საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან ერთი წელი გავიდა. პროგრამის შედეგები რამდენიმე დღის წინ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ შეეაჯამა. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ეფექტურობაზე, მომსახურეობის ხარისხზე და საქართველოში არსებულ სადაზღვეო პოლიტიკაზე ,,თბილისი თაიმსი“ საქართველოს სადაზღვეო ინსტიტუტის პრზიდენტს გიორგი გიგოლაშვილს ესაუბრა.
რა არის დადებითი და უარყოფითი დღეს არსებულ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში? რა უნდა გამოსწორდეს ან დაიხვეწოს?
პირველ რიგში დადებითია ის, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ მოიცვა ადამიანები, რომლებსაც არ ქონდათ სამედიცონო დაზღვევის პოლისი ანუ მათ დიდ ნაწილს არ შეეძლო უფულობის გამო ესარგებლა სამედიცინო სერვისებით, ბევრი იკავებდა თავს. ადამიანები, რომლებიც დგებიან სამედიცინო ჩარევის აუცილებლობის წინაშე, უკვე პრევენციას, რომ არ ანხორციელებს მერე დაავადება შეიძლება გართულდეს, პირველ ეტაპზე, რაც შეიძლება შედარებით მარტივად გადაწყდეს, გართულების ბოლო ეტაპზე ძვირადღირებული და მძიმე ჩარევებია აუცილებელი. ამ შემთხვევებს ვინც ეჯახებოდა, საქართველოს გადახდის უნარიანობა თქვენ იცით როგორია, დიდ ნაწილს, ვისაც არ ქონდა ფული ძალიან რთულ მდგომარეობას აწყდებოდნენ ან სახლის გაყიდვა, ვიღაც კეთილი ბიძიას დახმარება… ეს თემები, თითქოს ბანალურია რაც ვთქვი, მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ ვისაც არ ქონდა სადაზღვეო პოლისი ის ამას ვერ აკეთებდა, რაოდენობას გეტყვით ე.წ. უმწეოების დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული იყო დაახლოებით – 850 000 ადამიანი, 2012 წლის 1 სექტემბრიდან ე.წ. პენსიონერთა დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული იყო დაახლოებით – 700 000 ადამიანი, გამოვაკლოთ ეს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობას, ოფიციალურად ხომ ვართ ოთხ ნახევარი მილიონი, გამოვაკლოთ ამ რაოდენობას მილიონ ექვსასი ათასი, ე.ი. ორ მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანი იყო დაუზღვეველი, ის კატეგორია ვისაც შეიძლებოდა დასჭირვებოდა სამედიცინო სერვისი და ამას ვერ იღებდა. ამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ ეს პირები მოიცვა, რა შესძინა ამ ხალხს? თქვენ გექნებათ სტატისტიკა, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა გაახმიანა დაახლოებით ერთი კვირის წინ და ნახავთ, რომ ათეულობით ათასმა ადამიანმა ისარგებლა იმით, რის უფლებასაც თავის თავს ვერ მისცემდა, ამ ადამიანებს წაეხმარა ეს პროგრამა. იმ ბენეფიციარებისთვის, რომელთაც ქონდათ ჯანმრთელობის და უფულობის პრობლემა ერთდროულად, მათთვის იყო მისწრება. ასევე აქ ლაპარაკია პროგრამის ადმინისტრირებაზეც და დადებითი ამაზეც უნდა ვთქვათ, პლიუსი ნომერი ერთი, არის ის, რომ სახელმწიფოს უმწეოების დაზღვევა მთავრდება ამ წლის პირველ აპრილს, მეორე პედაგოგების მთავრდება ამ წლის პირველ სექტემბერს, აი ამ პროგრამებში უმწეოთა და პენსიონერთა სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამებში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა იყო ის, რომ ჩვენს დაზღვეულს, როცა სჭირდებოდა სამედიცინო სერვისი, არ ქონდა პროვაიდერი სამედიცინო დაწესებულების არჩევის უფლება, ამის უფლება ქონდა სადაზღვეო კომპანიას, რომელიც ემსახურებოდა დაზღვეულებს. ავადმყოფის განკურნება იწყება რწმენით, ეს რწმენა არის ექიმისადმი, სამედიცინო დაწესებულებისამდი ეს უქმნიდა ძალიან დიდ პრობლემას ჩვენს დაზღვეულებს, ასევე არის მეორე მომენტი ეს სადაზღვეო კომპანიები ემსახურებოდნენ რა პრინციპით, ვთქვათ ვინც იყო ჩაწერილი თბილიში ის იღებდა სერვისებს ,,არქიმედე გლობალ ჯორჯიასგან“, თუ ადამიანი თბილისშია ჩაწერილი და ფასანაურში ცხოვრობს მორჩა იმისთვის უკვე პრობლემაა. სისტემა უნდა იყოს ისე აწყობილი, რომ საქართველოს ყველა ლიცენზირებულ ორგანიზაციაში უნდა შეეძლოს სერვისის მიღება, ეს არის ხელმისაწვდომობა ჯანდაცვაზე და არა მხოლოდ დეკლარირება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში გაუმჯობესებულია ეს პარამეტრი, თავიდან ირჩევს პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარი თავის პროვაიდერ კომპანიას, კლინიკას, პოლი-კლინიკას, საავადმყოფოს, ოღონდ აქ არის ერთი შეზღუდვა გამტარიანობა და სახელმწიფო რეგულირება უფრო ხარისხიანი, რომ იყოს ყოველ თვეში თუ არ მოეწონა პროვაიდერი შეუძლია შეცვალოს თავისი არჩევანი. ოღონდ ეს უნდა შეატყობინოს სოციალური მომსახურეობის სააგენტოს, ჯანდაცვის სამინისტროს ნაწილს, რომელიც ამ პროგრამას ახორციელებს, არის ხომ სხვაობა სად სადაზღვეო კომპანია, რომ აკონტროლებს და სად სახელმწიფო რომ აკონტროლებს, წელიწადში 6-ჯერ არჩევის უფლებით მაგრამ მაინც ამ პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარი თვითონ ირჩევს პროვაიდერს. მეორე მოცდის პერიოდი – ,,უმწეოთა“ და ,,პენსიონერთა“ დაზღვევაში ლოდინის პერიოდი იყო 4 თვე და 6 თვე შესაბამისად, ეს რას ნიშნავს, გეგმიური ოპერაცია თუკი დაიგეგმებოდა სადაზღვეო კომპანიას ქონდა უფლება სამედიცინო დაწესებულებასთან შეთანხმებით პირობა დაესვა ჩვენი დაზღვეულისათვის თქვენ კი ბატონო აგინაზღაურებთ მომავალში ამ გეგმიურ ოპერაციას, მაგრამ ამ სერვისის მისაღებად თქვენ მოგიწევთ ლოდინი 4 თვემდე, ადამიანის ჯანმრთელობას თუ რაიმე ემუქრება და ამისთვის აუცილებელია გეგმიური ჩარევა, ეს დაავადება არ გაითვალისწინებს რაც არის დადგენილებაში კაი 4 თვე 6 თვე გავჩერდები, ის დაავადება შეიძლება არ იყოს განვითარებადი, მაგრამ დავუშვათ რთულდება. აქ, ამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ლოდინის მაქსიმალურ პერიოდად დაფიქსირებულია ორი თვე, ეს არის ზედა ზღვარი, ორ თვეზე მეტი არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ რეალურად, ბატონმა სერგიენკომ რაც განაცხადა მის სიტყვებს გავიმეორებ, ლოდინის პერიოდი საშუალოდ არის ორი კვირა სად 4 ან 6 თვე და სად ორი კვირა ესეც პლიუსებს უნდა მივათვალოთ.
