• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 1, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ქალაქ ფრანკფურტის ქართული სამრევლოს ათწლიანი ისტორია

9 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
ქალაქ ფრანკფურტის ქართული სამრევლოს ათწლიანი ისტორია
11
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„ხვალ ქ. ფრანკფურტის ქართულ სამრევლოში წირვას დავიწყებთ 10:00 საათზე. ტაძარი ღია იქნება 08:30 საათიდან. Solmsstrasse 3, 60486 Frankfurt am Main“… გერმანიაში რამდენიმე კვირის ჩამოსული ვიყავი, როცა Frankfurtis Samrevlo“-ს ფეისბუქ გვერდზე ეს შეტყობინება წავიკითხე და ძალიან გამიხარდა. ქართულ წირვა-ლოცვას მონატრებული, დიდი ენთუზიაზმით მოვემზადე ტაძარში წასასველად.  ის რაც ამ მისამართზე დამხვდა მოლოდინს გადააჭარბა: ქართულ-გერმანულად აღვლენილი წირვა, „მამაო ჩვენო“, არაჩვეულებრივ მგალობელთა გუნდის მიერ შესრულებლი ქართული საგალობლები, ქადაგება, განმარტება სახარებისა და კიდევ ბევრი რამ, რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ ის უმთავრესი რამ, რომლის გარეშეც  მართლმადიდებელს უბრალოდ სრულყოფილი ცხოვრება არ შეუძლია, ესაა-ზიარება უფალთან, მსახურება მასთან ერთად, იმ ორიათასწლოვანი ტრადიციით, რომელიც ეკლესიამ  დღემდე შემოგვინახა.

წმინდა ნიკოლოზის სახელობის ქართული მართლმადიდებლურმა სამრევლომ წელს  იუბილე აღნიშნა.  მისი დაარსების 10 წლის ისტორიაზე „თბილის თაიმსს“ სამრველოს წინამძღოლი დეკანოზი თამაზ ლომიძე ესაუბრა. გთავაზობთ ინტერვიუს მასთან:

მამა თამაზ, მოგვიყევით როგორ შეიქმნა ფარკფურტში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ეპარქია და როგორ დაიწყო მისი ათწლიანი ისტორია ?

– ყველამ ვიცით, რომ 2000 წლიდან დაიწყო ქართველების აქტიური ჩამოსვლა ევროპაში, ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა იყო გერმანია და მისი  ქალაქი ფრანკფურტი. იმ პერიოდისათვის,  როდესაც ფრანკფურტის სამრევლო ყალიბდებოდა,  მიუნხენში უკვე ფუნქციონირებდა ქართული მართლმადიდებლური ეკლესია  და მოხდა ჩვენი დაკავშირება, იმ კუთხით, რომ ფრანკფურტში  მცხოვრებ ჩვენს თანამემაულეებსაც სურდა ქართულ ენაზე აღვლენილ ღვთისმსახურებას დასწრებოდნენ. მოგეხსენებათ რომ საქართველოდან სასულერო პირის ჩამოყვანა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ასე რომ შევთანხმდით, მიუნხენიდან თვეში ერთხელ ჩამოვსულიყავი და შემესრულებინა მსახურება.

ადგილი  ბერძნულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ დაგვითმო, რომელიც  ეკუთვნის კონსტანტინოპოლის  მსოფლიო საპატრიარქოს. ბერძნებმა  ქრისტიანული ძმობა და სიყვარული გამოიჩინეს და სრულიად უანგაროდ დაგვეხმარნენ.

პირველი წირვა 2008 წლის 13 იანვრას ჩავატარეთ და წელს უკვე ათი წელია რაც არ ვარღვევთ ჩვენს ტარდიციას: ყოველი თვის მეორე შაბათს აღევლინება მსახურება,  რამდენჯერმე ორჯერაც ჩატარდა.

