• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, November 21, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ნოვრუზი – გაზაფხულისა და ახალი წლის დღესასწაული

10 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
ნოვრუზი – გაზაფხულისა და ახალი წლის დღესასწაული
9
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„თბილისი თაიმსს“ სურს მკითხველის ყურადღება იმ წეს-ჩვეულებებზე მიაპყროს, რაც მიუხედავად განსხვავებული აღმსარებლობისა თუ ეთნიკური წარმოშობისა, საერთო აქვთ ჩვენს ქვეყანაში, და არა მარტო ჩვენთან, მცხოვრებ მუსლიმებსა და ქრისტიანებს.

ბაშვობაში მახსოვს ჭიაკოკონობას ვმართავდით. ის დღე დიდი მოუთმენლობით იწყებოდა. როცა მოსაღამოვდებოდა, ყველა ოჯახი თავისი ეზოს წინ კოცონს დაანთებდა და უბნის ბავშვები სიხარულით ვახტებოდით ხან საკუთარ, ხან მეზობლის კოცონს. მერე თავქვე დავეშვებოდით და გაკვირვებულები ვაშტერდებოდით, მოედანზე დანთებულ უფრო დიდ ცეცხლზე მოხტუნავე გამურულ ადამიანებს. ზოგჯერ რომელიმე მინავლებულ კოცონში ნახევრადშემწვარ კარტოფილებსაც გამოვჩხრეკდით. თუმცა ასეთი ტრადიცია, როგორც წარმართული კულტურის გადმონაშთი, მალევე შეწყდა ან უბრალოდ გავიზარდეთ.

ირანში და ბევრ მუსლიმურ ქვეყანაში ეს პრაქტიკა ნოვრუზის დღესასწაულს უკავშირდება. ცეცხლზე გადახტომით, ადამიანები სიმბოლურად საკუთარ ცოდვებსა და უიღბლობას წვავენ და ახალი წარმატებული წლის მოლოდინში არიან. ნოვრუზისთვის სპეციალური სამზადისი იმართება: ასუფთავებენ სახლებს, ამაზდებენ სპეციალურ კერძებს, სუფთად იმოსებიან, გადიან საფლავებზე, თან გააქვთ ხალვა, ფლავი და სხვა საჭმელები, გასცემენ მოწყალებას, მხიარულობენ და სხვადასხვა ღონისძიებებსაც მართავენ.

სიტყვა ნოვრუზი სპარსული ენიდან მომდინარეობს, “ნოვ”- ახალს, ხოლო “რუზ” დღეს ნიშნავს. აღინიშნება 21 მარტს. ზეიმი რამდენიმე დღე გრძელდება. 21 მარტი დღე-ღამის გათანასწორების, დათბობის, ამწვანებისა და გაზაფხულის დადგომის დღედ მიიჩნევენ. ზოგიერთ ქვეყანაში კი ახალი წლის დღესასაწაულია.

თუმცა ნოვრუზი ბევრ მუსლიმურ ქეყანაშია გარცელებული, ის მაინც ნაკლებად უკავშირდება ისლამს. მიუხედავად ამისა, დღესასწაული მაინც არ ჩაივლის ხოლმე ლოცვების გარეშე. მამაკაცები ყურანიდან სურა “ფათიჰას” კითხულობენ, რომელიც პირველივე თავია და ღმერთის განდიდებითა და მისი მადლიერებით იწყება.

ნოვრუზის სუფრაზე ხშირად მოკრავთ თვალს სპეციალურად დათესილ ჯეჯილს, როგორც ქრისტიანებს სააღდგომოდ სჩვევიათ ხოლმე, ასევე სხვადასხვაფრად ღებავენ კვერცხებს და ტკბილეულთან ერთად სუფრაზე აწყობენ. ნოვრუზის დღესასწაული იუნესკოს არამატერიალური ძეგლების სიაშია შეტანილი. ნოვრუზ ბაირამს საქართველოში დღემდე აღნიშნავენ მუსლიმები. აღსანიშნავია, რომ ეს ტრადიცია „ვეფხისტყაოსანშიც“ არის ნახსენები:

„ამა ქალაქსა წესია: დღესა მას ნავროზობასა

არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი, არცა ვინ წავა გზობასა;

ყოველნი სწორად დავიწყებთ კაზმასა, ლამაზობასა,

დიდსა შეიქმენ მეფენი პურობა-დარბაზობასა.