მომავალში რას ვისურვებდი?! პირველი, იმას,რომ ამ პროგრამაში რახან საყოველთაო ჯანდაცვაა შეტანილ იქნეს წამლების, მედიკამენტების თუნდაც ნაწილი, წინა პროგრამებს აქვთ 50 და 100 ლარი დაფინანსებები, მაგრამ ესეც რაღაცაა იმ ხალხისთვის ვისაც ცოტა აქვს ფული და იმ 50 ლარით გარკვეულ წამალს ყიდულობდა, აი აქ ვიცი რომ ათეულობით მილიონი ლარი თუ მეტი არა თანხა სჭირდება ყველაფერს?! მაგრამ, მაინც სტრატეგიაში შეიძლება ჩავსვათ, თუ კი მოიძებნა სახელმწიფო ბიუჯეტში სახსრები ისევ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისთვის ვისურვებდი ჩადებული ყოფილიყო წამლების, მედიკამენტების თემა. ეს ტექნიკური დეტალებია სტატისტიკაზე და მოთხოვნებზე უნდა იყოს დაფუძნებული და მეორე, გარდა ამ მედიკამენტების დაფინასების სურვილისა, ეს საერთოდ ყველაფერს ეხება და ჯანდაცვის მიმდინარე პროგრამასაც უნდა დავუკავშიროთ, დღეს უკვე ფორმა ასი აიღე, , კალკულაცია, ხელით ატარე ეს საგარანტიო ფურცლები, გადაგზავნა-გადმოგზავნა, იარე აქეთ-იქით აღარ არის ეს დრო ურმებით, რომ დავდივართ და მტრედებს, რომ ვაბამთ წერილებს ელექტრონიზება უნდა იყოს ისეთ დონეზე დაყვანილი, რომ ბენეფიციარს უნდა ქონდეს ბარათი, ამ ბარათით უნდა ხდებოდეს საავადმყოფოს კომპიუტერში გატარება, ადამიანის ავადმყოფობის ისტორიის ნახვა, მის მიერ გახარჯული ლიმიტებიც, რა ეკუთვნის და არა არ ეკუთვნის, მაგალითად მოქალაქე x ეკუთვნის მომსახურეობა y და ა.შ. აღარ უნდა ამას ამდენი ფორმა ასის ტარება, ელექტრონული მოთხოვნა უნდა გადაეგზავნოს სოციალური მომსახურეობის სააგენტოში და ელქტრონული დასტური უნდა იქნეს მიღებული, ელქტრონიზება უნდა მოხდეს ამ ყველაფრის, დაზოგავ დროს, რიგში არ დგახარ, ნერვები არ გაწყდება, არ გიწევს სხვადახვა ადგილას მისვლა, რადგან გაქვს ბარათი.
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა 2013 წლის 28 თებერვალს. უკვე ერთი წელი გავიდა, როგორ შეაფასებდით ამ ერთ წელს, რამდენად გაამართლა მოლოდინი?
