• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, May 21, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ამ პირობებში ქართულ ჰოკეის მომავალი არ აქვს“- საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრების კაპიტანი მიხეილ დავითაშვილი

10 years ago
in სპორტი
A A
„ამ პირობებში ქართულ ჰოკეის მომავალი არ აქვს“- საქართველოს ყინულის ჰოკეის  ნაკრების კაპიტანი მიხეილ დავითაშვილი
14
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოში ყოველდღიურდ უფრო დ უფრო მეტად ვითარდება სპორტის  სხვადასხვა სახეობები. ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია, რომლის უპირველესი დანიშნულებაა ერის გაჯანსაღება, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და საქართველოს სპორტსმენების ღირსეული გამოსვლა საერთაშორისო ასპარეზობებში. საქართველოში ბევრმა არ იცის, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავს ეროვნული ნაკრები ყინულის ჰოკეიში.

თუ რა პერიოდს მოიცავ ყინულის ჰოკეის არსებობს, რა სპორტული ისტორია გააჩნია, რა სამომავლო გეგმები აქვთ სპორტის  განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის, მათი პრობლემები რაში მდგომარეობს ამ და სხვა საკითხებზე „თბილისი თაიმსს“ ეროვნული ნაკრების კაპიტანი მიხეილ დავითაშვილი ესაუბრა.

14469319_1238289152869649_258586709_n-1რამდენი ხანია რაც საქართველოში არსებობს სპორტის ეს სახეობა, როდიდან მოღვაწეობთ თავად  სპორტის ამ სახეობაში?

– საქართველოში ყინულის ჰოკეი უკვე დიდი ხანია არსებობს. ამჟამად მიმდინარეობს ყინულის ჰოკეის განვითარების მე–3 ეტაპი საქართველოში, მე–2 ეტაპი შეწყდა 1987 წელს გარკვეული მიზეზების გამო და 2004 წლამდე საქრთველოში ყინულის ჰოკეი არ არსებობდა. 2004 წელს ლაშა ცაგარეიშვილმა და დენის დავიდოვმა, რომლებიც წარსულში გახლდნენ ჰოკეისტები, შემოიკრიბეს ნაცნობები, ნათესავები, თანამოაზრეები და უბრალოდ ენთუზიაზმით სავსე ადამიანები, რამაც ბიძგი მისცა საქართველოში ყინულის ჰოკეის განვითარების მესამე და უმნიშვნელოვანეს ეტაპს. ამ სპორტის სახეობაში ვმოღვაწეობ 2004 წლიდან. ლაშა ცაგარეიშვილი გახლდათ ჩემი ბიძა. პირველად 2004 წელს ყინულის მოედანზე თბილისში, რომელიც არის სტანდარტული ზომის მესამედი, ვვარჯიშობდით ლაშა ცაგარეიშვილის შვილი გიორგი ცაგარეიშვილი, ლაშას მეუღლის დის შვილი ზურაბ სამადაშვილი, ჩემი ძმა ლუკა დავითაშვილი და მე. ჩვენი მწვრთნელები იყვნენ ლაშა და დენისი. თანდათან გაიზარდა, როგორც ბავშვების რაოდენობა ასევე მწვრთნელების რაოდენობაც.

ხდება თუ არა ჰოკეის პოპულარიზაცია საქართველოში და როგორ? რა რაოდენობის  სპორტსმენი გყავთ?

