ზაალ ანჯაფარიძე: ოპოზიციის ნაწილი ორიენტირებულია, რომ აღნიშნული არჩევნები რეფერენდუმად გადააქციოს
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. როგორც წესი, წინა საარჩევნოდ პოლიტიკურმა პარტიებმა საზოგადოებას ის პროგრამა უნდა წარუდგინონ, რომელიც, გამარჯვების შემთხვევაში, მათ სამოქმედო გეგმას გულისხმობს. რეალურად, რა ვითარებაა ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში და აწარმოებენ თუ არა პარტიები წინასაარჩევნო კამპანიას - ამის შესახებ "თბილისი თაიმსს" ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე ესაუბრა. "პრინციპში, უკვე გამოიკვეთა იმ ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო პლატფორმები, რომლებიც, რეალურად, ორიენტირებულნი არიან ადგილობრივი თვითმმართველლობის არჩევნებისთვის შესაბამის მიმართულებებზე. ეს არის ადგილობრივი პრობლემების მოგვარება. მაგალითად, ამას აკეთებს მმართველი პარტია, ამას აკეთებს "ლელო" - რომელმაც წარმოადგინა თავისი პროგრამა; ასევე, რამდენიმე პარტია. "მესამე ძალამ" დაიწყო წინა საარჩევნო კამპანიის მსგავსი, მაგრამ საქმე არის ის, რომ, პრაქტიკულად, ამ ყველა პროგრამას აკლია კონკრეტიკა; შეიძლება ითქვას, ...