ფრანკფურტის ქართული სამრევლო გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიას ეკუთვნის, რომელსაც მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე) უდგას სათავეში.

ფრაკფურტის ქართული სამრევლო ოფიციალურად არ არის რეგისტრირებული?

– ოფიციალურად როგორც ასეთი არ არის რეგისტრირებული.  იმ ფონზე, როცა ჩვენ არავითარ დახმარებას არ ვიღებთ არც საქართველოს საპატრიარქოსგან და არც სახელმწიფოსგან, ამ ყველაფრის ოფიციალურად დაკანონება გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. პირველ რიგში, ამას სჭირდება ხალხის დიდი მონდომება. რთულია სასულიერო პირის საქართველოდან ჩამოყვანა, რადგან მას სჭირდება ელემენტარული საარსებო  პირობები უცხო ქვეყანაში. უმთავრესი კი  ადგილის პრობლემაა, სადაც შეგვეძლება ღვთისმსახურების ჩატარება. ფართის ყიდვა ან ქირაობა  საკმაოდ ძვირია, რისი სახსრებიც ჩვენს სამრევლოს არ აქვს.

 ფრანკფურტის გარდა, კიდევ რომელ სამრევლოებს ხელმძღვანელობთ?

– მე თავად  მიუნხენში ვცხოვრობ, სადაც ყოველ შაბათ-კვირას ვასრულებთ წირვა- ლოცვას.  ასევე ვხელმძღვანელობ ფრანკფურტის, შტუტგარდის, ნიუნბერგისა და ავსტრიის ქალაქ ისბურგში არსებულ სამრევლოებს, სადაც მხოლოდ შაბათობით ვატარებთ წირვას.

რა რაოდენობის მრევილი ჰყავს ფრაკფურტის სამრევლოს? როგორც შევნიშნე გარდა ქართველებისა სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც  ესწრებინ მსახურებებს?

– სამრევლოში დაახლოებით 100-120 კაცია წარმოდგენილი, მაგრამ წირვაზე პერმანენტულად  50- 60 მოდის. რა თქმა უნდა,  ფრანკფურტში გაცილებით მეტი ქართველი ცხოვრობს, მაგრამ სამწუხაროდ  ყველა მათგანი არ ესწრება მსხურებას, ჩვენ ხომ ზარმაცი ერი ვართ… სამრევლოში არის  ასევე რამდენიმე გერმანელი და იტალიელი, ესენი არიან მეუღლეები აქ დაოჯახებული ქართველებისა.

როგორ გახდნენ ეს ადმაინები მრველის წევრები? როგორ ხდება მათი მართლმადიდებლად მონათვლა?

– ძირითადად, გერმანელები ჩვენს სარწმუნოებას დაუახლოვდნენ მეუღეების გავლენით. არის შემთხვევები, როდესაც ქართველი გოგონები  მთხოვენ მათი მეუღლეების მონათვლას, რადგან სურთ ჯვარი დაიწერონ.  თუმცა მიწევს მათ ავუხსნა,  მხოლოდ იმიტომ რომ ჯვრისწერა გინდა მართლმადიდებლად ვერ მოინათლები.  შემდეგ იწყებენ მათი გერმანელი მეუღლეები  ტაძარში სიარულს, მოსმენას ღვთის სიტყვისა  და რაღაც პერიოდის შემდეგ ინათლებიან. ბოლო  ათი წლის განმავლობაში დაახლოებით 50  ადამიანი მოვნათლეთ მართლმადიდებლად.

მამა თამაზ, მსახურება ქართულთან ერთად გერმანულადაც სრულდება, თქვენი ხედვით რატომაა ეს მნიშვნელოვანი?

