მოაწერდით ხელს ხალხის მასიურად დარბევის ბრძანებას?

– არ მოვაწერდი. თანამდებობიდან გადავდგებოდი.

2008 წლის აგვსიტოს ომი, ან კოდორის ხეობასთან მიმდინარე პროცესები, ამ დროს როგორ მოიქცეოდით? და საქართველოს ხელისუფლების ქმედებას, როგორ შეაფასებდით?

– კოდორს არ ჩავაბარებდი. ვიომებდი. ემზარ კვიციანის ხეობიდან გამოყვანა უკვე იყო ჩაბარებისკენ გადადგმული ნაბიჯი. შეიძლება ითქვას, მომზადდა ნიადაგი იმისთვის, რომ ხეობა ჩაბარებულიყო.

დღევანდელი სამხედრო-პოლიტუკირი მდგომარეობა როგორი აქვს საქართველოს და რაში ხედავთ გამოსავალს?

– ძალიან რთული. გამოსავალს ვხდევად ჭკვიანურად დაგეგმილ საგარეო პოლიტიკაში.

რაც შეეხება მუხროვანის ცნობილ ამბოხს?

– ამბოხის მონაწილეები არიან ცოცხლები და შეგიძლიათ მათ ჰკითხოთ. ჩემი მიბმაც უნდოდათ ამბოხთან, უბრალოდ, არსაიდან არ მიება. კობალაძეც ტყუილად დაიჭირეს. ორი დღე  სპეცსამსახურების მანქანა დამყვებოდა მეც. მერე, როგორცა ჩანს გადაიფიქრეს. მაშინ ერთ-ერთ უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობდი.

აფხაზეთის ომი. თუ არსებობდა რაიმე დეტალი, რითიც მოხერხდებოდა ამ ტერიტორიის შენარჩუნება?

– არის ერთი, მაგრამ ამაზე არ ვილაპარაკებ. ერტი კი შემიძლია ვთქვა, შევარდნაძეს არ ჩაუბარებია აფხაზეთი.

მძიმე თემაა, მაგრამ უნდა გკითხოთ. თქვენი ძმის გარდაცვალება როგორ მოხდა?

– ჩემი ძმა მოკლეს, არ გარდაცვლილა, ის მოკლეს! და იმედი მაქვს, რომ შესაბამისი ორგანოები გასცემენ ამ კითხვაზე პასუხს.

მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღე იყო ახლახანს . აქ რა მოხდა ოდესმე თუ გაირკვევა?

– მე ვერ მივიღე ამ კითხვაზე პასუხი. 50 წელი გავიდა და ახლა იწყებენ კენედის მკვლელობის საიდუმლო მასალების გასაჯაროებას. თუ სადმე დევს ქაღალდი, სადაც რამე წერია, ის აუცილებლად ერთ დღეს მზის სინათლეს ნახავს და ყველაფერს გავიგებთ.

რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას საზოგადოებაში?

– ახლა შეიძლება ვიღაცეები ერთმანეთს დაუპირსპირდნენ.  გავა კიდე 20-25 წელი და აბსოლუტურად სხვა ხედვების ადამიანები გაჩნდებიან და იმათთვის უფრო ადვილი გადასატანი იქნება.

დაკარგული ტერიტოიბის მიმართ შეიძლება გულგრილი დამოკიდებულება გაჩნდეს?

– ისტორიაში ყველაფერი იცვლება. საზღვრები მითუმეტეს.ავიღოთ საქართველოს რუკა, ნებისმიერ ეპოქაში ყოველთვის სხვდასხვაა. ამიტომ, დაბრუნების შანსი არსებობს. ჩვენ თუ ვერა, რომელიმე თაობა მაინც მოახერხებს და როცა ისინი წინაპრების სადღეგრძოლოს შესვამენ, იმედია, მეც მახსენებენ. ვფიქრობ, ეს დავიმსახურე.

 რით დაიმსახურეთ?

– პირდაპირი მნიშვნელობით, ჩემი სისხლიცაა ქართულ მიწაში, ფიზიკურად არის. მე ის იღბალი მომმადლა ღმერთმა, რომ საქართველოსათვის უბრძოლველად და სისხლმიუცემლად ამ ქვეყნიდან არ მივდივარ.

სიტყვით ომი უფრო ძნელია თუ იარაღით? ჩვენს საზოგადოებაში?

– ჩვენთან გინდა სიტყვით იომე და გინდა არა, სულერთია! იმიტომ, რომ საზოგადოება არის ინდიფერენტული.

ახალგაზრდობაში დაკავებული იყავით კარატეთი. საინტერესო პერიოდი, რომ გავიხსენოთ.

– 1976-ში რაგბიდან ტრავმირებული ვიყავი და საერთოდ ფიზიკური აქტივობისთვის თავის დანებებას ვაპირებდი. ქუჩაში შემხვდა, იყო ასეთი ჯიჯეიშვილი პაატა, ვისაუბრეთ და, რომ გაიგო ჩემი ტრავმის შესახებ, მითხრა,-რომ ეს არაფერია, ასეთი რამე დავიწყეთ და მოდი ნახეო, ხოდა ვნახე და დავრჩო კიდეც კარატეში.

რამ მოგხიბლათ?

– პირველ რიგში იმან, რომ ეს არ იყო სპორტი, ეს იყო ცხოვრების წესი, რომელიც მე მივიღე. სპორტად ჩამოყალიბდა დღეს, რომ წინ წასულიყო. სწორიცაა, შეჯიბრი თუ არ არის, ის საქმე ვერ ვითარდება.

როგორ უნდა შეინარჩუნოს საქართველომ კარატეს ის პირველი ტრადიციები?

– არიან ადამიანები, რომლებიც აგრძელებენ ამ ტრადიციებს. მეც ვცდილობ მაგალითად, თუმცა მოსწავლეები არ მყავს, ვინაიდან მომავალ თაობაში ამის ამყოლ ადამიანს ვერ ვხედავ.

და ბოლოს, კარატეს ფილოსოფიიდან რა გახდა თქვენთის ქვაკუთხედი?

– რთული სათქმელია. ფილოსფიურად ჩინელები უფრო უდგებიან, თუმცა არის რამდენიმე წერილობითი ნიმუში, რომელიც იაპონელების მიერ არის შექმნილი. იგივე სამურაის ქცევის კოდექსი. ბუშიდო. რასაც ცხოვრების წესის ჩამოყალიბებაზე ზეგავლენა შეუძლია.

თენგო ხაბეიშვილი

Share4Tweet3

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

“2 დღის წინ გადაუნერგა ღვიძლი ძმას“ – ბიზნესმენ ლევან პირველის და დაიღუპა

“2 დღის წინ გადაუნერგა ღვიძლი ძმას“ – ბიზნესმენ ლევან პირველის და დაიღუპა

2 years ago
“ეს პოზიცია არ შეიცვლება არასდროს”

“ეს პოზიცია არ შეიცვლება არასდროს”

11 years ago
ლევან ალაფიშვილი: „ქართული ოცნების“ წესდება მივიღეთ და არა კონსტიტუცია

ლევან ალაფიშვილი: „ქართული ოცნების“ წესდება მივიღეთ და არა კონსტიტუცია

9 years ago
ცერცვაძე პანდემიის დასასრულს აანონსებს

თენგიზ ცერცვაძე: “მაყურებელი რომ 3-3 სკამის გამოტოვებით დამჯდარიყო, რისკი არ იქნებოდა”

6 years ago

ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

ახალგორში, სოფელ ციხისძირში ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „ახალგორის რაიონულ...

მეტის ნახვაDetails
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026
  • თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by