თითეული დემოკრატიული ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია არჩევნების ობიექტურად ჩატარება, დემოკრატიული არჩევნები ხელს უწყობს ქვეყნის სტაბილურობას და განვითარებას. საქართველოში, ეს თემა მუდმივად აქტუალურია. წინ თვითმმართველობის არჩევნები გველოდება, ამიტომ ქვეყანაში წინაასაარჩევნო სიტუაცია იგრძნობა. შექმნილ საშინაო და საგარეო სიტუაციაზე, მერობის კანდიდატებზე, არასაპარლამენტო ოპოზიციის შანსებზე, ივანიშვილ –მარგველაშვილის დაპირისპირებაზე და კანონპროექტის ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ ,,თბილისი თამსს“ ექსპერტი ვაჟა შუბითიძე ესაუბრა.
ადგილობრივი თვიმმართველობის არჩევნებამდე არც ისე დიდი დრო დარჩა და, საინტერესოა,თქვენ როგორ შეაფასებდით არჩევნებამდე საშინაო პოლიტიკაში არსებულ ვითარებას?
საშინაო პოლიტიკას მრავალი ასპექტი აქვს, თუ ყურადღებას საარჩევნო ვითარებაზე გავამახვილებთ,მნიშვნელოვანია ეკონომიკური და სხვა ფაქტორებიც, რადგან ძალიან მოქმედებენ საარჩევნო პოლიტიკის საბოლოო შედეგებზე. ფაქტია, რომ საქართველოში არის გარკვეულწილად ე.წ. ,,მოყირჭება“ არჩევნებისა, არჩევნებში მონაწილეობის გაგება არ უნდა არავის, რატომ?! იმიტომ, რომ არჩევნებით არაფერი არ იცვლება საქართველოში, მაგრამ იმედია ამ არჩევნებს მოყვება გარკვეული ცვლილებები, ვინაიდან ხალხი უშუალოდ თვითმმართველობის სადავეებს თუ დაეუფლება, რის საშუალებასაც გარკვეულწილად იძლევა კანონი, ხალხს შეუძლია გამგებლების, თავისი არჩეული დეპუტატების გაკონტროლება და ა.შ. თავისი ცხოვრების მოწყობა რაიონებში, მაშინ უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ საარჩევნო სიტუაციას შეუძლია შეცვალოს დადებითისკენ ქვეყნის ცხოვრება, საშინაო პოლიტიკა. სხვა გზა არც არის, რადგან სახელმწიფოს არ შეუძლია ცენტრიდან მართოს ყველაფერი, ყველაფერზე თვითონ იკისროს პასუხისმგებლობა, იქნება ეს წყლის გაყვანა თუ სხვა რამ, ეს არ არის პრემიერ-მინისტრის გასაკეთებელი, ყველა რეგიონმა და სოფელმა უნდა ისწავლოს საკუთარი თავის მართვა და ამისათვის უნდა მისცენ მათ, როგორც უფლებები, ასევე ფინანსური საშუალებები.
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა არჩევნებამდე საარჩევნო პროცესში ჩართული პოლიტიკოსების მიმართ სამართლებრივ დევნაზე მორატორიუმი გამოაცხადა, ,,ნაციონალების“ მიერ რეგიონებში აქციების,მათ წინააღმდეგ კი კონტრაქციებისა და ექსცესების შემდეგ. იმედია,ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ამგვარი ნაბიჯი არჩევნების ზედმეტი ექსცესების გარეშე ჩატარებას ხელს შეუყწყობს,მაგრამ,მოგეხსენებათ, არჩევნების წინ ყოველთვის იძაბება ხოლმე ვითარება. თქვენი აზრით,რამდენად სავარაუდოა მოახლოებულ არჩევნებზე ვითარების გამწვავება? და რამდენად შეიძლება გვქონდეს იმის იმედი,რომ არჩევნები მშვიდად ჩაივლის?