– სპორტის ამ სახეობის გამოჩენის დღიდანვე დიდი დაინტერესება იყო ჟურნალისტების მხრიდან. თბილისში სპორტის ეს სახეობა არის ფასიანი და, აქედან გამომდინარე, 200 მდე ბავშვი მისდევს ამ სპორტს (მოსახლეობასთან შედარებით ძალიან დაბალი მაჩვენებელია). ბაკურიანში 50–მდე ბავშვი ვარჯიშობს, ბაკურიანში არის სტანდარტული ზომის ღია მოედანი, რომელიც ბუნებრივ პირობებზეა დამოკიდებული და შესაბამისად ყინულის მოედანი ფუნქციონირებს მაშინ როცა ბაკურიანში არის ყინვა, წლის განმავლობაში ბაკურიანში ყინულის მოედნით სარგებლობენ 20-30 დღის განმავლობაში, იმის და მიხედვით თუ როგორი ამინდებია. ქუთაისში არის სტანდარტული ზომის მესამედი ყინულის მოედანი, პოპულარიზაციაში ჩართულია ქუთაისის მერია და სრულიად უფასოა ამ ქალაქში ყინულის ჰოკეი, რამაც შეკრიბა 200 ბავშვი და პირველად საქართველოში და სპორტის ამ სახეობაში ჩამოყალიბდა ქალთა გუნდი. ბათუმში არის სტანდარტული ზომის მოედანი რომელიც გამოიყენება სპეციალური აგრეგატით და შესაბამისად ,12 თვის განმავლობაში ფუქციონირებს ყინული. აქ დაახლოებით 200 ბავშვი ვარჯიშობს. ბათუმში სპორტის ეს სახეობა ნაწილობრივ დაფინანსებაზეა, ნაწილს აფინანსებს ბათუმის მერია და ნაწილს იხდიან თვითონ ბავშვები.

ხოკეი

რამდენად ჩართულია და თუ აქცევს ყურადღებას სპორტის საამინისტრო სპორტის ამ სახეობას? ფინანსები საიდან გაქვთ, ბიუჯეტი თუ არის გამოყოფილი?

– საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაცია ფინანსებს იღებს ორი წყაროსგან, ერთი არის საერთაშორისო ფედერაცია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობისთვის საქართველოს ფედერაციას, წელიწადში ერთხელ, უყოფს 15 000 აშშ დოლარს რითიც ფინანსდება საქართველოს ეროვნული ნაკრების ტრანსპორტირება მსოფლიო ჩემპიონატზე. სასტუმრო და ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირება ფინანსდება იმ ქვეყნის მიერ სადაც ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი. მეორე წყარო არის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს. სამინისტრო 2013 ან 2014 წლიდან ზუსტად ვერ გეტყვით, ერთჯერადი დახმარების სახით ფედერაციას წელიწადში 40 000 ლარს აძლევ, რითიც ფინანსდება ეროვნული ნაკრების შეკრება, ძირითადად ბათუმში, მსოფლიო ჩემპიონატში გამგზავრებამდე. ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც ამ სპორტის სახეობას სჭირდება. დანარჩენი საქართველოში ყინულის ჰოკეი არის თვითდაფინანსებაზე. როგორც უკვე აღვნიშნეთ საქართველოს ეროვნული ნაკრები მონაწილეობას იღებს ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მე–3 დივიზიონში სადაც საჭიროა საუკეთესო ხარისხის აღჭურვილობა, რათა თავიდან ავირიდოთ ტვარმები, საუკეთესო აღჭურვილობა ჯდება 2000 დოლარამდე რაც საქართველოს პირობებისთვის საკმაოდ ძვირია, ეროვნული ნაკრების მოთამაშეები თავად ყიდულობენ აღჭურვილობას, რაც შეიძლება 2–3 წელიწადში გაასახლებელი გახდეს. მაგალითად, ყვანჯი (ჰოკეს ჯოხი ქართულად) რომელიც ღირს 125-150 დოლარი შესაძლებელია ერთ თამაშშივე გატყდეს, ციგურა რომელიც ღირს 500-800 დოლარი შეიძლება ერთ თვეში გამოსაცვლელი გახდეს და ა.შ. ცალკეა საჯარო სექტორის მინიმალური დაინტერესება ამ სპორტის მიმართ და ცალკეა კერძო სექტორს სრული უინტერესობა. 2008 წელს თბილისში სპორტის სასახლის წინ გახსნილი იყო სტანდარტული ზომის მესამედი ყინულის მოედანი სწორედ ამ მოედანზე, საქართველოში პირველად ჩატარდა ყინულის ჰოკეის ჩემპიონატი სადაც მონაწილეობას იღებდა თბილისის 3 გუნდი და ბაკურიანის 1 გუნდი. 2008 წლიდან მოყოლებული საქართველოში რეგულარულად ტარდება ყინულის ჰოკეის ჩემპიონატი მაგრამ ბიზნეს სექტორიდან დაინტერესება არის ნული.