მოლოდინს რაც შეეხება, რაც მოხდა უნდა მომხდარიყო. უნდა მოხდეს კარგი ადმინისტრირება იმიტომ, რომ ყველა ქვყანაში სახელმწიფო ორგანიზაციებს დაბედებული ბედისწერა აქვთ -ბიუროკრატია, ეს უნდა იყოს მოქალაქეების ჯანდაცვაზე ზრუნვა და არა აპარატის აპარატისთვის მუშაობა და დღეს როგორც ვიცი რიგები დიდად არ ფიქსირდება, ადმინისტრაციაში გარღვევები საბუთებში ყოველთვის არის, საბუთების არეულობა რევიზია და საავადმყოფოს და სახელმწიფოს შორის თანხებზე დავები ყოველთვის იქნება, როცა საუბარია ციფრებზე ამ დროს არ არის გამორიცხული რაიმე უთანხმოებები, გაუგებრობები მაგრამ ეს არის სამუშაო პროცესი, როგორც კი გაიბერებოდა საფრთხე, გაიბერებოდა აპარატი, ერთ ბენეფიციარზე 15 მომსახურე პერსონალი მოვიდოდა ისინი დაიწყებდნენ თანხმების დაზოგვას და საკუთარი ხელფასების გაზრდას, არავითარი არჩევის უფლება არავითარი ელექტრონიზაცია, არავითარი განვითარება მე ვარ კარგად, მე ვარ ბიუროკრატი, სისტემა იმუშავებს და იმუშავებს არ იმუშავებს და ნუ რა ვქნათ, ფორმალურად ხომ ვაკეთებთ რაც შემიძლია აი, ეს ბიუროკრატიული ამბავი, მე არ დამიფიქსირებია ტოტალურად. სისტემა თავის თავზე მუშაობდეს და არ იყოს ორიენტირებული ამ ბენეფიციარზე, ეს საფრთხეებიც კარგი მენეჯმენტის თემაა და მონდომების სურვილი თუ არა გაქვს ვერ გააკეთებ.
მე არ ვაქებ ამ სისტემას, უბრალოდ ფაქტებით ვლაპარაკობ, ჩემი სურვილია საქართველოს მოსახლეობა იღებდეს კარგ მომსახურეობის სერვისს.
საყოველთაო დაზღვევით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს, საინტერსოა, რამდენად ხარისხიან მომსახურეობას სთავაზობენ მათ, ხდება თუ არა ხარისხის კონტროლი?
ხარისხის კონტროლი რამდენადაც მე ვიცი იმ დადგენილებაში არის გაწერილი, როგორ უნდა ხდებოდეს. ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურეობის სააგენტო რევიზიებს ახდენს ხოლმე. ხდება ისე, როგორიც არის საერთოდ საქართველოში სამედიცინო სერვისების ხარისხი,ზოგან არის მინგრეული საავადმყოფო და მინგრეულ სერვისს მიიღებ, ზოგან არის გაპიწკინებული და მიიღებ კარგ სერვის. აქ მთავარი ის არის, რომ ყველა თანაბარ პირობებშია ჩაყენებული ის მინგრეული მართლა ისეთები მინახავს იქ ადამიანი არ უნდა შევიდეს, არც ჯანმრთელი, არც დაავადებული, მაგრამ ნელ-ნელა ამის გამოსწორება უნდა მოხდეს.
ხარისხის კონტროლი ყველგან უნდა იყოს და ჯანდაცვაშიც ყველა თანაბარ პირობებშია ჩაყენებული, მაგრამ ზოგან სადმე რეგიონში მიგდებული საავადმყოფოა და ვთქვათ თბილისში თანამედროვედ მოწყობილი, მაგრამ ისევ იმ თემას, რომ დავუბრუნდეთ თუ კი ამ ჩვენს ბენეფიციარს აქვს არჩევანის უფლება ტერიტორიაც უნდა უწყობდეს ხელს, კონკურენცია უნდა წავიდეს, მოტივაცია უნდა მიეცეს, თითი უნდა დაუქნიოს სახელმწიფომ თუ შენ ვერ დააკმაყოფილებ ამა და ამ სტანდარტებს, ვეღარ მიიღებ ჩვენს საყოველთო პროგრამაში მონაწილეობას და შესაბამიად იმ კლინიკას დააკლდება შემოსავალი. ეს უკვე სახელწიფოს რეგულირება უნდა იყოს, სტანდარტები რაც დამტკიცბული უფრო უნდა გამკაცრდეს. წინათ მიდიოდა დისკუსია თემაზე და ერთი ამბავი მოყვა, რატომ უნდა იყოს რეგულირებული