საარჩევნო სიტუაციიდან გამომდინარე მორატორიუმის გამოცხადება პრემიერისგან მიმაჩნია გამართლებულად, გარკვეული ეთიკაა არჩევნების წინ. კომინისტური რეჟმის დროს, ეროვნული მოძრაობის დროს, სააკაშვილის დროსაც ერიდებოდნენ დაჭერებს და სასამართლო პროცესების გამართვას და ა.შ. მაგრამ რაც დაწყებულია ის სასამართლო პროცესები, გამოძიება და ა.შ ის უნდა მივიდეს ბოლომდე, თუ პიროვნებას სასამართლომ მიიჩნია დამნაშავედ და მიუსაჯა სასჯელი, უნდა ჩაჯდეს ციხეში იქნება ეს უგულავა, კეზერაშვილი თუ ნებისმიერი, მიუხედავად იმისა არიან თუ არა ისინი სიაში იმიტომ, რომ არჩევნები მუდმივად შეიძლება იყოს საქართველოში და არ დაილევა საბაბი, რომ ადამიანები დაემალონ კუთვნილ სასჯელს, ამიტომ ვფიქრობ, რომ ახალ ადამიანებს, ახალ კანდიდატებს არ უნდა შეეხოთ ეს, მაგრამ ვისზეც არის აღძრული საქმე ბოლომდე უნდა მივიდეს.
ალბათ,იქნება ვითარების გამწვავება, ბუნებრივია,უამრავი ადამიანი დაუპირისპირდება ერთმანეთს გამარჯვებისათვის, უამრავი, ათასობით ადგილია, რომელიც უნდა შეივსოოს საკრებულოებში, გამგეობებში, 59 გამგებელი უნდა იქნეს არჩეული, 12 ქალაქის მერი, საკრებულოს, ფაქტობრივად ათასობით წევრი, ამიტომ მე ველოდები, რომ სიტუაციის გამწვავება იქნება, მაგრამ, ბუნებრივია, ეს არ უნდა გადაიზარდოს სერიოზულ დაპირისპირებაში, ის, რაც მოხდა უკრაინაში, რასაც მოყვა ქვეყნის დამხობა, შეიძლება ითქვას, პირქვე მიწასთან გასწორება. თითქოს უწყინარი მიტინგებით დაიწყო ყველაფერი და უკრაინის დაშლით დამთავრდა, ამიტომ ხელისუფლებამაც უნდა აკონტროლოს და პოლიტიკურ ძალებსაც უნდა ესმოდეთ, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის ფასად არ ღირს არც გამარჯვება, არც დეპუტატობა, არც ქვეყნის მერობა და პრეზიდენტობა.
თქვენი აზრით,რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა კოალიციამ მერობის კანდიდატთა შერჩევისას და რამდენად სწორად შეარჩია მმართველმა გუნდმა მერობის კანდიდატები?
საერთოდ, კანდიდატების შერჩევა ადვილი არ არის, მითუმეტეს ასეთ დაძაბულ, ფორსმაჟორულ სიტუაციაში, რომელშიც საქართველოა. ნიკო ნიკოლაძეს აქვს გენიალური გამონათქვამი, რომელსაც არავინ ითვალისწინებდა და, სამწუხაროდ, დღესაც არ ხდება ამის გათვალისწინება: ,,ერთი რეჟმის შეცვლა მეორეთი ხდება მაშინ, როცა მომზადებული იქნება წინასწარ პროგრამა და გეგმა, ასევე კადრები ახალი ხელისუფლებისათვის.