2014 წელს დავდექით ფაქტის წინაშე, რომ უსახსრობის გამო ვერ ვატარებდით ჩემპიონატის ერთ–ერთ ეტაპს, ჩამოვიარეთ საქართველოში უმსხვილესი ბიზნეს კომპანიები, შემდეგ გადავედით უკვე შედარებით პატარა კომპანიებზე, გვჭირდებოდა 720 ლარი რათა წავსულიყავით ბათუმში გვეთამაშა თამაში და წამოვსულიყავით უკან, სამწუხაროდ 720 კი არა 1 ლარიც ვერ ვიშოვეთ. სხვა გზა არ იყო ისევ მოთამაშეებმა აიღეს ხარჯები თავის თავზე და იხსნეს საქართველო ყინულის ჰოკეის ჩემპიონატი ჩაშლისგან.

574622_652273748139395_731404436_nრატომ უნდა მოიყვანოს მშობელმა ბავშვი ჰოკეიზე? რამდენად ჯანსაღი სპორტია?

– ყინულის ჰოკეი ერთ–ერთი ჯანსაღი სპორტია. ექიმები სპეციალურად უნიშნავენ გარკვეული სახის პაციენტებს ყინულის მოედანზე სიარულს რადგან ძალიან სასარგებლოა. მეორე მიზეზი, რის გამოც, შეიძლება მშობელმა  ბავშვი ჰოკეიზე მიიყვანოს არის ის, რომ  სპორტის ეს სახეობა ერგება ქართულ ხასიათს, ამ სპორტში არის ყველაფერი რაც მოგვწონს, გუნდურობა, ბრძოლისუნარიანობა, ჩხუბი (რაც ყინულის ჰოკეის განუყოფელი ნაწილია) და ა.შ.

ძალიან ცოტა ადაამიანმა იცის, ქართული ჰოკეის არსებობის შესახებ. თქვენი აზრით რა არის ამის მიზეზი?

– ჩემი აზრით, ამის მიზეზი არის სხვა სპორტების მიმართ მეტი სიყვარული. ხალხი იმდენად არის ჩართული ფეხბურთზე, კალათბურთსა და რაგბზე, რომ მეტი სპორტი არ აინტერესებთ. ასევე ყინულის ჰოკეის უპერსპექტივობა საქართველოში, რამდენადაც უპერსპექტივოა იმდენად არაპოპულარული. მაგრამ ბოლო 1 წლის მანძილზე საკმაო პოპულარობა მოიპოვა, რაც განპირობებულია ორი მიზეზით. პირველი არის ის, რომ 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მე–3 დივიზიონში დავიკავეთ მე–2 ადგილი და გავხდით ვერცხლის მედლის პრიზიორები. მეორე არის საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაციის ფეისბუქ გვერდი, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ამ სპორტზე უსაზღვროთ შეყვარებული ენთუზიასტი. ამ ადამიანმა სხვადასხვა საინფორმაციო წყაროების მეშვეობით კიდევ უფრო მეტ ადამიანს გააცნო სპორტის ეს სახეობა.

რას გვეტყვით თქვენს წარმატებებზე, რომელია ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ქართული ჰოკეის ისტორიაში?

– მე გახლავართ ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრების კაპიტანი დაარსების დღიდან. ჩემთვის ნებისმიერი მომენტი დასამახსოვრებელია სპორტის ამ სახეობაში, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც გამოვყოფდი 2008 წლის საქართველოს ყინულის ჰოკეის ჩემპიონატს (განვითარების მე–3 ეტაპის პირველი ჩემპიონატი) სადაც გუნდი რომელშიც მე ვთამაშობდი გახდა საქართველოს ჩემპიონი. ეროვნულ ნაკრებს წელს ძალიან შედეგიანი წელი ჰქონდა. 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მე–3 დივიზიონში დავიკავეთ მე–2 ადგილი და გავხდით ვერცხლის მედლის პრიზიორები.

