• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, August 20, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყო საქართველოს მოქალაქის საკუთრებაში-ვახუშტი მენაბდე

8 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება  იყო საქართველოს მოქალაქის საკუთრებაში-ვახუშტი მენაბდე
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მიმდინარე ცვლილებების კვალდაკვალ, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელობასთან დაკავშირებით, დისკუსიები გაიმართა. საკონსტიტუციო კომისიაში მიმდინარეობდა მსჯელობები იმის შესახებ, თუ ვინ უნდა იყოს ამ კატეგორიის მიწის მფლობელი – ამ ჭრილში, რა უფლებები აქვთ უცხოელებს და რა შეზღუდვებს ითვალისწინებს ქართველი გლეხებისა და წვრილი მიწათმფლობელებისთვის.
„თბილისი თაიმსის“ შეკითხვებს კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე პასუხობს:

„საკონსტიტუციო კომისიაში, თავდაპირველად, იყო რადიკალურად დაპირისპირებული ორი პოზიცია. ულტრაკონსერვატული წევრები ამბობდნენ, რომ ჩვენ უნდა აგვეკრძალა უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების გაცემა, დანარჩენი კი უნდა „მიგვეშვა“ თავის ნებაზე. მეორე მხრივ, იყო ლიბერალური ფრთა, რომელიც ამბობდა, რომ მიწა თავისუფალ რეგულირებას უნდა ექვემდებარებოდეს. ამას გარდა, წევრებს შორის ვიყავით სხვა შეხედულების ადამიანები, რომლებიც მივიჩნევდით, რომ მიწა არის ამოწურვადი რესურსი და, ამის გათვალისწინებით, მისი ჩვეულებრივ მიმოქცევაში ჩაშვება (როგორც სხვა მატერიალური წარმოებისა) არ შეიძლება.

რამდენიც გინდა, იმდენ მიწას ვერ „შექმნი“. ძალიან დიდი დრო სჭირდება მის აღდგენას. ეს იყო ჩვენი პოზიცია, ერთი მხრივ და, მეორე მხრივ, ჩვენ ვფიქრობდით, რომ დისკრიმინაცია და სხვაგვარი რეგულირება, ორ ჯგუფად დაყოფა, იქნებოდა არასწორი. ეს იმიტომ, რომ, პრინციპში, ამდენად დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ შექმნის პრობლემას. ამ შემთხვევაში, რა არის პრობლემა? პრობლემა, შესაძლოა, იყოს რამდენიმე. ჩვენ კომისიის ორივე ჯგუფის წევრებს დაველაპარაკეთ და შევთავაზეთ კონსტიტუციური ვარიანტი, რომელიც ამბობდა, რომ მიწის ყიდვა-გაყიდვა უნდა დარეგულირდეს, თუმცა ეს რეგულირება, აუცილებლად, ყველაზე თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს – საქართველოს მოქალაქეებზეც და სხვა პირებზეც“.

რა მოხდა საკონსტიტუციო კომისიაში?

ჩვენ ვამბობდით, რომ, რეალურად, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გამოფიტავს მიწას, ან – ვინ მოახდენს მონოპოლიზებას. ჩვენ მივიჩნევდით, რომ დიდი განსხვავება ამაში არ იყო. ამგვარ შემთხვევებში, მაინცდამაინც, არ მოქმედებს ეროვნება. შემდეგ უკვე პარლამენტში რაც მოხდა ვნახეთ – აქ მუშაობდა ორი ლობისტური ჯგუფი. ერთი გახლდათ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ულტრაკონსერვატული ძალები – ისინი აქტიურად ცდილობდნენ, რომ აეკრძალათ სასოფლო-სამეურნეო მიწების მიყიდვა უცხოელებისთვის. მეორე მხარე კი ამბობდა, რომ მათ აინტერესებდათ არა იმდენად უცხოელები, არამედ ის, რომ ინვესტორებს, მიწის გირაობაზე, პრობლემა არ შეექმნათ.
საბოლოოდ, ჩვენ მივიღეთ ის ჩანაწერი, რომელიც ამბობს, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების მიყიდვა უცხოელებისთვის კანონით არის აკრძალული. მეორე მხრივ კი, უშვებს ალბათობას, რომ დაშვებულ იქნება გამონაკლისები. გასაგებია, რაც იქნება ეს გამონაკლისები – ისინი გავრცელდება ბანკებსა და მსხვილ ინვესტორებზე. რა პრობლემებიც აწუხებდათ გლეხებს, წვრილ მიწათმფლობელებს, ის პრობლემები პრობლემებად დარჩა, უთანასწორო ჩანაწერი კი ჩანაწერად დარჩა. „ქართული ოცნება“ შეეცადა ერთი ჯგუფის მოთაფვლასაც და, მასთან ერთად, მეორე ჯგუფის მოთაფვლასაც.

რას ითვალისწინებს ახალი რედაქცია და როგორ შეაფასებთ მას?

ეს რედაქცია არ ვარგა. ეს იმიტომ, რომ წვრილი მიწათმფლობელებისა და, ზოგადად, სოფლის მეურნეობისთვის, მას არანაირი სიკეთე არ მოაქვს. აუცილებელია, ეს რედაქცია მოდიფიცირდეს ისე, როგორი ფორმაც მას თავის დროზე ჰქონდა. მიწის ყიდვა-გაყიდვა და მიწის რაციონალურად სარგებლობა უნდა დაინერგოს, როგორც პრინციპი. ხოლო ეს პრინციპი, თავისთავად, უნდა გავრცელდეს მოქალაქეებზე და არა – ვინმე სხვაზე.
სახეზე გვაქვს ახალი რედაქცია: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება, იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის, ან – საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება, დადგინდეს ორგანული კანონით, რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის, არანაკლებ – ორი მესამედის უმრავლესობით.

მარიამ ტიელიძე

Share1Tweet1

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

თბილისში ყოფილი ცოლის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

თბილისში ყოფილი ცოლის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

3 years ago
სამხრეთ სუდანი სამოქალაქო ომის საფრთხის წინაშეა

სამხრეთ სუდანი სამოქალაქო ომის საფრთხის წინაშეა

13 years ago
საერთო სამაგისტრო გამოცდა იწყება

საერთო სამაგისტრო გამოცდა იწყება

7 years ago
ირლანდია გმობს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას

ირლანდია გმობს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას

9 years ago

ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის „ფეისბუქის“ გვერდზე, დღეს, 18 აგვისტოს, 21:54 საათზე, ოსურ დიალექტზე პოსტი გამოქვეყნდა „Арцыд рæстæг“, რომელიც...

მეტის ნახვაDetails
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026
  • „ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა 08/18/2026
  • კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი 08/18/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by