ათ დღემდის ისმის ყოველგნით ხმა წინწილისა, ებნისა,

მოედანს მღერა, ბურთობა, დგრიალი ცხენთა დგენისა.“

მარიამ ქალებაშვილი

Share4Tweet2

ახალი ამბები

სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება
ახალი ამბები

სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

11/17/2026
შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს
ახალი ამბები

შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს

11/16/2026
პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას
ახალი ამბები

პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას

11/16/2026
შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და  ტაძრის საძირკველი ეკურთხა
ახალი ამბები

შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და ტაძრის საძირკველი ეკურთხა

11/11/2026
„ნუ ტირი და ნუ მწუხარებ, არამედ მიენდე ღმერთს“ – კათოლიკოს-პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

„ნუ ტირი და ნუ მწუხარებ, არამედ მიენდე ღმერთს“ – კათოლიკოს-პატრიარქი შიო III

11/04/2026
ადგილი, სადაც სასწაულების სჯერათ – ციხისჯვრის მონასტერი და მამა გაბრიელის სარტყლის საოცარი ისტორიები
ახალი ამბები

ადგილი, სადაც სასწაულების სჯერათ – ციხისჯვრის მონასტერი და მამა გაბრიელის სარტყლის საოცარი ისტორიები

11/04/2026

საინტერესო

თბილისის მერია მშენებლებს მწვანე ნერგების გადარგვასა და მოვლა-პატრონობას მოსთხოვს

მთაწმინდაზე შესაძლოა წარწერა „თბილისი“ განთავსდეს

8 years ago
მარტვილში მაჟორიტარობის კანდიდატმა სოსო დანელიამ გაიმარჯვა

ცესკო საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევაზე ინფორმაციას ავრცელებს

9 years ago
თბილისში საზაფხულო ბაღები, სადაც რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო, 13 ათას აღსაზრდელს მოემსახურება

თბილისში საზაფხულო ბაღები, სადაც რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო, 13 ათას აღსაზრდელს მოემსახურება

8 years ago
ზელენსკი: უკრაინაში 1-2 დეკემბერს სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება

ზელენსკი: უკრაინაში 1-2 დეკემბერს სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება

5 years ago

ახალი ამბები

“გამათბობელი არ გამორთოთ ღამე, ჯობს იმუშაოს დაბალ რეჟიმზე“ – ენერგო უსაფრთხოების ექსპერტის რჩევები მოსახლეობას
ახალი ამბები

“გამათბობელი არ გამორთოთ ღამე, ჯობს იმუშაოს დაბალ რეჟიმზე“ – ენერგო უსაფრთხოების ექსპერტის რჩევები მოსახლეობას

11/20/2026

ენერ­გე­ტი­კი­სა და ენერ­გო უსაფრ­თხო­ე­ბის ექ­სპერ­ტი, გი­ორ­გი ჭა­ღი­აშ­ვი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბას რე­კო­მენ­და­ცი­ებს აძ­ლევს და ურ­ჩევს, დღის ნე­ბის­მი­ერ მო­ნაკ­ვეთ­ში, თუნ­დაც მცი­რე ზო­მის სარ­კმე­ლი ღია...

მეტის ნახვაDetails
“ტყუპების დედა მეხვეწებოდა, მიშველე, ხომ იცი სიბნელის მეშინიაო” – სიცოცხლის ბოლო წუთები ნანგრევებში

“ტყუპების დედა მეხვეწებოდა, მიშველე, ხომ იცი სიბნელის მეშინიაო” – სიცოცხლის ბოლო წუთები ნანგრევებში

11/20/2026
“ბინაში დამონტაჟებული იყო ცენტრალური გათბობის მოწყობილობა და გაზქურა, რამდენიმე წლის წინ ჩატარებული გეგმური შემოწმებისას ტექნიკური დარღვევები არ გამოვლენილა” – ენერგოომბუდსმენი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე

“განქორწინება ჯოჯოხეთი იყო… ყველაფერი შეიძლება ფოტოზე ძალიან კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ…” – ილია თოფურიას ყოფილი ცოლი პირველად საუბრობს განშორებაზე

“განქორწინება ჯოჯოხეთი იყო… ყველაფერი შეიძლება ფოტოზე ძალიან კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ…” – ილია თოფურიას ყოფილი ცოლი პირველად საუბრობს განშორებაზე

11/20/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • “გამათბობელი არ გამორთოთ ღამე, ჯობს იმუშაოს დაბალ რეჟიმზე“ – ენერგო უსაფრთხოების ექსპერტის რჩევები მოსახლეობას 11/20/2026
  • “ტყუპების დედა მეხვეწებოდა, მიშველე, ხომ იცი სიბნელის მეშინიაო” – სიცოცხლის ბოლო წუთები ნანგრევებში 11/20/2026
  • “ბინაში დამონტაჟებული იყო ცენტრალური გათბობის მოწყობილობა და გაზქურა, რამდენიმე წლის წინ ჩატარებული გეგმური შემოწმებისას ტექნიკური დარღვევები არ გამოვლენილა” – ენერგოომბუდსმენი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე 11/20/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by