პერსპექტივები და გეგმები – როგორ ხედავთ ქართული ჰოკეის მომავალს?

– გეგმები ყოველ წელს არის ერთი და იგივე, ჩავატაროთ ჩემპიონატი, მივიღოთ მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატზე, დავაინტერესოთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ამ სპორტით და შევიტანოთ ჩვენი წვლილი მის განვითარებაში.

სამწუხაროდ 2009 წლის 15 სექტემბერს თურქეთში მომხდარ საშინელ ავარიას ემსხვერპლა, ბიძაჩემი – ლაშა ცაგარეიშვილი, მისი მეუღლე თეა ბერძენიშვილი,  მწვრთნელი – დენის დავიდოვი, სომხეთის ყინულის ჰოკეის ფედერაციის პრეზიდენტი მისი მეუღლე და შვილი, ამ შემთხვევამ ძალიან შეაფერხა საქართველოში ყინულის ჰოკეის განვითარება.

2009 წლიდან 2012 წლამდე სრული უმოძრაობა იყო ამ სპორტის სახეობაში, ბევრმა დაანება თავი ვარჯიშს მომხდარის გამო, მაგრამ ბევრმა შევძელით მოგვეძებნა ჩვენს თავში ძალები და მათი დაწყებული საქმე გაგვეგრძელებინა. ამ პირობებში ქართულ ჰოკეის მომავალი არ აქვს, თუ არ იქნება დაფინანსება და შესაბამისი ყურადღება. მხოლოდ ენთუზიასმით სავსე ადამიანები დავრჩებით და სპორტის ეს სახეობა ნელ-ნელა დავიწყებას მიეცემა.

„თბილისი თაიმსი“ დაუკავშირდა სპორტის სამინისტროს, ჩვენ გვსურდა გაგვერკვია რა გეგმები აქვს სამინისტროს ყინულის ხოკეის განვითარების მიმართულებით:

სპორტის სამინისტრო„სპორტის სამინისტრო  მაქსიმალურად გვერდში უდგას თითოეული სპორტის სახეობას. ყინულის ჰოკეისათვის 2016 წელს გამოყოფილი იყო  40000 ლარი, ეს თანხა  მოხმარდა მათ მონაწილეობას ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონზე.  ეს ისეთი სპორტის სახეობაა, სადაც აღჭურვილობა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, მომავალ წლებში გათვალისწინებული იქნება მათი ბიუჯეტის გაზრდა. წლის ბოლოს, ყველა ფედერაცია წარმოადგენს წლის კალენდარს, სადაც არის გაწერილი  ტურნირები, შემდეგ ხდება ამის განხილვა და  შესაბამისი თანხების მოძიება.  სამინისტროში არის კომისია, რომელიც განიხილავს ფედერეციების წრმოდგენილ  ბიუჯეტებს  და  სწორედ ამის შემდეგ განისზღვრება   გაიზრდება თუ არა  დაფინანსება.  სამწუხაროდ, ყინულის ჰოკეი საქრთველოში ვერ უწევს კონკურენციას ტრადიციულ  ოლიმპიურ  სახეობებს, სადაც  შედეგი აქვს ქართველ სპორტსმენებს. მივიჩნევთ, რომ ყინულის ჰოკეი ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, ჩვენი სამინისტრო მაქსიმალუად შეუწყობს სპორტის ამ სახეობის განვითარებას ხელს.“

მარიამ ფანჩულიძე

მარიამი

 

Share6Tweet4

ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია
ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026
“ნიცა არც მოდელია, არც კინოვარსკვლავი, მაგრამ…” – უცხოურმა გამოცემამ კვარას მეუღლეს ვრცელი სტატია მიუძღვნა
ახალი ამბები

