• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, May 24, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ქართველ ემიგრანტთა რაოდენობის პროცენტული მაჩვენებელი არ არსებობს

11 years ago
in მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
ქართველ ემიგრანტთა რაოდენობის პროცენტული მაჩვენებელი არ არსებობს
6
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

თანამედროვე გლობალიზაციის ეპოქაში, როდესაც საზღვრები ფართოდ არის გახსნილი, თანდათან იზრდება ემიგრანტთა რიცხვი. ზოგადად შრომითი მიგრაცია ის პრობლემაა, რომელიც საქართველოს გასული საუკუნის 90-იან  წლებში მოპოვებული დამოუკიდებლობის პირველივე წლებიდან აქტიური თანმდევია.

დღეს ხშირად საუბრობენ, რომ რეალურად ქვეყნიდან გამსვლელთა რაოდენობა ბევრად აჭარბებს უკან დაბრუნებულების რიცხვს.

11647380_915898391796713_1922887306_n

ალბათ თითოელ ჩვენგანს ჰყავს ერთი ნათესავი მაინც, რომელიც დღეს ემიგრაციაში იმყოფება და საქართველოში დაბრუნებაზე ოცნებობს, თუმცა ხშირად ეს ოცნებადვე რჩება და  შეუცნობელი ხდება ის ძალა, რომელიც ადამიანს აიძულებს სამშობლო და ოჯახი სამუდამოდ თუ არა, ხანგრძლივი დროით მაინც დატოვოს   და უცხო ქვეყანაში, უცხო გარემოსა და ხალხში ადვილად ადაპტირდეს და უბრალოდ არსებობა გაუდვილდეს.  ალბათ ეს ფიზიკური თვითგადარჩენისა და ოჯახის გადარჩენის მუხტი და ძალაა, რადგან ყველა დამეთანხმებით, რომ უზარმაზარი ნებისყოფა და გამძლეობა სჭირდება იმას, რომ დატოვო შვილი, ოჯახი, ქვეყანა და „გადაიხვეწო“ სრულიად უცხო გარემოში.  ეს ერთგვარი  რისკია, რადგან  შრომითი  მიგრაცია  ხშირად არალეგალური ხასიათისაა და დაკავშირებულია უცხოეთში უკიდურეს დისკრიმინაციულ დასაქმებასა და ყოფასთან.

ზოგადად უმუშევრობა, რომელიც საქართველოში  დღემდე სოციალურად ყველაზე მნიშვნელოვან და  გადაუჭრელ პრობლემად რჩება, პირდაპირ  აისახება ემიგრანტთა რიცხვაზე, შესაბამისად შრომითი მიგრაციის ძირითადი მიზეზიც სწორედ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ამ აქტუალური პრობლემის კვალდაკვალ საინტერესოა, რა პოლიტიკა აქვს დღეს სახელმწიფოს ემიგრაციასთან მიმართებაში და  კონკრეტულად, რას აკეთებს ქვეყანა მოსახლეობის გადინების შესაჩერებლად, ასევე საინტერესოა, რამდენია  დღეს საქართველოში მიგრაციის პროცენტული მაჩვენებელი. ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე „თბილისი თაიმსი“, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელს, გიორგი ბუნტურს ესაუბრა.

11212463_915898385130047_1758974712_n

რა გამოწვევების წინაშე დგას  დღეს სახელმწიფო მიგრაციის მართვის თვალსაზრისით?

 – ზოგადად მიგრაცია და კერძოდ შრომითი მიგრაცია თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა. გამონაკლისი რა თქმა უნდა არც საქართველოა და იგი საქართველოს მოსახლეობისა და ხელისუფლებისათვის ერთ-ერთ ძირითად აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. ბოლო 25 წლის მანძილზე იცვლებოდა მისი მასშტაბი, ინტენსივობა და მიმართულებები, თუმცა უცვლელია განმაპირობებელი ფაქტორები, ხასიათი, მასთან დაკავშირებული შედეგები და რისკები.