– ის, თუ რატომ ვასრულებთ ქართულის გარდა გერმანულად მსახურებას რამდენიმე ასპექტი აქვს. პირველი ის არის რომ გვყავს გერმანულენოვანი მრველის წევრები და არ შეიძლება მათ მშობლიურ  ენაზე არ უთხრა ღვთის სიტყვა. შესაბამისად, იკითხება კვერექსები,  სახარება, „მამაო ჩვენო“ და სხვა რიგი ლოცვები გერმანულად.

მეორე ასპექტი არის ის, რომ ეს ხელს უწყობს იზოლაციონალიზმიდან გამოსვლას. ის რომ ქართველი ხედავს მართლმადიდებლური წირვა სხვა ენაზეც შეიძლება ჩატარდეს, ეს ხელს უწყობს გააზრებას იმისას, რომ ქართული კულტურა აბსოლიტურ თანხმობაშია  ევროპულთან, გერმანულთან.

მესამე,  ჩვენი ბავშვებისათვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რომ მათი გაუცხოება არ მოხდეს რწმენასთან. ისინი მთელ დღეს ატარებენ ბაღში,სკოლაში.მეგობრებს გერმანულად ესაუბრებიან და თუნდაც სახლში რომ ელაპარაკო მათ ქართულად, ასე რომ ვთქვათ, გერმანულს ვერ მოუგებ, ამიტომ მოზარდებისთვისა და პატარებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია როცა მათ ელაპარაკები,  ასწავლი ღვთის სიტყვას ქართული ენის მსგავსად, გერმანულადაც, რომელიც უკვე მათთვის მშობლიური ენაა.

როგორც ვიცით, გარდა წირვა-ლოცვისა, მრევლთან შეხვედრები და სხვადასხვა საკითხზე საუბრები იმართება ხოლმე. ძირითადად, რა თემებია აქ მცხოვრებთათვის აქტუალური და პრობლემატური?

– ფრანკფურტში არ გვაქვს იმის  საშუალება, რომ მრევლთან საუბრები გავმართოთ, რადგან არ გვაქვს შესაბამისი ფართი. თუმცა სხვა სამრევლოებში არის ამის შესაძლებლობა. საუბრის თემა შეიძლება იყოს სუფთა საღვთისმეტყველო, შეიძლება იყოს ლიტერატურიდან, მაგალითად: ვიღებთ ერთ-ერთ ლიტერატურულ ნაწარმოებს, ვკითხულობთ  ერთ თავს და შემდეგ ვმსჯელობთ ამა თუ იმ საკითხზე.

მრველს ძალიან უყვარს მსგავს საუბრებზე დასწრება, იმიტომ რომ აქ თავადაც შეუძლია აზრის გამოხატვა, კითხვების დასმა.  ადამიანს სჭირდება, რაც არ უნდა პასიური იყოს, დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრება და  ჩვენ მათ ვაძლევთ ამის საშუალებას.

ყველაზე პრობლემური თემა, სიყვარული და ოჯახური საკითხებია,  როგორ უყურებს ქრისტიანობა ამა თუ იმ ცხოვრებისეულ საკითხს. მაგალითად: ზღუდავს თუ არა ეკლესია ახალგაზრდების თავისუფლებას? რას უშლის და რას არ უშლის რელიგია?

სამწუხაროდ, როცა არასწორად ასწავლიან მართლმადიდებლობას, არასწორ ტირაჟირებას უკეთებენ ღვთის სიტყვას. ეს მოქმედებს ახალგაზრდებზე და მათ არ იციან რა არის სწორი, რას ამბობს ეკლესია სინამდვილეში. ამიტომ ასეთი საუბრები გვეხმარება ღვთის სიტყვის სწორ შემეცნებასა და გაგებაში.

ვცდილობ საღვთისმეტყველო თემებიც კი, მათ შორის დოგმატური საკითხი, პრაქტიკული თვალსაზრისით ავუხსნა, რომ გაიაზრონ თუ რატომაა საჭირო მსგავსი თემების ცოდნა. ასეთი მიდგომით ძალიან საინტერესო ხდება დოგმატიკა, რომელიც, თავისთავად, საკმაოდ რთულია სასწავლად.