“ნიცა არც მოდელია, არც კინოვარსკვლავი, მაგრამ…” – უცხოურმა გამოცემამ კვარას მეუღლეს ვრცელი სტატია მიუძღვნა

01/02/2026
„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა
ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა

12/02/2025
დაკავებულია 28 წლის კაცი, რომელიც 16 წლის გოგოს თბილისის საროსკიპოში მეძავად ამუშავებდა
ახალი ამბები

დაკავებულია 28 წლის კაცი, რომელიც 16 წლის გოგოს თბილისის საროსკიპოში მეძავად ამუშავებდა

10/29/2025
ᲡᲐᲡᲬᲐᲣᲚᲘ ᲑᲣᲠᲗᲗᲐᲜ 10 ᲨᲔᲮᲔᲑᲘᲗ – ᲛᲘᲥᲐᲣᲢᲐᲫᲘᲡ 20 ᲒᲝᲚᲘ TOP 5-ᲨᲘ
ახალი ამბები

ᲡᲐᲡᲬᲐᲣᲚᲘ ᲑᲣᲠᲗᲗᲐᲜ 10 ᲨᲔᲮᲔᲑᲘᲗ – ᲛᲘᲥᲐᲣᲢᲐᲫᲘᲡ 20 ᲒᲝᲚᲘ TOP 5-ᲨᲘ

03/16/2025
ზლატანი, გატუზო, ანჩელოტი, ტოტი, დელ პიერო და სხვანი – რას ამბობენ ლეგენდები ხვიჩას შესახებ
ახალი ამბები

ზლატანი, გატუზო, ანჩელოტი, ტოტი, დელ პიერო და სხვანი – რას ამბობენ ლეგენდები ხვიჩას შესახებ

03/09/2025

საინტერესო

“მეგობრები იყვნენ ერთად, როცა ტრაგედია დატრიალდა” – ცნობილია მთაწმინდაზე დაღუპული ბიჭის ვინაობა: რა დეტალები ხდება ცნობილი

“მეგობრები იყვნენ ერთად, როცა ტრაგედია დატრიალდა” – ცნობილია მთაწმინდაზე დაღუპული ბიჭის ვინაობა: რა დეტალები ხდება ცნობილი

1 year ago
პრემია „ივერია“ წლევანდელ ლაურეატებს გამოავლენს

პრემია „ივერია“ წლევანდელ ლაურეატებს გამოავლენს

8 years ago
მე ვარ ენა მხცოვანი, მრავალწლოვანი

მე ვარ ენა მხცოვანი, მრავალწლოვანი

8 years ago
საპატრიარქო: 13 აგვისტოს პატრიარქი არ იცრება

საპატრიარქო: 13 აგვისტოს პატრიარქი არ იცრება

5 years ago

ახალი ამბები

გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა
ახალი ამბები

გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა

05/20/2026

გორის მუნიციპალიტეტში, ტყვიავი - ძევერის გზაზე, ბოლო ზარის მანქანების კოლონას ავარია შეემთხვა. წინასწარი ცნობით, ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა მკვეთრი მუხრუჭის...

Read moreDetails
“ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე

“ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე

05/19/2026
როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“

როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“

05/19/2026
“დათომ “მეფედრონი“ თუ რაღაც შეიყნოსა, შინ წასულა, დაწოლილა… გული გაუსკდა… ბარიგები ეძებენ ისეთ ბავშვებს, ვინც მუშაობს,  ვისი დედაც ემიგრაციაშია” – რას ჰყვება თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა?

“დათომ “მეფედრონი“ თუ რაღაც შეიყნოსა, შინ წასულა, დაწოლილა… გული გაუსკდა… ბარიგები ეძებენ ისეთ ბავშვებს, ვინც მუშაობს, ვისი დედაც ემიგრაციაშია” – რას ჰყვება თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა?

05/19/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა 05/20/2026
  • “ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე 05/19/2026
  • როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“ 05/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by