ჯანდაცვა, ბიზნესი ბიზნესიაო, არ არის ჯანდაცვა ბიზნესი ეს არის ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და სახელმწიფო იმიტომ უნდა იყოს რეგულატორი იქ, რომ დაუწესოს მისაღები მინიმალური სტანდარტები დაწესებულებებს, თქვენ გაქვთ ხორცის წარმოებელი კომპანია, მეც იგივე კომპანია მაქვს სახელმწიფო ხომ მიწესებს, რომ არ უნდა იყო ბაქტერია, ის ხორცი არ უნდა იყოს ნათრევი, როგორც ზოგიერთ ბაზარში ხდება, მიწაზე არ უნდა ეყაროს, დაცული უნდა იყოს ტემპერამენტული რეჟიმი, შეფუთვა უნდა იყოს წარწერა უნდა იყოს ესეთი და ესეთი შინაარსის, რომ გაიგოს მომხმარებელმა. ბიზნესს აქვს თავისუფლება, სახელმწიფო გეუბნება ტყუილს ნუ იტყვი და როგორი რეკლამაც გინდა ისეთი რეკლამა გაიკეთე, შეეჯიბრეთ ერთმანეთს, ამაში არ ზღუდავს. თუ არ არის ეს რძის შემცვლელი ნუ დავაწერთ რომ რძის მაწონია, დააწერე რძის ფხვნილით. გეტყვით რას ვგულისხმობ ერთ-ერთი არასამთავრობო საავადმყოფოში სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად შემცირდა ერთი მიზეზით-კედლები გარეცხეს,სისტემატურად დაიწყეს რეცხვა. ადამიანები იხოცებოდნენ სანიტარული ელემენტარული მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, კედლების არ გარეცხვის გამო, და იქ ავადმყოფებს გადასდიოდათ სხვა დაავადება კედელში ჩარჩენილი ბაქტერიების გამო, შეიძლება ასეთი რამე? სახელმწიფოს მათრახი უნდა ეჭიროს კაი გაგებით, მათრახი იმ მხრივ, რომ ვინც ამას დაარღვევს აღარ იქნება ლიცენზირებული სანამ ამას არ გამოასწორებს. როცა ადამიანი იკეთებს ბრმანაწლავის ოპერაციას, იმას იქ არ უნდა ჩარჩეს მაკრატელი, ამას თუ არღვევ რა გინდა ჯანდაცვის სამყაროში.
ბატონო გიორგი, რას გვეტყვით ზოგადად საქართველოში სადაზღვევო პოლიტიკაზე, თუ გვხვდევბა მონოპილისტი კომპანიები და რამდენად ჯანსაღია დღეს ამ ბაზარზე კონკურენცია?
მას შემდეგ რაც გაჟღერდა, რომ სადაზღვეო კომპანიები აღარ მიიღებენ მონაწილეობას სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებში, იმიტომ რომ ეს პროგრამები გადამისამართდა საყოველთაო ჯანდაცვაში უფროდაუფრო გამძაფრდა კონკურენცია. გადაერთვნენ უკვე მსხვილი, პატარა ორგანიზაციებიც კერძო სამედიცინო დაზღვევაში, ავტომობილების და ქონების დაზღვევაზე,ეს სამეულია დღეს პირველ ადგილზე. 2012 წელს თუ შევადარებთ 2013 წლის ანალოგიურ პერიოდის ცხრა თვის მონაცემებს ვნახავთ, რომ დაზღვეული ავტომობილების რაოდენობა გაზრდილია, დაზღვეული ქონების რაოდენობა გაზრდილია ეს უკვე რას ნიშნავს, თუ კი ადრე მხოლოდ რამდენიმე მილიონი დოლარის ქონების დაზღვევა უღირდათ, დღეს ხვალ გაიზრდება მცირე, საშუალო ბიზნესის დაზღვევაც. კონკურენცია ძალიან დიდია,მონოპოლისტი, რომ იყოს ვინმე ჯერ მონოპოლია უნდა იყოს. თან მონოპოლია ცოტა ისეთი მცნებაა, გააჩნია შენ ბაზრის დიდი წილი გიკავია თუ ბაზრის დიდი წილიც გიკავია და ისეთი რესურსები გაქვს, რომ ბაზარზე სხვებს კარნახობ პირობებს, ეს უკვე ცუდია, ანტიმონოპოლია სწორედ ესეთ მონოპოლიას უპირისპირდება, მაგრამ ისეთი მონოპოლისტი და მონსტრი არ არის ეხლა, ბევრს ბევრი აქვს ფინანსური რესურსი,ზოგს არ აქვს ფინანსური რესურსი.