“ ახლა კადრების მომზადება წინასწარ ვერ მოხერხდა, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილი მკაცრი ტერორის ქვეშ იყო, მას წინასწარ არ შეეძლო სამუშაოები ჩაეტარებინა, უცბად გამოვიდა და მოიზიდა ხალხი, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს წელიწად-ნახევარი დაიკარგა იმისათვის, რომ სათანადოდ შეერჩიათ კადრები. სამწუხაროდ, ჩვენთან კადრების შერჩევის გამოკვეთილი კრიტერიუმები არ არსებობს, მეცნიერული მიდგომის საფუძველი უნდა გახდეს ეს ყველაფერი და ამის საფუძველზე უნდა იქნეს კადრები შერჩეული. აქ, კადრებს ძირითადად არჩევენ ნაცნობობით, ნდობის, ერთგულების მიხედვით. კადრების დეფიციტი ყოველთვის იყო საქართველოში და მე ვფიქრობ, ახლაც არის, მაგრამ ვინც არის იმათაც არ ამჩნევენ, ამას უნდა შემჩნევა, პირად, ეგოისტურ მიზნებზე უარი უნდა თქვან და ნიჭიერი და პროფესიონალი ხალხი უნდა მოძებნონ, გვერდით მაინც დაიყენონ თუ თავიან თავზე წინ არ გაუშვებენ. სანამ ეს ასე იქნება, იქამდე საქართველოში კადრების შერჩევაში ყოველთის იქნება ნაკლოვანი მხარეები, იდეალურ კადრებს ვერასოდეს ვერ შევარჩევთ ბუნებრივია, მაგრამ საქმესთან და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან უნდა იყვნენ ეს კადრები შესაბამისობაში, ახლა ვინც იქნა შერჩეული არ ვიცი, ალბათ უფრო პირადი ნდობით, პირადი ნაცნობობით, გამოცდილებით, ერთბლივი მუშაობის პროცესში იქნა არჩეული ეს კადრები, მე ასე ვფიქრობ. იგივე 12 ქალაქის მერი, რომელიც იქნა დასახელებული, იგივე ვთქვათ ნარმანია, რომელსაც შეხედეს, რომ არის საქმის გამკეთებელი და მართლაც კარგი მენეჯერი და კარგი მინისტრი იყო თავის დროზე, იმედია, ის იქნება თბილისის მეურვე მერი და ქალაქის პრობლემებს მეტ-ნაკლებად წარმატებით მოაგვარებს.
ალბათ, სურთი მას შემდეგ უფრო ნათელი იქნება,როცა პარტიები დეპუტატობის კანდიდატთა მაჟორიტარულ სიებს გაასაჯაროებენ, მაგრამ, თქვენი აზრით, ბურჯანაძის გარდა, არასაპარლამენტო პარტიებიდან ვის შეიძლება ჰქონდეს მოახლოებულ არჩევნებზე ხელშესახები შედეგების მიღების შანსი?
არასაპარლამენტო ოპოზიციის გაერთიანება კიდევ ვერ მოხერხდა,მუდამ დაქსაქსულია, კონსტანტინე გამსახურდიას ნათქვამი, რომ ,,ჩვენში ყოველ ნაბიჭვარს აზნაურობა წყურია და ყველა ნაცარქექიას სარდლობაო“ დღეს ისევ ძალაშია, ყველას უნდა ლიდერობა, ყველას უნდა კოალიციის მეთაურობა, მერობის კანდიდატად ყოფნა და ა.შ. მაგრამ აქვთ თუ, არა ამისი შესაძლებლობა ამას არ უყურებენ. სამწუხაროდ, დაქსაქსულია არასაპარლამენტო ოპოზიცია, ფინანსებიც შეზღუდული აქვთ, საკადრო სერიოზული პრობლემა აქვთ იმიოტმ, რომ იშვიათია არასაპარლამეტო ოპოზიციაში ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან სიახლით, პრაქტიკული ალღოთი, გონიერებით, შორსმჭვრეტელობით და ა.შ. ამიტომ, სულ ერთიდაიგივე ხალხი ტრიალებს, ხალხს მობეზრდა ყველა ესენი და უნდა ახალი სახეების ხილვა, ახალი, ნორმალური სახეების გამოჩენა პოლიტიკაში და ქართული პოლიტიკა მოითხოვს ახალი სისხლის გადასხმას. ამიტომ არასაპარლამენტო ოპოზიციას, ერთსადაიგივე ადამინებს, ნაცნობ სახეებს დიდი შანსები არა აქვთ.
რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების შესახებ კანონს, ბუნებრივია,ქართული მხარე გარკვეული სამართლებრივი კონტრზომებით უპასუხებს, მაგრამ რუსეთი აშკარად არ არის ის ქვეყანა, რომ სამართლებრივი ზომები აჩერებდეს. ვითარებაში, როცა რუსეთის მხრიდან საქართველოზე შესამჩნევი ზეწოლა გარდაუვალია, რა ზომები შეიძლება გაატაროს საქართველოს სახელმწიფომ, რომ თავიდანვე გამოირიცხოს უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში განვითარებული პროცესების განმეორება?
თუ საერთო, ეროვნლი თანხმობა იქნა მიღწეული საქართველოს მომავლის, გზების, ორიენტაციის შესახებ და ერთ გზას დავადექით ყველა, მაშინ ძნელი იქნება საქართველოს და ქართველების გატეხვა, მაგრამ საქართველოში მრავალი პოლუსია და მიზიდულობის ცენტრი. ყველას თავისი არგუმენტი აქვს, მაგალითად, ევროპის მომხრეებს აქვთ თავისი სამართლიანი არგუმენტი, რომ ვთქვათ, ევროპა არის ცივილიზაციის, ტექნოლოგიების, პოლიტიკური აზროვნების მხრივ წინ და რა თქმა ჩვენ ეს მიმართულება უნდა ავიღოთ, მაგრამ მეორე მხრივ, რუსეთის და ევრაზიული კავშირის მომხრეები ამბობენ შეუძლია ნატოს, ევროკავშირს საქართველოს დაცვა რუსეთისგან? შეუძლია ნატოს და იგივე ევროკავშირს დაგვიბრუნოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები? შეუძლია საქართველოს დაცვა თურქეთისგან? ამიტომ, არის სერიოზული პრობლემები, რომელიც ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში უფრო ცხადად და ნათლად იჩენს თავს. საქართველოს ერთი შანსი აქვს, რომ ჩვენ თან უნდა ვჩანდეთ და თან არ უნდა ვიყვიროთ, გავაღიზიანოთ რუსეთი ამ ნატო-ნატოს ძახილით ყოველდღიურად. არიან ქვეყნები, რომლებსაც ნატო არ უხსენებიათ და ისე გახდნენ ნატოს წევრები, ჩუმად, პოლიტიკით გააკეთეს ეს ყველაფერი და ჩვენ რუსეთის ზედმეტ გაღიზიანებას უნდა მოვერიდოთ. ამავდროულად პრინციპული პოზიცია არ უნდა დავკარგოთ, საქართველოს დამოუკიდებლობას, საქართველოს მომავალ განვითარებას ალტერნატივა არ აქვს, ამიტომ ჩვენ ვერც ევროკავშირის მონები გავხდებით და ვერც რუსეთის და ამერიკის, ჩვენ გვინდა თავისუფალი არსებობა და განვითარება, ვინც ამას ცნობს და ხელს შეგვიწყობს ჩვენ წავალთ იქითკენ, იქნება ეს ევროპა, ამერიკა თუ რუსეთი, მაგრამ საეჭვოა რუსეთმა ეს შემოგვთავაზოს.
საზღვსისპირა რეგიონებში ბოლო დროს განსაკუთრებით გახშიდა საქართველოს მოქალაქეების გატაცების ფაქტები, თქვენი აზრით, რას უკავშირდება ეს?
ეს უკავშირდება იმას, რომ ჩვენი საზღვრები არის დაუცველი, ჩვენს საზღვრებში შემოჭრილია ოკუპანტი ძალა, რომელსაც ტერიტორიის 20%-ი აქვს დაკავებული, ის ყოველ დღიურად გვახსენებს თავს, გვაჩვენებს თავის ძალას, თუ როგორ ძეუძლია ნებისმიერ წუთს პრობლემა შეგვიქმნას. ჩვენ კედელს ვერ ავაშენებთ, კედლის აშენება ნიშნავს, რომ ჩვენ ვაღიარეთ დაკარგულად ის ტერიტორია, გლეხი ყანაში სიარულს ვერ მოეშვება, ხან ტყეში გავა, ხან სასაფლაოზე. არ შეიძლება ადამიანებს ასეთი, პრობლემები ქონდეთ, ჩვენი სახელმწიფო ამ მხრივ სუსტია, არ შეუძლია თავისი მოქალაქეების დაცვა, ამიტომ ეს პრობლემები პერმამენტულად იქნება, სანამ საქართველო ერთხელდასამუდამოდ არ მოხდება რომელიმე მხარეს, აქეთ თუ იქით, ჩვენ მარტივად არ დაგვანებებენ თავს, მითუმეტეს რუსეთი და თუ საქართველომ რეალური ნაბიჯები გადადგა იგივე ნატოსკენ და ევროკავშირისკენ, ეს პრობლემები კიდევ უფრო გახშირდება და კიდევ უფრო მძიმე ფორმით იქნება ჩვენს წინაშე წარმოჩენილი.