როგორია  სახელმწიფო პოლიტიკა  ემიგრაციასთან მიმართებაში და რას აკეთებს ქვეყანა მოსახელობის გადინების შესაჩერებლად?

– საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის მიერ მომზადდა კანონპროექტი „შრომითი მიგრაციის შესახებ“, სადაც გათვალისწინებულია შრომითი მიგრაციის რეგულირებისათვის მინიმალურად აუცილებელი ნორმები. შრომითი მიგრაციის რეგულირება და დაცული შრომის ბაზარი კი ქვეყანაში უმუშევრობის შემცირების ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა.

სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს ქვეყნის ადამიანური რესურსების განვითარებას არა მარტო ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო შრომის ბაზრების მოთხოვნების შესაბამისად. სისტემატურად უნდა ხდებოდეს პოტენციური პარტნიორი სახელმწიფოების შრომის ბაზარზე არსებული სიტუაციისა და მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი. ეს შექმნის წინაპირობებს ევროკავშირთან და სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობისათვის (ორმხრივი ხელშეკრულებები) სამუშაო ძალის ლეგალურად გაცვლისა და დროებითი შრომითი მიგრაციის სფეროში. ამ სფეროში დასაქმების კერძო სექტორის როლიც ასევე მნიშვნელოვანია.

რა არის საქართველოში შრომითი მიგრაციის ძირითადი მიზეზი?

– საქართველო შრომითი მიგრაციის თვალსაზრისით ემიგრაციული ხასიათის ქვეყანაა. საქართველოდან შრომითი ემიგრაცია ძირითადად სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის მიზეზებით (უმუშევრობა, დასაქმებიდან მიღებული შემოსავლების სიმცირე) არის განპირობებული. საქართველოში შრომითი ემიგრანტების ფულადი და სხვა სახის გზავნილები ხშირ შემთხვევაში აქ მყოფი მათი ოჯახის წევრებისთვის არსებობისა და თვითგარადჩენისათვის ერთადერთი საშუალებაა, რომ არა ეს ფულადი გზავნილები, საქართველოში მოსახლეობის სიღარიბის დონე არსებულზე ბევრად მაღალი იქნებოდა. ასეთი გზავნელების ზუსტი ციფრი უცნობია, თუმცა მსოფლიო ბანკის კვლევაზე დაყრდნობით, ქვეყანაში ყოველწლიურად მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტი ფულადი გზავნილი შემოდის და მათგან, სავარაუდოდ, სწორედ ყველაზე დიდ ნაწილს შრომითი მიგრანტების გზავნილები შეადგენს.

11349105_915898405130045_1519556802_n

ზოგადად მიგრაცია, სამართლებრივი სტატუსის მიხედვით, შეიძლება იყოს არალეგალური და ლეგალური. საინტერესოა ეხმარება თუ არა საქართელო საზღვარგარეთ მყოფ არალეგალებს და როგორ?

– საზღვარგარეთ მყოფი არალეგალების დახმარების ყველაზე ეფექტური საშალება მათი ლეგალურ ჭრილში გადაყვანაა,  ანუ მათი უცხო ქვეყანაში ლეგალურად ყოფნისა და დასაქმების შესაძლებლობების შექმნა. ამ მიმართულებით საქართელოს მთავრობა აქტიურად მუშაობს სხვადასხვა ქვეყნებთან ცირკულარული მიგრაციის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებების გასაფორმებლად, რაც ხელს შეუწყობს ქართველ ემიგრანტებს უცხო ქვეყანაში ლეგალურად დასაქმებაში.

როგორც უკვე აღვნიშნე, შრომითი მიგრაცია პირდაპირ უკავშირდება არალეგალურ მიგრაციას და, შესაბამისად ტრეფიკინგს. რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ   ტრეფიკინგის რისკი მინიმუმამდე დავიდეს?

