• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, June 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„გლდანის ტბა ლეიშმანიოზის გავრცელების კერას წარმოადგენს, რაც საგანგაშოა ჯანმრთელობისათვის!“ – ვახტანგ მამალაძე

12 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი
A A
6
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

10385113_628447510565923_677773135_nგარემოს დაცვას, ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში ცხოვრებას ადმიანისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ექსპერტები თანხმდებიან, რომ ამა თუ იმ დაავადების წარმოშობაში გარემო ისეთივე როლს ასრულებს, როგორც გენეტიკა. ამიტომ, თითეული ჩვენგანის ვალია წყალი, ჰაერი, გარემო დავიცვათ დანინძურებისგან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გლდანის თეთრი ტბა დაბინძურებულია, თევზები იცოხებიან და  ბანაობა ჯანმრთელობისთვის საშიშია. თუ რა ეკოლოგიური მდგომარეობაა გლდანის ტბაზე, რა გახდა ტბის დაბინძურების მიზეზი, რამდენად არიან დაცულნი ის ადამიანები, რომელთაც უწევთ ტბაზე ბანაობა, ამ და სხვა საკითხებზე “თბილისი თაიმსს“ არასამთავრობო ორგანიზაცია „სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე ვახტანგ მამალაძე ესაუბრა.

რა მდგომარეობაა გლდანის ტბაზე? გავრცელებული ინფორმაციით თევზები იხოცებიან, რა არის ამის მიზეზი?

სიმართლე გითხრათ ნამდვილად საგანგაშო მდგომარეობაა! თევზები იხოცებიან, ტბა ჭაობდება, ლურჯ–მწვანე წყალმცენარეები მრავლდებიან, ტბის დაჭაობების პროცესი მიმდინარეობს, რაც ძალიან სამწუხაროა მაგრამ რეალობაა. თევზის დახოცვის მიზეზი მრავალია, რამაც ბიოგეოცენოზის დარღვევა გამოიწვია. სოფელი გლდანის მხრიდან  საკანალიზაციო არხი ჩაედინება ტბაში,  რაც, ბუნებრივია, ეკოლოგიურ ზიანს აყენებს, იწვევს წყლის დაბინძურებას და ეს ერთ–ერთი მიზეზია თევზების სიკვდილიანობისა.

10385196_628447440565930_258778835_nრამ გამოიწვია ტბის ასეთი დაბინძურება?

გლდანის მარილიან  ტბას უხსოვარი დროიდან   ბანლეოლოგიური დატვირთვა ჰქონდა. მოსახლეობა მოდიოდა ამ ადგილას და მკურნალობდა კანის დაავადებებს მათ შორის ფსორიაზს, სებორეას და სხვა დაავადებებს. მოგვიანებით საბჭოთა კავშირის ბოლო პერიოდში ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო ნაგავსაყრელი, რამაც საკმაოდ დაამძიმა ტბის ეკოლოგიური მდგომარეობა, მრავალი წლის შემდეგ ეს ნაგავსაყრელი დაიხურა და ნარჩენები დაკონსერვდა ნამარხის სახით . არავის არ უფიქრია დაკონსერვებული ნაგვის შედეგებზე, თუ როგორი ზიანის მიყენება შეეძლო მომავალში, მიწისქვეშა წყაროების საშუალებით დაბუნძურებული წყალი შეუერთდა ტბას რამაც კიდევ უფრო დააბინძურა წყლის ხარისხი. ბოლო პერიოდში ტბა გადაეცა კერძო საკუთრებაში,  რამაც ვერ გაუმჯობესა ტბის მდგომარეობა, ტბის სანაპიროზე გაშენდა ახალი შენობა- ნაგებობები, ბუნგალოები, სანაპირო ზოლი ბეტონის საფარით დაიფარა და ა. შ. ტბის ჩრდილოეთის მხრიდან, საიდანაც რუ შემოედინებოდა ამოშრა. მიზეზი  რკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებული საქმიანობა, მათ შორის გვირაბების მშენებლობაა. რუ წარმოადგენდა ერთადერთ რეანიმაციას ტბის გადასარჩენად . ტბას ჰქონდა როგორც შემომავალი არხი ისე გამდინარე, რაც დღეისათვის აბსოლუტურად აღარ ფუნქციონირებს. თოლიები  მრავალი წლის განმავლობაში სტუმრობდნენ და ბინადრობდნენ აქ,ეხლა კი ერთსაც ვერ ნახავთ, ასევე აღარ მოდიან გადამფრენი ფრინველები ესეც ინდიკატორია იმისა, რომ ბიოგეოცენოზი დარღვეულია.

ზაფხულობით მოქალაქეები ტბაში ბანაობენ, ირუჯებიან საფრთხეს ხომ არ უქმნის    ეს ადამანის ჯანმრთელობას, რამდენად არის დაცული უსაფრთხოება?

