• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, May 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

პროფესიული ცვლილება – დამწყები მასწავლებლის ამბავი

6 years ago
in განათლება და მეცნიერება
A A
პროფესიული ცვლილება – დამწყები მასწავლებლის ამბავი
13
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ის ამ სფეროს დიდი ხანი არ არის, რაც წარმოადგენს. სხვა პროფესიის მქონემ, გადაწყვიტა, საკუთარი შესაძლებლობები სხვა მხრივ შეესწავლა. მიიჩნია, რომ წარმატებას  განათლების სფეროში მიაღწევდა და სწორედ აქ გადაინაცვლა. დღეს ის დადგა რეალობის წინაშე, რომელშიც სწავლების ონლაინფორმატია საჭირო – რთულია, ამ დროს შეინარჩუნო კრეატივი და სიახლეების ჩვეული სიყვარული. დღევანდელი მსოფლიო პრობლემა განათლებაზეც აისახა.

ცხადია, ონლაინსწავლების ავკარგიანობა საკუთარ თავზე, გარდა მოსწავლეებისა, მასწავლებლებმაც გამოსცადეს, მათ შორის, დამწყებმა პედაგოგებმა. პროფესიული გამოწვევების კვალდაკვალ, მათ მოუწიათ, შეეძინათ და განევითარებინათ სხვა, დამატებითი უნარ-ჩვევები. ამ სიახლეს თავი ყველამ განსხვავებულად გაართვა. დამწყები მასწავლებელი,  ანა ურუშაძე „თბილისი თაიმსს“ თავად უყვება იმ სირთულეებისა და პროფესიული ნაბიჯების შესახებ, რომელთა წინაშეც ის აღმოჩნდა.

„ჩემი თაობისგან დიდად განსხვავებულ მოზარდებთან მიწევს მუშაობა.  ჯერ კიდევ იმ დროში ვიყავი ჩარჩენილი და სკოლაში მოსვლის შემდეგ პირველი შოკი სწორედ ჩემი ბავშვების გაცნობით მივიღე. ეს დადებითი შოკი იყო, რადგან სრულიად სხვანაირი სკოლა დავტოვე შვიდი წლის წინ და სხვანაირი თაობა დამხვდა – მეტად თავისუფალი, მეტად მოაზროვნე, მეტად აქტიური. მე ვმუშაობ მოსწავლეებთან, რომლებმაც კარგად იციან საკუთარი უფლებები, რომლებიც საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან და არ ექცევიან სისტემის მარწუხებში ადვილად. ჩემიდროინდელი მოზარდებისგან განსხვავებით, დღევანდელი მოზარდები უპირობოდ არ იღებენ მასწავლებლის ნათქვამს და მუდმივად სვამენ კითხვებს. ყველაზე მეტად სწორედ ეს მახარებს, მგონია, რომ თაობას, რომელსაც კრიტიკულად აზროვნება შეუძლია, ხელთ აქვს ჩვენი ქვეყნის განვითარების გასაღებიც“.

რატომ გადაწყვიტე, ყოფილიყავი მასწავლებელი?

პროფესიით ჟურნალისტი ვარ. წლების განმავლობაში რამდენიმე მედიასაშუალებაში ვიმუშავე, მიყვარს ჩემი პროფესია, თუმცა ყველა საქმის შესრულების დროს ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვაკეთებდე ღირებულს. არ მაშინებს სიახლეები, ამიტომაც ვისარგებლე რეფორმით და ჩავაბარე მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდა. ბევრი გასაუბრებისა და სირთულის შემდეგ, მოვხვდი 133-ე სკოლაში და ეს ჩემი ბოლო დროის ერთერთი ყველაზე დიდი გამართლებაა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უზომოდ გამიმართლა მეგობრულ გუნდსა და ძალიან ნიჭიერ მოსწავლეებში, რომლებთანაც ურთიერთობა ჩემთვის ყოველდღიური თავგადასავალია. უკვე მეცხრე თვეა, სამოქალაქო განათლების პედაგოგი ვარ და მთავარ კითხვაზეც ვიცი პასუხი დანამდვილებით – ღირსეულ და ღირებულ საქმეს ვემსახურები.

რა სირთულეებთან მოგიწია დაპირისპირება ონლაინსწავლებისას?

ჩემი პედაგოგიური დებიუტი ნამდვილად არ ყოფილა ადვილი და ამის ილუზია არც მქონია.  სირთულეები განსაკუთრებით მიყვარს და ყველა ახალ გამოწვევას, როგორც ახალ შანსს, ისე ვუყურებ.  შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ონლაინსწავლების მეთოდებს შეძლებისდაგვარად სწრაფად ავუღე ალღო და ეტაპობრივად ბევრი ახალი ინფორმაცია მივიღე. ახლა უკვე არსებულ პლატფორმებს, სწავლების მიზნებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, აქტიურად ვიყენებ და ვცდილობ, ჩემი გაკვეთილები ბავშვებისთვის ისევ ისეთი საინტერესო იყოს, როგორც – აქამდე.