– შრომითი მიგრაცია არ შეიძლება პირდაპირ დავაკავშიროთ არალეგალურ მიგრაციასთან, ვინაიდან მიგრაცია საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში ატარებს როგორც ლეგალურ, ისე არალეგალურ ხასიათს. რაც შეეხება არალეგალურ მიგრაციას და მასთან დაკავშირებულ ტრეფიკინგის რისკებს, ამ პრობლემის გადაჭრის მთავარი საშუალება სწორედ მიგრაციული პროცესების რეგულირება და ქვეყანათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებაა.

მიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების უმეტესობისთის სამშობლოში დამკვიდრება მარტივი პროცესი არ არის და ხშირად პრობლემას წარმოადგენს. რას სთავაზობთ მათ სოციალური რეინტეგრაციის მიზნით?

– ქვეყანაში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაცია რა თქმა უნდა არ არის მარტივი პროცესი, თუმცა ამ მიმართულებით საქართველოს სხვადასხვა სამინისტროები ახორიელებენ სარეინტეგრაციო პროგრამებს, რათა მაქსიმალურად ხელი შეუწყონ მათ რეინტეგრაციის პროცესში.

რა არის ძირითადი მიზეზი იმისა, რომ ქართველი ემიგრანტების უმეტესობა ქალია?

– ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ემიგრანტების უმეტესობა ქალია არ არის მართებული. მიუხედავად იმისა, რომ ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს, სხვადასხვა კველევებზე დაყრდნობით ემიგრანტების უმეტესი ნაწილი მამაკაცები არიან.

როგორ ხედავთ ამ პრობლემების მოგვარების გზებს?

– მიგრაციის და კერძოდ შრომითი მიგრაციის რეგულირება და დაცული შრომის ბაზარი, ქვეყანაში ინვესტიციების გაზრდა, ადამიანური რესურსის განვითარება და ა.შ.

ყოველივე ზემოთხსენებული არის ამ პრობლემების მოგვარების საშუალებები და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი დადებითად აისახება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

11541192_915898358463383_117021182_n„თბილისი თაიმსი“ ასევე დაინტერესდა სტატისტიკით, კონკრეტულად სად ფიქსირდება ყველაზე მეტი ქართველი ემიგრანტი  და ზოგადად, ოფიციალური მონაცემებით, რამდენი ქართველია დღეს ემიგრანტი? რაც არ უნდა გასაკვირი იყოს აღმოჩნდა, რომ არ არსებობს ამის შესახებ ოფიციალური მონაცემები, ხოლო შემდეგ  კითხვაზე , თუ რა პირობებში ცხოვრობენ ქართველი ემიგრანტები  და კონკრეტულად  რა პრობლემების წინაშე დგანან  ისინი, გიორგი ბუნტურმა გვიპასუხა, რომ ინფორმაცია ემიგრანტების უცხო ქვეყანაში ყოფნის პერიოდში მათ საცხოვრებელ პირობებსა და პრობლემებზე ინფორმაცია ხელმისაწვდომი მხოლოდ მათი ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ ხდება.

“თბილისი თაიმსი“  ასევე საუბრა რამდენიმე ემიგრანტს და შეეცადა იმის გარკვევას, აქვთ თუ არა მათ რაიმე  სახის მხარდაჭერა საქართველოდან და ზოგადად აპირებენ თუ არა დაბრუნებას სამშობლოში.

„მე უკვე ოთხი წელია, რაც იზმირში ვცხოვრობ. გაჭირვების გულისთვის მყავს ორი შვილი და სამი შვილიშვილი  საქართველოში დატოვებული, ასევე პირველი ჯგუფის ინვალიდი ქმარი,  რომელიც 31 წელია შრომის უუნაროა. აქ საბედნიეროდ არ მაქვს პრობლემები, რადგან კარგ ოჯახში ვმუშაობ, მოხუცს ვუვლი, თუმცა საქართველოსგან მეც და ყველა ემიგრანტი ვითხოვთ დახმარებას, კერძოდ დასაქმებას. დღესვე წამოვიდოდი რამე სამსახური რომ მქონდეს“ – მარინე ირემაშვილი

„2002 წლიდან  ირლანდიაში ვცხოვრობ, დუბლინში. იმ დროს, როცა მე საქართველოდან  წამოვედი მიზეზი მხოლოდ ერთი იყო – უმუშევრობა. დაბრუნებაზე სულ ვფიქრობ, მაგრამ არ გამოდის. აქ ვმუშაობ როგორც უმეტესობა, მოუგვარებელი პრობლემები თითქმის არ გხვდება, რადგან აქ მყოფი ქართველები ერთმანეთს ვეხმარებით. საქართველოსგან დახმარება პირადად არ დამჭირვებია,მაგრამ  კარგი იქნება თუ ჩვენს შვილებს დაეხმარებიან” – გიორგი

„მე ტოლვილი ვარ სენაკიდან და  უკვე რვა წელია რაც  ემიგრანტი ვარ, რადგან როდესაც რუსეთში შეწყდა ჩვენი სიარული დავრჩით შემოსავლის გარეშე. აქ ძიძად ვმუშობ. საქართველოდ სამწუხაროდ არანაირი მხარდაჭერა არ მაქვს, მათ საერთოდ არ აინტერესებთ ჩვენი ბედი, ამ დროს კი სამშობლოში დაბრუნებაზე ვოცნებობ და ვლოცულობ“ – თამუნა წულაია

ესაუბრა

ლაკო ბიტ-ბაბიკოვი

 

 

 

 

Share2Tweet2

ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა
ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა

05/23/2026
ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

05/23/2026
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა
ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

05/22/2026
„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე
ახალი ამბები

„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

05/22/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
„ეს არის ჩემი ყველაზე საშინელი კოშმარი… ჩემს მოსწავლეებს უკანასკნელ გზაზე ვაცილებ“ – რას წერს საზარელი ავარიისას დაღუპული ახალგაზრდების მასწავლებელი
ახალი ამბები

„ეს არის ჩემი ყველაზე საშინელი კოშმარი… ჩემს მოსწავლეებს უკანასკნელ გზაზე ვაცილებ“ – რას წერს საზარელი ავარიისას დაღუპული ახალგაზრდების მასწავლებელი

05/22/2026

საინტერესო

ღარიბაშვილი: ქვეყანას დავამშვიდებთ და შემდეგ დავიწყებთ მოსახლეობაზე ზრუნვას

ღარიბაშვილი: ქვეყანას დავამშვიდებთ და შემდეგ დავიწყებთ მოსახლეობაზე ზრუნვას

5 years ago
საქართველო ინტერნეტმმართველობის მასშტაბურ ფორუმს GeoIGF Tbilisi 2016-ს მასპინძლობს

ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები მესამე კვარტალში 13%-მდე გაიზარდა

8 years ago
,,პოზიტიური ამბებიც ხდება“

თბილისის მიკროავტობუსი: „25-26 გრადუს ტემპერატურაზე მძღოლი ვალდებულია ჩართოს კონდინციონერი„

10 years ago
ბათუმის პორტთან რუსების საწინააღმდეგო აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს

ბათუმის პორტთან რუსების საწინააღმდეგო აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს

3 years ago

ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა
ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა

05/23/2026

მომღერალმა ჯესი ჯეიმ განაცხადა, რომ კიბო დაამარცხა.  38 წლის მომღერალმა ეს ამბავი Instagram-ზე გააზიარა მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში ყოველწლიურ შემოწმებაზე...

Read moreDetails
ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

05/23/2026
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

05/22/2026
„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

05/22/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა 05/23/2026
  • ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა 05/23/2026
  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა 05/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by