• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, February 1, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

არიან თუ არა მზად მეწარმეები ევროპის ბაზარზე გასასვლელად?!

12 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი
A A
არიან თუ არა მზად მეწარმეები ევროპის ბაზარზე გასასვლელად?!
8
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

 123საქართველო სრულიად ახალი გამოწვევებისა და რეალობის წინაშე დგას. ჩვენმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას და ამით საკუთარ თავზე დიდი პასუხისმგებლობა აიღო. ეს პასუხისმგებლობა არის ერთი დიდი ჯაჭვი, რომელიც მრავალი რგოლისგან შედგება. ყველა რგოლი უნდა იყოს მჭიდროდ შეკრული და გამართული, რადგან ერთი მათგანის დაკარვითაც კი ჯაჭვი გაწყდება. გვაქვს მოცემული ვადა, რომელშიც ჩვენ უნდა მოვაწესრიგოთ და აღმოფხვრათ უამრავი პრობლემა. ევროკავშირისაგან გარკვეული გამოწვევა მივიღეთ და ამ გამოწვევას ღირსეულად უნდა ვუპასუხოთ, დავაკმაყოფილოთ ის მოთხოვნები რასაც გვიყენებს. არსებობს უამრავი სფერო, რომელმაც გამართულად უნდა იმუშაოს და უნდა იყოს ევროპული სტანდარტების. უმთავრესი გამოწვევა კი – ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაა  (DCFTA). თავისუფალი ვაჭრობა ობიექტურად არის გამოწვევა ქართული ბიზნესისათვის, აწარმოონ და გაყიდონ პროდუქცია მსოფლიოს ერთ –ერთ ყველაზე დიდ, ყველაზე სტაბილურ და ყველაზე მაღალი მსყიდველობითი უნარით გამორჩეულ ბაზარზე.  „თბილისი თაიმსი“ დაინტერესდა, არიან თუ არა მზად, მეწარმეები ევროპის ბაზარზე გასასვლელად,რა სირთულეები ესახებათ და რაში ხედავენ გამოსავალს.

200903043109

ფარმაცევტული კომპანია“PSP”:

„ჩვენი კომპანია ყველანაერი თვალსაზრისით მზად არის ევროპის ბაზარზე გასასვლელად. მთავარი მოთხოვნა რაც იყო წამლის ხარისხი მას ჩვენ ვაკმაყოფილებთ. ასე, რომ ჩვენ არანაერი სირთულე არ გვაქვს. რეგისტრაციის პროცესი ცოტა დროში გაიწელა ვიმედოვნებთ,  ჩვენი პროდუქცია მალე გავა ევროპის ბაზარზე და ევროპელები გაიგებენ, რომ საქართველოში წარმოებული წამლები შეესამამება ევროპის სტანდარტებს.“

download (1) ფარმაცევტული კომპანია “ავერსი”:

„ჩვენი კომპანია მზად არის ევროპის ბაზარზე გასასვლლად და აკმაყოფილებს ყველანაირ მოთხოვნას.  ხელის შემშლელი ფაქტორები არის ის, რომ ევროპულ ბაზარზე შესვლა ძალიან დიდ ხარჯებთან და ხანგრძლივ პროცედურებთან არის დაკავშირებული. სხვა სირთულეებს ვერ ვხედავთ.“

1229427808_logo_300_174

ღვინის მწარმოებელი კომპანია “თელავის მარანი”:

„ჩვენ ევროპის ბაზარზე აქმდეც შეგვქონდა პროდუქცია, ასე, რომ  გარკვეული გამოცდილება უკვე გვაქვს. რა თქმა უნდა, ველოდებით უკეთეს შედეგებს, თუმცა ვთვლით, რომ ეს იქნება ხანგრძლივი და რთული პოროცესი, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ განვითარებას ჰპოვებს. ჩვენი პროდუქციის ხარისხი აკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს, რადგან როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ევროპულ ბაზარზე უკვე გავდივართ. არსებობს გარკვეული მოთხოვნები რომლის დაუკაყოფილებლობის შემთხვევაში ერთი ღვინოც კი ვერ მოხვდება ევროპის ბაზარზე. სირთულე არის ის, რომ ცნობადობა ჩვენი პროდუქციის და ზოგადად ქართული პროდუქციის დაბალია, ასევე პროდუქციის მრავალფეროვნება, რადგან საკმაოდ კონკურენტული გარემოა. ევროპის ბაზარზე გასასვლელად მხოლოდ პარაფირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა არ კმარა, კონსტიტუციაშიც უნდა შევიდეს გარკვეული ცვლილებები. სახელმწიფოს დახმარება კი ამ ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანია.“ 

preview ღვინის მწარმოებელი კომპანია “თელიანი ველი”:

„ჩვენ უკვე 4 წელია გაგვაქვს  ღვინო ევროკავშირის ქვეყნებში და მომავალში ვაპირებთ საექსპორტო ბაზრის არეალის გაფართოვებას. ჩვენთვის ევროპული საბაზრო სტანდარტები ნაცნობი და მისაღებია, ასევე ამ სტანდარტებით მუშაობა ჩვენი მფლობელების პირდაპირი მოთხოვნაა. ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდება ევროკავშირის ქვეყნებში ქართული ღვინის ფასი, რაც მას კონკურენტუნარიანს გახდის და შესაბამისად მოთხოვნაც გაიზრდება.“

3210b9b12e35 რძის ნაწარმის  მწაროებელი კომპანია “სოფლის ნობათი”:

