• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, May 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

”დროზე უნდა დაიწყოს ასოცირების ხელშეკრულებაში ჩადებული ვალდებულებების შესრულების სტრატეგიის განსაზღვრა ”- კახა კახიშვილი

12 years ago
in ექსკლუზივი
A A
”დროზე უნდა დაიწყოს ასოცირების ხელშეკრულებაში ჩადებული ვალდებულებების შესრულების სტრატეგიის განსაზღვრა ”- კახა კახიშვილი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

preview3საქართველომ მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების  ხელშეკრულებას. რას მოუტანს ეს ხელშეკრულება ქვეყანას და რა ცვლილებებია მოსალოდნელი საქართველოს პოლიტიკურ ვექტორში, ასევე ხელშეკრულების არსზე, ქვეყნაში მოსალოდნელ ცვლილებებსა და რუსეთის მხრიდან შესაძლო მანიპულაციებზე ”თბილისი თაიმსს” ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში კახა კახიშვილი ესაუბრა.

რას მოუტანს საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა? რა ეტაპები უნდა გაიაროს ქვეყანამ რომ ევრო სტანდარტებს მოერგოს?

ქვეყანამ მაქსიმალურად უნდა შეუსაბამოს საკუთარი სტანდარტები ევროკავშირის სტანდარტებს, ამას კი სჭირდება ძალიან დიდი მუშაობა. ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა არის მხოლოდამხოლოდ ერთი პატარა დასაწყისი წერტილი, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით საქართველომ იმაზე უფრო მეტი ვალდებულება აიღო შესასრულებლად ვიდრე, მას წარმოუდგენია, მხოლოდ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა ნამდვილად არ ნიშნავს ევროკავშირს წევრობას. რაიმე

რადიკალური  ცვლილებები ხომ არ არის მოსალოდნელი საქართველოს საგარეო პოლიტიკაში ასოცირების ხელმოწერის შემდეგ?

სიმართლე გითხრათ არ ვფიქრობ, რომ რაიმე რადიკალური ცვლილებები იქნება საჭირო, მაგრამ ამავდროულად, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ასევე სხვა უწყებებმა, დროზე უნდა დაიწყოს ასოცირების ხელშეკრულებაში ჩადებული ვალდებულებების შესრულების სტრატეგიის განსაზღვრა, ვინაიდან ვერანაირად ვერ  შეასრულებ ვალდებულებას თუ სტრატეგია არ დასახე. იმედს ვიტოვებ, რომ  როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლება მოსახლეობას გააცნობს საკუთარ ხედვას.

რუსეთი ხომ არ შეუშლის საქართველოს ევროპისკენ სვლას ხელს? რა მანიპულაციები არის მოსალოდნელი ამ ქვეყნისგან?

თუ რაიმე ისეთი გადაწყვეტილება მიიღე, რომ მიეცი საბაბი რუსეთს, ამ გადაწყვეტილების საფუძველზე რაღაც ქმედებები განახორციელოს, რა თქმა უნდა,  ის ამ საბაბს გამოიყენებს. არიან ქვეყნები რომლებიც ევროკავშირის წევრები არიან, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც მიიღეს რუსეთისგან გარკვეული ქმედებები. ყველაფერი დამოკიდებულია იმ გუნდის პროფესიონალიზმზე, რომლებიც არიან წარმოდგენილნი, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებაში. როგორც რეფორმების შესრულებისას, ამ შემთხვევაში უნდა გაიწეროს, ის მოსალოდნელი საფრთხეები, რომელიც შესაძლოა საქართველოს შეექმნას ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის შემდეგ, ამიტომ პოსტ ფაქტუმ არ უნდა იყოს მიღებული რაღაც ტიპის გადაწყვეტილებები, როდესაც პრობლემა უკვე სახეზეა. მიმაჩნია, რომ  მიუხედავას იმისა, რომ უკვე დიდი დრო გავიდა და მოლოდინიც დიდი იყო, ამ ხელისუფლებას  ბევრი რამ არ აქვს გაკეთებული და მიმაჩნია, რომ ახლა მაინც,  უმოკლეს ვადაში უნდა შეიქმნას მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც გაანალიზებს შესაძლო საფრთხეებს და საფრთხეების პრევენციის მექანიზმებს, რომელიც რუსეთის ან რომელიმე სხვა ქვეყნის მიერ ბერკეტების ამოქმედების შემთხვევაში უმტკივნეულოდ გადაატანინებს ქვეყანას ამ საფრთხეს.

საქართველოსთვის ევროპაში 500 მილიონიანი ბაზარი უნდა გაიხსნას, ამის საპასუხოდ  ხომ არ არის მოსალოდნელი ემბარგო დაედოს ქართულ პროდუქციას რუსეთში?

ყველაფერია შესაძლებელი, მაგრამ შესაძლებელი გახდება თუ არა რომელიმე ბერკეტის ამოქმედება და განხორციელება, ეს დამოკიდებულია ისევ და ისევ ხელისუფლების ეფექტურობასა და იმის გააზრებაზე, თუ რისი გაკეთება უნდა, ასე რომ, ყველაფერია შესაძლებელი და ხელისუფლებაც ყველაფრისთვის უნდა იყოს მზად. 

თვითონ ევროკავშირს რას მოუტანს ჩვენთან, მოლდოვასა და უკრაინასთან ასოცირება? რას ელის ევროკავშირი ამ ქვეყნებისგან?

ევროკავშირი ელის ზუსტად იმ ვალდებულებების შესრულებას, რომელიც დევს ასოცირების ხელშეკრულებაში, ამას ელის ის ზუსტად ამ ქვეყნებისგან.

11.07.14

ნინა პირტახია

ShareTweet

ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 
ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 

02/16/2022
“ექსპერიმენტორიუმი” –  ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში
ახალი ამბები

“ექსპერიმენტორიუმი” – ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში

01/28/2022
სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე
ახალი ამბები

სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე

01/19/2022
„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება

01/14/2022
მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი
ახალი ამბები

მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი

12/11/2021
ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია
ახალი ამბები

ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია

11/16/2021

საინტერესო

ნანა გეგეჭკორის და ზურაბ გურულის ერთობლივი განცხადება სააკაშვილზე

ნანა გეგეჭკორის და ზურაბ გურულის ერთობლივი განცხადება სააკაშვილზე

5 years ago
“უნდა მოვახერხოთ, რომ საფრანგეთსა და საქართველოს შორის ტრადიციული საუკეთესო ურთიერთობა შევინარჩუნოთ”

“უნდა მოვახერხოთ, რომ საფრანგეთსა და საქართველოს შორის ტრადიციული საუკეთესო ურთიერთობა შევინარჩუნოთ”

11 years ago
აკრძალეთ ასაფეთქებელი  სათამაშოები

აკრძალეთ ასაფეთქებელი სათამაშოები

10 years ago
თანამედროვე კინოს დიდოსტატი ანდრეი ზვიაგინცევი საქართველოს ეწვევა

თანამედროვე კინოს დიდოსტატი ანდრეი ზვიაგინცევი საქართველოს ეწვევა

8 years ago

ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა
ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა

05/16/2026

2 დღის წინ მეტრო „სამგორში“ ტრაგედია დატრიალდა. ახალგაზრდა გოგო მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა. გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა მა­რი­ამ ტყე­მა­ლა­ძეა. ის თსუ-ს...

Read moreDetails
როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა 05/16/2026
  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by