რამდენად სწორი საგარეო პოლიტიკა აქვს მთავრობას შერჩეული,საით უნდა მიმართოს ვექტორი საგარეო უწყებამ და არის თუ არა მართებული ე.წ. დათბობის პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში?
საერთოდ ნათქვამია, რომ დათბობების პოლიტიკა ყველაზე ბეცი პოლიტიკააო, ტოლი-ტოლთან შეიძლება არ დათმო ბევრი რაღაც, მაგრამ ამხელა მონსტრ სახელმწიფოსთან, რომლისაც ეშინია ამერიკას, ნატოს, არა იმიტომ რომ რუსეთი ყველაზე ძლიერია არამედ იმიტომ, რომ არაპროგნოზირებადი ქვეყანაა, არავინ იცის რას მოიმოქმედებს, ამიტომ არაპროგნოზირებად ქვეყანას და ადამიანებს ყველა ერიდება, ასეთ ვითარებაში დათბობები, ჩვენ კი არ გვინდა, მაგრამ იძულებულნი ვართ, იძულებითი დათმობებია. არ დაუთმო სააკაშვილმა და ვხედავთ, რაც მივიღეთ, დაუთმობ და აქით შემოდიან ანუ ეს არის პატარა ქვეყნის ტრაგედია, პატარა ქვეყნის ადგილი მსოფლიო სისტემაში და თანამეგობრობაში არის ძალიან უმნიშვნელო, ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხება, არც ჩვენ საზღვრებს, არც მომავალს, არც ორიენტაციას და არც არჩევნებს, სხვები წყვეტენ ჩვენს მაგივრად ყველაფერს, ეს არის პატარა ქვეყნის პრობლემა, მითუმეტეს ასეთ არაპროგნოზორებად მეზობელთან.
რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ყირიმში განვითარებულმა მოვლენებმა საქართველოზე?შესაძლოა რუსეთმა იგივე სცენარი გაიმეოროს საქართველოსთან მიმართებაშიც?
უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა მთელ მსოფიოზე მოახდინა გავლენა და პატარა ქვეყნებზე, საქართველოზე მითუმეტეს, როცა ასეთ დაძაბულ ურთიერთობაში, გაურკვეველ პერსპექტივაში ვართ რუსეთთან, ამიტომ საქართველოზე აუცილებლად მოახდენს გავლენას ეს ყველაფერი. გააჩნია როგორ დამთავრდება უკრაინის კრიზისი. თუ უკრაინა რუსეთმა მთლიანად შეინარჩუნა, მაშინ საქართველოში ანალოგიური რამ განმეორდება დარწმუნებული ვარ, შეიძლება არა სამხედო ძალის დემონსტრირებით, სხვა ფორმები მოძებნოს რუსეთმა, თუ დასავლეთი შეურიგდა და უკრაინა, რომელიც ჩვენზე ათჯერ დიდი ქვეყანა ჩააბარა რუსეთს, მაშინ ჩვენზე უფრო იოლად აიღებენ ხელს, ამიტომ ძნელია წინასწარ რამე თქვა, უბრალოდ ღმერთმა ქნას, რომ ყველაფერი უკრაინისთვის ისე დამთავრდეს, როგორც უკრაინისთვის იქნება სასარგებლო, ვინაიდან უკრაინის მარცხი, დაშლა საქართველოსთვის იქნება ძალიან ცუდი, ცუდი მომავლის გარანტია, ჩვენ არ გვექნება ნათელი და გარკვეული მომავალი. დასავლეთის პოზიცია და მიღებული სანქციების სუსტი ხასიათი მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთმა შეიძლება ეს სანქციები ადვილად გადალახოს, თუ სერიოზულ სანქიებზე არ წავიდა და მისი ეკონომიკური დაბლოკვა, ექსპორტის, რესურსების დაბლოკვა არ მოახდინეს, რუსეთს ამით ვერაფერს ვერ დააკლებენ და პირიქით, უფრო მისცემენ ბიძგს, ჩვენზე იყროს ჯავრი, დამიჯერეთ ამერიკა და რუსეთი ერთმანეთს არ დასცხებენ და ისევ ჩვენზე ამოიყრიან გულის ჯავრს.