რა მდგომარეობაა ამ მხრივ განვითარებულ ქვეყნებში? ფასებზე რას გვეტყვით არის თუ არა მომსახურების ადეკვატური?
ფასს ყოველთვის კარნახობს ჯერ ერთი კონკურენცია, მეორე ქვეყნის ფინანსური მდგომარეობა, მესამე ე.წ. გადაზღვევა. სადაზღვეო კომპანიის მიმღები კიდევ უფრო დიდი სადაზღვეო კომოპანია, ვთქვათ ქართული კომპანია, რომ დააზღვევს ოც მილიონიან ღირებულების ობიექტს მისთვის ძნელი იქნება რამე, რომ მოხდეს ამ თანხის გაცემა და ამ ოც მილიონს რისკს ყიდის, მილიარდიან კომპანიას ეუბნება მოდი ეხლა შენ დამაზღვიე, თუ მოხდა მიწისძვრა მე კი არ გადავიხდი ჩემი ფულით ანაზღაურებას ან მხოლოდ ნაწილს გადავიხდი, ის ყიდულობს სადაზღვეო სერვისს. ანუ რას კარნახობს გადამზღვევი?! ავტომობილს რამდენად მივიღებ იმის მიხედვით, ჩვენი სადაზღვეოც ხვდება რამდენი დაადოს ფასი, რომ თავისთვის ფინანსურად მიზანშეწონილი იყოს ეს. ფასები, დაზღვევა ისეთი თემაა, რომ ნორმალურად არის დალაგებული,უცხოეთში რაც ხდება აშშ-ში, იაპონიაში ერთ სულ მოსახლეზე მოდის დაახლეოებით 7000-4000 დოლარამდე სადაზღვეო პრემია, შევადაროთ საქართველოს და მოდის დაახლოებით 70-80 დოლარი, წარმოიდგინეთ ეხლა იქ და ჩვენთან ეს რიცხვები რაზე მიგვანიშნებს. განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნები მე მგონი 120 -150 დოლართან ახლოს ტრიალებდა. განვითარებულ ქვეყნებში ყველგან ყველა და ყველაფერი დაზღვეულია, ავტომობილი დაზღვეულია, პასუხისმგებლობა დაზღვეულია, შენობა-ნაგებობები და ა.შ. განვითარებულ ქვეყნებში საპენსიო დაზღვევა ძლიერზე ძლიერია, ჩვენთან არ არის განვითარებული. მსოფლიოში სულ მოზიდულია ოთხ ნახევარი ტრილიონი დოლარი სულ მთელ დედამიწაზე სადაზღვეო პრემიის სახით და აქედან დაახლოებით ნახევარი მოდის საპენსიო დაზღვევაზე და ჩვენთან 406 მილიონი ლარი იყო არასაპენსიო, სხვა ყველაფერი რომ გავაერთიანოთ და 2013 წლის 9 თვეში მოზიდული და უცხოეთის სტატისტიკით 406 მილიონთან ახლოს უნდა ყოფილიყო საპენსიო ჩვენთან იყო ორი მილიონი, ეს არის განუვითარებელი, ჩვენ სადღაც 10 ქულიანიდან 1-1,5 ვტრიალებთ. აშშ და იაპონია გვკარნახობენ მთელ დედამიწას თუ როგორი უნდა იყოს დაზღვევა.
06.03.14
ლანა წურწუმია






