Day: September 22, 2021

329-დღიანმა პროტესტმა, გაუტეხლობამ, ადამიანების წვიმაში დგომამ განაპირობა ეს პროცესი – ვარლამ გოლეთიანი

329-დღიანმა პროტესტმა, გაუტეხლობამ, ადამიანების წვიმაში დგომამ განაპირობა ეს პროცესი – ვარლამ გოლეთიანი

329-დღიანმა პროტესტმა, გაუტეხლობამ, ადამიანების წვიმაში დგომამ განაპირობა ეს პროცესი - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა. "რიონის ხეობის მცველების" ლიდერი ვარლამ გოლეთიანი კმაყოფილია ...

ENKA საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს და ნამახვანჰესს აღარ ააშენებს

ENKA საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს და ნამახვანჰესს აღარ ააშენებს

ENKA Renewables ნამახვანჰესის კასკადის აშენებაზე არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს. ამის შესახებ Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის - ENKA İNŞAAT-ის განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში ნათქვამია, რომ ...

ბალიშები სასურველი ილუსტრაციებით – ბავშვების სიყვარულით დაწყებული საქმიანობა

ბალიშები სასურველი ილუსტრაციებით – ბავშვების სიყვარულით დაწყებული საქმიანობა

ბიზნესი, რომლის საწყისიც ბავშვების სიყვარულია. მარიამ მჭედლიშვილმა სწორედ ამ მიზეზით დაიწყო საქმიანობა, რომელიც ბალიშების დამზადებას გულისხმობს. ფერადი, ხალისიანი, მრავალფეროვანი ნამუშევრები თითოეული მომხმარებლისთვის ემოციებთან არის დაკავშირებული, რადგან ისინი ინდივიდურად იქმნება - იმის მიხედვით, ვის რა გემოვნება და ასოციაციები აქვს.  მარიამი "თბილისი თაიმსს" თავად ესაუბრა. იდეის შესახებ მოგვიყევით - საიდან გაჩნდა ის? დავიწყოთ იქედან, რომ ძალიან მიყვარს ბავშვები. ამიტომ, მომავალი საქმეც მინდოდა მათთან დამეკავშირებინა დავიწყე ფიქრი  თუ რა აბედნიერებდათ მათ. მივხვდი, რომ მოსწონთ ჩახუტება, ფუმფულა - რბილი საგნები, უყვართ მულტფილმები და მათი გმირები, და კიდევ უფრო მეტად მათთან ერთად ძილი უყვართ. მივხვდი, რომ ამ ყველაფერს ბალიში აერთიანებდა. ამიტომ, დიდი სიამოვნებით დავიწყე მათი შექმნა.  მხოლოდ ბავშვებისთვის ქმნით მათ? ...

“ეს განმუხურის სანაპიროა. აქ ერთ წელიწადში გემი-ბიბლიოთეკა მოეწყობა” – გიორგი კეკელიძე

“ეს განმუხურის სანაპიროა. აქ ერთ წელიწადში გემი-ბიბლიოთეკა მოეწყობა” – გიორგი კეკელიძე

"ეს განმუხურის სანაპიროა. აქ ერთ წელიწადში გემი-ბიბლიოთეკა მოეწყობა" - ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ სოციალურ ქსელში დაწერა და შესაბამისი ფოტო გამოაქვეყნა.  დეტალების გასარკვევად "თბილისი თაიმსი" თავად კეკელიძეს დაუკავშირდა. როგორც მან აღნიშნა, აღნიშნული იდეა ადგილობრივი ბიბლიოთეკის თანამშრომლებსა და ხელმძღვანელს ეკუთვნით. "ეს გახლავთ ადგილობრივი ბიბლიოთეკის თანამშრომლებისა და ხელმძღვანლის იდეა, რომლის გენერალური მხარდამჭერიც არის ეროვნული ბიბლიოთეკა. ერთობლივი ძალებით ვცდილობთ, რომ შევქმნათ სივრცე, რომელიც იგულისხმებს ორიგინალურ ფრთაშესხმას წიგნიერების პოპულარიზაციისა სწორედ იმ ადგილას, სადაც ალბათ, ამას ყველაზე მეტად სჭირდება ხაზგასმა. გემიც სიმბოლურია, რადგან, რეალურად, ის გემი, რომელიც ნაპირზე დგას, ალბათ ყველაზე მეტად მოძრავი გემი იქნება სიმბოლური დატვირთვით", - ამბობს კეკელიძე. ...