საზოგადოებაში ხშირად არის განხილვის თემა და ბევრს საუბრობენ დღევანდელ პრეზიდენტზე, გიორგი მარგველაშვილზე მის პოლიტიკურ მოღვაწეობაზე და მუშაობაზე, თქვენი შეფასებით, რა პლიუს-მინუსები გამოიკვეთა მისი თვისებებიდან და როგორია მარგველაშვილის პოლიტიკური ნაბიჯები?
მარგველაშვილი ექსცენტრიული და ემოციური ადამიანი არ არის, როგორც სააკაშვილი იყო, 7 თვე გავიდა მისი არჩევიდან, ვინაიდან მას აქვს მკვეთრად შეზღუდული უფლებები და ფუნქციები საეჭვოა, რომ მან რაიმე სერიოზულით დაგვამახსოვროს თავი, ერთადერთი თავი თუ დაგვამახსოვრა, ვთქვათ, იმით, რომ ივანიშვილთან კონფლიქტი უკვე მოასწრო, იგივე ნაციონალების კადრები თავის განკარგულებაში აიყვანა, შევიდა პრეზიდენტის სასახლეში, თუ სხვა რამით არ შეუძლია ადამიანებს თავი დაამახსოვროს, მაშინ ეს ყველაფერი სისულელეა და მისი რეიტინგი ძალან მალე ჩამოვა ნულამდე. ამ ვიზიტებითაც მან ვერ შეძლო საკუთარი თავის წარმოჩენა, როგორც რაციონალურმა, ძლიერმა ფიგურამ, შეიძლება უფლებები არ გქონდეს იმდენი, მაგრამ ფიგურალურად ბევრ რამეს იტევდეს ადამიანი, პიროვნულად ის უფრო ფილოსოფოსია, ვიდრე პოლიტიკოსი, ამიტომ მე არ მოველი მან რამე სერიოზულით დაგვამახსოვროს თავი, ნეგატიურად შეიძლება რაღაც სისულელეები გააკეთოს, მაგი არ მიკვირს სააკაშვილის მერე, ვნახოთ, ღმერთმა ქნას, რომ ვცდებოდე.
მარგველაშვილისა და ივანიშვილის დაპირისპირებაზე რას გვეტყვით? ივანიშვილის განცხადებით მარგველაშვილი არ აღმოჩნდა ისეთ, როგორსაც ვარაუდობდა, თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ბიძინა ივანიშვილის იმედგაცრუება?