მამამო, რა პრობლემების წინაშე დგას ფრანკფურტის მართლმადიდებლური სამრევლო ?

– მთავარი პრობლემა არის ის რომ თვეში ერთხელ წირვის ჩატარება ძალიან ცოტაა, თუ გინდა რომ მეტი ისწავლოს მრევლმა, წინ წავიდეს მოძღვრებაში, ქრისტიანულ სწავლებაში, საჭიროა პატარა ადგილი, სადაც შევძლებთ ხშირად შეკრებას, მოიძებნებოდა სასულიერო პირიც. სამწუხაროდ, არ გვაქვს მხარდაჭერა და ესაა სწორედ მთავარი სირთულე. სხვა დანარჩენი მრევლის და მოძღვრის მონდომებაზეა დამოკიდებული.

ბოლო წლების უარყოფითი მოვლენები, რაც ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში განვითარდა, უარყოფითად აისახა აქ მცხოვრებ მრევლზე. იმედია მიხვდება ხალხი, რომ ის, რასაც ტელევიზიით უჩვენებენ არაა ეკლესია, სარწმუნოება. გააცნობიერებენ, რომ მართლმადიდებლობა სხვა რამეა, ვიდრე მხოლოდ ერთი რიგითი სასულიერო პირის დანაშაული თუ რაიმე შეცდომა.  ჩვენი ხალხი  ემოციურია და როდესაც, მაგალითად მღვდელს დაინახავენ, რომელიც ძვირფას მანქანაზე ზის, ამას აიგივებენ მთელს ეკლესიასთან, მაგრამ რეალუარად ხომ ვიცი, არის ბევრი, მოძღვარი,  რომელთაც პურის ფულიც არ აქვს, მაგრამ ემსახურება უფალს, მრევლს.  სამწუხაროდ,  ბავშვური აზროვნება გვაქვს,  ინფანტილურები ვართ.

ყველაზე დიდი სირთულე და ყველაზე გულსაკლავი ისაა, რომ ვხედავთ ჩვენი შვილებისთვის მშობლიური ენა ხდება გერმანული.

რამდენად მნიშვნელოვანია ქართული სამრევლოს არსებობა აქ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის?

– მე მგონია, რომ არა მარტო სარწმუნოებრივადაა მნიშვნელოვანი, არამედ ზოგადად, უცხოეთში არსებული ქართული სამრევლოები უდიდესი საყრდენია ქართველებისთვის, უმეტესად კი ახალგაზრდებისთვის. დიდი იმედია,  როდესაც ჩადიხარ სრულიად უცხო ქვეყანში და იქ გხვდება შენი ეროვნული, ტრადიცული ეკლესია, გაქვს შესაძლებლობა შეხვდე მოძღვარს, გაესაუბრო და გაიცნო თანატოლები და ა.შ.  გარადა ამისა, წელიწადში რამდენჯერმე არის საერთო ზეიმები, სააღდგომო სუფრები, რაც გვაახლოებს ერთმანეთთან. თუმცაღა არიან ქართველების ნაწილი, რომელთაც ურჩვენიათ ცალკე იყვნენ და არ სურთ ურთიერობა სამრევლოებთან და საერთოდ ქართველებთან.

დღეს წირვას სრულიად უცხო გერმანელი სტუდენტები ესწრებოდნენ, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ მართლმადიდებლური რელიგიითა და მისი სწავლებით.  რამდენად ხშირად ხდება ასეთი შემთხვევები?

– სხვათშორის, მუნხენშიც მქონდა ასეთი შემეთხვევა,  ექსკურსია ჰქონდათ რელიგიური გაკვეთილიდან. ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელმა დაგვირეკა და გვითხრა რომ სურვილი ჰქონდა მოსულიყვნენ და ენახათ როგორია მართლმადიდებლური ეკლესია, მსახურება. გვესტუმრნენ, დაახლოებით 15 ახალგაზრდა იყო. აინტერესებთ უმეტესად სამეცნიერო აკადემიურ წრეებს,  სტუდენტებს, რადგან მართლმადიდებლობა ევროპაში ახალია.

