Day: September 12, 2021

ანა ნავდარაშვილი – ჩვენ ვეხმარებით ორგანიზაციებს, რომ სწრაფად დაუკავშირდნენ კანდიდატებს და დაასაქმონ ისინი

ანა ნავდარაშვილი – ჩვენ ვეხმარებით ორგანიზაციებს, რომ სწრაფად დაუკავშირდნენ კანდიდატებს და დაასაქმონ ისინი

HR მენეჯერებისა და კანდიდატებისთვის სიახლეა - ხელმისაწვდომია პლატფორმა, www.gasaubreba.ge. კანდიდატების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. დეტალურად, რას ითვალისწინებს აღნიშნული პროექტი, რა შეთავაზებები და უპირატესობები აქვს მას - საკითხის  შესახებ "თბილისი თაიმსს" HR hub-ის დამსაქმებელი და დირექტორი, ანა ნავდარაშვილი ესაუბრა. ანა ნავდარაშვილი "gasaubreba.ge გახლავთ HR hub-ის ერთერთი პროექტი. HR hub-ი არის HR მენეჯერების უმსხვილესი გაერთიანება საქართველოში. ჩვენ 2015 წლიდან ვქმნით პროექტებს, რომელთა მისიაც არის, შევუწყოთ ხელი ადამიანური რესურსების მართვის სფეროს განვითარებას, დასაქმებას და ამ გზით შევუწყოთ ხელი ქვეყანაში სტაბილური სამუშაო გარემოს არსებობას.  2015 წლიდან დღემდე ჩვენ ვგეგმავთ სხვადასხვა პროექტს, რომელიც HR სფეროს განვითარებას ემსახურება. რადგან HR hub-ი ძალიან დიდი გაერთიანებაა, ყველა ინფორმაცია, რაც დასაქმებასა და აღნიშნულ სფეროს უაკვშირდება, ჩვენთან იყრიდა თავს და ამიტომ შევქმენით HRhub.gebრომელიც მთავარი საინფორმაციო-ანალიტიკურიპორტალი", - ამბობს ანა. როგორც ის აღნიშნავს, gasaubreba.ge სრულიად განსხვავებული კონცეფციის მქონე პორტალია. ...