ადამიანის გამოცნობა ძნელია, ძველი ქართული ანდაზაა რამდენიმე ფუთი მარილი უნდა შეჭამო, ადამიანი, რომ ამოიცნოო. ივანიშვილი საქართველოში ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას არ იცნობდა ბუნებრივია, ის რუსეთში მოღვაწეობდა, მას არ ქონდა მყარი წარმოდგენა ქართულ პოლიტიკურ სპექტრზე, მე როგორც მითხრეს,ის უყურებდა მაესტროსა და კავკასიის გადაცემებს და ვინც იქ გამოდიოდა ისინი მიიწვია თავის გუნდში, თავის თანამოაზრეებად. გასაგებია, ბევრი შეიძლება სერიოზული და განათლებული ადამიანი გამოდის ამ მაესტროზე და კავკასიაზე, მაგრამ უმეტესად ერთიდაიგივე ხალხია, რომელიც მობეზრდა ქართულ საზოგადოებას, ამიტომ მე ვფიქრობ, შეცდა გარკვეულწილად შეფასებაში ივანიშვილი, როცა მარგველაშვილი ასეთ სერიოზულ თანამდებობაზე წარადგინა, თვითონაც აღიარა, მარგველაშვილი მოაზროვნე კაცია, ამას ვერ წაართმევ, მაგრამ პოლიტიკისთვის, მითუმეტეს საპრეზიდენტო კანდიდატად როგორც ჩანს ზედმეტი ილუზიები დაუკავშირა ივანიშვილმა მის ფიგურას, რამაც არ გაამართლა, ჯერ 7 თვეა გასული, მაგრამ ნათქვამია, რომ ,,საუღლე ხარს, კოჭებზე ეტყობაო“, თავიდანვე ეტყობა ადამიანს რა და როგორ. ადამიანს, შეიძლება ძმა არ გამოგადგეს, ამიტომ დიდ ტრაგედიას და უბედურებას მე ვერ ვხედავ, არ ჩავუთვლი მინუსად ივანიშვილს, რომ ის მარგველაშვილში შეცდა, ყველა ვცდებით, ყველანი ადამიანები ვართ, ხანდახან ადამიანს ისეთ თვსებებს მივაწერთ,რომელიც რეალურად შეიძლება არც აქვს, ეს ჩვენ გვინდა ასეთი იყოს, ასეთი რამ ბევრი ყოფილა და კიდევ ბევრი იქნება პოლიტიკაში, თუმცა, ბუნებრივია, მეტი სიფრთხილეა საჭირო, როცა ასეთ ფიგურას ასახელებ ასეთ მნიშვნელოვან თანმდებობაზე.
კანონპროექტმა ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, არადა იურიდიული,თეოლოგიური თვალსაზრისით საქმეში ჩახედული, საკმაოდ კომპეტენტური ადამიანები მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი ,,მხოლოდ სიმბოლურად ადასტურებს ჩვენს ევროპელობას“ ,ხოლო მისი მიღების მნიშვნელობა იუსტიციის მინისტრმა წულუკიანმა განმარტა-,,დისკრიმინაციის ნიშნების დაზუსტება ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების ხელოწერისათვის აუცილებელია“. თქვენ როგორ შეაფასებდით, მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილ გახმაურებულ კანონპროექტს, რომელიც პირველი მოსმენით უკვე მიღებულია და ახლა, მხოლოდ რამოდენიმე მუხლზე კამათობენ კანონმდებლები?
საქართველოში, რომ ტოლერანტობა საუკუნეებია არსებობს და ქართველი მხარე ურთიერთობების ძალიან დახვეწილ და შინაგანად ღრმა კულტურით გამოირჩევა ამას არ უნდა დიდი მტკიცება, ეს გულისხმობს ანტიდისკრიმინაციულ განწყბასაც, ქართველს ძალიან ძნელად ეხერხება ვინმეს დაჩაგვრა ან შეურაცხყოფა,ჭიდაობაშიც კი ქართველი წაქცეულ კაცს არ წამოსდებს არმაყს, აბა რომელ ჭიდაობაშია ასეთი რამ?! დისკრიმინაციაა სწორედაც ის, რომ წაქცეულს ურტყამ ანუ ჩვენს ხასიათში არ არის ეს.