რაც შეეხება სირთულეებს – დისტანციური სწავლების დროს ეს, ვფიქრობ, ბუნებრივიც კია, რადგან აქამდე მსგავსი გამოცდილება ნაკლებად გვქონდა, ახალმა რეალობამ კი ბევრი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა. ერთერთი ყველაზე მასშტაბური და რთული პრობლემა ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა გამოდგა, რამაც მოსწავლეების გარკვეული ნაწილი სასწავლო პროცესების მიღმა დატოვა. ასევე, გარკვეულწილად, რესურსების მრავალფეროვნება ამ პლატფორმებზე არის შეზღუდული და ეს მრავალფეროვანი და კრეატიული გაკვეთილების ჩემს გემოზე ჩატარებაში მიშლიდა ხელს. თუმცა ვფიქრობ, მაინც, მეტნაკლებად, გაამართლა დისტანციურმა სწავლებამ და მან ეს ორი თვე შედარებით გაძლებადი და გადატანადი გახადა ჩვენთვის და მოსწავლეებისთვის.

სამომავლოდ, განათლების სფეროში აპირებ მუშაობის გაგრძელებას?

ჩემს განვლილ გზას რომ ვუყურებ, ყველა იმ გადაწყვეტილებასა და ნაბიჯს ვაფასებ, რომელიც გადამიდგამს. ვხვდები, რომ გეგმებს ნაკლებად მივყვები, ამიტომაც ბოლო რამდენიმე წელია, საერთოდ შევეშვი სამომავლო გეგმების დაწყობას. ასე რომ, ახლა რთულია ჩემთვის იმაზე საუბარი, რა იქნება წლების შემდეგ ან სად იქნება ანა მომავალში, თუმცა ის ზუსტად ვიცი, რომ ახლა სკოლაში მუშაობის გამოცდილება აუცილებლად ძალიან გამომადგება ყველა ეტაპზე, ყველა საქმეში.

ბოლოსკენ მადლობა მინდა, გადავუხადო ყველა ადამიანს თუ ორგანიზაციას, რომელსაც ჩემთვის ოდესმე  უარი უთქვამს და არ მოუცია თავის გამოვლენის შანსი, რომ არა ისინი, მე ახლა არ ვიქნებოდი ამ საოცარი საქმის ნაწილ . მართალი უთქვამთ, რაღაცები ჩვენს ცხოვრებაში არ ხდება ან არ გამოდის იმიტომ, რომ წინ ბევრად დიდი და საინტერესო გველისო. ჩემს მაგალითზე თქვენც იწამეთ შეუსრულებელი გეგმების სიდიადეების, ცხოვრება ხომ შოკოლადის ყუთს ჰგავს და მისი არომატები წინასწარ არასდროს ვიცით.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Share5Tweet3

ახალი ამბები

მოსწავლეზე ძალადობისთვის კანონი მკაცრდება
ახალი ამბები

მოსწავლეზე ძალადობისთვის კანონი მკაცრდება

02/06/2026
ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში
ახალი ამბები

ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში

12/02/2025
საჯარო სკოლებში,1-ელიდან  მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება
ახალი ამბები

საჯარო სკოლებში,1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება

12/02/2025
მობილურების აკრძალვა, სასკოლო ფორმები, სახელმძღვანელოების ცვლილება, ნებაყოფლობითი მე-12 კლასი – რა ცვლილებებს აანონსებს სკოლებში მომდევნო სასწავლო წლიდან განათლების სამინისტრო
ახალი ამბები

მობილურების აკრძალვა, სასკოლო ფორმები, სახელმძღვანელოების ცვლილება, ნებაყოფლობითი მე-12 კლასი – რა ცვლილებებს აანონსებს სკოლებში მომდევნო სასწავლო წლიდან განათლების სამინისტრო

12/02/2025
ქუთაისი მასპინძლობს მნიშვნელოვან სამედიცინო კონფერენციას — „XXI საუკუნის გამოწვევები მედიცინაში“
ახალი ამბები

ქუთაისი მასპინძლობს მნიშვნელოვან სამედიცინო კონფერენციას — „XXI საუკუნის გამოწვევები მედიცინაში“

11/22/2025
“ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია, მასწავლებლის პროფესია იყოს დაფასებული, პრესტიჟული და თითოეული პედაგოგი სათანადოდ უზრუნველყოფილი“ – პრემიერი
ახალი ამბები

“ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია, მასწავლებლის პროფესია იყოს დაფასებული, პრესტიჟული და თითოეული პედაგოგი სათანადოდ უზრუნველყოფილი“ – პრემიერი

10/27/2025

საინტერესო

მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი გალერია თბილისი შემოდგომაზე გაიხსნება

მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი გალერია თბილისი შემოდგომაზე გაიხსნება

9 years ago

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტები 1.8 %-ით გაიზარდა

13 years ago
ირაკლი ალასანია კონრად ადენაუერის ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

ირაკლი ალასანია კონრად ადენაუერის ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

12 years ago

თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ვეტერანთა დახმარებისთვის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდება

10 years ago

ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”
ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026

"ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში ინ­კა­სა­ტო­რე­ბის სა­ხე­ლით შე­სულ­მა ყა­ჩა­ღებ­მა, 3 ადა­მი­ანს ყუ­რე­ბი და თი­თე­ბი და­აჭ­რეს, რათა დიდი ფული...

Read moreDetails
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი” 05/10/2026
  • გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი 05/09/2026
  • ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი 05/08/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by