მამა თამაზ, როგორ ფიქრობთ, ამ გადმოსახედიდან, როდესაც უკვე წლებია გერმანიაში მოღვაწეობთ, რა არის  ჩვენი,  ქართველი მართლმადიდებლების პრობლემა?

– უკითხველობა, უწიგნური ქრისტიანები ვართ. არ ვსწავლობთ მოძღვრებას და ამიტომაც ეს რწმენა რაღაც სიმახინჯედ გადაიქცა, მხოლოდ გარეგნული მხარე მიიღო. ათიდან ალბათ რვამ  არ იცის ქრისტიანული მოძღვრების სწავლება, არსი.

პრობელმაა ის, რომ ყურადღებას ვაქცევთ მხოლოდ გარეგულ მხარეს და არა იმას, რასაც ამბობს უფალი, რასაც ქადაგებს მართლმადიდებლობა, რასაც გვასწავლის თავად მოძღვრება. და ერიც როგორი გავხდით იცით,  ძალიან ზედაპირულები. ზედაპირულად  ვუყურებთ სარწმუნოებას და ეს გვგონია ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა.

სოფიკო ნინიკაშვილი

Share4Tweet3

ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“
ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“

10/01/2026
საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

09/30/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს
ახალი ამბები

შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს

09/21/2026
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის ცნობილი იყო –  ორგანიზაციებმა თუ კერძო პირებმა, სხვადასხვა მომსახურებაში უმეტესად უარი თქვეს ჰონორარსა თუ ხელფასზე
ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის ცნობილი იყო – ორგანიზაციებმა თუ კერძო პირებმა, სხვადასხვა მომსახურებაში უმეტესად უარი თქვეს ჰონორარსა თუ ხელფასზე

09/16/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს
ახალი ამბები

შიო მესამე: გილოცავთ საეკლესიო ახალი წლის და ახალი სასწავლო წლის დაწყებას. სწავლა არის მძიმე შრომა, მოითხოვს დიდ ძალისხმევას და ნებისყოფას, ამიტომ ხშირად უნდა ვევედროთ უფალს, რომ გაგვინათოს გონება და მოგვცეს სიბრძნე

09/14/2026

საინტერესო

ვანო მთვრალაშვილი: ლარის კურსი  საწვავის შემომტან კომპანიებს არაპროგნოზირებად ვითარებაში აგდებს

რამდენიმე ავტოგასამართ სადგურზე დიზელში გოგირდის შემცველობა ნორმაზე სამჯერ მეტი აღმოჩნდა

9 years ago

შსს-მ გამოძალვის და სქესობრივი კავშირის იძულების ბრალდებით ორი პირი დააკავა

10 years ago
მიხეილ ბატიაშვილი: „რეფორმის ყველა მიმართულებაზე კონკრეტული ნაბიჯები გადადგმულია და განხორციელება აქტიურ ფაზაში შედის“

მიხეილ ბატიაშვილი – ჩვენი მიზანია, მეტი ინოვაცია, ტექნოლოგიები სკოლებში და ამის პარალელურად კულტურული ფასეულობების დაცვა

7 years ago
შენგელია მისი სანქცირების გამო აშშ-ის სასამართლოში სარჩელის წარდგენას აპირებს

შენგელია მისი სანქცირების გამო აშშ-ის სასამართლოში სარჩელის წარდგენას აპირებს

3 years ago

ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“
ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“

10/01/2026

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია. სტუმრები უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა...

მეტის ნახვაDetails
საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

09/30/2026
როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“ 10/01/2026
  • საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია 09/30/2026
  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by