როდესაც საქმე ჩვენთვის გამორჩეულ თარიღს ეხება, ვცდილობთ, ყველაფერი იდეალურად იყოს. ვარჩევთ ყველაფერ იმას, რაც საუკეთესოა. ტკბილი ორცხობილები დღესასწაულების განუყრელი ნაწილია. ისინი განსაკუთრებულია მაშინ, როდესაც დიზაინი აბსოლუტურად ჩვენს გემოვნებას ასახავს. "ჯინჯერი" 2018 წლის 1-ელი დეკემბრიდან არსებობს და უკვე მესამე წლეს ითვლის. ყველაფერი შობისა და ახალი წლის სიყვარულით დაიწყო... "თბილისი თაიმსს" ინნა ახვერდოვა ესაუბრა. საიდან გაჩნდა იდეა, რომ ასეთი ორცხობილები დაგემზადებინათ? საქმე ისაა, რომ ძალიან მიყვარს შობა და ახალი წელი, ამ დღეებისთვის სამზადისი ნამდვილი რიტუალია და ყოველთვის ვცდილობ, რომ ყველაფერი იყოს მაღალ დონეზე: ატმოსფერო სახლში, საჩუქრების შეფუთვა, ახალი გემრიელი კერძები და, რაც მთავარია, სადღესასწაულო მაგიდის გაფორმება. სწორედ ამ პერიოდში, დეკემბრის დასაწყისში, ერთ საღამოს, ცხელ ჩაისთან და ...