იმისათვის, რომ  მოქალაქეებმა იბანაონ ტბაში პირველ რიგში ტბა უნდა პასუხობდეს ჯანდაცვის სტანდარტებს, აკმაყოფილებდეს სანიტარული მდგომარეობის  კრიტერიუმებს, რომელიც ზიანს არ მიაყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. აქ კი სუფევს ანტისანიტარია, ბაყაყების ყიყინი, ძროხების არსებობა, წყლის ფერი და სუნი მეტყველებს ტბის დაბინძურებაზე.ტბაში არსებული ფლებოტომუსები მოსკიტები ლეიშმანიოზის გავრცელების კერას წარმოადგენს, რაც საგანგაშოა ჯანმრთელობისათვის!

986818_628447397232601_1281442620_nამ ფაქტით უკვე დაინტერესდა გარემოს დაცვის სამინისტრო, მათ ჩაატარეს წყლის ლაბორატორიული კვლევა, არის თუ არა შედეგები უკვე ცნობილი?

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, ასევე სურსათის უვნებლობისა და ვეტერინარიის დეპარტამენტი კომპლექსურად იკვლევს არსებულ მდგომარეობას ლაბორატორიული სინჯებისა და თევზის ნიმუშების კვლევის საფუძველზე. მოგვიანებით დაიდება მიზეზი, რამაც თევზების სიკვდილიანობა გამოიწვია. ასევე, მიიღებენ პრევენციულ  ზომებს ტბის გადასარჩენად. სწორედ ამიტომ, საჭიროა მონიტორინგი, რათა დროულად მოხდეს საქართველოში ტბების გადარჩენა, რათა  არ დაირღვეს  ბიოგეოცენოზი. ჩვენ ხშირად ვუკავშირდებით გარემოს დაცვის სააგენტოს რათა მოვიძიოთ ინფორმაცია არსებულ ფაქტთან დაკავშირებით.

კიდევ სად არის მსგავსი ეკოლოგიური პრობლემები?

ანალოგიური შემთხვევები  აღინიშნება კუმისის ტბაზე, სადაც ანალოგიურად დაიხოცა დიდი რაოდენობით თევზი.

ბოლო წლებში განსაკუთრებით მომრავლდნენ გველები დედაქალააში, რა არის ამის მიზეზი და არის თუ არა ეს გველები შხამიანი?

გველების მომრავლება დაკავშირებულია ტემპერატურის მომატებასთან, რაც უბრალოდ მეტად შესამჩნევია და მოსახლეობის მხრიდან ხშირად პანიკის საფუძველს იძლევა. თუმცა, შემიძლია ღრმა რწმენით მივმართო მოქალაქეებს, რომ  თბილისში თითქმის არ ბინადრობენ შხამიანი გველები, ადგილი აქვს წითელმუცელა მცურავიის სახეობის ქვეწარმავლების არსებობას, ასევე ნაირფერი მცურავი გველის, წენგოსფერი მცურავი გველის, ანკარა გველის და  გველხოკერა (უფეხო ხვლიკის) . მათი რაოდენობა დამოკიდებულია ტემპერატურაზე , საკვების მოპოვებაზე–ამფიბიებისა და მღრნელების რაოდენობაზე. მათი სიმრავლე სეზონურია და საშიშროებას არ წარმოადგენს.

რა ზომები შეიძლება მიიღოს მოსახლეობამ? როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე თუ გველი დასახლებულ ტერიტორიაზე შენიშნა?

პირველ რიგში თუ შენიშნა მოქალაქემ გველი უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე, ყოველგვარი პანიკის გარეშე დატოვოს ტერიტორია და დარეკოს 112–ში,  მოვლენ, შეისწავლიან ტერიტორიას და მიიღებენ ზომებს, დაიჭერენ რეპტილიას და გადაიყვანენ დანიშნულებისამებრ.

27.05.14

ლანა წურწუმია

Share2Tweet2

ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 
ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 

02/16/2022
“ექსპერიმენტორიუმი” –  ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში
ახალი ამბები

“ექსპერიმენტორიუმი” – ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში

01/28/2022
სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე
ახალი ამბები

სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე

01/19/2022
„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება

01/14/2022
მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი
ახალი ამბები

მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი

12/11/2021
ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია
ახალი ამბები

ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია

11/16/2021

საინტერესო

ვაქცინაციის სანაცვლოდ, 200-ლარიან წახალისებას 50 წელს ზემოთ პირებიც მიიღებენ

ვაქცინაციის სანაცვლოდ, 200-ლარიან წახალისებას 50 წელს ზემოთ პირებიც მიიღებენ

5 years ago
სანდრო ბრეგაძე: „ამაზე უარესი ხელისუფლებები გაგვიშვია მოუსავლეთში“

სანდრო ბრეგაძე: „ძირძველი ტრადიციების ქვეყანაში არ შეიძლება ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა იქცეს ნორმად“

9 years ago

პეტრე პოროშენკო ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა

11 years ago
„ნატოში გაწევრიანება გვესმის არა როგორც სტრატეგიული მოთმინება, არამედ როგორც სტრატეგიული მზადყოფნა“

„ნატოში გაწევრიანება გვესმის არა როგორც სტრატეგიული მოთმინება, არამედ როგორც სტრატეგიული მზადყოფნა“

8 years ago

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026

პარლამენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისმიტროპოლიტი შიო III მივიდა. პატრიარქი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას...

მეტის ნახვაDetails
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა 06/26/2026
  • ვრცელდება პატრიარქის მიმართვა 06/26/2026
  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by