„ჩვენი კომპანია ნამდვილად არის მზად ევროპის ბაზარზე გასასვლელად, ამ გადმოსახედიდან ვერანაერ პრობლემას ვერ ვხედავთ. ვაკმაყოფილებთ ყველა სტანდარტს რაც ევროპის ბაზარზე გასასვლელადაა საჭირო. ჯერჯერობით კიდევ მიმდინარეობს გარკვეული მოლაპარაკებები, ამიტომ დაველოდებით შდგებს.“

download რძის ნაწარმის მწარმოებელი კომპანია  “ჯორჯიან ეკო”:

„ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმება მისასალმებელია. ჩვენი კომპანია „ჯორჯიან ეკო“ სიახლეებისთვის ყოველთვის მზადაა და პროდუქციას ყველა იმ მოთხოვნების გათვალისწინებით აწარმოებს, რომელსაც ევროკავშირი ასოცირების წევრ ქვეყნებს უყენებს. კომპანიაში 2007 წლიდან  სურსათის უვნებლობის მართვის ევროპული სტანდარტი – ISO  22 000 არის დანერგილი. დღეისთვის „”ჯორჯიან ეკო”“ ძირითადად  ქართულ ბაზარზეა ორიენტირებული და ქვეყნის მოსახლეობას ევროპული სტანდარტებით დამზადებულ, მაღალი ხარისხის მრავალფეროვან რძის პროდუქციას სთავაზობს.“

 

sante-250x161რძის ნაწარმის მწარმოებელი კომპანია “სანტე”:

 

“სანტე იყო პირველი კომპანია ამიერკავკასიაში,რომელმაც მიიღო haccp და iso 9001 სერტიფიკატები, შესაბამისად მრავალი წელია ვაკმაყოფილებთ ევროპულ სტანდარტებს. თუმცა, ამ ეტაპზე არ ვფიქრობთ ევროპულ ბაზარზე გასვლას. ჯერ კიდევ ასათვისებელია ქართული ბაზარი და ამასთანავე, საქართველოში არსებული ნედლეული არ არის საკმარისი ევროპული ბაზრის მოსამარაგებლად. პირველ რიგში, ადგილობრივი ბაზარი უნდა დაკმაყოფილდეს. ვაკმაყოფილებთ ევროკავშირის მიერ დაწესებულ ყველა სტანდარტს. პერიოდულად ტარდება რევიზია და კომპანიის ხარისხი მუდმივად კონტროლის ქვეშაა. ადგილობრივ ბაზარზე არ არის იმდენი ნატურალური ნედლეული, რომ საკმარისი იყოს ევროპული ბაზრის მომარაგებისთვის.

 

baramboშოკოლადისა და ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია “ბარამბო”:

„ბარამბო ყველანაერად მზარ არის, რომ ჩვენი პროდუქტი მოხდებს ევროპულ ბაზრზე, რადგან ევროპული სტანდარტის შესაბამისი საწარმო გვაქვს, როგორც ტექნიკური აღჭურვილობით, ასევე პროდუქციის ხარიცხით. ვართ ასევე ISO სერთიფიკატის მფლობებლებიც. თუ სახელმწიფოს  მხრიდან ხელშეწყობა ექნებათ ისეთ კომპანიებს, რომლებიც ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებენ და ექსპორტზე ისეთ პირობებს დაგვიწესებენ, რომ ადვილად გავიდეთ ევროპულ ბაზარზე, ვერანაერ სირთულეს ვერ ვხედავთ.”

 

შპს-მეთაფლია-გთავაზობთ-120-დასახელებისა-და-სახეობის-მეფუტკრეობის-პროდუქტებს-GEO338080-688705თაფლის მწარმოებელი კომპანია “მეთაფლია”:

„ჩვენ აქამდე ევროპის ბაზრზე არ გაგქვქონდა პროდუქტი. ახლა რაც შეეხება გატანას, ჩვენი წარმოებული პროდუქტი ჯერჯერობით საქართველოს ბაზარსაც არ ყოფნის ამიტომ ამ ეტაპზე გატანას არ ვგეგმავთ.“

download (2)  რესტორანი “ბეღელი”

„ჩვენ პროდუქცია მცირე რაოდენობთ აქმდეც შეგვქონდა ევროპულ ბაზარზე და ახლა ალბათ ეს რაოდენობა გაიზრდება. ეს ყველაფერი დამოკიდებულია არამარტო ასოცირების ხელშეკრულებაზე. მხოლოდ ეს ერთი ფაქტორი არ წყვეტს საქონლის ევროპულ ბაზარზე გატანას, ამისათვის შიდა მზაობაც  საჭიროა. სირთულეს კი წარმოადგენს პროდუქციის თვითღირებულება და  დამხმარე მასალების მაღალი ფასი. იმ მოთხონების დაკმაყოფილება კი რასაც ევროპული ბაზარი აყენებს შესაძლებელია. ჯერჯეობით კი ყველაზე დიდი სირთულე შეიძლება იყოს ის რომ, დაინტერესება არის დიდი რაოდენობის პროდუქციის შეტანაზე, დიდი რაოდენობის პროდუქციის შეტანა კი ამ ეტაპზე ჩვენთვის ძალიან რთულია.“

09.07.14

ანო მუქათარიძე    

fb-share-icon
Tweet
Share3Tweet2

ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 
ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 

02/16/2022
“ექსპერიმენტორიუმი” –  ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში
ახალი ამბები

“ექსპერიმენტორიუმი” – ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში

01/28/2022
სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე
ახალი ამბები

სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე

01/19/2022
„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება

01/14/2022
მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი
ახალი ამბები

მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი

12/11/2021
ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია
ახალი ამბები

ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია

11/16/2021

კალენდარი

February 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« Jan    

სიახლეები

  • იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება 01/30/2026
  • „19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა 01/30/2026
  • ორი დაღუპული და ერთი დაშავებული – უმძიმესი ავარია თბილისი-კახეთის ავტობანზე 01/30/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In