გილოცავთ ჯვართამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს
დღეს, 27 სექტემბერს, მართლმადიდებელი სამყაროჯვართამაღლებას აღნიშნავს. ერთ-ერთიქრისტიანული საეკლესიო დღესასწაული ყოველიწლის 27 სექტემბერს აღინიშნება. ჯვართამაღლებააღნიშნავს იმ დღეს, როდესაც რომის იმპერატორკონსტანტინეს დედის, ელენე დედოფლის ბრძანებით– იერუსალიმის მახლობლად, დაახლოებით 335 წელს, იპოვეს იესო ქრისტეს ჯვარი. ყველასათვის შესაძლებელი რომ ყოფილიყო ჯვრისხილვა, იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიოსმააღმართა ანუ აღამაღლა იგი. აქედან წარმოდგებადღესასწაულის სახელწოდება „ჯვართამაღლება“. ჯვართამაღლების დღესასწაული ორ დღეს მოიცავს: „წინადღე პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრისამაღლებისა“ – როდესაც დაწესებულია მკაცრიმარხვა და „მსოფლიო ამაღლება პატიოსანი დაცხოველმყოფელი ჯვარისა“. ტროპარი აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევაჯვრითა ბარბაროზთა ზედა ღვთივ-დაცულსა ერსა ჩვენსა მოანიჭე, დასაფარველსა შენსა ქვეშე ჯვრისა შენისა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ: უფალო, დიდება შენდა! კონდაკი რომელი ამაღლდი ნებსით ჯვარსა ზედა, მოსახელესა შენსა ახალსამოქალაქობასა, წყალობანი შენნი მოგვანიჭე, ქრისტე ღმერთო, ახარეძალითა შენითა ღვთივ-დაცულსა ერსა ჩვენსა, და ძლევა მოჰმადლე მასმბრძოლთა მიმართ, რომელსა თანა-შემწედ აქვს შენი საჭურველიმშვიდობისა, უძლეველი საძლეველი, ჯვარი შენი, ყოვლად-ძლიერი. მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა