• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ჩვენ – თეორეტიკოსი ჟურნალისტები და არამხოლოდ ჟურნალისტები

10 years ago
კატეგორია: მკითხველის ბლოგი
A A
ჩვენ – თეორეტიკოსი ჟურნალისტები და არამხოლოდ ჟურნალისტები
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

swavleჩვენ სტუდენტები ვართ. ვაბარებთ უნივერსიტეტში, ვირჩევთ პროფესიას, რომელსაც, ვფიქრობთ, რომ მთელი ცხოვრება უნდა ვემსახუროთ და მომავლის იმედით შევესევით ხოლმე სალექციო კურსებს.

მე ჟურნალისტი ვარ მანამ, სანამ ვინმე მეტყვის, რა დროს შენი ჟურნალისტობაა, ჯერ მესამე კურსზე ხარო და მართალი აღმოჩნდება. თსუ-ში ჟურნალისტებიც არიან (ჩემი არ იყოს), პოლიტოლოგებიც, ფსიქოლოგებიც და  სხვა პროფესიის წარმომადგენლებიც.  რომელიმე მუშაობს მისი პროფესიით?  თუკი ვინმეა ისეთი, რომელმაც უნივერსიტეტში მიღებული თეორიული განათლებით დაიწყო მისი საქმის კეთება, ღმერთმა ხელი მოუმართოს, მაგრამ, არმგონია, ბევრი იყოს ასეთი.

ყველა საქმეს რომ პრაქტიკა სჭირდება და „საუკეთესო თეორია რომ პრაქტიკაა“, ეს გაგვიგია, მაგრამ ყველაზე მწარედ მაშინ იგრძნობა, როცა თავად აღმოჩნდები ამ სიმართლის წინაშე. ჰოდა, სანამ ამ მწარე რეალობის პირისპირ დავდგებით, მოვდივართ უნივერსიტეტში გაბრწყინებული თვალებით, იდეებით, აქაო და ქართულ ან, მით უმეტეს, მსოფლიო ჟურნალისტიკაში გადატრიალება უნდა მოვახდინოო, ვირჩევთ საგნებს და ვსხდებით აუდიტორიებში. შემდეგ რა ხდება?!  იწყება ნანატრი სალექციო საათები და თვეების მერე ასე ნანატრადვე მთავრდება. ჟურნალისტები ვსწავლობთ ამერიკული ჟურნალისტიკის მაგალითებს, ე.წ. „საოცნებო ჟურნალისტიკას“, თუ რა უპასუხა დაფ როგანმა ფილიპ რუბინსს ჟურნალისტიკის არსის თაობაზე, თუ რამდენ პუნქტად იყოფა, გერმანელების აზრით, ჟურნალისტიკა და ვინ პულიცერის პრემია აიღო, ვინ- ქრთამი.   ამ დროს ჩვენც ვიბადრებით, სმენისას ლექტორს თავს ვუქნევთ და საკუთარ თავში დარწმუნებულები ალმაცერად ვიღიმით, სანამ რეალობას შევასკდებით და ეს ღიმილი სახეზე შეგვახმება.

მერე ამერიკული ჟურნალისტიკით განებივრებულნი, ქართულ ჟურნალისტიკასა და მისი წარმომადგენელების უმრავლესობას ლამის მაგიდაზე დარტყმული მუშტებით ვაკრიტიკებთ, ვლანძღავთ(ოღონდ პიროვნულად არავის ვეხებით) და ვქირქილებთ- „როდის უნდა ეშველოს ქართულ ჟურნალისტიკას?!, ჰმ…“. დგას ჩემნაირი, კრიტიკის უნარით სავსე გენიოსი, რომელმაც უკვე „იცის“, რა არის ჟურნალისტიკა და ამბობს-„ ვაიმე, ღმერთო ჩემო, რა არაპროFესიონალიზმია, ელემენტარული ეთიკა არ გააჩნიათ ამ ქართველ ჟურნალისტებს“.

ჩვენ, ჟურნალისტები, რომლებიც ვამაყობთ, რომ უკვე 3 წელია, ტელევიზორს აღარ ვუყურებთ და თუ ჩავრთავთ, მხოლოდ „ენიმალ პლანეტს“ და დისქავერის“,  ჩვენ, ჟურნალისტები, რომლებიც ეთიკას უნივერსიტეტში ვსწავლობთ და ჩვენ, ჟურნალისტები, რომლებმაც ჟურნალისტიკის არსი მხოლოდ საკუთარი ბლოგებისა და გელას ქსეროქების მიხედვით ვიცით, რა თქმა უნდა, ვერ  დავემსგავსებით „რუსთავიორელებს“ და არ მოგვეწონება ისინი.  თანაც, ჩვენ ხომ ვიცით, რა არის ჟურნალისტიკა…

მე ან ვიღაც ჩემნაირი ისევ დგას და ტელევიზორით ნანახი გუშინდელი დაწუნებული გადაცემიდან ან წაკითხული სტატიიდან გამოდინარე ამბობს: „აი, მე მოვალ და…“

… და რა? სად მივდივართ, ნეტავ, ვიცოდეთ… აი, სწორედ მაშინ რჩება ნანატრი ლექციები ისევ ნანატრად და ნასწავლი ჟურნალისტიკის თეორიები- საოცნებოდ. მაშინ, როდესაც ჩვენს საქმეში რეალური ნაბიჯების გადადგმა გვიწევს. ჟურნალისტიკა არ არის თეორია და მით უმეტეს- ის, რაც ჩვენ გვგონია ხოლმე სალექციო კურსის გავლის შემდეგ. ჟურნალისტიკა პრაქტიკაა და როდესაც მუშაობის დაწყებას დავაპირებთ, მერე აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ არც შენი გერმანული პუნქტები სჭირდება ვინმეს, არც პულიცერის პრემიის ამღების ბიოგრაფიის ცოდნა და არც მორგანისა და რუბინსის დიალოგის არსი. მივალთ იქ, სადაც უნდა ვიმუშაოთ, შევაბიჯებთ რეალურ ჟურნალისტიკაში და უბრალოდ, ვერაფერს გავაკეთებთ, რადგან არასდროს გვისწავლია რეალური ჟურნალისტიკა. ჩვენი საოცნებო თეორიები კი, შეგვიძლია, ისევ ხელმეორედ ჩავაბაროთ ჩვენს ლექტორებს, თუკი ეცალათ და ამ გაუგებარი სურვილის დასაკმაყოფილებლად დრო გამოგვინახეს.

უნივერსიტეტში ნასწავლი თეორიები, ძირითადად, ზოგადი განათლება უფროა ვიდრე რაიმე რეალური და ჩვენ, თეორეტიკოსი ჟურნალისტები, სინამდვილეში, ბევრს ვერაფერს ვსწავლობთ. მით უმეტეს- ჟურნალისტიკას, რომელიც დღეს ვერაფრის დიდებით ვერ ისწავლება უნივერსიტეტში. აი, სწორედ ამ დროს შეგვახმება სახეზე ის ალმაცერი ღიმილი. სწორედ მაშინ, როდესაც შევაბიჯებთ იმ სამყაროში, რომლის შესახებ თურმე არაფერიც არ გვცოდნია. შეიძლება, მერე ისიც ვიფიქროთ, ჟურნალისტიკაზე რატომ ჩავაბარე, პოლიტიკა მაინც გამევლო, პოლიტიკურ თეორიებში მაინც გავერკვეოდი და ჟურნალისტიკა უფრო გამიადვილდებოდაო.  ფსიქოლოგია მესწავლა, ადამიანის გამოცნობის თეორიულ შანსს მაინც დავიტოვებდიო, ან ეკონიმკაზე, ან, საერთოდაც, ბიზნესის მართვასა და ადმინისტრირებაზე დაგვწყდეს გული.

ძვირფასო სახელმწიფო უნივერსიტეტო, ნუ გადაგვაყრევინებ ფულს იმ ლიტერატურაში, რომელსაც, სურვილის შემთხვევაში, შეგვიძლია, სახლებშიც გავეცნოთ. მოგვეცი მეტი პრაქტიკა ნაცვლად გელას ქსეროქსებისა, თუკი ეს შეგძლია! სხვა თუ არაფერი, იმას მაინც მივხდებით, გვინდა თუ არა იმის კეთება, რასაც ვაპირებთ.

ბექა ღიბრაძე

 

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

“პირველი დაბადების დღე უთქვენოდ… აუტანელია ეს ყველაფერი…“ – ბაღდათში სტიქიის შედეგად დაღუპულ ტყუპ დებს დღეს 15 წელი შეუსრულდებოდათ
ახალი ამბები

“პირველი დაბადების დღე უთქვენოდ… აუტანელია ეს ყველაფერი…“ – ბაღდათში სტიქიის შედეგად დაღუპულ ტყუპ დებს დღეს 15 წელი შეუსრულდებოდათ

04/27/2024
გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში პირველკლასელს ტანსაცმელი გახადეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს
ახალი ამბები

დაპირისპირება პირველკლასელებს შორის | რას ამბობენ ბათუმის სკოლაში მშობლის მიერ გავრცელებულ მძიმე ინფორმაციაზე?

02/27/2024
საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები საქართველოში საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ
ახალი ამბები

საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები საქართველოში საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ

11/29/2023
ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა
ახალი ამბები

ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა

11/10/2023
“ბავშვს ყოველთვის უნდა ვუთხრათ, რომ გვიყვარს, მაშინაც კი როცა გვაბრაზებს” – ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილის რჩევები
ახალი ამბები

“ბავშვს ყოველთვის უნდა ვუთხრათ, რომ გვიყვარს, მაშინაც კი როცა გვაბრაზებს” – ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილის რჩევები

10/14/2023
ნილ არმსტრონგი – სული შემეკრა და ავტირდი
ახალი ამბები

ნილ არმსტრონგი – სული შემეკრა და ავტირდი

10/16/2023

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In