ლგბტ-ს მიკუთვნებული ადამიანები მუდამ იყვნენ საქართველოში, არავინ მათ არ შეურაცხყოფდა, არავინ არ მიმართავდა დისკრიმინაციას მათ მიმართ, მაგრამ ერთი რამ ყველამ იცოდეს, ყველამ იცოდა თავისი ადგილი, რომ ვინაიდან ეს ითვლებოდა ცოდვად ბიბლიიის მიხედვით, ყველამ იცოდა, რომ ეს არის ავადმყოფობა და რა სჭირდება ავადმყოფს? ავადმყოფს სჭირდება მკურნალობა, თანადგომა, მაგრამ ის კი არა, რომ ავადმყოფი მისაბაძი გახდეს ყველასათვის და ავადმყოფი თავზე მოაჯდეს, პროპაგანდა გაწიოს და ახალგაზრდა თაობას, ბავშვებს ეხლავე ჩაუნერგონ ეს სისულელეები, რომ ერთსქესიანებმა იქორწინონ, მერე იშვილონ ბავშვი, ვინ არის დედა და მამა ვერ გაიგებს და ის ბავშვი რა ჭკუაზე, როგორ გაიზრდება, ეს არის ადამიანური ზედნაშენის მოსპობა, რაზეც არის დამყარებული ცივილიზაცია, რომ ოჯახი, სულიერად ჯანმრთელი და ჯანსაღი მომავალი დამყარებულია სწორედ ქალისა და კაცის ურთიერთობაზე და არა ერთსქესიანთა ქორწინებებზე. საქართველოში არავინ არავის არ ზღუდავს არც ეროვნების, კანის ფერის მიხედვით და ხუმრობები, ანეგდოტები ქართველებზეც არის, ამიტომ ფერადკანიანზე თუ იქნა ანეგდოტი დიდ უბედურებად არ მიმაჩნია, რომელ ნაწარმოებშია, ან ხელოვნების ნიმუშში ვინმეს დისკრიმინაცია, არსად არ მინახავს ასეთი რამ, ამიტომ ეს ხელოვნურადაა შექმნილი, განსაკუთრებით ,,ნაციონალები“ აფიშირებენ, რომ ჩვენ ევროპისკენ კი არ მივდივართ,არამედ რუსეთისკენ, რადგან რუსეთმა ასეთი რამ უარყო, ჯერ ეს ერთი ვერავინ ვერ დამარწმუნებს, რომ ევროპაში ყველაფერი კარგია და რუსეთში ყველაფერი ცუდი, შეიძლება რუსეთშიც იყოს რაღაც კარგი, რაც ევროპაში არ იყოს, არ შეიძლება ერთ ქვეყანაში იყოს ყველაფერი კარგი. თუ რამე კარგია იმ რუსეთსაც შეიძლება მივბაძოთ, რა ქნეს რუსებმა? აკრძალეს ჰომოსექსუალიზმის პრობლემა. ჩვენთან რა ხდება? სახლებში ყველა იმას აკეთებს რაც უნდა, მაგრამ ამათ უნდათ, რომ ესენი გახდნენ მისაბაძნი, ახალგაზრდობამ მათი ჭკუით იაროს და ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, ახალგაზრდების გონების, მორალის, აზროვნების დაბინძურება ხდება აქედან, როცა აღრევა ხდება სქესების, მოვალეობის, სიტყვა ,,დედა“ და ,,მამა“ ყველაზე ძვირფასი სიტყვები აღარ უნდა ახსენო, ვთქვათ ორმა ქალმა აიყვანა ბავშვი რა უნდა დაუძახოს ბავშვმა ამათ, აბსურდამდე მიყავთ ყველაფერი, ვიღაცას მახინჯ გონებაში დაებადა ეს და მთელ მსოფიოს ახვევენ თავს ამას, რაც კარგი არაა. ნამდვილად ვერ მივესალმები, მიიღონ ანტიდისკრიმინაციული კანონი, არაა დაკონკრეტება საჭირო, ყოველვარი დისკრიმინაციის წინააღმდეგი ვართ ჩვენ ქართველები და დამთავრდა ამით, იქ არ უნდა იყოს ვიღაცეებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული, პარლამენტმა ეს უნდა გააკეთოს ევროპა კი არა, სულ რომ ადგეს მთელი მსოფლიო, რაც ქართველებს არ მიგვაჩნია სწორად არ უნდა გავაკეთოთ.
02.05.14
ლანა წურწუმია